სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924-2002წწ გარდაიცვალა 78 წლის, შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, აკადემიკოსი, ცხოვრობდა თელავში, დაბ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი . ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924-2002წწ გარდაიცვალა 78 წლის, შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, აკადემიკოსი, ცხოვრობდა თელავში, დაბ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი .

1924-2002 წწ. გარდ. 78 წლის

მაქს.წარმატება 64 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ბოჭორიშვილი სია

ლაგოდეხი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ვახტანგ ბოჭორიშვილი 1924-2002წწ გარდაიცვალა 78 წლის, შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, აკადემიკოსი, ცხოვრობდა თელავში, დაბ. სოფ. გიორგეთი ლაგოდეხი. ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი .

დაიბადა ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში 25 მარტი, 1924. ცხოვრობდა თელავში. თავდაპირველად სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე და სხვადასხვა თეატრში მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად. 1951 წელს დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობდა სამხედრო ექიმად, შემდეგ ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე.


1951-1952 წლებში იყო ქ. ჩიმკენტში ინფექციური განყოფილების გამგე; 1952-1954 წლებში - სამხედრო ნაწილის ექიმი; 1954-1956 წლებში - უმცროსი ორდინატორი სამხედრო ჰოსპიტალში № 85, უფროსი ორდინატორი; 1956-1969 წლებში იყო დოცენტი ლენინგრადის სამხედრო აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრაზე. 1969 წლიდან თბილისში გადმოვიდა და სათავეში ჩაუდგა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას. 1970 წელს, ქოლერის ეპიდემიის დროს, ინფექციის საწინააღმდეგოდ პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. 1970-1973 წლებში იყო იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, რისთვისაც 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რამაც უზრუნველყო სიკვდილიანობის შემცირება.1981-1989 წლებში იყო IV სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1990 წლიდან იყო ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიის ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ვახტანგ ბოჭორიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნული მოძრაობის 80-იანი წლების ტალღას და მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი


  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1989-)
  • რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრ– კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს ინფექციონისტთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1972-)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)
  • საქართველოს პარლამენტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    სეფსისის რესპუბლიკური ცენტრის შექმნისათვის

ბიბლიოგრაფია

ვახტანგ ბოჭორიშვილი ცნობილი ქართველი ინფექციონისტია, რომლის სახელსაც არაერთი სიახლის დანერგვა უკავშირდება. მან ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ, პირველმა გამოიყენა ფილიპსის ხსნარი. შექმნა სეფსისის რესპუბლიკური ცენტრი, შეიმუშავა და დანერგა ადრეული ასაკის ბავშვთა სალმონელოზის კლინიკური დიაგნოსტიკის კრიტერიუმები, რითაც შეამცირა სიკვდილიანობა. ვახტანგ ბოჭორიშვილი აქტიურად უჭერდა მხარს ეროვნული მოძრაობის 80-იანი წლების ტალღას. 1999 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1970-1973 წლებში კი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყო.

  ლალი ბოჭორიშვილი (ვახტანგ ბოჭორიშვილის შვილი): მამას ძალიან უყვარდა თეატრი. მისი და მუშაობდა თელავის თეატრში და მამამაც იქ დაიწყო მუშაობა ტექნიკურ რეჟისორად, პატარა როლებსაც ასრულებდა. შემდეგ თეატრალურში ჩააბარა რეჟისურაზე. სამი წელი სწავლობდა. ბიჭს, რომელიც საერთო საცხოვრებლის ოთახში მამასთან ერთად ცხოვრობდა, ღია ფორმის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა და მამასაც გადაედო. იმკურნალა, მაგრამ ურჩიეს, ჰავა შეეცვალა და ზღვისპირას, სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად. მუშაობაც სოხუმის თეატრში დაიწყო. იქ „ხევისბერი გოჩა“ დადგა, მაგრამ მაშინდელი იდეოლოგიის გამო ერთგვარი დაპირისპირება მოუვიდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იქიდან სასტიკად გაბრაზებული წამოვიდა. თბილისში ვახტანგ საგანელიძე შეხვდა, რომელიც უკრაინაში, ხარკოვში აპირებდა სამედიცინო ინსტიტუტში სასწავლებლად წასვლას და მამასაც იგივე შესთავაზა. დათანხმდა და ერთად წავიდნენ. მამამ საუბარი და ლიტერატურა ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ რუსულად წერის ნაკლები გამოცდილება ჰქონდა. ამიტომ გამოცდის ჩაბარება ცოტა გაუჭირდა. თუმცა გამსწორებელს შინაარსობრივი მხარე იმდენად მოსწონებია, რექტორისთვის უთქვამს, ეს ადამიანი აუცილებლად უნდა მივიღოთო. ცოტა ხანში მამა თავად უსწორებდა რუსებს ნაწერს. სამედიცინოს პარალელურად, თეატრალურ სტუდიაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ ხელმძღვანელობდა კიდეც მას, ეს იყო მისი შემოსავლის წყარო და თან, ძალიან უყვარდა თეატრალური სამყარო. სტიპენდიით კი თელავში მშობლებს ეხმარებოდა. მამა ძალიან ადვილად იღებდა გადაწყვეტილებებს, საკმაოდ სარისკოსაც, მაგრამ არასდროს ჩაჭრილა.

