სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
ქართული ჭიდაობა (ხალხური) ავტორი თამაზ გოგიბედაშვილი ქართული ჭიდაობა (ხალხური) ავტორი თამაზ გოგიბედაშვილი
ბმულის კოპირება

წიგნები

გვარი გოგიბედაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ქართული ჭიდაობა (ხალხური) ავტორი თამაზ გოგიბედაშვილი

ქართული ჭიდაობა (ხალხური) ავტორი თამაზ გოგიბედაშვილი თბილისი 2017 წელი

თამაზ გოგიბედაშვილი ნუგზარის ძე სპორტ. დ.1967წ. ჟურნლტ. ტელ. კომენტატორი წარმ. სოფ. ხანდაკი კასპი

ავტორი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის შპს „ბალავარს“ და მის ხელმძღვანელს აბესალომ (ბესო) თავბერიძეს, ასევე, ცნობილ სპორტულ ფოტოკორესპონდენტს ალექსანდრე კოტორაშვილს ფოტოების მოწოდებისათვის და საქველმოქმედო ფონდს „ალილო-2015”.

კორექტორი: ნიკა გოგიბედაშვილი

ბესო თავბერიძე 1967 წ. დაბ. თბილისი. ბიზნესმენი წარმომავლობა სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაური გურია

ალექსანდრე კოტორაშვილი სპორტული ფოტოგრაფი, 1944 წ. დაბ. თბილისი, ღირსების ორდენის კავალერი, საქატდამსახურებული ფოტო ჟურნალისტი წარმომავლობა სოფელი ახალქალაქი კასპი



ნიკა გოგიბედაშვილი თამაზის ძე დაიბადა 1994 წ. დაბ. თბილისი წარმოშობით კასპი ზ. ხანდაკი. პროფესიით მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები.

3

ავტორისაგან


4-5 წლისა ვიყავი, როდესაც პირველად სპორტს მაყურებლის რანგში ვეზიარე. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დავინახე, რომ ჩემი ტოლი ბიჭები შეჯიბრის მონაწილეები იყნენ. ასპარეზობა საჭიდაო არენაზე სწორედ ამ ასაკის ბავშვებმა დაიწყეს. ზაფხულის არდადეგებზე თვეობით “მიცილებდა” ოჯახი სოფელში ბებიასთან, ერთი სული მქონდა, როდის წამიყვანდა პაპა უფროს ძმებთან ერთად საჭიდაოზე. ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ სწორედ პაპაჩემი, ლადო გოგიბედაშვილი იყო ჩემს სოფელში (ზემო ხანდაკი, კასპის რაიონი) ქართული ჭიდაობის მომწყობი-ორგანიზატორი, სპონსორი, მთავარი მსაჯი, ასპრეზობის დასრულების შემდეგ კი - მასპინძელი. პურ-მარილი მუდამ ჩვენი სახლის მარანში იშლებოდა ოჯახის უფროსის, ლადო გოგიბედაშვილის თამადობით.

ვლადიმერ (ლადო) გოგიბედაშვილი 1904-1977წწ. მწრთვნელი ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ ზემო ხანდაკი კასპი

მრავალრიცხვოვან სტუმრებში არა მარტო ტიტულოვანი ვეტერანი ან მომქმედი მოჭიდავე ფალავნები იყვნენ, არამედ სხვა პროფესიის ძალიან საპატივცემულო, კოლორიტული ხალხი: პოეტები, აკადემიკოსები, მსახიობები, ექიმები, რეჟისორები და სხვა. სწორედ ჩემს პაპას - ლადო გოგიბედაშვილს, ჭიდაობის დიდ ოჯახში დაფასებულ, ავტორიტეტულ კაცს, ქართული ჭიდაობის უდიდეს მოამაგეს ვუძღვნი ამ წიგნს მადლობის ნიშნად, მან მაზიარა პირველმა სპორტს, თანაც უშუალოდ ქართულ ჭიდაობას, რომელსაც ვფიქრობ, რომ ბადალი არ მოეძებნება დედამიწაზე, თუნდაც იმ კუთხით, რომ იგი არის სპორტის უძველესი სახეობა მსოფლიოში, სადაც მუსიკისა და სპორტის ასეთი შესანიშნავი შერწყმა, სინთეზი ხდება. მუსიკისა, რომლის გაგონებაზეც, არ დავმალავ, დღესაც სისხლი მიდუღს, ჩემდაუნებურად რითმს ვყვები და სხეული მითამაშებს.


წინათქმა (პროლოგი)


ქართველი კაცი უხსოვარი დროიდან ჭიდაობდა. ვინაიდან ისტორია არ გახლავთ ზუსტი მეცნიერება, რთულია იმის თქმა და მტკიცება, რომ ამ და ამ წელს, ამა თუ იმ საუკუნეში ჩამოყალიბდა ქართული ჭიდაობა თავისი ნორმებით, დოგმებით, წესებითა ან რაიმე რეგულაციებით, როგორც

 ასეთი. თავიდან ქართული ჭიდაობა სამხედრო მომზადების საფუძველი გახლდათ და საბრძოლო ხელოვნების ფუნქციის მატარებელი იყო, თანაც ამ საპასუხისმგებლო მისიას დიდი წარმატებითაც ასრულებდა. ხმამაღალი ნათქვამი არ გამოვა, ცოტაოდენ შორს თუ წავალთ და ვიტყვით, რომ თუ ჩვენი თვითმყოფადობა დღემდე შევინარჩუნეთ ურიცხვ მტერთან და უამრავ მომხდურთან უთანასწორო ბრძოლაში, უპირველესად ეს სწორედ ქართული ჭიდაობის დამსახურებაა! ჰაგიოგრაფიული, მითოლოგიური, ლიტერატურული ნაწარმოებების კარნახით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართულ ჭიდაობას სპორტულ-საშეჯიბრო, კულტურულ-სანახაობრივი ხასიათი შუა საუკუნეებში, ჩვენი აღზევების - რენესანსის ხანაში ჩამოუყალიბდა. ეს ნათლად ჩანს შემდეგ კულტურულ ძეგლებში: “ცხოვრება სვიმონ მესვეტისა” (IX ს.); მოსე ხონელის საფალავნო ისტორია “ამირან-დარეჯნიანი”; იოანე შავთელის “აბდულმესიანი”(XII ს.); მეფე ლაშაგიორგის მემატიანის ორთაბრძოლის აღწერა (ქართლელი ხიზანბარელი

- კახელი ბებურიშვილი - XIII ს.); ნიშანდობლივია ალავერდის ტაძრის ბარელიეფი (XV ს.); “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილია მზეჭაბუკის გამარჯვება თათართა გოლიათ ფალავან ძალანთან (XVI ს.).

ეს და სხვა ისტორიული წყარო სწორედ იმას მიუთითებენ, რომ ქართული ჭიდაობის სპორტულ აქტივობად გარდაქმნა ნაყოფია ქართველი ერის მნიშვნელოვანი კულტურული განვითარებისა. ქართულმა ჭიდაობამ ღირსეულად გაუძლო დროის გამოწვევებს, ქარტეხილებს საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში, დრო და დრო იხვეწებოდა, მდიდრდებოდა,


სხვა ფუნქციებს ითავსებდა, ის გახდა ქართველი ადამიანის სახალხო დღესასწაული, ნომერ პირველი სპორტული, სარიტუალო, სანახაობრივი მონაპოვარი. არ არსებობდა რელიგიური დღესასწაული - ქრისტესშობა, მარიამობა, გიორგობა, ნინოობა, აღდგომა, ნათლისღება - რომლის შემადგენელი ნაწილიც ქართული ჭიდაობა არ ყოფილიყოს. აკი ყველა დიდ თუ პატარა ქართული ეკლესიისა და ტაძრის ეზოში ქართული ჭიდაობის არენები იყო მოწყობილი. ასევე იყო საერო დღესასწაულებზეც.

გამომდინარე მისი პოპულარობიდან და სახალხო სიყვარულიდან შეითავსა ქართულმა ჭიდაობამ კულტურულ-სანახაობრივი, სარიტუალო ფუნქცია, თორემ უმთავრესი როლი, ქვეყნის თავდაცვა, რაღა თქმა უნდა, კიდევ მრავალი საუკუნის განმავლობაში ჰქონდა ნაკისრი. ამიტომ ვთვლი, რომ ყველა ქართველი ხალხი ვალში ვართ ქართულ ჭიდაობის წინაშე. წიგნის დაწერის უმთავრესი მიზეზიც ეს გახლავთ, რათა მცირედით მაინც დავუბრუნოთ ვალი ჩვენს მამა-პაპას, ხშირ შემთხვევაში ჩვენს უსახელო გმირ წინაპრებს, რომლებმაც რუდუნებით, ქართული ჭიდაობის უზადო ცოდნითა და უშუალოდ ბრძოლის ველზე მისი გამოყენებითა და თავგანწირვით შემოგვინახეს ის, რაც ერისათვის ყველაზე ღირებულია და ძვირფასი, რასაც ჩვენი დედა-სამშობლო, საქართველო ჰქვია!

