სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
ვასილი ჯანიაშვილი ალექსანდრეს ძე 1962-2000წწ ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი ვასილი ჯანიაშვილი ალექსანდრეს ძე 1962-2000წწ ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი

1962-2000 წწ. გარდ. 38 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ჯანიაშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ვასილი ჯანიაშვილი ალექსანდრეს ძე 1962-2000წწ ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი

დაიბადა 08 ივნისი 1962 წელი თბილისი საბრძლო ჭრილობებით  გარდაიცვალა  05 თებერვალი 2000 წელი

უკვდავებასთან წილნაყარნი... “ ავტორი ნუგზარ ქებურია 

               

              გაგრა. კოლხიდა. 15 სექტემბერი.  102-ე და ავაზას ბატალიონის მეომრებმა რამდენიმე  საათიანი თავგამოდებული ბრძოლის შემდეგ რუსული სააოკუპაციო ჯარის ნაწილების და მათი დაქირავებული ბოევიკების იერიშები უკუაგდეს, მაგრამ ცალკეული თავდაცვითი ბრძოლები, ზოგ ადგილებში, მაინც გრძელდებოდა...

           კოლხიდის ტერიტორიაზე, ზემოთ ტყეში,

თავგამოდებით იცავდა თავს ბატალიონის მებრძოლთა მცირე რაზმი, ზაზა ჯოხარიძისა და გურამ მექვაბიშვილის მეთაურობით. მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ებრძოლათ, რადგან ზურგს უკან,

 კოლხიდაში თავს აფარებდა უამრავი დაჭრილი მებრძოლი, ქალი, ბავშვი

თუ მოხუცი...                                                                       

             მტრის ბოევიკები გაშმაგებით დარბოდნენ ხეებსა და ბუჩქებს შორის, ნელ-ნელა უმატებდნენ სროლას, ბოლოს ველური ყვირილითა და მხეცებისთვის დამახასიათებელი ყმუილით გადმოვიდნენ შეტევაზე...

          - ბარბაროსებო!.. დაყარეთ იარაღი!.. წინაღმდეგობას აზრი აღარ აქვს... - ყოველი აფეთქების შემდეგ გაისმოდა ავაზაკების მხრიდან.

           -  ამათი, დედაც!.. - გაკვირვებით წამოიძახა ვასიკო ჯანიაშვილმა. - ეტყობა რუსებისა და დაქირავებული გადამთიელების  ხაფანგში გავებით...

                    - რა ვქნათ, ა? - ყრუდ აღმოხდა ლადო კობაიძეს. -  აქედან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია...

            - ჭკვიანად აფსუებო, თორემ დედას გიტირებთ, რუსი მაშკა ღორების  გვერდით, მაგრები გგონიათ თქვენი თავი?.. - რუსულად უყვირა გურამ მექვაბიშვილმა, მაგრამ ამის წამოძახება და ბუჩქებიდან წამოვიდა ტყვიების სეტყვა, ბიჭები ორმოებში ჩაწვნენ, ცეცხლოვანი ტყვიები მათ თავს ზემოთ იშლებოდა წივილით.

                    - მოვდივარ, ძმაო!.. - და მექვაბიშვილის გვერდით ელვის უსწრაფესად ზალიკო გაჩნდა ჯანიაშვილი. ყუმბარა ხელში შეათამაშა, მერე სწრაფად გახსნა,  რამდენიმე ნაბიჯი წინ გაჩოჩდა და რაც ძალ-ღონე ჰქონდა ისროლა ბუჩქებში, საიდანაც რუსკაზაკთა ტყვიამფრქვევი შეუჩერებლივ ღავღავებდა.

   აფეთქების შემდეგ ტყვიამფრქვევმა ხმა გაკმინდა.

              - დაჭრილები გამოვიყვანოთ, ბიჭებო!.. დროზე... დროზე!.. - მთელი ხმით გაიძახოდა ზაზა ჯოხარიძე  და ავტომატის ჯერს სეტყვასავით აყრიდა მოულოდნელი წინააღმდეგობით დაშოკილ მგლის ხროვას.

