გია ხეოშვილი დაიბადა 1962 წელს სოფელი ახტანი, დუშეთი
ახატანი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭოპორტის თემი). მდებარეობს მდინარე ახატანისწყლის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 820 მეტრზე, დუშეთიდან დაშორებულია 24 კილომეტრით.
2013 წლის 7 სექტემბერს იაპონია-საქართველოს კულტურული თანამშრომლობის ასოციაცია „მეგობარი“-ს ორგანიზებით ქ. კავაჩი-ნაგანოში გაიხსნა ქართველი ვიოლონჩელისტის ბ-ნი გია ხეოშვილის მემორიალი.
ბ-ნმა გია ხეოშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და წლების მანძილზე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლონჩელისტი იყო. შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში ბ-ნ გია ხეოშვილს 4CD აქვს ჩაწერილი Sony Classic-ისთვის.
ბ-ნი გია ხეოშვილი 1996 წელს ჩავიდა იაპონიაში და ქ. ოსაკას სიმფონიურ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. ქ. ოსაკაში ბ-ნი ხეოშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ბ-ნი გია ხეოშვილის მონაწილეობით, ბ-ნ გიორგი ბაბუაძესთან (ვიოლიონო) და ბ-ნ ზაზა გოგუასთან (ალტი) ერთად ჩამოყალიბდა თბილისის სიმებიანი კვარტეტი, რამაც ქართული მუსიკალური ხელოვნება კიდევ უფრო ფართოდ გააცნო იაპონიის საზოგადოებას.
ბ-ნი გიას თაოსნობით და ქ-ნი ტაეკო ტანიგავას ძალისხმევით ოსაკაში შეიქმნა იაპონია-საქართველოს კულტურული თანამშრომლობის ასოციაცია „მეგობარი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა იაპონელების და ქართველების დაახლოება. ასოციაციის თავმჯდომარე გახლდათ ბ-ნი გია ხეოშვილი. ასოციაციაში 150-მდე იაპონელია გაწევრიანებული.
ქ. კავაჩი-ნაგანოში ბ-ნი გია ხეოშვილის მემორიალის გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ნოშრევან ლომთათიძემ, ქ. კავაჩი-ნაგანოს მერმა ბ-ნმა კიჯი შიბატამ და ოსაკას პრეფექტურის საბჭოს წევრმა ბ-ნმა შუჰეი ნიშინომ. იაპონიაში საქართველოს საელჩოს სახელით, უფროსმა მრჩეველმა ნოშრევან ლომთათიძემ მადლობა გადაუხადა ასოციაცია „მეგობარის“ წევრებს, მათ შორის ქ-ნ ტაეკო ტანიგავას, კავაჩი ნაგანოს მერს ბ-ნ კიჯი შიბატას და ოსაკის პრეფექტურის საბჭოს წევრს ბ-ნ შუჰეი ნიშინოს ბ-ნი გია ხეოშვილის ხსოვნისთვის და მის საპატივცემლოდ მემორიალის გახსნის ხელშეწყობისთვის.
მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით ბ-ნი გია ხეოშვილის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სიმფონიური კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ასევე ქართველმა მუსიკოსმა ბ-ნმა ზაზა გოგუამ (ალტი).
ითანამშრომლა მალხაზ შაიშმელაშვილი 1961წ ვეტერანი წარმ. ნუკრიანი სიღნაღი