5


ჭიდაობის მოკლე ქრესტომათია

მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მე-20 საუკენის დასაწყისის ჩათვლით ხდება სპორტის სახეობების ჩამოყალიბების, წესების შემუშავების, მათი დახვეწისა და დამკვიდრების პროცესი. ზოგადად, ეს ის პერიოდია, როდესაც სპორტის სახეობების ჩამოყალიბება მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, ძირითად კი - ბებერ კონტინეტზე. მაგალითისთვის, ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ისეთი პოპულარული სპორტული სახეობები, როგორებიცაა: ფეხბურთი, კალათბურთი, ძიუდო, ხელბურთი, სათხილამურო სპორტი, ფრენბურთი და სხვა. ამ დროისთვის “ქართული ჭიდაობა” უკვე

მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა დროის მოთხოვნიდან გამომდინარე, სწორედ ამ პერიოდში ხდება საჭიროება მისი მკაცრად სპორტის სახეობად გამიჯვნისა, ჩამოყალიბებისა. მათთვის, ვინც არ იცის, საინტერესო იქნება თავად სიტყვა “სპორტის” განმარტება და ეტიმოლოგია. “სპორტი” ძველფრანგული სიტყვაა (“DE SPORT”) და თავისუფალ დროს, უფრო ზუსტად თავისუფალი დროის გამოყენებას, გატარებას გულისხმობს. ძველი ბერძნები სპორტსმენს “ათლეტს” ეძახდნენ, ეს სიტყვა დღესაც ფართოდ გამოიყენება, თუმცა დიდწილად სპორტმა ჩაანაცვლა. შუა საუკუნეების პერიოდში ქართველები სპორტსმენს “მემღერს” ეძახდნენ, რადგან ანტიკური ოლიმპიური თამაშების მსგავსად შუა საუკუნეების საქართველოშიც იმართებოდა მასშტაბური თამაშები, რომლებშიც არა მარტო სპორტულ სახეობებში ტარდებოდა შეჯიბრება, არამედ ცეკვაში, სხვადასხვა ინსრტუმენტზე დაკვრაში, სიმღერაში, ლექსისა და ლეგენდის თქმასა და ა.შ. ამ მხრივ, ეს ქართული თამაშები ანტიკური ოლიმპიური თამაშების ზუსტი ანალოგია.

რაც შეეხება ჭიდაობის დღევანდელ საერთაშორისოდ აღიარებულ, პოპულარულ, სახეობებს, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველმა დღევანდელმა ბერძნულ-რომაულმა ჭიდაობამ მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა.


ბერძნულ რომაული ჭიდაობა


ბერძნულ-რომაული ჭიადაობა შეიქმნა ძველ საბერძნეთში, შემდეგ პოლურალობა მოიპოვა ძველ რომში. ეს სახეობა ანტიკურ ოლიმპიურ სახეობებში ერთ-ერთი პირველი დამკვიდრდა. ძველ საბერძნეთში ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებზე თავიდან მხოლოდ სირბილი იყო ერთ სტადიაზე

(192 მ.), სიტყვა “სტადიონი” სწორედ აქედან მომდინარეობს. შემდეგ მას დაემატა ასევე მძლეოსნობის სხვადასხვა დისციპლინა და ძველი წელთაღრიცხვით 708 წელს დაემატა ჭიდაობა, ამიტომ ბერძნულ-რომაულს დღესაც ზოგჯერ ანტიკურსაც უწოდებენ. არ შეიძლება, არ ვახსენოთ გამორჩეული გმირი ანტიკური ჭიდაობისა - “მილონი კროტონელი”, რომელსაც 6 ოლიმიადა ჰქონდა მოგებული, უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა და ძველ ბერძნებს “ნახევარღმერთადაც” კი ჰყავდათ შერაცხული! ჯერ კიდევ 1539 წელს “ხელჩართული ორთაბრძოლების” გერმანელმა მკვლევარმა და პედაგოგმა ფაბიან ფონ აუერსვალდმა შეადგინა პირვე-


6


ლი სასწავლო სახელმძღვანელო - “ჭიდაობის ხელოვნება”. XIX საუკუნის 40-იან წლებში პარიზის ცნობილ ბაზრობებზე გამართულმა მოჭიდავეთა სახელდახელო ტურნირებმა მაყურებლებისა და პრესის დიდი ინტერესი გამოიწვია. 1848 წელს პარიზში, მონტესკიეს ქუჩაზე, მოეწყო პროფესიონალ ათლეტთა დიდი არენა. აქ გაიმართა ე.წ. გასტროლიორ მოჭიდავეთა პირველი ჩემპიონატი. ასე რომ, XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე დაიწყო თანამედროვე “კლასიკური” ჭიდაობის ფორმირება, 1880 წელს შეიმუშავეს ახალი წესები, რაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ერთიანი სისტემის შექმნით დასრულდა. თანამედროვე სახით ფორმულირება და ჩამოყალიბება საფრანგეთში მოხდა, ამიტომაც მას იმ ხანად ფრანგულ ჭიდაობას უწოდებდნენ. ალბათ ამ მრავალსაუკუნოვან პოპულარობას უნდა მივაწეროთ ის, რომ სწორედ კლასიკურმა, ფრანგულმა ჭიდაობამ მე-19 საუკუნის ბოლოს, თანამედროვე ჭიდაობის სახეობათაგან პირველმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. პირველივე თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე, 1986 წელს, ათენში ცხრა სპორტის სახეობიდან ერთი-ერთი სწორედ იგი შეიტანეს ოლიმპიურ დისციპლინაში. 1898 წლიდან ტარდება ევრო-პირველობები, 1904 წლიდან კი მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება დაიწყო.


1905 წელს შეიქმნა საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationaledes Luttes Associees – FILA), ფრანგულმა ჭიდაობამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა ამ პერიოდში ევროპის ქვეყნებში და საქართველოშიც დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენმა ქართულის მოჭიდავეებმაც მშვენივრად აუღეს ალღო, სწრაფადვე გადაეწყვნენ ამ უკვე გათანამედროვებულ ანტიკურ, აწ უკვე ფრანგულად წოდებულ ჭიდაობაზე და დიდი წარმატებითაც გამოდიოდნენ საერთაშორისო არენებზე (ქვარიანი, გლდანელი, ესებუა, მაისურაძე, აბულაძე, კანდელაკი და მრავალი სხვა). ამ პლეადის ფალავნებზე, ქვემოთ გვექნება უფრო ვრცლად საუბარი.


ქართველები ოლიმპიურ თამაშებზე, მოგეხსენებათ, ჰელსინკის მე-15 თამაშებზე გამოჩნდნენ 1952 წელს, რაღა თქმა უნდა, მაშინდელი სსრკ-ს შემადგენლობაში. თავიდანვე გამორჩეულნი, მოწინავენი ვიყავით “მოძმე” 15 რესპუბლიკის სპორტსმენებში, განსაკუთრებით საჭიდაო სახეობებში, მათ შორის ბერძნულ-რომაულში. მარტო იმ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით “კლასიკოსების” ხსენება რად ღირს: გივი კარტოზიასა და რომან რურუას. პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი საჭიდაო სახეობებში სწორედ გივი კარტოზიაა. ზოგადად, ამ თავში ვეცდები, რომ

პერსონალიებისგან თავი შევიკავო, მაგრამ ამ და კიდევ სხვა ბუმბერაზისახელების ხსენება მაინც მომიწევს.

ოლიმპიური ჩემპიონები:

გივი კარტოზია 1929-1998წწ. ოლიმპიური ჩემპიონი (1956) ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ბათუმი


ავთანდილ ქორიძე 1935-1966წწ. ოლიმპ. ჩემპიონი (1960) ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. თერჯოლა


რომან რურუა დ.1942წ. ოლიმპიური ჩემპიონი (1968) ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. მუხურჩა, მარტვილი



ვახტანგ ბლაგიძე დ.1957წ. ოლიმპიური ჩემპიონ (1980).ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. სოფ. ჩოჩხათი, ლანჩხუთი


მანუჩარ კვირკველია დ.1978წ. ოლიმპიური ჩემპიონი (2008) ბერძნულ რომაული ჭიდაობა ოზურგეთი.


