სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მეუფე ექვთიმე (ელიაშვილი) 1846-1918წწ ეპისკოპოსი დაბ. ქვემო ავჭალა, თბილისი. მეუფე ექვთიმე (ელიაშვილი) 1846-1918წწ ეპისკოპოსი დაბ. ქვემო ავჭალა, თბილისი. მეუფე ექვთიმე (ელიაშვილი) 1846-1918წწ ეპისკოპოსი დაბ. ქვემო ავჭალა, თბილისი.

1846-1918 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ელიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

მეუფე ექვთიმე (ელიაშვილი) 1846-1918წწ ეპისკოპოსი დაბ. ქვემო ავჭალა, თბილისი.

ეპისკოპოსი ექვთიმე (ერისკაცობაში — ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი; დ. 1846ქვემო ავჭალა — გ. 1918მოსკოვი) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.



დაიბადა მღვდლის, დეკანოზი პლატონ ნიკოლოზის ძე ელიაშვილის ოჯახში. 1859 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1865 წელს დაამთავრა და თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. 1866 წელს ესტატე ელიაშვილი დიაკვნად აკურთხეს, ხოლო შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისის წმინდა მარინეს ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. 1873 წელს იგი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლიდან თბილისის ვაჟთა მე–2 გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1879 წლიდან იგი იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში. 



1884 წელს ესტატე ელიაშვილს დეკანოზის წოდება მიენიჭა და სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად განამწესეს. 1887 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1891 წელს იგი გადადგა სიონის ტაძრის კანდელაკობიდან და მასწავლებლობაზეც უარი განაცხადა. ამავე წლიდან ჟურნალების – „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანის“ და „პასტორის“ ცენზორად დაინიშნა. 1891 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1892 წელს წმინდა სინოდის განჩინებით, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად იქნა არჩეული.

 



1895 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1899 წელს ენქერი უბოძეს, ხოლო 1902 წლიდან თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1903 წელს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი მიიღო და ამავე წლის ნოემბერში დეკანოზი ესტატე სანქტ-პეტერბურგში გაიწვიეს. საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი I სანქტ-პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ლავრაში იგი ბერად აღკვეცა და სახელად ექვთიმე უწოდა. ბერი ექვთიმე თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი ექვთიმე წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. ამავე წელს წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მმართველად და საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 1905 წელს ეპისკოპოსი ექვთიმე გორის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1906 წლის ივნისში სანქტ-პეტერბურგში გამართულ კრებაზე, სადაც საქართველოს ავტოკეფალიის საკითხი განიხილებოდა, მან რუსეთის ეკლესიის მხარე დაიჭირა და ამის გამო საქართველოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. იგი ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის ბალახნინის ეპისკოპოსად დაინიშნა. 1909 წელს ჯანმრთელობის გაუარესობის გამო, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და მოსკოვში გადავიდა. აქ იგი სტავროპიგიალური ზაიკონოსპასკის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1911 წლიდან მოსკოვის სინოდალური კანტორის უშტატო წევრია. 1914 წელს ეპისკოპოსი ექვთიმე მოსკოვის მაცხოვრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ცნობილია, რომ 1918 წელს ეს მონასტერი კომუნისტებმა საპატიმროდ გადააკეთეს და მათთვის არასასურველი პირები გამოამწყვდიეს. ვარაუდობენ, რომ ეპისკოპოსი ექვთიმეც ამ პატიმართა რიცხვში იყო და იგი იმავე წელს გარდაიცვალა.




ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1846-1918წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 


