სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ  დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ  დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

1897-1962 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ფეიქრიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

579       ბეჭდვა

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

mematiane.ge დაკავშირება გადადი ლინკზე

ეს არის მიახლოვებითი ნიმუში როგორი შეიძლება იყოს თქვენი ოჯახის ისტორია

პროექტს გააჩნია სრული ვერსიაც, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, მიუხედავად უდიდესი მოწონებისა ვერავინ შესძლო გაკეთება. 

ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, 46 ქრომოსომა (23 დედის, 23 მამის),  დაახლოებით 21,000 გენი აქვთ თავიანთ 2 ქრომოსომაში,   ადამიანის სურვილის მიუხედავად, ის ატარებს თავისი წინაპრების გენებს, ეს გამოიხატება, ვიზუალურ, ემოციურ, დაავადებების და სხვა უამრავი მიმართულებით.

გენეტიკოსების აზრით, ადამიანში ყველაზე ხშირად სჭარბობს დედის დედის გენი. 

      პირველი ავტოპორტრეტი მსოფლიოში 1839 წელს, საქართველოში 1846-იანი წლებიდან, თუმცა საზოგადოების ყველა ფენისთვის მოგვიანებით გახდა ხელმისაწვდომი. საოჯახო ფოტოალბომებში ფოტოები 1900-იანი წლებიდან გვხდება. დაახლოვებით 1980 წლებამდე, ფოტოების დიდი ნაწილი ფოტოატელიებშია გადაღებული, ძირითადად შავთეთრი საკმაოდ ხარისხიანი, საბაშვო ბაღებში, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამხედრო სამსახრში მასიურად იღებდნენ ფოტოებს. შემდგომში შემოვიდა ინდივიადულად ან ფოტოგრაფების მიერ, ასევე პოლაროდის ტიპის ფოტოაპარატი (მყისიერი ბეჭვდა) რომელიც საკმაოდ დაბალი ხარისხისაა და ხშირად არ იკითხება. 1990 წლებიდან დაბადებულებისთვის შედარებით რთული პერიოდია სახელმწიფო ინსტიტუტები მოიშალა ასევე შემოვიდა ციფრული ტექნოლოგიები, არსებობს უმარავი მაგ პერიოდში დაბადებული მოქალაქეები, რომელთაც თითქმის არა აქვთ ფოტოები, ან აქვთ ძალიან დაბალი ხარისხის.


პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე:

1. რა საჭიროა მოზარდები იცნობდნენ თავის წინაპრებს? როგორც რელიგიურად, ისე სამოქალაქო კოდექსით არსებობს მემკვიდრეობა, ეს პროცედურა და ფორმატი აგებულია გენეტიკაზე.

2. საკმაოდ პოპულარული და იოლია გენიოლოგიური ხის გაკეთება  - გენიოლოგიურ ხე საკმაოდ კარგი და საინტერესოა, თუმცა ატარებს მინიმალურ ინფორმაციას, განსაკუთრებულად ბებიების კუთხით, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ წინაპარი მამაკაცების სახელებია ფოტოების, კომენტარების და ბიოგრაფიის გარეშე.

3. ჩვენ ყველას გვაქვს საოჯახო ალბომი, სადაც ინახება ჩვენი წინაპრების ფოტოები. - საოჯახო ალბომები გაფანტულია ოჯახის დაყოფის შემდგომ სხვადასხვა შთამომავლობაში, ფოტოებს ხშირად არა აქვს მინაწერები, უფროსი ასაკის ადამიანები უფრო მეტად ცნობენ ვინაა ფოტოზე, თუმცა შემდგომ თაობებში ეს ცნობადობა მცირდება, ალბათ გაურკვეული პერიოდის შემდგომ საერთოდ გაქრება. მოცემული პროექტით არის საშუალება შეერთდეს სხვადსხვა ალბომებიდან ამოღებული ფოტოები, მიეთითოს გადაღების თარიღი ვინ არის ფოტოზე, ბიოგრაფია და უამრავი ინფორმაცია, ამის გარდა შეიცვალა ეპოქა და მოზარდებისთვის მეტად ყურებადია ციფრული პროექტები ვიდრე ბეჭდური ან სხვა სახის.

