სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
თემურ უგულავა 60 მლნ ბიზნესმენი თემურ უგულავა 60 მლნ ბიზნესმენი
ბმულის კოპირება

მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი

გვარი უგულავა სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

თემურ უგულავა 60 მლნ ბიზნესმენი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Темур Угулава, Temur Ugulava

https://kapitali.ge/milioneris-profili-temur-ugulava/

მილიონერის პროფილი – თემურ უგულავა ჯამური ქონება: $60 მილიონი

თემურ უგულავა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. მის მფლობელობაში არის რამდენიმე მსხვილი ბიზნესი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ,,აჭარა ჯგუფი”, რომელიც რამდენიმე მსხვილ ბიზნესს მოიცავს თავის თავში. აჭარა ჯგუფი არის საქართველოში წამყვანი სასტუმროების (hospitality) და აგრომეწარმეობის კომპანია. ის დააარსა თემურ უგულავამ თავის კოლეგებთან და პროფესიონალ გუნდთან ერთად.

2010 წელს კომპანია შევიდა საქართველოს hospitality სექტორში იმით, რომ წარადგინა პირველი ადგილობრივი Holiday Inn ფრენჩაიზი, რომელმაც წარმატებით შეძლო დიზაინისა და ბრენდის კონცეპტის თვალსაზრისით საერთაშორისო ბრენდის სახელის მოპოვება. 2012 წელს აჭარა ჯგუფმა მოახდინა მიტოვებული საბჭოთა პერიოდის სანატორიუმის რეკონსტრუქცია ყაზბეგის მთიან რეგიონში და ააშენა Rooms Hotels სასტუმრო პირველი ქართული ბრენდის სახელით. მას შემდეგ, ამ სასტუმროების ქსელმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთად. ეს უკანასკნელი გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით, არქიტექტურითა და დიზაინით და წარმოადგენს უნიკალური სტილისა და გემოების შეხამების იდეალურ ადგილს.

პატარა პროექტების მსოფლიოდ-ცნობილად ქცევა

ორი წლის შემდეგ, 2014 წელს ისტორიული სტამბა გადაიქცა მეორე Rooms Hotel სასტუმროს ფილიალად, ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს დედაქალაქ თბილისში. აღნშნული სასტუმროს კონცეპტი აერთიანებს ბრუტალისტურ ელეგანტურ არქიტექტურას თანამედროვე დეკორის ელემენტებით. 2016 წელს ძველი საბჭოთა საკერავი ქარხანა გადაიქცა ფერად ადგილას, რომელიც დღეს ფუნქციონირებს ფაბრიკა ჰოსტელის სახელით. ეს ადგილი დღეს ახალგაზრებში, სტუდენტებში თუ უცხოელ მოგზაურებში ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ,,ფაბრიკა” აერთიანებს მრავალფეროვან ადგილობრივ მცირე ბიზნესსა თუ კაფეს. აქ შეიძლება ნახოთ ტანსაცმლისა თუ სხვადასხვა პროდუქტების მაღაზია, ისევე, როგორც მრავალი კაფე, განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ არის ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარული დღესდღეისობით ახალგაზრდებში და ყოველ დღე ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტამბა არის განცალკევებული შენობა, რომელიც წარმოადგენს ,,აჭარა ჯგუფის” luxury ვერსიას. 2018 წელს სასტუმრომ გახსნა თავისი კარები სტუმრებისთვის და სთავაზობს მათ ისეთ განსაკუთრებულ მახასიათებლებს, როგორებიც არის სახურავის საცურაო აუზი, შოკოლატერია, კაფე სტამბა, შიო რამენი და ამასთან, სხვადასხვა გალერია თუ საგამოფენო სივრცე. სწორედ ამ მრავალფეროვანი ალტერნატივების არსებობის გამო სტამბა ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობაში. აქ ტარდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, გამოფენა თუ კონფერენცია.

სოფლის მეურნეობა აღმოსავლეთში

აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარა ჯგუფი არის ყველაზე დიდი აგრარული და ფერმერული პროექტი საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში. ეს უკანასკნელი დიდი წარმატებით სარგებლობს ურბანული და არაურბანული განვითარების თვალსაზრისით. აჭარა ჯგუფს აქვს უნარი იმისა, რომ გარდაქმნას ყველაზე მიყრუებული და განუვითერებელი ქვეყნის რეგიონი ისეთ ადგილად, რომელიც იქნება ტურისტებისთვის მთავარი დანიშნულების ადგილი და რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს ქვეყნის ფარგლებს შიგნითაც. დღესდღეისობით აჭარა ჯგუფის, როგორც კომპანიის ჯამური დასაქმებული ადამიანების რიცხვი 3000 ადამიანს აჭარბებსდა ამასთან, მასში შედის 4 სასტუმრო და ერთი ჰოსტელი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ თემურ უგულავა არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და მეწარმე, რომელმაც შეძლო, რომ თავისი შექმნილი პროდუქტებით ახალი, უნიკალური კონცეპტი შეეთავაზებინა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ამასთან, შეექმნა მრავალფეროვანი სივრცე, სადაც ადამიანები ყოველდღიურად შეძლებდნენ განტვირთვასა და დასვენებას. დღეს მისი ჯამური ქონება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.01.2022
ბოლო რედაქტირება 10.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0