მსოფლიო ჩემპიონები: გივი კარტოზია (1953, 1955, 1958), როსტომ

აბაშიძე (1958, 1962-1963), ავთანდილ ქორიძე (1961), რომან რურუა (1966-

1967, 1969, 1970), ვახტანგ ბლაგიძე (1978, 1981), მიხეილ სალაძე (1981),

როსტომ აბაშიძე  დ.1935წ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. ბათუმი აჭარა

მიხეილ სალაძე დ.1959წ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ რომაული ჭიდაობა სოფ. არგვეთა ზესტაფონი

თეიმურაზ აფხაზავა (1982-1983), თემო ყაზარაშვილი (1982), გურამ გედე-

ხაური (1987), მუხრან ვახტანგაძე (2001), მანუჩარ კვირკველია (2003), და-

ვით ბედინაძე (2007), რამაზ ნოზაძე (2007).

თეიმურაზ აფხაზავა დ.1955წ. მსოფლიო ჩემპიონი, ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ქუთაისი 

გურამ გედეხაური დ.1962წ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ რომალული ჭიდაობა სოფ. სართიჭალა გარდაბანი 

მუხრან ვახტანგაძე დ.1973წ.  ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. ბათუმი აჭარა


 დავით ბედინაძე დ.1985წ. მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა დაბ. ბათუმი აჭარა


რამაზ ნოზაძე დ.1983წ. ოლიმპ. პრიზიორი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა წარმ. სოფ. აბისი ქარელი
7


თვისუფალი ჭიდაობა


ასე რომ, ქრონოლოგიას მივყვეთ და „კლასიკურიდან“ თავისუფალ ჭიდაობაზე გადავიდეთ, რომელიც ინგლისში ჩაისახა და აშშ-ში ჩამოყალიბდა და გახდა პოპულარული. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში მოხდა მისი კლასიფიკაცია და სენტ ლუისის (1904 წ.) მე-3 ოლიმპიურ თამაშებზე, აშშ-მ გამოიყენა მასპინძლისათვის მინიჭებული უფლება და “თავისუფალი ჭიდაობა” შეიყვანა ოლიმპიურ სპორტულ სახეობათა ოჯახში. პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია 1920 წელს (“IAWF” - International Amateur Wrestling Federation) შეიქმნა. 1951 წელს კი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის ჭიდაობები “ფილას” ეგიდით ერთ ოჯახად გაერთიანდნენ (“FILA”- ფრანგულად, “Fédération Internationale des Luttes Associées”), 2014 წლიდან გაერთიანებულ ჭიდაობის ფედერაციას სახელი შეეცვალა, ფრანგულიდან ინგლისურზე გადავიდა და “UWW”-ს (United World Wrestling) სახელს ატარებს.

ამავე 1951 წლიდან ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპის პირველობები კი 1929 წლიდან იღებს სათავეს. ისევე როგორც ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ქართველებმა თავისუფალიც სწრაფადვე აითვისეს, რაღა თქმა უნდა, ქართული ჭიდაობის ცოდნის წყალობით და შედეგებმაც არ დააყოვნა, პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე ჰელსინკიში (1952 წ.), მაშინდელი საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან სწორედ ჩვენი დავით (ამური) ციმაკურიძე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ იგი შესანიშნავად ფლობდა ქართულ ჭიდაობას და მისი მამაც სახელგანთქმული ქართულის მოჭიდავე, ასევე “ფრანგულის” კარგი ოსტატი მიხეილ მაჩაბელი გახლდათ. აქვე არ შეიძლება, არ გამოვყოთ მირიან ცალქალამანიძე, რომელმაც ფაქტიურად წარმოუდგენელი რამ მოახერხა, 24 წლის ასაკში პირველად ეზიარა პროფესიონალურ სპორტს - თავისუფალ ჭიდაობას და 5 წელიწადში 29 წლისამ უკვე მელბურნის (1956 წ.) ოლიმპიური თამაშები მოიგო. მისი ეს ფენომენალური შედეგი არა მარტო მას, არამედ ქართულ ჭიდაობას უნდა მივაწეროთ, რადგან ბატონი მირიანი დიდ სპორტთან ზიარებამდე სწორედ ქართულ ჭიდაობას ფლობდა საუცხოოდ და მისი ბაზისიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ჭიდაობა გახლდათ!

დავით ციმაკურიძე 1925-2006წწ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. ფოთი

დავით ციმაკურიძის მამა მიხეილ (მიშა) ციმაკურიძე, გამოდიოდა მიშა მაჩბელის სახელით


მირიან ცალქალამანიძე 1927-2000წწ. გარდ. 73 წლის. ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი ჭიდაობა. 1956 (52კგ; მელბურნი)  დაბ. სოფ.კონდოლი, თელავი

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია არსენ მეკოკიშვილი, რომელსაც მე დაუფიქრებლად დავასახელებდი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავედ ყველა სახეობიდან. აბსოლუტურად ფენომენალური სპორტსმენი, რომელმაც მოიგო უამრავი უმაღლესი ტიტული, დაამარცხა ყველა და ყველაფერი, მათ შორის დროც: ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 40 წლის ასაკში (ჰელსინკი, 1952 წ.), მსოფლიოს ჩემპიონი - 42 წლის ასაკში, ბოლო ტიტული - სსრკ სპარტაკიადა კი 44 წლისამ მოიგო. მეკოკიშვილი იყო უნივერსალური ფალავანი, რადგან მის ტიტულებში შედის როგორც ჩოხის გარეშე ჭიდაობის სახეობები, ასევე ჩოხიანიც. სამბოში 7-ჯერ იყო სსრკ-ს ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში სსრკ-ს 9-გზის ჩემპიონი, ვერცხლის მედალს ფლობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც. ეს ტიტულები, სამწუხაროდ, ჩვენ აქტივში არ გვეწერება (ბერიას “თხოვნით” რუსეთის


8


სახელით ასპარეზობდა), რომ იტყვიან, „დე იურე“, თუმცა „დე ფაქტოდ“, რაღა თქმა უნდა, მისი რეგალიები ჩვენია. აკი საგარეჯოს რაიონ სოფელ გიორგიწმინდაში გაზრდილ-დაბადებული არსენ მეკოკიშვილი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს 3-გზის აბსოლუტური ფალავანი გახლავთ! დარწმუნებული ვარ, ასეთივე წრმატება ექნებოდა მას ძიუდოში, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი ასპარეზობდა, ძიუდოს არ ჰქონდა საერთაშორისო აღიარება და მხოლოდ 1964 წელს (ტოკიო) შევიდა ოლიმპიურ დიდ ოჯახში. აქაც, როგორც თავისუფალ ჭიდაობაში, იაპონელებმა მასპინძლის სტატუსით ისარგებლეს.


არსენ მეკოკიშვილი 1912-1972წწ ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. გიორგწიდა საგარეჯო კახეთი

ზოგადად სპორტის სახეობებზე თუ ვიმსჯელებთ, მეტწილად მათი პოპულარობის განმსაზღვრელი ოლიმპიური თამაშებია და სწორედ ოლიმპიურ სპორტულ სახეობათა ოჯახში ყოფნა განაპირობებს სახეობის პოპულარიზაციას. უამრავი გამოჩენილი მოჭიდავე, კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს აღზრდილი ჩვენს პატარა ქვეყანას - საქართველოს, თუმცა დანაშაული იქნებოდა მსოფლიოს საჭიდაო სამყაროს კიდევ ერთი უდიდესი მონაპოვარი

 ლევან თედიაშვილი არ ვახსენოთ. თედიაშვილი, რომელიც ასევე ქართული ჭიდაობის წიაღიდანაა გამოსული, თავისი უნიკალური ქართული ჭიდაობის სტილით ყველა განაცვიფრა და წარუშლელი კვალი დატოვა მთლიანად ჭიდაობის სამყაროში. თავად თედიაშვილის ნათქვამს გავიმეორებ, მისი მიბაძვისა და შთაგონების წყარო სწორედ არსენ მეკოკიშვილი იყო, სპორტის, მოჭიდავის პროფესიაც სწორედ მის გამო აირჩია, პირველი მწვრთნელი თედიაშვლისა არსენის ბიძაშვილი, ვანო მეკოკიშვილი იყო. არსენს ლევანის ნიჭი არ გამოჰპარვია, მფარველობდა ლევანს და მისი თბილისში ვახტანგ ბალავაძესთან სავარჯიშოდ გადმოყვანა, დაოსტატებაც სწორედ მეკოკიშვილის ინიციატივა იყო. საფეხბურთო ენით, ცოტა ხატოვნად რომ ვთქვათ, პელესა და მარადონას ფენომენზე გვაქვს ახლა საუბარი. ლევან თედიაშვილს უამრავი უმაღლესი ჯილდოს მფლობელია: 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონი, 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში. თავად ყველაზე მეტად იმაზე სწყდება გული, რომ ქართული ჭიდაობით დაიწყო მისი საჭიდაო კარიერა, მაგრამ აბსოლუტური ფალავნობა არ უჭიდავია და შესაბამისად ვერც მოიპოვა აბსოლუტური ფალავნის ტიტული და დღემდე მიუღწეველ ოცნებად დარჩა.