– მედიცინა როდის გახდა მისთვის პრიორიტეტული?


– ანატომიის კათედრაზე პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება სთხოვეს, მასწავლებელს ეხმარებოდა. ერთი მხრივ, ამანაც იქონია გავლენა და მეორე მხრივ, ინფექციური დაავადებების სწავლა რომ დაიწყო, შეხვდა უნიჭიერესი, უდიდისი მეცნიერი, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მამაზე და მედიცინის სხვა მიმართულებაზე აღარასდროს უფიქრია. მამა ცნობილი ინფექციონისტი იყო, მაგრამ განათლებით – ზოგადი ექიმი.

– პრაქტიკული საქმიანობა როდის დაიწყო?

– ინსტიტუტშივე. მან ძალიან დიდი გზა გაიარა. სწავლა უბრწყინვალესად დაამთავრა. მასაც და დედასაც ხარკოვში, ინსტიტუტში ტოვებდნენ. დედაც მედიცინის სფეროს წარმოადგენდა, ერთად სწავლობდნენ. პირველივე დღეს გაიცნეს ერთმანეთი საერთო საცხოვრებელში. ისე მოხდა, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩემი მშობლები ყაზახეთში გაანაწილეს, სადაც ძალიან კარგად აეწყვნენ. მამა საავადმყოფოში მუშაობდა, თან ლექციებს კითხულობდა. დედა ძალიან დიდ სანიტარულ სადგურს ზედამხედველობდა. შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მამა ჯარს სჭირდებოდა და როგორც ექიმი, მოსკოვში წაიყვანეს. ძალიან ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით, სამშენებლო ბატალიონთან ერთად წასვლა არაა საშენო საქმე, გაცილებით მეტს იმსახურებო და ლენინგრადში, სამხედრო აკადემიაში გაუშვეს სასწავლებლად. მამა იქაც მალევე შეამჩნიეს. შემდეგ ესტონეთში გადაიყვანეს, მთელი ოჯახი იქ გადავედით. ესტონეთში მამა სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა. დედასაც კარგი თანამდებობა ეკავა.

იმ პერიოდში ერთი წელი მამამ საქართველოში გამომიშვა, რადგან ძალიან უნდოდა, ქართული მესწავლა და არდადეგების შემდეგ თელავში დამტოვა. თელავი მისთვის საფიცარი იყო.

– თვითონ როდის დაბრუნდა საქართველოში?

– ესტონეთიდან პეტერბურგში გადაიყვანეს, დედასა და მამას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და რა თქმა უნდა, დედაც თან გაჰყვა. მე მაშინ მეორე კლასში ვსწავლობდი. ლენინგრადში ქართველი ექიმების დიდი საზოგადოება იყო და ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მათგან ბევრი ჩამოვიდა საქართველოში. მამას გიზო ვასაძემ შესთავაზა დაბრუნება. მაშინვე წამოსვლის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი მოაგვარა და დაბრუნდა. 1969 წელს ყველა თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. მამა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრას ჩაუდგა სათავეში.

– მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქოლერასთან ბრძოლის საქმეში...