4. რატომ არის პროექტი ფასიანი? პროექტის ფარგლებში ხდება დაზიანებული ფოტოების რესტავრაცია, დამუშავება და შემდგომში შესაძლებელია ამ მასალის გამოყენება ბეჭვდისთვის. თვითოული პიროვნების ინფორმაციის დამუშავება შეტანას სჭირდება საშუალოდ 5-10 სთ, და ცოცხალი კონსულტაცია, რომელიც შეიძლება იყოს რამოდენიმეჯერ, მუდმივი კორექტირებით, ბუნებრივია მენეჯერს ვინც აწარმოებს პროცესს სჭირდება ანაზღაურება.

5. რა პერიოდით შეინახება ინფორმაცია? ინფორმაცია შეინახება მუდმივად თუ არ მოიშალა მსოფლიოში ციფრული რეალობა, გარკვეული პერიოდის მერე ინფორმცია მოიძებნება გოოგლეს საძიებო სისტემაშიც, საიტის პლატფორმა საშუალებას ძლევა ინფორმაცის მოვძებნოთ გვარით, სოფლით, ქალაქით, რეგიონით.

6. როგორ უნდა გვქონდეს კავშირი პროდუქტის შექმნის პროცესში? მომხმარებელთან კონტაქტი სასურველია ფეისბუქ პლადფორმის მესენჯერით, სურვილის შემთხვვევაში ნებისმიერი სოციალური ქსელით. ფოტოების გადაღება შეგიძლიათ სმარტფონებით, ბუნებრივია რაც შეიძლება უკეთესი ხარისხით, რომელსაც გამოგვიგზავნით მესენჯერში.

7. ზუსტად ასეთი ფორმის უნდა იყოს პროდუქტი რაც ნიმუშშია მოცემული? ყველა პროექტი ინდივიდუალურია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოგვაწოდოს ის მასალა რომლის მოპოვებასაც შესძლებს.

8. როდის უნდა გადავიხადოთ თანხა? პროექტის დასრულებამდე მომხმარებელი არ იხდის თანხას, როდესაც დასრულდება მოწონების შემთხვევაში დაგვირაცხს ფულს, (მიახლოვებითი თანხა 100 ლარი). თუ ჩათვლის, არ არის საჭირო მისი წინაპრების შესახებ ინფორმაცია არსებობდეს ჩვენს საიტზე, ყოველგვარი გადასახადის აგრეშე მყისიერად წავშლით ინფორმაციას.

პროექტი ეხება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი ცნობადობა შენარჩუნებულ იყოს მუდმივად, დროში და სივრცეში. ნებისმიერი მოქალაქისთვის, სტატუს  მნიშვნელობა არა აქვს. 

შესაძლებელია ვიდეორგოლის მიმაგრებაც, თუ ატვირთულია YouTube (იუთუბე) ფორმატში

ბებიების გვარი, არ იცის მოზარდების 70%, წინაპრებზე მინიმალური ინფორმცია აქვს მოსახლეობის 80%. დაგვიკავშირდით თქვენს შესახებ განათავსეთ მინიმალური ინფორმაცია, რომელიც დარჩება საუკუნიოდ.  ჩვენთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას საკუთარი ისტორია. მომსახურება ფასიანია. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

 ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ხშირ შემთხვევაში მყისიერად ქრება მათზე ინფორმაცია, თუნდაც ახლობლებისთვის, დღეის მდგომარებოით გაზრდილია ინფორმაციული ნაპრალი თაობებს შორის, რაც ერთის მხრივ თანამედროვე ეპოქაში ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა, მეორეს მხრივ კი მოქალაქეები არ ზრუნავენ შექმნან თუმდაც მცირედი საკუთარი ისტორია, ანუ მატერიალურის იქით, თუმცა ყველას გააჩნია თავისი ისტორია ბიოგრაფია, ტრადიციები, ცხოვრება და ულამაზესი მოგონებები.

ახალგაზრდებს ვისაც ჰგონიათ, რომ არასოდეს გახდება ხანდაზმული, მიეხმარეთ თქვენს უფროს თაობას შექმნას ვირტუალური ისტორია (შესაძლებელია მცირე ტირაჟის  ბეჭდური გამოცემაც)

უფროს თობას შეუძლიათ დაუტოვონ მომავალს საკუთარ თავზე ცნობადობა.