ლევან თედიაშვილი დ. 1948წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო

ასევე არ შეიძლება გამოგვრჩეს ვახტანგ ბალავაძე, რომელსაც უდიდესი ამაგი აქვს ქართული ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი. სხვათა შორის, როგორც თავად იხსენებს, ილო თომაშვილის სახელმძღვანელო წიგნით შეისწავლა მან ქართული ჭიდაობა, მისი ჭიდაობის სტილიც სწორედ რომ ქართული ჭიდაობისა იყო, ამ სტილით დაიპყრო ყველა უმაღლესი სპორტული მწვერვალი და სწორედ ამ საჭიდაო ინტელექტიდან გამომდინარე მას მსოფლიო ჭიდაობის სამყარომ “ჭიდაობის პროფესორი” შეარქვა.


ვახტანგ ბალავაძე 1926-2018წწ ოლიმპ. პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ღანირი, სამტრედია, იმერეთი.

ოლიმპიური ჩემპიონები: დავით ციმაკურიძე (1952), მირიან ცალქალამანიძე (1956), ლევან თედიაშვილი (1972, 1976), დავით გობეჯიშვილი (1988), ლერი ხაბელოვი (1992), რევაზ მინდორაშვილი (2008), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2016).


დავით გობეჯიშვილი დ.1963წ. ოლიმპიური ჩემპიონი  თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ხურუთი, ონი, რაჭა.


ლერი ხაბელოვი დ.1964წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა


რევაზ მინდორაშვილი დ.1976წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა სოფ.კოლაგი, გურჯაანი


ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დ.1991წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიადაობა დაბ. გორი ქართლი


9


მსოფლიო ჩემპიონები: ვახტანგ ბალავაძე (1954, 1957), გიორგი სხირტლაძე (1959), ვლადიმერ რუბაშვილი (1961), გურამ საღარაძე (1963, 1965), ზარბეგ ბერიაშვილი (1969), შოთა ლომიძე (1969, 1971), ლევან თედიაშვილი (1971, 1973-1975), დავით გობეჯიშვილი (1985, 1990), ლერი ხაბელოვი


გიორგი სხირტლაძე 1932-2008წწ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. მთისკალთა ონი რაჭა


ვლადიმერ რუბაშვილი 1940-1964წწ ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ნაოზა მცხეთა ქართლი


გურამ საღარაძე დ.1939წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. ხონი იმერეთი


ზარბეგ ბერიაშვილი 1939-2020წწ. მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. ყვარელი, კახეთი


შოთა ლომიძე 1936-1993წწ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. საყულია წყალტუბო იმერეთი




(1985, 1987, 1990-1991), ელდარ (ლუკა) კურტანიძე (2002-2003), რევაზ მინდორაშვილი (2005), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (2015), ზურაბ იაკობიშვილი (2017), გენო პეტრიაშვილი (2017)


ელდარ (ლუკა) კურტანიძე 1972წ ოლიმპ. პრიზ. თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ქვემო ფშავი გულრიფში აფხაზეთი


ზურაბ იაკობაშვილი (იაკობიშვილი ?) დ.1992წ. მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. ყვარელი



გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. გორი ქართლი

ძიუდო


ზემოთ ძიუდო ვახსენეთ და საჭიდაო სახეობების ლოგიკურ ბმაში სწორედ ძიუდოს ჯერი დადგა. ძიუდოც ამავე პერიოდში შეიქმნა (განსხვავებით ჩვენი უძველესი ქართული ჭიდაობისა), მისი შექმნის თარიღად 1882 წელი ითვლება, როდესაც მისმა ფუძემდებელმა ჯიგორო კანომ პირველი სკოლა (კოდოკონი) დააფუძნა უკვე არსებული საბძოლო ხელოვნების “ჯიუ ჯიცოს” საწყისებზე, რომელიც თავისმხრივ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა (1552 წ.) ხისამორი ტაკენურის მიერ და ითვლებოდა ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებად. ჯიუ ჯიცოს იაპონელები, ჩვენი ქართული ჭიდაობისა არ იყოს, საომარ მოქმედებებში აქტიურად იყენებდნენ. ძიუდო დღევანდელი ჭიდაობის სახეობებიდან, შეიძლება ითქვას, ყველაზე პოპულარულია, უფრო მეტიც, არამარტო ჭიდაობის სახეობებში, არამედ ზოგადად სპორტის სახეობებშიც ბევრს გადაასწრო და სწრაფად პროგრესირებს.

თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავიდან პოპულარობა სხვა ჭიდაობის სახეობებმა მოიხვეჭეს. საგულისხმოა ისიც, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ ტოკიოში (1964 წ.) გამოჩნდა, ისიც მასპინძელთა დიდი ძალისხმევითა და მოხერხებულობის წყალობით. საერთაშორისო ფედერაცია “IJF” (International Judo Federation) შეიქმნა 1951 წელს, ამავე წლიდან ტარდება ევროპის პირველობები, მსოფლიოს ჩემპიონატები 1956 წლიდან დაიწყო.

როგორც ვთქვით, სპორტის ნებისმიერ სახეობას დიდწილად ოლიმპიურ სახეობათა ოჯახში ჩართვა სძენს პოპულარობას (სწორედ ამის გამო ვერ პროგრესირებს, მაგალითად, სამბო, რომლის ერთ-ერთი საწყისი ქართული ჭიდაობაა).

საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანდრეი ანდრეევი ნაკრებში ქართველ ძიუდოისტებს ყოველთვის დიდ ნდობას უცხადებდა და მუდამ აღნიშნავდა, რომ ,ქართველ ძიუდოისტთა წარმატებათა პირველწყარო სწორედ ქართული ჭიდაობაა. საბჭოთა კავშირის მოჭიდავეთა ნაკრების ხერხემალს ხომ ქართველი მოჭიდავეები შეადგენდნენ. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ისანო ინაკუმა ხშირად ამბობდა: ,,როცა ყველა არაიაპონელისათვის ძიუდო უცხო ხილი იყო, მიკვირდა რომ ქართველებთან ჭიდაობა გაცილებით რთული იყო. მერე, როცა მათ დავუახლოვდი და დავუმეგობრდი კიდეც, ბევრი რამ ნათელი გახდა. გავიგე, რომ ქართველებს ჭიდაობის თავიანთი ეროვნული სახეობა აქვთ, პირადად მე ქართული ჭიდაობისგან მრავალი ფანდი ვისესხე”. ასევე მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (თავისუფალ ჭიდაობაში) - შოძის სასახარას, რომელიც საქართველოში


10


 სტუმრობისას სოფელ მეჯვრისხევში მიუწვევიათ და უნახავს, თუ როგორ ჭიდაობდნენ პატარა ბავშვები ყოველგვარი მწვრთნელის გარეშე, განუცხადებია: ,,ამის შემდეგ გასაგებია, თუ რატომ არიან ქართველი ფალავნები ასე ძლიერები. ქართველი ჭიდაობისა და ანბანის შესწავლას ალბათ ერთდროულად იწყებს”. ასე რომ, ქართველებმა ძიუდოსაც მყისიერად აუღეს ალღო და შეისისლხორცეს. ზოგადად ვთვლი და ჩემი დევიზიც, სლოგანიც, ასეთია: “ჭიდაობა ჩვენი სპორტია, ქართული ჭიდაობა კი - ჩვენი სპორტის ფუნდამენტი!”

