სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მიხა ხელაშვილი 1900-25წწ გარდ. 25 წლის, პოეტი დაბ. სოფ. ახადი დუშეთი მიხა ხელაშვილი 1900-25წწ გარდ. 25 წლის, პოეტი დაბ. სოფ. ახადი დუშეთი

1900-1925 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ხელაშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

7       ბეჭდვა

მიხა ხელაშვილი 1900-25წწ გარდ. 25 წლის, პოეტი დაბ. სოფ. ახადი დუშეთი

მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი1900ახადი, — გ. 25 იანვარი1925ჩარგალი) — ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.



ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.

გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა.[1]

სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა ასევე მოიცავს ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც.

დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე.




1989 და 1993 წლებშიედიშერ გიორგაძემ გამოსცა მიხა ხელაშვილის 40-50 გვერდიანი ლექსების კრებული. 2006 და 2010 წლებშიგიგი ხორნაულმა გამოსცა გაცილებით ვრცელი კრებულები. ვახუშტი კოტეტიშვილისა და ალექსი ჭინჭარაულის მიერ შედგენილი კრებული „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო...“, რომელიც მიხა ხელაშვილის თოთხმეტი ლექსით იხსნება. 2012 წელს „ინტელექტმა“ 100 ლექსის სერიაშიც დაბეჭდა მიხა ხელაშვილი. 2013 წელს გამოიცა „სიტყვა, ლექსებად ნაქარგი“ - მიხა ხელაშვილის ყველაზე სრული და ყველაზე მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებული კრებული.



მიხა ხელაშვილის პაპა, ახადელი ხევისბერი  -

ქერჩო გოდერძაული ლაშარის ჯვრებით.

სურათი გადაღებულია 1894 წელს გრაფინია პრასკოვია უვაროვას მიერ.

დააკვირდით ხევისბრის მრავლისმეტყველ სახის ნაკვთებს: მაღალ, ფიქრით დაძარღვულ შუბლს, ღრმა, შორსმხედველ თვალებს, ერთი შეხედვით თითქოს კუშტ, მაგრამ ნათლით მოსილ  გამოხედვას... ასეთი თავკაცები ჰყავდა საფშავლოს...

ხევისბრობის ინსტიტუტი ასე გამოიყურება ფშავში: 

"თავხევისბერი", ანუ საერთო სატომო თავხატის - ლაშარის ჯვრის ხევისბერი და სათემო ხატების ხევისბრები თავიანთი დასტურებით.

ფშავის თემები, მათი საკულტო ცენტრები და სალოცავებია: 

1. გაბიდაურნი - საკულტო ცენტრი  ხოშარა, ხატი - ძელის ანგელოზი, თამარ ნეფე; 

2. გოგოლაურნი - საკულტო ცენტრი  გოგოლაურთა, ხატი - მთავარ მოწამე და წმინდა გიორგი;

3. გოგოჭურნი - საკულტო ცენტრი  ცაბაურთა, ხატი მთავარ ანგელოზი; 

4. გოდერძაულნი - საკულტო ცენტრი  ახადი; ხატი - პირქუში ცეცხლისალიანი; 

5. ზურაბაულნი - საკულტო ცენტრი  მათურა, ხატი - მთავარ ანგელოზი;  

6. მინდოდაურნი (ჭიჩოელნი) - საკულტო ცენტრი ჭიჩო; ხატი - პირცეცხლი;

7. უძილაურნი - საკულტო ცენტრი უძილაურთა, ხატი - კოპალა;  

8. ქისტაურნი - საკულტო ცენტრი შუაფხო, ხატი იახსარი;

9. წოწკურაულნი - საკულტო ცენტრი მუქუ, ხატი - მოხარნადე ხთიშობელი; 

10. წითელაურნი - საკულტო ცენტრი კოტიის გორი; ხატი - კოტიას წმინდა გიორგი;

11. უკანაფშაველნი - საკულტო ცენტრი  წყაროსთაველი; ხატი - წყაროსთაველი წმინდა გიორგი. 

სახატო დღესასწაულის წესისა და რიგის მიმცემი ხევისბერები იყვნენ. სრულიად ფშავი, სათემო ხატის გარდა, ერთად ლოცულობდა: ღელეს, კოპალასა და კვირიას  საერთო-სატომო სალოცავებსაც, თუმცა, ფშაველთა მთავარი მამისსალოცავი გამორჩეულად მაინც ლაშარის ჯვრის თავხატი იყო.

სათემო სალოცავების ხევისბრები ვალდებულნი იყვნენ ერთად მისულიყვნენ  მთავარი მამისსალოცავის - ლაშარის ჯვრის დღეობაში, სადაც მათ ლაშარისჯვრის თავხევისბერი მასპინძლობდა.

შინაარსობრივად და ინფორმაციულად მეტად საინტერესოა   ლაშარისჯვრის თავხევისბრის მიერ ლაშარობის დღესასწაულზე წარმოთქმული ლაშარის ჯვრის სადიდებელი. 

თავხევისბერი თავის ხატის ყმათ „დაამწყალობნებდა“ (დალოცავდა), ხატსა და „ხთიშვილებს“ მათ ჯანმრთელობასა და გალაღებას შესთხოვდა. 

ამ დალოცვას ფშავში „ხევისბრის დიდება“ ეწოდებოდა.

ნიშანდობლივია, რომ ეს სადიდებელი დღემდე ყოველწლიურად სრულდება ლაშარის სალოცავში სახატო დღესასწაულის, ლაშარობის  დროს. 

