ჩილაჩავა შალვა ილიას ძე 20 მაისი 1911 წელი დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.
1931-1942 წლებში მუშაობდა ზუგდიდში. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ბელორუსიის I და II ფრონტებზე. 1946 წლიდან ზუგდიდის რაიონში ხელმძღვანელ პარტიულ და სამეურნეო სამუშაოებზე მუშაობდა. მაიორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1939-)
- საქართველოს სსრ II, III, IV, VI მოწვევების უმაღლესი საბჭო , დეპუტატი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
23 ივნისს ოზარიჩის მახლობლად, სოფელ როგთან (ბელორუსია) ჩატარებული ოპერაციისათვის - ალექსანდრე ნეველის ორდენი
- ლენინის ორდენი