ქართული ძიუდოს პიონერებად, მესაძირკვლეებად, მოჭიდავეთა ის პლეადა უნდა მივიჩნიოთ, რომელთა საწყისიც, ბაზისიც, ქართული ჭიდაობა გახლდათ, რომლებიც ამ დროისთვის ადგილობრივ ასპარეზზე უკვე წარმატებულნი იყვნენ, როგორც ქართულში, ასევე სამბოშიც. ვისაც ახლა ჩამოვთვლი, ყველა მათგანი ქართული ჭიდაობის აკვანშია გამოზრდილი, ესენი არაიან: ფარნაოზ ჩიკვილაძე და ანზორ კიკნაძე, რომლებმაც პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე, რომელზეც ძიუდო გამოჩნდა, კერძოდ ტოკიოში, ბრინჯაოს მედლები აიღეს ერთსა და იმავე მძიმე წონაში; ასევე


ქართულის მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი ანზორ ქიბროწაშვილი, სწო-

რედ იგი და ანზორ კიკნაძე გახდნენ პირველი ევროპის ჩემპიონები, რო-

გორც საქართველოდან, ისე მთლიანად საბჭოთა კავშირიდან, ოლიმპი-

ურ მედალზეც ხომ მოგახსენეთ და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ანზორ


კიკნაძე საქართველოს 5-გზის აბსოლუტური ფალავანი გახლდათ; ოლიმ-

პიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი (1972 წ. მიუნხენი), იგიც პირველი იყო


მთლიანად საბჭოთა კავშირიდან ამ ტიტულის მომპოვებელი, აქვე 93კგ.-

ში ვერცხლის ოლიმპიურ მედალს დაეუფლა ასევე ქართულის საუცხოო

მოჭიდავე გივი ონაშვილი; ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი (1980 წ.

მოსკოვი); თემურ ხუბულური აქვე, მოსკოვში ვერცხლის პრიზიორი გახდა.

საერთოდ ძიუდოში საბჭოთა კავშირს არსებობის მანძილზე სულ ხუთი

ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავდა: ნოვიკოვი, ნევზოროვი, სოლოდუხინი და

ორი შოთა - ჩოჩიშვილი და ხაბარელი, რომლებიც თავის მხრივ (და ასევე


თემურ ხუბულურიც) საქართველოს აბსოლუტური ფალავნები იყვნენ ქარ-

თულ ჭიდაობაში!


ოლ იმ პი ური ჩემ პი ონ ები: შოთა ჩოჩიშვილი (1972), შოთა ხაბარელი


(1980), დავით ხახალეიშვილი (1992), ზურაბ ზვიადაური (2004), ირაკლი ცი-

რეკიძე (2008), ლაშა შავდათუაშვილი (2012).


მსოფლიოს ჩემპიონები: თემურ ხუბულური (1979, 1981), ამირან ტოტი-

კაშვილი (1989), კობა კურტანიძე (1989), ირაკლი ცირეკიძე (2007), ავთან-

დილ ჭრიკიშვილი (2014).


სამ ბო


ახლა სამბოზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. სამბო - თავდაცვა იარაღის

გარეშე, ასე იშიფრება მისი აბრევიატურა. რუსები მას თავიანთ ჭიდაობის


სახეობად მიიჩნევენ, თუმცა იგი წარმოიქმნა საბჭოთა კავშირში, მაშინ-

დელი სსრკ-ში შემავალი სხვადასხვა ხალხების ნაციონალური ჭიდაობ-


11


ებებიდან ამოიკრიფა სხვადასხვა საჭიდაო ელემენტები, მათ შორის ჩვე-

ნი ქართული ჭიდაობიდან ყველაზე მეტი კომპონენტი, ილეთი შეიყვანეს.


ამას მოწმობს 1938 წლის 16 ნოემბერს გამოცემული საკავშირო ბრძანე-

ბულება N633 “ჭიდაობის განვითარების შესახებ”, რომელშიც ჩამოთვლი-

ლია ჭიდაობის ის სახეობები, რომლებიდანაც ამოკრიბეს სამბოს ილეთ-

ები. დგომიდან ჩატარებული ფანდების თითქმის 80 პროცენტი სწორედ


ჩვენი ქართული ჭიდაობიდანაა მოხვედრილი სამბოში.


საქართველოში სამბოს პირველი სკოლა 1933 წელს თბილისის ფიზ-

კულტურის ტექნიკუმში გაიხსნა ილო თომაშვილის მეთაურობით. სამბოს


უმთავრეს დამაარსებლად ანატოლი ხარლამპიევი ითვლება, რომელმაც,


როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სხვადასხვა ეროვნული ჭიდაობის სახეობ-

ების შესწვლისას ყველაზე დიდი დრო სწორედ ქართულ ჭიდაობას დაუთ-

მო, ყველაზე დიდი პერიოდიც საქართველოში დაჰყო, შესაბამისად ყვე-

ლაზე მეტი ხერხი, ილეთი თუ კონტრილეთიც სწორედ ჩვენი ეროვნული


ჭიდაობიდან წაიღო და მიიტანა “ახალგამომცხვარ” ჭიდაობის სახეობა


სამბოში, რომლის ოფიციალურ დაბადების დღედ რუსები 1938 წელს მი-

იჩნევენ, 1939 წელს ჩატარდა პირველად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი,


სადაც 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონსტანტინე კობერიძემ გა-

იმარჯვა. სხვათა შორის, იმავე ტიტულს ფლობდა იგი ბერძნულ-რომაულ


ჭიდაობაშიც. საერთაშორისო ფედერაცია (International Sambo Federation)

1966 წელს ჩამოყალიბდა, პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1973 წელს

თეირანში ჩატარდა. პირველი ჩემპიონები გახდნენ გენადი გიორგაძე (48


კგ.) და ლევან თედიაშვილი (90 კგ.), რა გასაკვირია, რომ აქაც ქართვე-

ლები თავიდანვე ტონის მიმცემნი ვიყავით და ასე ვრჩებით დღემდე. კარ-

გა ხანია, რუსები მის ოლიმპიურ სახეობად გადაქცევას ლამობენ, რასაც,


რა თქმა უნდა, ორივე ხელით უნდა მივესალმოთ, თუ ეს მოხერხდა, ჩვენი

ოლიმპიელების რიცხვიც საგრძნობლად გაიზრდება. რაც შეეხება სამბოს

ყველაზე დიდ და უმთავრეს ფორუმს, მსოფლიო ჩემპიონატს, მრავალი

ჩემპიონი გვყავს და უამრავი გვეყოლება კიდევ.

მსოფლიოს ჩემპიონები: გენადი გიორგაძე, ლევან თედიაშვილი


(1973), იოსებ მაღალაშვილი (1974), სერგეი ტერნოვიხი (1984-1985), ჯე-

მალ მჭედლიშვილი (1987, 1989), მალხაზ ბერუაშვილიც(1990), ვალერი პა-

რუაშვილი (1991), არჩილ ჩოხელი (1993), ჯონდო მუზაშვილი (1995-1997),


დავით ხახალეიშვილი(96-97), ბადრი ჯანიაშვილი (1997), მამუკა კურდღე-

ლაშვილი (1997-1998), იოსებ ახალბედაშვილი (1997), აკაკი ხანიაშვილი


(2002), მინდია ბოდაველი (2006), უშანგი კუზანაშვილი (2007), მირიან პავ-

ლიაშვილი (2007), ავთანდილ ცინცაძე (2011), გიორგი ბაინდუროვი (2012),


ვახტანგ ჩიდრაშვილი (2013-2016), ლევან ნახუცრიშვილი (2013), გენადი

ჩირგაძე (2014), დავით ლორიაშვილი (2015), პაატა ღვინიაშვილი (2016).


და ბოლოს, ნიშანდობლივია, რომ არა მარტო საქართველოდან, არ-

ამედ ზოგადად საბჭოთა კავშირიდან, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი


გახდა ქართული ჭიდაობის კარგი მცოდნე და საჭირო დროს მისი გამომ-

ყენებელი დავით ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა), ოლიმპიური თა-

მაშების პირველი საბჭოთა ჩემპიონი ძიუდოში შოთა ჩოჩიშვილი სუფთა


ქართულის მოჭიდავე გახლდათ. ანუ რა გამოდის, პირველი ქართველი


12


სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ციმაკურიძე ქართული ჭიდა-

ობის წიაღიდან იყო გამოსული, ისევე როგორც დამოუკიდებელი საქარ-

თველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. აი, რამხელა


ძალა გააჩნია ჩვენს დალოცვილ ქართულ ჭიდაობას!

ამ მოკლე ქრონოლოგიით ის ჭიდაობის სახეობები მიმოვიხილეთ,


რომლებიც დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულნი არიან. რაც შეეხ-

ება ჩვენს ეროვნულ საუნჯეს, ქართულ ჭიდაობას, მასზე, რაღა თქმა უნდა,


შემდეგ თავებში უფრო სიღრმისეულად, საფუძვლიანად უნდა ვისაუბროთ.


ქართუ ლი ჭიდაობა!


