სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
კობა ჭოხონელიძე 1969-1993წწ გარდ. 24 წლის, გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში, აფხაზეთი კობა ჭოხონელიძე 1969-1993წწ გარდ. 24 წლის, გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში, აფხაზეთი

1969-1993 წწ. გარდ. 24 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჭოხონელიძე სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

348       ბეჭდვა

კობა ჭოხონელიძე 1969-1993წწ გარდ. 24 წლის, გუმისთა, აფხაზეთი დაბ. სოფ. განახლება, გულრიფში, აფხაზეთი

წყარო http://www.ganakhleba.ge/ka/blog/11


- ჩაიცვი "კუზმა", არ გაცივდე, "სქან გოლუაფილო ბები",- მიაძახა ბებომ. ამას ყური მოჰკრეს ჭიშკართან მომლოდინე კლასელებმა... მას შემდეგ "კუზმას" ეძახდნენ. გამორჩეული ბიჭი იყო. კლასიც გამორჩეული ჰყავდა, როგორც სიბეჯითით, ასევე სიცელქით.



ჯერ მარტო ის იყო კლასში სახალისო, რომ ორი წყვილი ტყუპი ჰყავდათ და ათასგვარ ოინს იგონებდნენ. კლასში შვიდი ბიჭი სწავლობა და სკოლაში "შესანიშნავ შვიდეულს" ეძახდნენ.კლუბური საღამოების და დისკოთეკის ფუძემდებლები სოფელში კობა და მისი მეგობრები იყვნენ.დისკოთეკის ბურთი საკუთარი ხელით ააწყო.წარჩინებით სწავლობდა,ხატავდა შესანიშნავად და ძალიან საინტერესო ხედვა ჰქონდა სამყაროსი,რაც მის ნამუშევრებში იყო გადმოცემული.სამწუხაროდ, არცერთი ნახატი არ შემოგვრჩა... ნახატი?!- ნახატს ვინ ჩივის... დღესდღეობით ისიც სასიხარულოდ მიგვაჩნია,რომ მისი საფლავი მაინც გვეგულება... შორს,მიუსავალში,ეკალბარდგადავლილი,მაგრამ ის მაინც ვიცით,რომ დიდი პატივითაა დაკრძალული...თუმცა მისი დაკრძალვის დღეს, ოჯახს და სამგლოვიარო პროცესიას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების სროლით და ტყვიამფრქვევების ჯერით მიაცილებდნენ "გაღმა ნაპირიდან"... საფლავი?!-დიახ,საფლავი სიცოცხლე შეწყვეტილი 24 წლის "ღიმილის ბიჭისა".  კობა ჭოხონელიძე სოფელი განახლების მკვიდრი,განახლების საშუალო სკოლის 45-ე გამოშვება.მამულისათვის ბრძოლაში გულდაფლეთილი ვაჟკაცი.1993 წლის 16 სექტემბერს საღამოს 6-7 საათზე  გუმისთაში შეტაკებების დროს გმირულად დაიღუპა.სამი დღით ადრე ოჯახს აცნობა,რომ დაქორწინებას აპირებდა...მოჩევნებითი სამშვიდობო ხელშეკრულება დაირღვა და კობა ქორწილის ნაცვლად იარაღით ხელში გუმისთის მისადგომებთან აღმოჩნდა.მისი ჯვრისწერა სულ სხვანაირად მოხდა(კობას სხეულზე საკონტროლო გასროლით ჯვარი იყო გამოსახული). იმ დღეს კობამ საქორწინო გვირგვინის ნაცვლად ქრისტეს მხედარის გვირგვინი დაიდგა და შეუერთდა ზეციურ საქართველოს მხედრობას.

მამა ჭოხონელიძე გიორგი ნიკოლოზის ძე - 47 წლის, 1993 წლის 6 ოქტომბერს დახვრიტეს საკუთარ სახლში.

მამის ძმა ვალიკო ჭოხონელიძე გენოციდის მსხვერპლი


ითანამშრომლა ეკა ვლადიმერის ასული ხაინდრავა დაბ. სოფელი განახლება, გულრიფში 1974 წელს.



ითნამშრომლა სვეტლანა ამირანის ასული ჩხვიმიანმა დაბადებული სოფელი ლათა, გულრიფში. 1976 წელს. ცხოვრობდა. სოფელი განახლება, გულრიფში აფხაზეთი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.03.2022
ბოლო რედაქტირება 10.03.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 21.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0