გივი(ნოდარი) ანდროს ძე გოგილავა დაბადებული 1941 წ. ოჩამჩირის რ-ნი სოფ. ნაა. მცხოვრები: გულრიფშის რ-ნი სოფ. განახლება. 2001 წლის 23 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე იმავე სოფელში ქართველის სახლში ჩასახლებულმა 19 თუ 20 წლის აფხაზმა გარეწარმა ავტომატის ჯერით ჩაცხრილა საკუთარი სახლის წინ. მკვლელი დაკავებული და გასამართლებული იქნა და 7 თუ 8 წელიც მიუსაჯეს. გადმოცემით ვიცი-დრანდის ციხეში იხდიდა სასჯელს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ აფხაზეთის შსს თანამშრომელიც იყო ჩემთან მოსული. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის დასაზუსტებლად.
იმავე დღეს მოკლეს და შემდეგ დაწვეს განახლებელი ლამარა გოგელია-კვარაცხელია.
ითანამშრომლა ინეზა კვარაცხელიამ, დაბადებულია სოფელი განახლება, გულრიფში, აფხაზეთი