თუ ზემოთ ჩამოთვლილ ჭიდაობის სახეობებს სხვადასხვა ავტორები და

ფუძემდებლები ჰყავს, ქართული ჭიდაობა მათგან განსხვავებით ხალხის

შექმნილია და აბსოლუტურად ხალხური “პროდუქტია”, რაც ხალხურია, კი


თითქმის ყველაფერი - უაღრესად ბრძნული: მითი იქნება ეს, ეპოსი, შარა-

და, ზღაპარი, იგავი, არაკი თუ სხვა რამ. ყველაზე საუკეთესო ფილტრი რაც


საზოგადოებას, ხალხს შეუქმნია, ისევ ხალხია. სწორედ უბრალო ხალხში,


ძირითადად სოფლად, იბრძმედებოდა, დუღაბდებოდა საუკენიდან საუკ-

უნემდე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა, იხვეწებოდა, მდიდრდებოდა


სხვადასხვა ხერხით, ილეთითა და კონტრილეთით ქართული ჭიდაობა.

ქართული ჭიდაობა ქართული სოფლის წიაღში დაიბადა, მეტწილად


ქართლსა და კახეთში. მართალია სხვა ქართულ ეთნოსებს ჰქონდათ თა-

ვიანთი ჭიდაობები, მაგალითად იმერეთში - საბეჭურიდან ჭიდაობა და


გიმრაობა; რაჭაში - ღოჯური, ხაცური; ხევსურეთში - მუქასრისა, მოშ და


მოშ; გურიაში - ჭედობა და ტეკობა; სამეგრელოში - რკინება; მთიულეთ-

ში - იღლი ღორა; საინგილოში - ქამარ-ქამარ; ქართლ-კახეთში იყო ასევე


მაჯურა, თვალახვეული მკერდობა; სვანეთში - ლიბრგიელი და ლიბურძგა-

ლი; აჭარაში - მატეკვრობა; არსებობდა ასევე მესხური ჭიდაობა და სხვა.


ქართული ჭიდაობის ფუნდამენტი, როგორც ვთქვით, ქართლ-კახურია,

თუმცა ამ ზემოთ ჩამოთვლილ ჭიდაობებსაც თავისი წვლილი მიუძღვით

და მათგან ბევრი ელემენტია შესული ქართულ ჭიდაობაში. იმის გარდა,

რომ თაობიდან თაობებს გადაეცემოდა ეს ფანდები და ხერხები, ასევე


ნიშანდობლივია ისიც, რომ გარდა სპორტული თუ საბრძოლო უნარ-ჩვე-

ვებისა, ქართული ჭიდაობის ძირითადი ფუნქცია იყო ქართველი მოზარ-

დის რაინდულად აღზრდა და მცირე ასაკიდანვე ეროვნულ-პატრიოტული


სულისკვეთების ჩამოყალიბება. ასე მოჰქონდა ქართველ კაცს მრავალი

საუკუნის მანძილზე, რომ იტყვიან, ადადან და ბაბადან, თავისი ზურგით,

მხრებით, ეს ჩვენი ეროვნული საუნჯე - ქართული ჭიდაობა!

რაც შეეხება შედარებით თანამედროვე პერიოდს, ახლო წარსულს,


მე-19 საუკუნის შუაწელიდან იწყება ქართული ჭიდაობის სოფლიდან ქა-

ლაქში აღზევება და სწრაფადვე ხდება სპორტის ყველაზე პოპულარული,


ხალხისთვის ყველაზე საყვარელი ეროვნული სახეობა. ქალაქად ქართუ-

ლი ჭიდაობის სწრაფი პოპულარიზაცია იმჟამინდელმა დრომაც მოიტანა,


რადგან მიდიოდა ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ტემპით ზრდა, ინდუს-

ტრიალიზაცია.


13


თუმცა ქალაქებში ქართული ჭიდაობა ბოლომდე უცხო ხილი არც მა-

ნამდე იყო, აკი ყველა მეფესა და დიდგვაროვან თავად-აზნაურს თავად


ჰყავდა თავის მხედრობაში “ჯილა” ფალავანი, რომლებსაც დიდ პატივ-

ში ამყოფეფდნენ. ამაზე ერთი საგულისხმო ისტორიაც გავიხსენოთ, რო-

დესაც მეფე ერეკლემ თავისი რჩეული ფალავანი დააჭიდა ყიზილბაშთა


“ყოჩ-ფალავანს”, ამ ბრძოლაში ჩვენმა “ჯილამ” იმარჯვა და სირცხვილი


აჭამა მეტოქეს. მეფე ერეკლეს უბრძანებია და “ფირმანი” უბოძებია თავი-

სი რჩეულისათვის, რომელშიც ეწერა, დღეის ამას იქით „ჩემს ფალავანს


(თიკუნი ან გვარ-სახელი არ არის შემონახული) სადაც პურის ჭამა მოუნ-

დეს, მისი დაპურება უფასოდ იყოსო”, ნებისმიერი მაშინდელ საკვებ და-

წესებულებაში. თუმცა ქართული ჭიდაობის ორთაბრძოლებს თბილისსა


და სხვა ქალაქებში სისტემატური, ორგანიზებული შეჯიბრის ხასიათი არ

ჰქონდა.

მე-19 საუკუნის შუიდან ჭიდაობის ჩატარებას, უკვე თავისი გარკვეული

წესი და რიგი ჩამოუყალიბდა. იმართებოდა უმთავრესად უქმე დღეებში.


ერთმანეთს “ერკინებოდნენ” (რკენა - “კაცი კაცს რომ ეჭიდება, რკენა ეწ-

ოდება” - სულხან-საბა, “სიტყვის კონა”) სხვადასხვა უბნის მოჭიდავეები,


მათ გარდა ასევე ახლომახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისე ფა-

ლავნები. ქალაქის მოსახლეობას ამა თუ იმ უბანში აფიშებითა და ხალ-

ხმრავალ ადგილებში ცოცხალი შეძახილებით ამცნობდნენ ენთუზიასტები


ჭიდაობის ჩატარების დროსა და ადგილს. ჭიდაობის საცქერლად მოსული


ხალხიდან ირჩეოდნენ არენაზე წესრიგის დამამყარებელი ყოჩაღი ბიჭე-

ბი, რომლებიც აუცილებლად კოხტად უნდა ყოფილიყვნენ გამოწკეპილნი,


წკეპლით ან სახრით ხელში “შეიარაღებულნი”, მათ “განის გამშლელები”


ეწოდებოდათ. მათი ფუნქციაში შედიოდა ასევე დამკვრელებისთვის გა-

სამრჯელოს აკრეფვა არენაზე მყოფ მაყურებლებში.


მსაჯების შერჩევაც მაყურებელთაგან ხდებოდა, ინიშნებოდა ყველაზე

დამსახურებული ხალხი. ამ ყველაფერს ორგანიზაციას თავობდა ერთი


რომელიმე ავტორიტეტული და შეძლებული კაცი, რომელსაც “ჩოხის შემ-

ნახველსაც” უწოდებდნენ. აუცილებელი არ იყო, რომ მას აქედან ფულადი


გამორჩენა ენახა, პირიქით - იყვნენ ისეთები, რომლებიც იქეთ იხარჯე-

ბოდნენ გვარიანად კარგი ჭიდაობის ჩასატარებლად. დამთავრების მერე


კი მიდიოდა „პურის ჭამა“ და დილამდე ქეიფი. ასეთი ავტორიტეტული პი-

როვნება იყო იმ ხანად, მაგალითად, დიდვაჭარი ზურაბ ჩოფურაშვილი,


ასევე დუქნების მფლობელი გოლა ლეჟავა (ბაბაჭუა).

თბილისის თითქმის ყველა უბანში არსებობდა საჭიდაო არენა, ასევე


იყო სხვა დიდ ქალაქებშიც: მცხეთაში, გორში, თელავში, ქუთაისში, ბათუმ-

ში, ფოთსა და სხვაში. თბილისში განსაკუთრებით პრესტიჟული არენები


იყო დიდუბეში ეკლესიასთან - “კნიაზების კრუგი”, მუშტაიდთან - “იტალი-

ელების ბაღი”, ვერაზე - “ფიქრის გორა”, კარგი ჭიდაობები იმართებოდა


ასევე იმდროინდელ „პლეხანოვზე“, ავლაბარში, ხუდადოვზე, ორთაჭალა-

ში, ელიაზე, ნაძალადევში და ა. შ. ვინაიდან მაყურებელი, გულშემატკივა-


15


რი სულ უფრო და უფრო ემატებოდა ქართულ ჭიდაობას, გაჩნდა მოთხოვ-

ნა უფრო მაშტაბური, მეტად კეთილმოწყობილი არენების აშენებისა. ამ


პერიოდში აშენდა “სეზონური ცირკის” შენობა რუსთაველზე, პირველი

პრიმიტიული ცირკის მსგავსი არენა ააშენა ვინმე ეფიმოვმა (1908 წელს)

დღევანდელი “კიდობნის” ბაზრობად წოდებულ ადგილას ბორის პაიჭაძის

სახელობის სტადიონთან, ვინმე ესიკოვსკიმ ყოფილი ვერის დაღმართზე,


დღევანდელი ელბაქიძეზე ააგო ცირკის შენობა (1913 წელს). ხალხი კვი-

რიდან კვირამდე უქმეებს სულმოუთქმელად ელოდებოდა, რათა ქართუ-

ლი ჭიდაობა ეხილა. სანახაობის გარდა აქ იყო ქალაქური ჯანსაღი ურ-

თიერთობები, ხოლო თავად ჭიდაობები უმაღლესი კლასისა და რანგისა.


