დაიბადა თელავში 20 თებერვალი, 1983 . მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი (2002). 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი (1999). 20 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის მეორე (1999) და მესამე (2000) პრიზიორი. საქართველოს ჩემპიონატების ორგზის მესამე (2000, 2003) და მეორე (2002) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში (2002). კლუბ “ნტნ”-ის შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონი (2004), მეორე (2003) და მესამე (2002) პრიზიორი. მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004). 2012 წლიდან გამოდის ესპანეთის სახელით.
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 317 გვ.
ინფორმაცია მოგვაწოდა მამა კონსტანტინე ირაკლის ძე (პაპალაშვილი) დაიბადა 9 დეკემბერი 1965 წელი თელავში