დაბადების თარიღი: 23 აპრილი, 1883 გარდაცვ. თარიღი: 1980 (96 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზო, ქ. თელავი ექიმი, კოლექციონერი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი შალაური, თელავის მუნიციპალიტეტი.
დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. 1900 წელს დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა; 1930-იან წლებში კოსმეტოლოგიით დაინტერესდა, ამ პროფესიას იგი ქ. პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა; ქეთევან იაშვილი ცოლად გაჰყვა მოხეტიალე თეატრალური დასის წევრს, ნიკოლოზ კაზიევს, რომელიც მასავით კოლექციონერი იყო. " ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი", - ეს ქეთევან იაშვილის სიტყვებია, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა. იგი ღრმად მოხუცებულიც კი სხვადასხვა მსოფლიო დონის შედევრებით კოლექციის გამდიდრებას არ წყვეტდა, რომელიც შემდეგ თელავის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა. მის კოლექციაში მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ნაწარმოებები, XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და უცხოური ქვეყნების ფერწერის ნიმუშები. კოლექციაში დაცულია 187-მდე რუსული, ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული ფერწერის საუკეთესო ნიმუშები და ასევე ელენე ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის და სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები. ფარმაცევტი, საზოგადო მოღვაწე.
წყარო: თელავის საპატიო ხმა: knews.ge; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1963 - თელავის საპატიო მოქალაქე