როგორც დღეს ფეხბურთელებზე - მესისა და რონალდოზე მსჯელობენ და

კამათობენ ახალგაზრდები, მაშინ ყმაწვილი თუ მხცოვანი მხოლოდ იმაზე


საუბრობდა, სად, რომელ საჭიდაოზე წასულიყო უკეთესი ჭიდაობის საც-

ქერლად და კულამ უფრო კარგი გარეკაური იცის თუ შაშომო, ან მიტრო


უკეთეს ბრუნს აკეთებს თუ დათამ უკეთესი იცოდაო. ერთი სიტყვით იმ ხა-

ნად თბილისში ქართული ჭიდაობა სახალხო ზეიმად იქცა!


შუაში დგას სანდრო კანდელაკი, მარჯვნივ ზის შაშო ვერელი.


16


იმ დრო ის გამო ჩე ნი ლი ფა ლავ ნე ბი, ის ტო რი ები.


თბილისი გახდა კავკასიის რეგიონის საჭიდაო დედაქალაქი და ქარ-

თველი ფალავნების გვერდიგვერდ უცხო ქვეყნის ბევრი სახელმოხვეჭი-

ლი ფალავანი, ე. წ. “გასტროლიორიც”, ჩამოდიოდა საჭიდაოდ: პეტერსო-

ნი, შავი ნიღაბი, პავლოვი, ვასილ სკონკა, იანოშ ნაჯი, ამინ ჩაფალოვი,


წითელი ნიღაბი და ბევრი სხვა იმ დროის თავგამოჩენილი ფალავანი.


ქართველთაგან კი იმ დროს თბილისში პირველი დათა ხიზანბარელი გახ-

და ყველაზე პოპულარული და უძლეველი ფალავნის სახელი გაითქვა.


და თა ხი ზან ბა რე ლი

დათა ხიზანბარელი დაიბადა კასპის რაიონ სოფელ ნოსტეში (1848-1873

წწ.), ხიზანბარელს რკინასავით ძლიერი დაკუნთული სხეული ჰქონდა, იყო

საშუალო ტანისა, წელში მოხრილი, მოკლე კიდურებით. გამოირჩეოდა

ქართული ილეთების მდიდარი არსენალითა და მათი განსაკუთრებული

სილამაზით შესრულებით, განსაკუთრებით ჰყვარებია “ზეზელა კისრული”.

ჭიდაობას არასდროს არავისთან თაკილობდა, არენაზე გააფთრებული


გამოვარდნა ჰყვარებია თურმე, რაც მაყურებელს ძალიან მოსწონდა. და-

თაზე თხზავდნენ ლექსებს, პორტრეტებს ხატავდნენ მხატვრები, პიესაც კი


მიუძღვნეს. სრულიად ახალგაზრდამ მოიხვეჭა სახელი და ხალხის სიყვა-

რული და ახალგაზრდა ასაკშივე წავიდა სააქაოდან.


ერთნი იძახდნენ ლოთობამ გადაიყოლაო, ზოგნიც სხვა ვერსიებს ამ-

შუაში საჭიდაო ჩოხებით გოგლა რამაზაშვილი, ლადო გარაყანიძე


17


ბობდნენ. მისი გარდაცვალების ასეთი ტრაგიკული ისტორიაც არსებობს.


ერთ-ერთ დღესასწაულზე ქართულ ჭიდაობასთან ერთად სხვა შეჯიბრებე-

ბიც ყოფილა. მას მერე, რაც ჭიდაობაში ყველა დაუმარცხებია, მისულა იქ,


სადაც ცხენი თამაშდებოდა. რაში იმის ხვედრი იყო, ვინც უნაგირს ზემო-

დან უმძიმეს ლოდს გადასტყორცნიდა. ცხენის მსურველი მრავლად ყო-

ფილა, მაგრამ ამოცანის შემსრულებელი - ვერავინ. მისულა ჭიდაობით


დაღლილ დაქანცული დათა, დასჭიდებია უზარმაზარ ლოდს გაჭირვებით,


მაგრამ მაინც გადაუგდია თურმე ცხენს ზემოდან. ულამაზესი ცხენი ყო-

ფილა, გახარებული ფალავანი მყისვე შემოახტა ნადავლს და შინისკენ


გააჭენა, მშობელ დედას გავახარებ პრიზითა და გამარჯვებითო. მისულა,

დედას ჩახუტებია, თავისი ამბავი უცნობებია და იქვე ჩაკეცილა, სული

განუტევა თურმე. ასე ტრაგიკულად ძალიან ახალგაზრდა ასაკში წავიდა

სამზეოდან და მიებარა უფალს, თორემ ვინ მოთვლის, რამდენ უძლეველ

ფალავანს გაამწარებდა საჭიდაო არენაზე პროფესიით მეტივე სოფელ

ნოსტედან - დათა ხიზანბარელი. დათას მთელი საქართველო იცნობდა


და პატივს სცემდა, როგორც უძლეველ ფალავანს, უბრალოებით გამორ-

ჩეულ კაცურ კაცსა და კეთილ ადამიანს.


“მწარედ მოსთქვამდა ნიკალა,

რომ არ გააჩნდა მფარველი,

გამოდიოდა გრიგალად

მხარგრძელი ხიზანბარელი”,

- აკ ად ემ იკ ოსი გიორგი (გოგლა) ლეონიძე.


რაც შეეხება სხვა ფალავნებსა და საფალავნო ისტორიებს, სამწუხა-

როდ ყველაზე ვერ მოვყვებით, იმდენად მრავლად იყვნენ, მაგრამ იმათ-

ზე უნდა ვთქვათ, რომლებიც ყველაზე პოპულარულნი იყვნენ ამ პერიოდ-

ში. ბევრმა მათგანმა მწვრთნელობაც გააგრძელა, საკუთარი საჭიდაო


წრე (“კრუგი”) ჩამოაყალიბა, ასე უწოდებდნენ მაშინ საჭიდაო სკოლებს.


ამ მხრივ რჩეულთა შორის რჩეული იყო კულა გლდანელი (ყირიმელაშვი-

ლი).


კუ ლა გლდა ნე ლი


კულა ყირიმელაშვილი დაიბადა 1885 წელს სოფელ გლდანში, ღარი-

ბი გლეხის ოჯახში. იგი გახლდათ იმ დროში ყველაზე ავტორიტეტული სა-

თაყვანებელი ფალავანი. კარგა ხანს ასპარეზობდა და უამრავი ბრძოლა


აქვს ჩატარებული, თითქმის არ დარჩენილა იმ დროის ცნობილ ფალა-

ვანთა შორის შინ თუ გარეთ ვინმე, ვისაც კულა არ შერკინებია. იგი იყო,


შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ, პირველი “პროფესიონალი” მოჭიდავე.


ორთაბრძოლების უდიდეს ნაწილში, რაღა თქმა უნდა, გამარჯვებული გა-

მოდიოდა. საკუთარი, ყველასგან განსხვავებული რიტუალი ჰქონია არენ-

აზე გამოსვლისა, ჭიდაობის დაწყებისას თავისებურად ხტოდა არენაზე, ეს


“საფირმო” გამოსვლა მაყურებელს დიდად ხიბლავდა თურმე. ასევე, უშუ-

ალოდ ჭიდაობის დროსაც გარკვეულწილად “შოუს”, სანახაობას დგამდა,


მაგალითისთვის ერთი-ორი ორთაბრძოლის გახსენება ღირს.