ეპისკოპოსი ექვთიმე, ერისკაცობაში – ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი, 1846 წელს ქართლში, სოფელ ქვემო ავჭალაში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 
1859-1865 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 
1865 წლის 9 სექტემბერს ესტატე თბილიისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაინიშნა. 
1866 წლის 4 იანვარს დიაკვნად აკურთხეს, 5 იანვარს კი მღვდლად დაასხეს ხელი და თბილისის წმინდა მარინეს სახელობის
ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესეს. ამ ტაძრის წინამძღვარი მამამისი, დეკანოზი პლატონ ელიაშვილი იყო. 
1873 წლის 5 იანვარს თბილისის სა
გვ380 
სულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ, წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და წმინდა ნინოს 
სახელობის ქალთა სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 
1880 წელს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად გადაიყვანეს. 
1884 წლის მაისში დეკანოზის წოდება მიენიჭა და სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად განამწესეს. 
1887 წლის მარტში წმინდა ანას III ხაარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 
1891 წელს გადადგა სიონის ტაძრის კანდელაკობიდან და მასწავლებლობაზეც უოარი თქვა. 
ამავე წლიდან ჟურნალების - „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო უწყებანისა“ და „პასტორის“ ცენზორად დაინიშნა. 
1891 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 
1892 წლის 2-16 სექტემბრის წმინდა სინოდის განჩინებით, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 
1895 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1899 წლის 6 მაისს ენქერი უბოძეს. 
1902 წლის 1 სექტეშბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 
1903 წლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მეუფე ექვთიმეს (მაშინ ჯერ კიდევ დეკანოზის) სიტყვა, წარმოთქმული ქაშვეთის ეკლესიის დროებითი 
სამლოცველოს კურთხევის დღეს: „13 ოქტომბერს, დილის რვა საათზე, დეკანოზმა ესტატე ელიაშვილმა აკურთხა, მთავრობის 
ნება-დართვით, საძირკველი დროებითი სამლოცველო სახლისა ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანში, 
აღსასრულებლად წირვა-ლოცვისა იმ დრომდინ, ვიდრე ეხლანდელის კედლები დაზიანებულ ძველის ქვაშვეთის ეკლესიის მაგიერ, აშენდება 
და იკურთხება ახალი დიდი ეკლესია, სამთავისის ეკლესიის მსგავსი. საძირკვლის კურთხევას დაესწრნენ მთლად ქვაშვეთის კრებული, 
აქ მომუშავე ხელოსნები, თავიანთ ქარგლებითა და მუშებით და მრავალი ხალხი. დეკანოზმა მამა ელიაშვილმა საძირკვლის კურთხევის დროს 
წარმოთქვა დაახლოებით შემდეგი მოკლე სიტყვა: „განვლო 151-მა წელმა მას უკან, რაც
გვ381 

ეს ქვაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია აუშენებია წარჩინებულსა და სახელოვანს თავადს და საქართველოს ერთგულ შვილს –გივი ამილახორს, 
რომლის ძის ძენი და ასულნი აქამომდე არიან ერთგულნი მრევლნი და მლოცველნი ამ ეკლესიისა. 
ბევრი მლოცველი ჰყოლია ამ ეკლესიას, როგორც მღვდელნი, ისე ერისკაცნი, ბევრი სასიხარულო და სამწუხარო დღეები 
უნახავს, ბევრჯელ ეს კედლები იყვნენ უხმო და უნებლიეთნი მოწმენი მტრის შემოსევისა, ქვეყნის მოოხრებისა, იმ სიწმინდეთა შებღალვისა 
და წაბილწვისა, რომლებსაც იგინი ინახავდნენ, მაგრამ უფალმან არ დაარღვევინა ეს ეკლესია საუკუნოდ და 
იხსნა იმათ სელიდგან. ღმერთმანვე აღმოუჩინა ამ ეკლესიას სანუგეშოდ ისეთი ერთგ·ულნი შლოცველნი, რომელნიც აფართოებენ მას ეკვდერის მიშენებით, 
ამშვენებდნენ და ზრუნავდნენ ამის განასლებისათვის· თვით ეს ეკლესია სიამოვნებით და 
გვ382
ლოცვით იცავდა თავის ზღუდეთა შორის ამგვარ მლოცველებს, როგორც სიცოცხლის დროს, ეგრეთვე სიკვდილის შემდგომაც, 
რადგანაც ხსენება იმათი იყო და არის ძვირფასი, როგორც მათის შთამომავლობისა, ეგრეთვე ამ ეკლესიისათვის. მაგრამ 
შეიცვალა ხალხის ხასიათი, შეწყდა ძაფი მზრუნველობისა ეკლესიისათვის. ეხლა იშვიათია შემწე და დამხმარებელი ეკლესიისა. 
თუ თვით ამ ეკლესიის მსახურთ არ შეეძინათ ეკლესიის გარშემო ადგილი და შენობები არ გაეკეთებინათ, ეს ეკლესია თითქმის ყველასგან უყურადღებოდ 
და უნუგეშოდ იქნებოდა მიტოვებული. იშვიათადა ვხედავთ, რომ წარჩინებულ გვართა წარმომადგენელნი, რომელთა წინაპარნი აქ განისვენებენ, 
ამ ეკლესიაში ლოცულობდნენ და გულშემატკივრობას იჩენდნენ. ღმერთმან მოსცეს სიმრთელე და განაგრძოს კეთილდღეობითი სიცოცხლე ამ 
ეკლესიის მზრუნველებისა. ღმერთმან აკურთხოს ისინიც, რომლებიც ამ ეკლესიის მლოცველები არ არიან, თუმცა მათნი წინაპარნი და ნათესავნი ამ ეკლესიის 
ერთგულნი იყვნენ. რადგან ეკლესიის კედლები დაზიანდა და დაირღვა, გადავწყვიტეთ, აშენდეს ამ ძველის ეკლესიის ადგილზე ახალი ეკლესია, 
ამაზე უფრო დიდი და შნოიანი. მომავალი ეკლესიის აშენება და დასრულება კარგა ხანს გაგრძელდება. 
მაშასადამე, მრევლი რომ წირვა-ლოცვის გარეშე არ დარჩეს, ვიდრე ახალი ეკლესია აშენდება, საჭიროდ დავინახეთ, სამლოცველო სახლი ავაშენოთ,
რომელშიაც დროებითი ეკლესია იქმნება. აი, ამ დროებითის ეკლესიის საძირკველი ეკურთხა ამჟამად. ვევედროთ ღმერთსა, რომ ამ დროებით სამლოცველო 
სახლში ისმენდეს და მიიღებდეს ჩვენს ლოცვასა და ვედრებას და წყალობის მომლოდელნი ვმადლობდეთ და ვაკურთხევდეთ 
უფალსა უკუნითი უკუნისამდე. ამინ“. 1903 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი მიიღო. 
1903 წლის ნოემბრის დასაწყისში დეკანოზი ესტატე სანკტ–პეტერბურგში გაიწვიეს. ამავე წლის 19 ნოებერს სანკტ-პეტერბურგის წმინდა ალექსანდრე 
ნეველის სახელობის ლავრაში
გვ383