ინფორმაციის ძირითადი ნაწილი იქნება სამ ენაზე ქართული, ინგლისური და რუსული, დაკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა ენაზე ტარგმნაც, რათა ემიგრაციაში მყოფმა ეთნიკურად ქართველმა ბავშვებმა შეძლონ მინიმალური ურთიერთობა საკუთარ გენეტიკურ ჯგუფებთან.

რა საჭიროა? ჰკითხეთ თქვენს შთამომავლობას, ან თუნდაც თქვენს თავს რა იცით თქვენს უფროს თაობაზე და მყისიერად მიხვდებით პროექტში ჩართულობის აუცილებლობას.

მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ მოცემულ ბმულზე.

ოჯახის ისტორია დაწერილი და აწყობილია დავით ფეიქრიშვილი მევლუდის ძე, მიერ: დაბადებულია 1970 წლის 21 თებერვალს ქალაქ თელავში.



დავით ფეიქრიშვილი 1971 წელი

დავით ფეიქრიშვილი დედასთან ცირა შავბალახშვილთან ერთად, 1973 წელი

დავით ფეიქრიშვილი მამასთან მევლუდ ფეიქრიშვილთან ერთად 1975 წელი

მამის მამათან დავით ფეიქრიშვილთან და ბებოსთან ვარა (ბარბარე) შუბაშივლითან ერთად

სამხედრო სავალდებულო სამსახური 1988 წელი

აფხზეთიდან (კოდორის ხეობა)  ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლიდან, დაბრუნების შემდეგ ძმასთან ლევან ფეიქრიშვილთან ერთად 1994 წელი




ზაქარია შაქრო ფეიქრიშვილი დაიბადა სოფელ კონდოლში 1897 წელს საბა ალექსის ძე ფეიქრიშვილის და მარიამ ჩიდრაშვილის ოჯახში, ოჯახში გაიზარდა 4 შვილი ორი ვაჟი შაქრო და გიგა, და ორი და ნინა, ნატაშა.

წინაპართა და შთამომავლობის სახელები ალექსი, საბა, შაქრო (ზაქარია) დაბ. 1897წელს კონდოლში, დავით ზაქარიას ძე ფეიქრიშვილი დაბ. 1928 წელს კონდოლში, მევლუდ დავითის ძე დაბ. 1946 წელს კონდოლში, დავით მევლუდის ძე დაბ. 1970 წელს თელავში  

ტრადიციული დღესასწაული რომელსაც სოფელ კონდოლში იხდიდნენ კვირცხოვლობა (აღდგომის შემდგომი კვირა), ტრადიციას აგრძელებენ შთამომავლობა და ყოველწლირად იკრიბებიან კვირაცხოვლობაზე სოფელ კონდოლში, მამაპაპისეულ სახლში.


დიდი წლები ოჯახი სალოცავად დადიოდა გავაზის წმიდა გიორგის ტაძარში, (ყვარლის რაიონი სოფელი ახალსოფლის ზემოთ). შაქროს შვილს დავით ფეიქრიშვილს ბავშვობაში სიარულის პრობლემა ჰქონია, ერთხელ მოლოცვის დროს ალბათ 5-6 წლის ასაკში (1933 წელს) ღამითსთევის დროს ბავშვი დაუძინებიათ ურემზე, დილით ვერ ნახეს ძალიან განიცადეს რადგან ვერ დადიოდა, თუცა ცოტა ხანში ამბავი მოუტანეს, რომ თავალი მოჰკრეს როგორ დარბოდა ახლოს. ეს იყო უდიდესი სასწაული უფლის მიერ დაშვებული.

ამჟამად სოფელშიარავინ ცხოვრობს, 2001 წლიდან, როდესაც გარდაიცვალა ბებო ვარა შუბაშიშვილი, შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ, თელავი, თბილისი, საზღვარგარეთ.

