სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
გივი გრიგოლის ძე მუნჯიშვილი დ. 1937წ. ლოტბარი, დირიჟორი, პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელი. დაბ. თელავი გივი გრიგოლის ძე მუნჯიშვილი დ. 1937წ. ლოტბარი, დირიჟორი, პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელი. დაბ. თელავი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი მუნჯიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

437       ბეჭდვა

გივი გრიგოლის ძე მუნჯიშვილი დ. 1937წ. ლოტბარი, დირიჟორი, პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელი. დაბ. თელავი

გივი გრიგოლის ძე მუნჯიშვილი (დ. 30 სექტემბერი1937თელავი) — ქართველი ლოტბარი, დირიჟორი, პედაგოგი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის საპატიო ხელმძღვანელი.



გივი მუნჯიშვილი სწავლობდა თელავის ვაჟთა პირველი სკოლაში, ბავშვობიდან მღეროდა, თუმცა მუსიკალური განათლება არ მიუღია. პატარაობიდან ოცნებობდა გამხდარიყო მომღერალი, უკვე 16 წლის ჩამოვიდა თბილისში, მისი ხმა მოისმინა გიორგი ხახანაშვილმა (პირველი პროფესიონალი ქორმაისტერი) გადაწყდა რომ ნიჭიერთა ათწლედში ვოკალურ გამყოფილებაზე ჩაებარებინა, მაგრამ ხმის სიძლიერის გამო დაიწუნეს, თუმცა საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ჩარიცხეს.


მან 17 წლის ასაკში შეისწავლა ნოტები. 1957 წელს ჩააბარა კონსერვატორიაში. თავდაპირველად მისი პედაგოგი იყო: მიხეილ ძიძიშვილი (საორკესტრო დირიჟორი) ჯემალ გოკიელი და ვახტანგ ფალიაშვილი. II კურსის სტუდენტი უკვე მე-10 სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა გაერთიანებული გუნდს ხელმძღვანელობდა. 1970 წელს რეჟისორმა გია ჭუბაბრიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ჩუქურთმა“ სადაც აღიბეჭდა მუნჯიშვილის მუშაობა „შენ ხარ ვენახზე“ აღნიშნული გუნდით მუნჯიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში ბავშვთა აკადემიური საგუნდო ტრადიციების დანერგვაში.


1962 წელს მუნჯიშვილმა იდირიჟორა ოპერა „დაისი“ სტუდენტურ სიმფონიურ ორკესტრთან და გუნდთან. გივი მუნჯიშვილი ვახტანგ ფალიაშვილის საამაყო სტუდენტი იყო. 1963 წელს იგი მიიწვიეს თბილისის კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე პედაგოგად, მას შემდეგ მრავალი თაობა აღზარდა და დღესაც ნაყოფიერად ეწევა ამ საპატიო საქმეს. 1965 წელს გაიხსნა სიმფ. დირიჟორობის კათედრა, გივი მუნჯიშვილი სწავლობდა ოდისეი დიმიტრიადის კლასში. ოდისეი დიმიტრიადმა მუნჯიშვილი სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში წაიყვანა. ოდისეი დიმიტრიადის დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ინტერვიუ გამოქვეყნდა: დიდმა მაესტრომ აღნიშნა: სულ რომ არაფერი გამეკეთებინა ჩემს ცხოვრებაში, მარტო ისიც კმარა, რომ ორი ისეთი დირიჟორი აღვზარდე როგორიცაა: ჯანსუღ კახიძე და გივი მუნჯიშვილი.


სწავლის დასრულების შემდეგ მუნჯიშვილი დაბრუნდა საქართველოში და თბილისის ოპერის გუნდის მთავარ ქორმაისტერად დაინიშნა, იდირიჟორა „კარმენი“, „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „სოფლის ღირსება“, „მინდია“. 1974 წელს საკუთარი სურვილით დატოვა თეატრი. ამავე წელს კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი ჩააბარეს, მისი დირიჟორობით შესრულდა პულენკის „გლორია“ (სოლისტი:ნატალია ჩაგანავა). 1975 წლიდან მუნჯიშვილი ნიკო სულხანიშვილის სახელობის, საქართველოს ეროვნული საგუნდო კაპელის ხელმძღვანელია, მისი მოსვლით შეიცვალა გუნდის მუშაობის სტილი, რეპერტუარი და შესრულების ხარისხი. 9 თვეში გაიმართა პირველი კონცერტი, რეპერტუარი იყო რუსული, ევროპული და ქართული. კონცერტის კულმინაცია იყო იოსებ კეჭაყმაძის ახალი ციკლი „ძველი თბილისის სიმღერები“. იოსებ კეჭაყმაძისა და გივი მუნჯიშვილის შემოქმედებითი გზები გადაიკვეთა და წლების მანძილზე ეს იყო ქართული მუსიკის ზეიმი. მუნჯიშვილი დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო სერიოზულ შეფასებას აძლევს კეჭაყმაძის შემოქმედებას. ბ-ნი გივი ხომ ყველა მისი ახალი ნაწარმოების სცენაზე გაცოცხლების, თითოეული შედევრის შემსრულებლისა და მსმენელთან მიტანის დიდოსტატია. მუნჯიშვილს დიდი აღიარება ხვდა წილად: „მუსიკა მისი ხელებიდან მოედინება“ ასეთი იყო საზოგადოების შეფასება. უნდა აღინიშნოს მის მიერ მოფიქრებული გუნდის გამღერება და იმპროვიზებული სავარჯიშოები. გივი მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით კაპელა ჩამოაყალიბდა კარგად ორგანიზებულ საგუნდო კოლექტივად.