საქართველოს ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) ბერად აღკვეცა და სახელად ექვთიმე უწოოდა. ამავე დღეს თბილისის
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 21 ნოემბერს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
26 ნოემბერს წმინდა სინოდმა ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. 31 ნოემბერს წმინდა ალექსანდრე ნეველის ლავრის 
ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მმართველად და საქართველოს ეგზარქოსის 
მეორე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. ქირიტონიის წესი შეასრულეს: სანკტ-ბეტერბურგის მიტროპოლიტმა ანტონმა (ვადკოვსკი),
მოსკოვისა და კოლომენსკის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი), საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ალექსიმ (ოპოცკი),
იამბურგის ეპისკოპოსმა სერგიმ (სტრაგოროდსკი, 1943-1944 წლებში- რუსეთის პატრიარქი), ალეუტისა და ჩრდილო-ამერიკის ეპისკოპოსმა
ტიხონმა (ბელავინი, 1917-1925 წლებში- რუსეთის პატრიარქი), კალუგისა და ბოროვსკის ეპისკოპოსმა ბენიამენმა (მურატოვსკი)
და იაკუტისა და ვილიუსკის ეპისკოპოსმა ნიკან
გვ384

ორმა (ნადეჟდინი).
1905 წლის 19 მაისს ეპისკოპოსი ექვთიმე გორის ეპარქიაში გადაიყვანეს· 
1906 წლის ივნისში პეტერბურგმში გამართულ კრებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილებოდა, 
მან როუსეთის ეკლესიის მხარე დაიჭირა და ამის გამო საქართველოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. 
1906 წლის 10 ნოემბერს იგი ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის ბალახნინის ეპისკოპოსად დაინიშნა. 
1900 წლის 16 ივნისს, ეპისკოპოსი ექვთიმე ჯანმრთელობის გაუარესობის გამო თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა·
ნიჟნი- ნოვგოროდიდან მეუფე ექვთიმე მრევლმა დიდი მწუხარებით გამოაცილა, ისინი საყვარელ მეუფეს მალე გამოჯანმრთელებასა 
და უკან დაბრუნებას სთხოვდნენ. რკინიგზის სადგურში მღვდელმთავარი დეკანოზმა მიხეილ კუდრავცოვმა გააცილა. ამავე წლის 25 ივნისს ეპისკოპოსი 
ექვთიმე უკვე მოსკოვშია. 
1909 წლის 2 ივლისს მოსკოვის სტავროპიგილური ზაიკონოსპასკის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 
1911 წლის 28 ოქტომბერს მოსკოვის სინოდალური კანტორის უშტატო წევრია. 
1914 წლის 14 ივლისს მოსკოვის მაცხოვრის სახელობის სტავროპიგიალური მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები. 
ცნობილია, რომ 1918 წელს ეს მონასტერი კომუნისტებმა  გადააკეთეს საპატიმროდ, სადაც მათთვის არასასურველი პირები გამოამწყვდიეს. 
ვარაუდობენ, რომ ეპისკოპოსი ექვთიმეც ამ პატიმართა რიცხვში იყო და იგი იმავე წელს გარდაიცვალა.
გვ385 
კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) მოგონებებით მეუფე ექვთიმე იყო: „კაცი ფრიად ნიჭიერი, მშვენიერი მწირველ-მლოცველი, 
საეკლესიო წიგნების საუცხოო მკითხველი და ჩინებული მქადაგებელი, მაგრამ მეტისმეტად მფრთხალი“. 




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2021
ბოლო რედაქტირება 07.02.2024
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0