კვირაცხოვლის ტაძარი სოფელ კონდოლის ცენტრში

სახლთან ახლოს მდებარე იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები

ზაქარია ფეიქრიშვილი, გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა თელავში, შემდგომში მეორე ქორწინების გამო გადასახლდა კონდოლში. გარდაიცვალა ავტო საგზაო შემთხვევის დროს 1965 წელს, დაკრძალულია კონდოლის სასაფლაოზე, მეუღლესთან მარიამ მჭედლიშვილთან ერთად.

გიგა ფეიქრიშვილი 1910-2000წწ  სამაულო ომის ვეტერანი

შაქროს და ნინა ფეიქრიშვილი შვილთან ნიკოლოზ ოთარაშვილთან ერთად, ფოტო გადაღებულია 1940-იან წლებში

მარიამ მჭედლიშვილი დაიბადა 1902-1974წწ, სოფელ კურდღელაურში, ჰყავდა სამი ძმა, სოლომონი, ვანო და ერთი რევოლუციონერი, მას შთამომავლობა არ დარჩენია.`

შვილი - დავით ფეიქრიშვილი,დაბადებულია 1928 წელს (თელავის რ-ნი სოფელი კონდოლი),სპეციალობით ელექტრო ინჟინერი, მუშაობდა წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში ელექტრიკოსად. გარდაიცვალა 60 წლის 1988 წელს (თელავის რ-ნი სოფელი კონდოლი), დაკრძალულია სოფელ კონდოლში მეუღლის გვერდით. ზრდა: 3 შვილი- 50%, 6 შვილისშვილი -50%. 15 შვილთაშვილი- ზრდა 85%. 


ვარა ბებოს დედა მაშო ძამაშვილი დაბადებულია მარტყოფში, გარდაიცვალა ადრეულ ასაკში

ვარა ბებოს მამა ვანო შუბაშვილი დაბადებულია და გარდაიცვალა სოფელ ნორიოში

ბებო მამის მხრიდან-ვარა შუბაშიშვილი,დაბადებულია 1923 წელს (გარდაბნის რ-ნი სოფელი ნორიო), სპეციალობით პედაგოგი, 1945-წლამდე მუშაობდა ნორიოს ხოლო კონდოლში გათხოვების შემდგომ ადგილობრივ სკოლაში ჯერ მასწავლებლად, შემდგომ ბიბლიოთეკაში. გარდაიცვალა 2001 წელს კონდოლში,დაკრძალულია სოფელ კონდოლში მეუღლის გვერდით.


მამა მევლუდ ფეიქრიშვილი დაბადებულია 28 აგვისტო 1946 წელს სოფელი კონდოლი, ადრეული ასაკიდან არის პედაგოგი


დედა ცირა ფეიქრიშვილი 22 ივნისი 1950 წელი სოფელი შილდა, პედაგოგი

]

მამა მევლუდ ფეიქრიშვილი


სახლი კონდოლში რესტავრირებულია 2015 წელს შვილისშვილების მიერ, სახლი დიდი ალბათობით შენებულია 1870-იან წლებში, თუმცა შემდგომში ყველა თაობამ მიამატა გარკვეული  ფრაგმენტები.