ნაყოფიერი იყო მისი 2 წლიანი მოღვაწეობა მონღოლეთში, იქ ყოფნისას თეატრში დაიდგა ვერდის „ოტელო“ და „რიგოლეტო“ და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები. მუნჯიშვილმა მონღოლებს გააცნო: სულხან ნასიძის, იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის ნაწარმოებები. როდესაც მონღოლი ქორმაისტერი დაესწრო გივის რეპეტიციებს გულწრფელად იკითხა: „კი მაგრამ მაესტრო თქვენ რომ აქ გამოგიშვეს, თქვენს ადგილას ვინ დატოვეს-ო?“ სამშობლოში დაბრუნებისას ვაგონში მყოფ მაესტროს გარედან სიმღერის ხმა შემოესმა, როდესაც გაიხედა, ბაქანზე გუნდი დაინახა, მაესტროს ქართული სიმღერით „სულიკოთი“ აცილებდნენ.

გივი მუნჯიშვილისა და ჯანსუღ კახიძის შემოქმედებითი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო და დიდ ხანს გაგრძელდა, მათი თანამშრომლობით გაიმართა მთელი რიგი კონცერტები. გივის დამსახურებაა ახალბედა თუ ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით გამოიყოფა იოსებ კეჭაყმაძე. მუნჯიშვილის სახელს უკავშირდება მისივე კლასის სტუდენტებისგან შექმნილი „ახალგაზრდა კამერული გუნდის“ ჩამოყალიბება. 1976 წლის 16 იანვარს კონცერტი წარუშლელ მოგონებად დარჩა, რადგან მუნჯიშვილმა შეასრულა კეჭაყმაძის ხუთი პარაფრაზი საგუნდო ციკლიდან „ძველი თბილისის სიმღერები“ მსმენელები ერთხმად ალაპარაკდნენ კეჭაყმაძე-მუნჯიშვილის წარმატებულ შემოქმედებით ტანდემზე. გივი მუნჯიშვილი 32 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ეროვნულ კაპელას და დღეს, იგი საპატიო ხელმძღვანელია (მთავარი დირიჟორი: არჩილ უშვერიძე)]


გივი მუნჯიშვილს ჰყავს დიდი ოჯახი, მუდმივად ურთიერთობს ქართულ ეკლესიასთან, პატრიარქთან, წერს და ასრულებს საგუნდო საგალობლებს, კითხულობს სასულიერო ლიტერატურას, იცის ბიბლია და უყვარს საქართველოს ისტორია. იგი საინტერესო მოსაუბრე და ახალგაზრდების მრჩეველია, ამიტომ უყვართ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. მისი საყვარელი ლათინური გამონათქვამია: „Gutta cavat lapidem non vi, sed saepe cadendo“ – წვეთი გახვრეტს ქვას არა ძალით, არამედ ხშირი დაცემით. ჰაერივით საჭირო სიტყვები, რომელიც მისმა ყველა მოწაფემ იცის.

მან გამოზარდა საგუნდო დირიჟორთა რამდენიმე თაობა: შალვა შაორშაძეგელა ფარჩუკიძეგელა ვადაჭკორიათამაზ ცერიაშვილითეიმურაზ ჯანელიძენანა ნაჭყებიამამუკა გულაღაშვილირევაზ ჯავახიშვილი.

ილია II აღნიშნავს:

ვიკიციტატა„მას ისეთივე დიდი დამსახურება მიუძღვის საგუნდო მუსიკის განვითარებაში როგორც თენგიზ ამირეჯიბს-საფორტეპიანო ხელოვნებაში და ნოდარ ანდღულაძეს-აკადემიურ სიმღერაში. ლოტბარი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია თავის ისტორიას ქმნის. ბედნიერებაა, რომ ისეთი დიდებული ადამიანი, როგორიცაა გივი მუნჯიშვილი, ემსახურება დიდ ეროვნულ საქმეს-პროფესიულ საგუნდო ხელოვნებას. საქართველოს ასეთი სახელოვანი და საამაყო შვილები არასოდეს მოკლებია და არ მოაკლოს ღმერთმა“


ინფორმაცია მოგვაწოდა  მამა კონსტანტინე ირაკლის ძე (პაპალაშვილი) დაიბადა 9 დეკემბერი 1965 წელი თელავში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.01.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 3





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0