სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნიკო სულხანიშვილი 1871-1919წწ კომპოზიტორი, ლოტბარი, 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; დაბ. სოფ. აწყური ახმეტა ცხოვრ. თელავი ნიკო სულხანიშვილი 1871-1919წწ კომპოზიტორი, ლოტბარი, 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; დაბ. სოფ. აწყური ახმეტა ცხოვრ. თელავი

1871-1919 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სულხანიშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

80       ბეჭდვა

ნიკო სულხანიშვილი 1871-1919წწ კომპოზიტორი, ლოტბარი, 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; დაბ. სოფ. აწყური ახმეტა ცხოვრ. თელავი

ნიკო პაატას ძე სულხანიშვილი (დ. 14 (1) ივლისი[წყარო არ არის მითითებული 197 დღე] 1871, სოფ. აწყური, ახლანდელი ახმეტის რაიონი — გ. 3 დეკემბერი, 1919, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი.


ბიოგრაფია
ტრადიციულად სულხანიშვილების ოჯახში ქართული ხალხური სიმღერა დიდ პატივში იყო — მღეროდნენ ნმშობლები, ბავშვები, თავად ნიკოც. მისი ოჯახის წევრები განთქმული იყვნენ თავიანთი სიმღერით მთელს კახეთში. დედა კარგად იცნობდა ზეპირსიტყვიერებას და მწერლობას. იგი ნიკოს უკითხავდა ქართულ ნაწარმოებს და ასწავლიდა წერა-კითხვას. მან შვილს შეაყვარა ხალხური პოეზია და „ვეფხისტყაოსანი“.

შვიდი წლის ნიკო თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მშვენიერი ხმის წყალობით იგი სასწავლებლის გუნდში გალობდა. აქ მას ასწავლიდნენ დავით ელიოზიშვილი და ზაქარია ჩხიკვაძე. სწორედ ამავე ხანებში შექმნა მომღერალთა გუნდი ცნობილმა ლოტბარმა ლადო აღნიაშვილმა. 1884 წლიდან ნიკო თბილისის სემინარიის მოსწავლე იყო. მაგრამ იგი ვერ შეეგუა სემინარიის მკაცრ რეჟიმს და 2 წლის შემდეგ მიატოვა და გუნდში ჩაირიცხა, ამასთანავე ნიკომ გადაწყვიტა საფუძვლიანი მუსიკალური განათლება მიეღო. მას ერთხანს ამეცადინებდა თბილისში მცხოვრები მოსკოვის დიდი თეატრის მომღერალი დ. უსატოვი, მაგრამ სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა იძულებული შეიქმნა თელავში დაბრუნებულიყო. აქ იგი გალობას ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში.


ათი წლის შემდეგ ნ. სულხანიშვილი კვლავ თბილისშია, ამჯერად თეორიულ დისციპლინებს ეუფლება ადგილობრივ სამუსიკო სასწავლებელში და კერძო გაკვეთილებს იღებს კომპოზიციაში. ნიჭიერი მუსიკოსის შემოქმედებითი ცდები დაიწყო 80-იან წლებში. მისი საგუნდო ნაწარმოებები ერთ-ერთი პირველი კლასიკური ნიმუშებია ქართული მუსიკის ამ ჟანრში. ამას ისიც ადასტურებს, რომ დღესაც პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს კომპოზიტორის მთელი რიგი ნაწარმოებები: „ტურფავ, მოდი ნუ ხაარ მტრულად“, „გუთნური“, „სამშობლო ხევსურისა“, „მესტვირული“, „ჩონგურს სიმები გავუბი“, „ღმერთო, ღმერთო“ და სხვანი. ნიკო სულხანიშვილი ავტორია აგრეთვე შესანიშნავი არიებისა „დაიგვიანეს“ და „ძლივს მარტო დავრჩი“ დაუმთავრებელი ოპერიდან „პატარა კახი“. მასვე ეკუთვნის „მო, ზუალო“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


პირველადი მუსიკალური განმათლება თელავის სასულიერო სემინარიაში მიიღო 1878 წელს; 1884 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; მოგვიანებით სიმღერა შეისწავლა ცნობილ პედაგოგთან(დ. უსატოვთან), 1902 წელს თეორიულ დისციპლინებში მეცადინეობდა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში, ამავე დროს კერძო გაკვეთილებს იღებდა კომპოზიციაში.

1890–1900წწ. მუშაობდა თელავის სასულიერო სემინარიაში სიმღერის მასაწავლებლად(1900–1912წ. კვლავ თბილისშია),  იქვე შეადგინა ქართული გალობის მოყვარულთა გუნდი; 1886 წლით თარიღდება პირველი საკომპოზიციო ცდები; ამ პერიოდში შექმნა ცნობილი სიმღერა "ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად"; 1912–1914წწ. იმოგზაურა კახეთში და ჩაიწერა ხალხური სიმღერები; 1918 წელს ხელმძღვანელობდა ფასიან გუნდს; 1919 წელს ფილარმონიულ საზოგადოებასთან არსებულ კაპელას; მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ საგუნდო მუსიკას და ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები შექმნა; ზ. ფალიაშვილთან ერთად გზა გაუკაფა ქართული საბჭოთა საგუნდო ხელოვნების განვითარებას; 1892 წელს მუშაობდა ოპერაზე "პატარა კახი"(ა. წერეთლის მიხედვით, შემორჩენილია ორი ნაწყვეტი – მწყემსის არია "დაიგვიანეს" და პატარა კახის არია "ძლივს მარტო დავრჩი"); მისი ყველა გუნდი თანხლების გარეშე(ა კაპელა) სრულდება, ძირითადად ოთხხმიანი და შერეული; საუკეთესო გუნდებია: "გუთნური"(ი. ჭავჭავაძის ლექსზე "გუთნის დედა"), "სამშობლო ხევსურისა"(რ. ერისთავის ლექსზე), "მესტვირული"(ა. წერეთლის ლექსზე "ჩონგურს სიმები გავუბი"), "მაშ გამარჯვება"(ს. ფაშალიშვილის ლექსზე); აღსანიშნავია, რომ ქართულ მუსიკაში პირველმა მიმართა შ. რუსთაველის პოეზიას: საგუნდო "ღმერთო, ღმერთო"(ავთანდილის ლოცვის ტექსტზე), რომანსი "მო, ზუალო"; კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9. - თბ., 1985 . – გვ. 603


მეუღლესთან ერთად

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.02.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.2023
სულ რედაქტირებულია 3





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0