ქვევრები რესტავრირებულია, ოჯახში იყო ასევე თონე


საოჯახო ავეჯი 




წარმომავლობა

არის ვერსია, კახეთში ფეიქრიშვილები წამოსულან ლევან (ლევანი — კახეთის მეფე 1518/1520—1574 წლებში) მეფის დაცვაში ხევსურეთიდან,სოფელ როშკიდან. რამდენად იყვნენ ჩვენი წინაპრები არ ვიცი, 300 არაგველზეც ამბობდნენ,საკმაოდ დიდი ნაწილი ფეიქრიშვილი იყო. შტო, რაც ზუსტად ვიცი, თელავის რაიონ- სოფელი კონდოლიდანაა.  უბნის მოსახლეებიდან ფეიქრიშვილები სჭარბობენ. ჩვენი მოგვარეები არიან ახმეტის რაიონში: სოფელი მატანში, სოფელ ხოდაშენში; ყვარელში; საგარეჯოში; ლაგოდეხშიც შემხვედრია, სამცხე ჯავახეთსა და გურიაში; კომპაქტურად დასახლებულები არიან დუშეთის რ-ნი სოფელ ჭილურტაში. გვარი დიდია და თითქმის ნათესაობა არ იკვეთება  სხვადასხვა ადგილას დასახლებულ ფეიქრიშვილებს შორის, თუმცა შეიძლება შეხედულება მიკერძოებულია, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული  გენეტიკური ერთობა და დადებითი აურა, რადგან გვარი ნეიტრალურია. არის შემთხვევებიც, რომ გვარსაც იკეთებდნენ სხვა და სხვა ერის წარმომადგენლები ჩვენს გვარზე, ხშირად ნათესაური კავშირის გამო: ან დედის გვარი იყო ან ბებიის, ეს 10% -ზე მეტი არ იქნება. დავძენ, რომ თუნდაც გვარის აურა უკვე დადებით გავლენას ახდენდა და ფეიქრიშვილებისათვის დამახასიათბელი ბევრი საერთო თვისება უყალიბდებოდათ. ჩვენი ტრადიციული დღესასწაული იყო კვირაცხოვლობა (აღდგომის შემდგომი კვირა),რომელსაც აღნიშნავდნენ კონდოლში. მამაჩემის თქმით,ჰქონდათ ასევე ტრადიცია მიახლებოდნენ გავაზის  წმიდა გიორგის ხატს (ამჟამად ყვარლის რ-ნი სოფელ ახალსოფელის ზემოთ). დავითი დაბ. 1970წელი, მევლუდი დაბ. 1946წელი, დავითი დაბ. 1928წელი, ზაქარია დაბ. 1897წელი, საბა, ალექსი.

დარო ბერიაშვილი დიდი ბებია, დედის, დედის დედა 

დარო ბერიაშვილი დიდი ბებია, დედის, დედის დედა დაბადებულია სოფელი საბუე, ყვარელი. მთელი ცხოვრება იყო მარხვაზე, ოთხშაბათი პარასკების ჩათვლით. მარხვა რომ არსებობდა 80-იან წლებში პირველად გავიგე მისგან.

ორიგინალი

რესტავრირებული

ლუკა თათიაშვილი დიდი პაპა, დედის, დედის მამა, დაბადებულია სოფელი საბუე, ყვარელი. ჰყავდათ 4 შვილი სამი გოგონა და ერთი ვაჟი


ფატო ბებოს და ძმები, მარცხნიდან მარიამ, ზაური, ნათელა


ფოტო 1945 წელი

დედის მამა მირიან შავბალახაშვილი გიორგის ძე დაბადებულია შილდაში 1924-2000წწ და დედის დედა ფატო (დარეჯან ნათლობის სახელი) თათიაშვილი დაბადებულია სოფელი საბუე 1925-2017წწ, ორივე დაკრძალულია შილდის სასაფლაოზე. სამი შვილი გიული (გიორგი) დაბ. 1946 წელს, ცირა დაბ. 1950 წელს ნინო (ციცო) დაბ. 1955 წელს 


ფოტო 1999 წელი 


დედის მამა მირიან შავბალახაშვილი გიორგის ძე  მთელი თავისი ცხოვრება იყო მძღოლი, ჰყავდა უამრავი ნათლული და საუკეთესო თამადა. მირიანის დედა ბაბე ტუსნიაშვილი დაკრძალულია მეუღლე გიორგისთან ერთდ შილდის ძველ სასაფლაოზე, იყვნენ ოთხი დედმამიშვილი, თამარ, მაყვალა და მერიკო


ბაბე ტუსნიაშვილი დედის მამის დედა 1953 წლის ფოტო


ფატო ბებო ძმასთან ზაურისთან ერთად ზაურის ჰყავს სამი შვილი, იყო საბუის საბჭოს თავჯმდომარე გარკვეული პერიდი, დაკრძალულია საბუის სასაფლაოზე


დედის ძმა გიული შავბალახაშვილი დაბ. 09 მაისი 1946 წელს, პედაგოგი მეუღლესთან ლეილა მოსიაშვილი ლელოს ასული (დაბ. საბუე) ჰყავთ ერთი შვილი


დედის ძმა გიული შავბალახაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.07.2022
ბოლო რედაქტირება 03.08.2022
სულ რედაქტირებულია 23





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


ივანე ნიკოლოზის ძე გვენცაძე 1907-1990წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. სოფელი ბარეული, ამბროლაური, რაჭა.

2 0