სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მედიცინის მუშაკები
ივანე (ვანო) ამბარდანიშვილი 1947-2020წწ გარდ. 73 წლის, ექიმი, პედიატრი, რეანიმტოლოგი. დაბ. საგარეჯო, ცხოვრ. თელავი, კახეთი ივანე (ვანო) ამბარდანიშვილი 1947-2020წწ გარდ. 73 წლის, ექიმი, პედიატრი, რეანიმტოლოგი. დაბ. საგარეჯო, ცხოვრ. თელავი, კახეთი

1948-2022 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება

მედიცინის მუშაკები

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ივანე (ვანო) ამბარდანიშვილი 1947-2020წწ გარდ. 73 წლის, ექიმი, პედიატრი, რეანიმტოლოგი. დაბ. საგარეჯო, ცხოვრ. თელავი, კახეთი

ივანე (ვანო) ამბარდანიშვილი დაიბადა ქალაქ საგარეჯოში 1947 წლის 19 იანვარს. 1965 წელს დაამთავრა თელავის პირველი საშუალო სკოლა, ამის შემდეგ 1967 წლიდან სწავლა განაგრძო სანქტ–პეტერბურგის პედიატრიულ სამედიცინო ინსტიტუტში, რომლიც დაამთავრა 1974 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო იაკუტიაში ქალაქ პელედუის და ოლიოკმინსკის საავადმყოფოებში პედიატრად.  შემდგომ დაინიშნა პედიატრიის განყოფილების გამგედ და რაიონის მთავარ პედიატრად.

1976 წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც ბავშვთა რესპუბლიკურ (იაშვილის სახელობის) საავადმყოფოში მურმან იაშვილის თაოსნობით ჩამოაყალიბა საქართველოში პირველი ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება. რომლის ხელმძღვანელადაც მუშაობდა 1980 წლამდე.


1980 წლიდან ქალაქ თელავში დაარსა რაი საავადმყოფოში მოზრდილთა პირველი რეანიმაციული განყოფილება და 1983 წლამდე იყო ამავე განყოფილების ხელმძღვანელი. 1983 წლიდან დაინიშნა თელავის ბავშვთა რეგიონალური სტატუსის მქონე საავადმყოფოს მთავარ ექიმად.

1991 წელს არჩეულ იქნა მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს მოძრაობიდან თელავის რაიონის საკრებულოს დეპუტატად.

ლევან კირვალიძესთან ერთად.

1992 წელს როდესაც ქვეყანაში დაიწყო არეულობა და საშინელი გაჭირვება მიხვდა რომ ადამიანებს არ ქონდათ სახსრები ექიმთან ვიზიტისათვის. რისთვისაც მან ტელეკომპანია თანამგზავრის საშუალებით გააკეთა განცხადება, რომ ის მოემსახურებოდა პაციენტებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.


1997 წელს დანიშნულ იქნა ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგედ. 

2010 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პარალელურად  მუშაობდა თელავის რაი საავადმყოფოს რეანიმაციაში


2014 წლიდან 2019 წლამდე გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის რეანიმაციის განყოფილებაში, 


2020 წლიდან ყვარლის ევექსის კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში

პანდემიის დროს მიუხედავად ოჯახის დაჟინებული მოთხოვნის დროებით შეეწყვიტა მუშაობა რადგან ასაკიდან გამომდინარე იყო რისკ ჯგუფში, მას მაინც არ შეუჩერებია პაციენტების მიღება და კლინიკებში მუშაობა.


2020 წლის 15 დეკემბერს კოვიდ 19–ის გართულების გამო გარდაიცვალა ქალაქ თბილისში ვორდ ვიჟენის კლინიკაში.

დაკრძალულია თელავში

მეუღლესთან ერთად, მზექალა გიორგის ასული ზაალიშვილი, დაბადებული 18 ნოემბერი, 1947 წელს. ფოტო 2018 წელის.

მარჯვნიდან, ვოვა ბალასეიშვილი, ლევან მაისურაძე, თემო ხუნაშვილი (მსახიობი).

ინფორმაცია მოგვაწოდა შვილმა ერეკლე ამბარდანიშვილმა დაბ. 1987 წელს.


ითანამშრომლა გურამ ირაკლის ძე ძამუნაშვილი დ. 1955 წ. ექიმი, ქირურგი. დაბ. სოფ. წინანდალი, თელავი, კახეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.02.2022
ბოლო რედაქტირება 20.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0