– მამა ძალიან ბევრს კითხულობდა. მის სფეროში არსებულ ყველა ახალ კვლევას ეცნობოდა. აქ რომ ჩამოვიდა, რუსეთში უკვე იყო ქოლერა და

მასთან ბრძოლის საშუალებების შესახებ თეორიულად იცოდა. თუმცა ეს ცოდნა პრაქტიკაში ჯერ არავის ჰქონდა გამოცდილი. საუბარია ფილიპსის ხსნარზე. რა თქმა უნდა, ის მამას არ გამოუგონია, მაგრამ ის იყო პირველი, რომელმაც ეს ხსნარი ქოლერასთან საბრძოლველად გამოიყენა, ეფექტური შედეგი მიიღო და პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. ძალიან კარგად ერკვეოდა ამ საკითხში.

თუმცა, ოჯახისთვის ემოციურად რთული იყო, როცა მამა ქოლერასთან ბრძოლის პირველ ხაზზე იდგა, რადგან დედაჩემის ბებია ქოლერის გამო გარდაიცვალა. ეს ყველამ ბავშვობიდანვე ვიცოდით, რადგან განსაკუთრებული ისტორია ჰქონდა. დედაჩემის ბებია ძალიან შეძლებული ოჯახიდან იყო და ისე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო ეთქვა, სად ჰქონდათ შენახული ოქრო. ქოლერამდე ომი იყო, ამიტომ ოჯახს მთელი ქონება გადამალული ჰქონდა, მათ შორის ოქროულობაც და ვერ მოასწრო მისი შენახვის ადგილის გამხელა. დედას მთელი ცხოვრება ესმოდა, რომ ბებია ქოლერას ემსხვერპლა და რა თქმა უნდა, მძიმე იყო მამაჩემის გადაწყვეტილება, მაგრამ მამას ამის გამო უკან არ დაუხევია.

– რაც შეეხება სეფსისთან ბრძოლის საკითხს? მამათქვენს ამ საქმეშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

– ამ საქმეში დედაჩემია „დამნაშავე“. დედა დაავადდა სეფსისით, ძალიან მძიმედ იყო. ახლა საუბრობენ იმ პლაზმაზე, რომელიც მამამ მაშინ გამოიყენა და დანერგა. ზუსტად ამ მიზეზების გამო იყო მამა მიღებული ნიუ-იორკის, უკრაინის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიებში. ბევრი შეთავაზება ჰქონდა. მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდანაც, მაგრამ იძულებული იყო, უარი ეთქვა, რადგან მაშინ დედა ძალიან ცუდად იყო და ვერ წავიდოდა, მეუღლეს ვერ დატოვებდა.

– მამა სამი წლის განმავლობაში მინისტრი იყო. როგორ გახსენდებათ მისი პოლიტიკური საქმიანობის წლები?

– მწარედ. მამას ყოველთვის ძალიან უნდოდა თბილისში წამოსვლა, საქართველოზე აბოდებდა. საქართველოს თავისუფლებაზე ოცნებობდა. მე მინდოდა მამა ცოცხალი მყოლოდა და მეშინოდა, როცა პოლიტიკაში ჩაერთო. მიტინგებზე რომ დადიოდა ძალიან ვნერვიულობდი, მეც მივდიოდი, ძალიან შორს ვდგებოდი და ვუყურებდი. ოღონდ მამა ყოფილიყო კარგად. ტელევიზორში რომ გამოჩნდებოდა, გული მეკარგებოდა, ცუდად არაფერი უთხრან-მეთქი. ასევე, განიცდიდა დედაც. მაგრამ სხვანაირად დუღდა მამაჩემის გული, მას სხვაგვარად არ შეეძლო. ძალიან მძიმედ მახსენდება ის პერიოდი.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ პაატა კურტანიძეს, რომელმაც სეფსისის ცენტრს მამაჩემის სახელი უწოდა.

– მამა სიმსივნით გარდაიცვალა, თუმცა ბოლო წუთამდე ძალიან აქტიური იყო.

– დიახ, ძალიან აქტიური. დილით ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ. დღის მეორე ნახევარში თქვა, რომ რეანიმაციული პაციენტი იყო და იქ ამიყვანეთო. იმავე საღამოს საკუთარ ცენტრში გარდაიცვალა. მანამდე ერთი წლით ადრე კი – დედა დამეღუპა, მამაჩემის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი – და.



ინფორმაცია მოგვაწოდა  მამა კონსტანტინე ირაკლის ძე (პაპალაშვილი) დაიბადა 9 დეკემბერი 1965 წელი თელავში


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.01.2022
ბოლო რედაქტირება 11.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0