            უცებ ყუმბარმტყორცნის ჭურვმა ზედ ჯოხარიძის თავთან გადაიკივლა, შემდეგ ავტომატის ტყვიების სტვენა გაისმა და...  ტყვიამ მხარში გაუარა ზაზას, ზურგის მხრიდან, გულთან ახლოს და წელში გავიდა...              

      ზაზამ იფიქრა ვკვდებიო და თვალები სომწრისგან მოწკურა.

          - ნუ გეშინია ძმაო, აგერ ვარ!..- და მოხისელმა მიშა ნოზაძემ ტყვიამფრქვევი მიუშვა ბუჩქებისკენ, საიდანაც ისროდნენ. ამის მერე სროლა შეწყდა, ზაზამ ნელ-ნელა გამოსვლა დაიწყო, სანამ გავიდოდა ორი თანამებრძოლი, ზალიკო და არსენი ნახა მისკენ, რომ მოდიოდა.

          წადი რას დგახარ!.. - უთხრა არსენ მათიაშვილმა დაჭრილ მეგობარს სისხლიანი რომ დაინახა.

მიხეილ ნოზაძე 1958-93წ. გარდ. გაგრა აფხაზეთი დაბ. სოფ. მოხისი ქარელი ქართლი

             - მე თავი დამანებეთ, მიშა ნოზაძეს მიხედეთ!.. თქვა მან და იქვე ქვაზე ჩამოჯდა.

           ვასო ჯანიაშვილი მიშა ნოზაძესთან დაიხარა და ფრთხილად გადმოაბრუნა, მიშას თავი გადმოუვარდა... აღარ სუნთქავდა... ტყვიამფრქვევს ზედ დაკვდომოდა ლომივით კაცი. დახოცილი აფხაზური მხარის ბოევიკები  ეყარნენ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით...

            - რას უცდი, წადი!.. - ისევ გაუმეორა მათიაშვილმა დაჭრილ ჯოხარიძეს და ამ დროს ყუმბარმტყორცნის ჭურვის აფეთქება და მისი შეყვირების ხმა ერთი იყო. მარცხენა მხარში დაჭრილ ჯანიაშვილს, ახლოს ძლიერი აფეთქების გამო თავის კანტუზირებულ სიჩუმეში ძლივს ჩაესმა  მეგობრის, არსენ მათიაშვილის ხმა...

მიხეილ გამკაძე გარდ. 1992წელს გაგრა აფხაზეთი

          ამ ტყვიების თავსხმაში თურმანიძე (თურმანა) ბეტეერთან იდგა და ერთი წუთითაც არ მიუტოვებია ბიჭები... ბოლოს ყველა დახოცილი და დაჭრილი მებრძოლი: გურამ მექვაბიშვილი,  ზაზა ჯოხარიძე, არსენ მათიაშვილი, ვლადიმერ კობაიძე, მიხეილ ნოზაძე, მ. მაიზერაშვილი, მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ტოლიკა (მისი გვარი ბიჭებს არ ახსოვთ), კანტუზირებული ვასო ჯანიაშვილი...  გაგრელი ბიჭების დახმარებით ძლივსძლივობით გაიყვანა გზაზე, BTR - ში ჩასვა,  სწრაფად დაძრა საბრძოლო მანქანა და ელვისებური სიჩქარით გააქანა ხეობებს შორის გაწოლილი გზის მიმართულებით, სადაც, სავარაუდოდ, სამხედრო ჰოსპიტალი უნდა ყოფილიყო...

შვილი ალაქსანდრე ჯანიაშვილი დ. 1985წ. ვეტერანი წარმ. გურჯაანი კახეთი


ბოლო საოჯახო ფოტო მარჯვნიდან ვასილ, ია, ალექსანდრე და დედა ნინა მარლენის ასული იაშვილი დაბადებული 1962 წელს თბილისში 19 დეკემბერს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.12.2021
ბოლო რედაქტირება 09.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0