ლაშარის ჯვრის „თავხევისბრის დიდების“ მეტად საინტერესო ტექსტი ჩაიწერა და ირაკლი გოგოლაურს გადასცა ვანო ბერიძიაშვილმა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. 

„ხევისბრის დიდება":

ღმერთო, დიდება შენდა!

შენამც იდიდები, სახელო ღვთისაო,

მადლო კვირეისაო,

ერთურთის მოთანახმენო, მოდე-მოძმენო,

დანაბადებნო ღვთისანო, -

სალოცავებო ფშავეთისანო!

დიდება შენდა, ხელმწიფე ლაშარის ჯვარო,

ცამდე მაღალო, ზღვამდე მაგარო,

უდრო-უჟამოდ თავის ყმათ დამხმარებელო;

დიდება შენდა, კვირავ კარავიანო,

ღვთის კარზე მდგარო, ღვთის იასაულო,

ღვთის კარზეით ამბის გამამტანო,

ხორციელთ დამხმარეო;

დიდება შენდა, ღელეს ექიმო,

სნეულთა მკურნალო, თამარ დედუფალო;

დიდება შენდა დამნასტეს წმინდა გიორგიო,

ცა-ღრუბლის მოურაო;

დედება შენდა, წყაროსთაველო,

წყაროსთავ წმინდა გიორგიო,

სიცოცხლისა და ცხოვრების წყაროს მიმცემო;

დიდება შენდა, გუმბათის ანგელოზო,

კოტიის წმინდა გიორგიო;

დიდება შენდა, პირქუშო, ცეცხლის ალიანო,

ღვთისშვილთა იარაღთ მჭედელო;

დიდება შენდა, მთაწმინდის წვერის ანგელოზო,

მთაწვერთა მგზავრის მოყარაულეო;

დიდება შენდა, 

ღვთისშვილთა კრების თავმჯდომარეო,

ხოშარის სახუთმეტო ძელის ანგელოზო,

გაბიდაურთა მეპატრონეო;

დიდება შენდა, მიქაელ მთავარანგელოზო,

ზურაბაულთა თემის მფარველო!

დიდება შენდა, მუქოს მოხარნადე ღვთისმშობელო,

ყმათა დამცველო;

დიდება შენდა, ჭიჩოს პირცეცხლო,

პირმშვენიერო, ლამაზ ყაწიმიანო!

დიდება შენდა, ლაღო იახსარო,

დევ-კერპთა გამტეხელო, ხორციელთ დამხმარეო.

დიდება შენდა, ირემთკალოს შაშვენებულო,

ციხეგორს დამშვენებულო, ბერო ბეგთრიანო,

ლახტიან-მათრახიანო, ბერწმინდა კოპალაო;

დიდება შენდა, ანატორისა და შატილის

მთავარო ანგელოზო;

დიდება შენდა, ღუდის ყველა წმინდაო,

ქვის წულად მქცეველო;

დიდება თქვენდა, გერგეტის სამებაო,

დიდო ლომისაო!

დიდება თქვენდა, ღვთისშვილნო,

ღვთის ნაბადებნო, ღვთის კარზე მდგარნო,

დასწერეთ ჯვარი თქვენს მლოცველსა,

გამოსთხოვეთ დამბადებელს მშვიდობა,

ჩვენი ქვეყნისთვის,საქართველოსთვის,

დაიცავით იმიერ და ამიერ იმ ძალითა,

რა ძალა და დიდებაც მოუცია

დამბადებელს თქვენთვისა.

დიდება და გამარჯვება მოგხსენდეს 

დღევანდელი დღის მასპინძელო,

ამ ადგილის მაბრუნებელო,

ამ გორის მბრძანებელო,

ხმელ გორზე ბრძანებულო,

ხელმწიფევ, ლაშარის ჯვარო,

შენსამც სახელს მაჰხმარდება:

ანთებული სანთელი,

დადგმული ჭიქა-ბარძიმი,

წამოყენებული სამსახურები,

რასაც ხელზე და მხარზე გეხვეწებოდეს,

შენი მხვეწელი, შენი სახელის მაძახური,

იმ ხელზე და მხარზე დაუმშვენე:

წულის მანუკვარი იყოს, წული მიეცი,

ავადმყოფს გეხვეწებოდეს, ავადმყოფ მაურჩინე,

შორს წასულს გეხვეწებოდეს,

შინ მშვიდობით დაუბრუნე.

ცის ნაპირს სწვდება შენი დიდება!

შენს კარზე მოსულ ყმათწყალობას ნუ დააკლებ,

რასაც ადგილზე იყვნენ, 

რა დროსაც იყვნენ,

იმ ჟამზე უშველოდი:

მწოლიარ იყოს, მწოლიარს მიეხმარე.

ცაში ფრინავდეს, ზღაში ცურავდეს,

მღვიძარეს, მძინარეს, მწოლარეს, მდგომარეს

შენი ძალა და მადლი ჰფარავდეს!

თავის ბედ-ყისმათით გაამარჯვებინე,

თუ თავის ბედით უძლურ იძახონ,

შენი ბედ-ყისმათი და დავლათი დაახმარე,

მტრისავ ნასროლი მტერსავ დაუბრუნე,

შენი წყალობა გადასწვდენოდეს საქართველოსა -

მორწმუნესა და ურწმუნოსა,

ურწმუნო შამობრუნებულიყოს,

უგულოს გული მისცემოდეს,

დამარცხებულს გამარჯვებოდეს!

დიდება შენდა, ღვთის ნაბადებო,

შენ გაგიმარჯოს, მტერთა მებრძოლო,

ყმათა მშველელო,

ხელმწიფე ლაშარის ჯვარო!



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.10.2021
ბოლო რედაქტირება 25.04.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0