დაბადების თარიღი: 24 თებერვალი, 1933
გარდაცვ. თარიღი: 17 ნოემბერი, 2021 (88 წლის ასაკში)
კატეგორია: ისტორიკოსი, პოლიტიკოსი
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000673/
დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჟოშხა, ამბროლაურის რაიონი.
დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.
1950-1951წწ. ს. ჭრებალოს კოლმეურნეობის წევრი; 1951-1952წწ. სპეცსახელოსნო სასწავლებლის აღმზრდელი; 1954-1955წწ. ს. ჭრებალოს სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 1959 წელს მუშაობა დაიწყო ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს ლაბორანტად, 1960 წლიდან მეცნიერ თანამშრომლად, 1968 წლიდან მუშაობა გააგრძელა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მამულის აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე წიგნი და ექვსასამდე პუბლიკაცია. ეთნოგრაფი, პუბლიცისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სადისერტაციო თემა – "მევენახეობა, მეღვინეობა საქართველოში ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით", დაიცვა 1968 წელს.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.333
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1994-1995)
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის აგრარული კომისია , წევრი (1994-1995)
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ვეტერანტთა საქმეთა კომისია, წევრი (1994-1995)
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "19 თებერვალი" , წევრი (1995-1995)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2003 - ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
სოფელი ლაბეჭინა და ლაბეჭინის მონასტერი (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 160გვ.
განაწესი სოფელ ჭრებალოსა და ჭრებალოს საკრებულოსათვის (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 47გვ.
ქასრაძეები და ქასრაშვილები (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2003. - 56გვ.
მოძღვარი : პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე სიმონ სხირტლაძე (ავტორი). - თბილისი, რაეო, 2002. - 68გვ.
იქ, სადაც იბადება რიონი : რაჭის ხსნა დღეს შეიძლება, ხვალ გვიან იქნება (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 119გვ.
ყოფა და ტრადიციები : ეთნოგრაფიული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1987. - 127გვ.
რაჭა ეთნოგრაფიის თვალით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 62გვ.
ეროვნული ტრადიციების მიზნობრივი მართვა (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1984. - 32გვ.
ცხრაციხეთის ლეგენდა : მოთხრობები სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1978. - 177გვ.
ქართული ეთნოგრაფია და ტრადიციები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.
საგანძურები : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 91გვ.
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. : წ. 1 : რაჭა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1974. - 336გვ.
უცხო ფრინველი : საქართველოს ფაუნა, ნარკვევი ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 50გვ.
დაკარგული ბილიკი : მოთხრობა ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 20გვ.
ლამლუზის დარბევა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1962. - 25გვ.