სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10790

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გელა გერზმავა 1964-93წწ გარდ. მიშველის მთა ოჩამჩირე დაბ. გალი აფხაზეთი გელა გერზმავა 1964-93წწ გარდ. მიშველის მთა ოჩამჩირე დაბ. გალი აფხაზეთი

1964-1993 წწ. გარდ. 29 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გერზმავა სია

გალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

142       ბეჭდვა

გელა გერზმავა 1964-93წწ გარდ. მიშველის მთა ოჩამჩირე დაბ. გალი აფხაზეთი

წყარო ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი


გელა გერზმავა დაბ. 1964 წლის19 ოქტომბერი. ქალაქ გალში. 1992 წლიდან ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონში მსროლელად. 1993 წლის 5 ივლისს მიშველის მთის დაზვერვის დროს გელა გერზმავა გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.


ძმები გერზმავები ნუგზარ ქებურია

                    ივლისის თბილი და მზიანი დღე იყო, მაგრამ მიშველის მაღალი მთის მისადგომებთან მაინც იგრძნობოდა  გადამდგარი გაზაფხულის სიგრილე. ნაშუადღისას 24 -ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის მზვერავთა ჯგუფის მებრძოლები კახა სირგინავა, მიგრან გვალია და ძმები გულვერ და გელა გერზმავები სოფელ ბედიიდან გავიდნენ და ერთიმეორის მიყოლებით გაემართნენ მიშველის მაღალი მთისკენ, რომელიც სტრატეგიულ ობიექტად ითვლებოდა იმ მხარეში.

        ბიჭები ფრთხილად მიდიოდნენ, მთისკენ მიმავალ ბილიკზე, გზაზე  არავინ შეუნიშნავთ. შორს ღრუბლების ქარავანთან ერთად მზე ჰორიზონტისკენ ნელ-ნელა ეშვებოდა. მთის კორტოხზე ცა როგორღაც ავისმომასწავლებლად იბურებოდა.

         - ბიჭებო, ეს ბილიკი მგონი მთაზე არ ადის!.. - ხმადაბლა წარმოთქვა მიგრან გვალიამ და თანამებრძოლებს შიშნეულად გადახედა. - ნახეთ როგორ  უხვევს!.. - და საჩვენებელი თითით ჰაერში ნახევარი წრე შემოხაზა.

           ბიჭები არ შეჩერებულან, მთის საცალფეხო ბილიკს მოსახვევამდე გაუყვნენ, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ბილიკი შავად დაბურულ ეკალბარდებიან ტყეს უერთდებოდა.  უცებ არც ისე შორიდან ხმელი ეკალ-ბარდების ტკაცა-ტკუცი და ფოთლების შრიალი მოესმათ. ბიჭები იმ წამსვე ბუჩქნარში მიიმალნენ, მაგრამ... 

             - არ გაინძრეთ, თორემ მოვიდა ტყვია! - ჩახლეჩილი ხმით დაიღრიალა ხმელ წიფელთან ატუზულმა აფხაზმა მებრძოლმა და ავტომატის ლულა უფროს გერზმავას დაუმიზნა. - წყნარად წიე! დააგდე იარაღი!..

         გულვერ გერზმავამ არ დააგდო ავტომატი. პირიქით საბრძოლველად მოემზადა. მაგრამ აფხაზური მხარის ბოევიკმა დაასწრო და მარცხენა ფეხზე მოარტყა ტყვია. ქართველი მზვერავი ბიჭი მოცელილივით ჩაიკეცა.

         - გელა მიშველე!.. - დაცემისას გასძახა მან უმცროს ძმას.                                                                                                   

         - ნუ გეშინია, ძამიკო აგრ ვარ!.. - და გელა გერზმავა სწრაფად მივარდა დაჭრილ ძმას, ავტომატის კონდახზე შემოხვეული ჟგუტი მოგლიჯა და ძმისკენ დაიხარა. ამ დროს აფხაზმა მებრძოლმა ახლო მანძილიდან დამიზნებით ესროლა და პირდაპირ თავში მოარტყა რამდენიმე ტყვია. უმცროსი გერზმავა ძმის გვერდით უსულოდ დავარდა.

                                                        

         ორმოში ჩაწოლილი მიგრან გვალია ელვისუსწრაფესად ამოხტა ორმოდან და ავტომატის კონდახი მთელი ძალით გლიჯა თავში. აფხაზი მკვლელი შებარბაცდა და ხის გადანაჭერთან მოსხლეტით დაეცა.                                      

     ცოტა ხნის შემდეგ, აფხაზური მხარის ბოევიკებმა მიგრან გვალია ალყაში მოაქციეს და ყველა მხრიდან წამოვიდა ტყიების სეტყვა ქართველი მზვერავის მიმართულებით...

         - სად არის მეოთხე!?.. - იყვირა უსაშველოდ მაღალმა აფხაზმა და უხეირო მონადირესავით დაიწყო სირბილი ბუჩქიდან ბუჩქამდე - „სტარიკის“ თქმით, ოთხი უნდა  ყოფილიყო, აქ სამი გდია... ამათი დედაც!.. - და ფეხზე დაჭრილ უფროს გერზმავას დააშტერდა. - რამდენი იყავით წიე! ა? - და როცა პასუხი ვერ მიიღო, ავტომატის ლულა შუბლზე მიადო, მაგრამ გასროლა ვერ მოასწრო...

         ქარისგან წაქცეული,  ვებერთელა ხის ნახევრად დამპალი ფესვები შეირხა და მეოთხე ქართველი მებრძოლი ქანდაკებასავით აღიმართა მათ წინ. აფხაზური მხარის მებრძოლებმა ბუჩქნარებისკენ ისკუპეს, მაგრამ უსაშველოდ მაღალმა მკვლელმა მობრუნებაც ვერ მოასწრო, რომ კახა სირგინავამ მთელი მჭიდი მიაყარა მკერდზე...

             წუთის შემდეგ აფხაზი მეომრები სროლა-სროლით წამოვიდნენ მისკენ. კახაც სროლითვე პასუხობდა, მჭიდს-ჭიდზე ცლიდა, მაგრამ ტყვია-წამალი გაუთავდა და მძიმედ დაჭრილი აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს...

             მეორე დღეს აფხაზები  ტყვეების გაცვლაზე დათანხმდნენ... ორი მკვდარი ( გელა გერზმავა და მიგრან გვალია) და ერთი დაჭრილი ბიჭი, გელას უფროსი ძმა, გულვერ გერზმავა, გადასცეს ქართველებს აფხაზური მხარის მებრძოლებმა, ოთხი ცოცხალი აფხაზის სანაცვლოდ. ხოლო მეოთხე ქართველი მზვერავი ბიჭი კახა სირგინავა, წამებით მოკლეს და მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გადასცეს ქართულ მხარეს...



ძმა გულვერ (ჟილინი) გერზმავა დაბ. ქალაქ გალი, 1963 წლის 23 ივლისი. 1992 წლიდან ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონში მსროლელად. გარდაიცვალა 2020 წელს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.01.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 11.09.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0