1906 წელს ბაქოში კულა, დაბღიშვილი და ოდიშვილი მიუწვევია იქაურ


18


მილიონერ თიგიევს, რომელსაც თავის “ჯილა” ფალავანი - “ხუშტურ-ბეგი”


გამოუყვანია კულასთან საბრძოლველად. თიგიევს კარგად სცოდნია კუ-

ლას შესაძლებლობები და შერკინებამდე შუაკაცის მეშვეობით 50 თუმა-

ნი შეუძლევიათ დანებების სანაცვლოდ. კულას ცივი უარი უთქვამს. დიდი


ვნებათაღელვა ყოფილა თურმე ამ ჭიდაობის დროს დარბაზში. ქალაქი


ბაქოს “თავი” თბილისელი თავადი ნაკაშიძე ყოფილა იმ ხანად. ძლივს და-

უშოშმინებია ეგზალტირებული მაყურებელი ნაკაშიძეს, მაშინდელი ჟან-

დარმის “პლასტუნების” მეშვეობით. ხმამაღლა განუცხადებია, რომელი


გულშემატკივრის მხრიდანაც იარაღის ხმას გავიგონებ, იმ მხარეს საპა-

სუხო ზალპს მივცემო. ბეჭდაუდებელი ფალავნის იმიჯის მქონე ხუშტურ-

ბეგსაც თავისებური ჭიდაობის სტილი ჰქონია, არენაზე ნაბიჯ-ნაბიჯ კი არ


გადაადგილდებოდა, არამედ ხტუნვა-ხტუნვით ინაცვლებდა ადგილმდე-

ბარეობას. კულაც აყოლია კუნტრუშში მეტოქეს, ოღონდ ეგ იყო უკან-უკ-

ან იხევდა თავადაც ხტუნვა-ხტუნვით. ქალაქის თავ ნაკაშიძეს იმედი და-

უკარგავს, შეშინდაო, უფიქრია და ხმამაღლა შემოუძახებია ქართულად:


“კულავ საქართველოს სახელი არ შეარცხვინოო”. კულას უპასუხია: “ნუ

გეშინიან, კნიაზჯან, ზედ ფეხებთან უნდა დაგიხეთქოო”. მართლაც, სადაც


ნაკაშიძე მჯდარა, საპატიო ადგილას, იქვე ისხდნენ თიგიევიცა და მთე-

ლი ბაქოს მაშინდელი ნაღები საზოგადოება, ხუშტურ-ბეგის “ფან-კლუბი”,


ზუსტად მათკენ შეტყუებულ ხუშტურ-ბეგს მოულოდნელი ზეზელა კისრუ-

ლი “აჯახა” და ზედ იმათ ფეხებთან დააწყვიტა ისე, რომ წამოდგომაც კი


ძლივს მოახერხა ბეჭებით დანარცხებულმა ამ ახოვანმა, ახმახმა, დევი-

ვით კაცმა ხუშტურ-ბეგმა.


ნიშანდობლივია ისიც, რომ 1909 წელს ბაქოს ცირკში ჩაატარეს “ქარ-

თული ჭიდაობა”, რადგან “ფრანგული” ისეთ შემოსავალს ვერ იძლეოდა


თურმე. კულას ასეთივე დღეში ჩაუგდია სპარსეთიდან სპეციალურად მოწ-

ვეული ასევე ბაქოელი მილიონერების მიერ, უძლეველი ფალავანი მურ-

შუდი, რომელსაც, პატივისცემის ნიშნად ბაქოელები სასულე ორკესტრის


თანხლებით დახვედრიან და ასე “ცამპა-ცუმპათი” მოუცილებიათ საჭიდაო


არენამდე. ისიც კულასთან დასაჭიდებლად გამოიყვანეს და კულასვე სა-

ლუკმო გახდა. “კულა ერთი დატრიალდა და ეს ამოდენა დევივით კაცი


ჰაერში ჩალის კონასავით ატრიალა და ზუსტად იქ გაადენინა ზღართანი,


სადაც მისი დამქაშები ისხდნენო”,-იგონებდა თვითმხილველი, ჭიდაობ-

ის მედოლე, გარუნ თბილელი,-”ამ მომენტში მეც დოლს გამეტებით დავ-

ცხეო”. ამასვე წერს თავის წიგნში ალექსი ბარნოვი.


კულა გლდანელზე სხვა უამრავი თვალსასეირო ინფორმაცია არსე-

ბობს, ამდენი არცერთ იმდროინდელ ფალავანზე არ თქმულა და დაწერი-

ლა, ლექსი და სიმღერაც მრავალი მიუძღვნიათ, რომლებიც დღესაც შე-

მოგვრჩა, მასზე ცალკე წიგნიც კი შეიძლება დაიწეროს. ერთი კი აუცილებ-

ლად უნდა ითქვას, რომ ამ თავის ნაშრომ, ნაოფლარ ფულს კულა გლდა-

ნელი აქტიურად ხარჯავდა ქველმოქმედებაში, ჭიდაობის განვითარებაში.


მან გახსნა პირველი საჭიდაო წრე, სკოლა-”კრუგი”, რომელშიც არაერთი

კარგი მოჭიდავე გამოზარდა. მარტო ის ისტორია რად ღირს, როდესაც

თავის კარგი მეგობრისთვის, დიდი ვაჟა-ფშაველასთვის გრანდიოზული


ჭიდაობა მოაწყო თიანეთში, მრავალი უძლიერესი ფალავანი ჩამოიყვა-

ნა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი, სოლიდური თანხა ააგროვა და


19


მთლიანად ვაჟას გადასცა, რათა მთის მგოსანს სწავლა გაეგრძელებინა


პეტერბურგში. ქართველ ხალხს მისი ამაგი ქართული სპორტის განვითა-

რებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში სათანადოდ დაუფასებია და


1925 წ. თბილისში, ესიკოვსკის ცირკში დიდი იუბილე გადაუხადა უსაყვარ-

ლეს ფალავანს!


“ფალავნების ბაირახტარს

გმირთა ქუდი თავს ეხურა,

ნახევარი საუკუნე საქართველოს ემსახურა.”

იეთ იმ გურ ჯი– კუ ლა გლდა ნელ ზე.


ნეს ტორ ეს ებუა

ნესტორ ესებუა დაიბადა 1886 წ. სოფელ სორტაში, სენაკის რაიონში.

იგიც ღარიბი ოჯახიდან გამოსული იყო, სიღარიბის გამო მიატოვა სკოლა


და სარჩო-საბადებლის საძიებლად ბათუმში გადავიდა, სადაც “როგშილ-

დცის” ქარხანაში მტვირთავად მუშაობდა. აღნაგობით მაღალი, ხმელ-

ხმელი, ძალიან მარდი და სწრაფი. არ ჰქონდა მაინდამაინც მოჭიდავის


ტანი. თუმცა ძლიერი ჯანით გამოირჩეოდა, მისი კოზირი ძირითადად მა-

ინც ტექნიკა გახლდათ. უზადოდ ფლობდა „ჩოქელა კისრულს“, უყვარდა


„სარმა“ და „გარეკაური“. სწრაფი პოპულარობა მას სწორედ კულა გლდა-

ნელის ძლევამ მოუტანა, რომელიც ბათუმში დაიწყო 1885 წელს და წელი-

წად-ნახევრის განმავლობაში რამდენიმე რაუნდად გაგრძელდა. მათი


საბოლოო და ყველაზე რეზონანსული შეხვედრა 1886 წლის 1 აგვისტოს


გამართულა “იტალიელების ბაღში”, ორთაბრძოლის ერთ-ერთი ინიციატ-

ორი თავად ილია ჭავჭავაძე ყოფილა. ამ შერკინებაზე საუბრობდა დიდი-

ან-პატარიანად ყველა მთელ საქართველოში. აკაკი წერეთელმა ამ ორ-

თაბრძოლას პოემა “საჭიდაო” მიუძღვნა. გაზეთ “დროებაში” ორთაბრძო-

ლა დეტალურად იყო აღწერილი.


კულა გლდანელი


20


პირველი კულა დაწინაურებულა, კარგი კისრული შეუსრულებია, მეორ-

ეც კისრული აგემა კიდევ უფრო უკეთესად შესრულებული, მაგრამ ნესტო-

რი არ შეეპუა და გარეკაურით ორივე ბეჭზე დასცა თურმე კულა გლდანე-

ლი. მიუხედავად მრავალჯერ მეტოქეობისა არენაზე, ცხოვრებაში ეს ორი


მაშინდელი ყველაზე თვალსაჩინო ფალავანი ერთმანეთს პატივს სცემდა

და მეგობრობდა. როგორც კულა და სხვა ძლიერი ქართველი ფალავნები,

ნესტორ ესებუაც დადიოდა უცხოეთში სხვადასხვა ტურნირებზე, მათგან


ყველაზე პრესტიჟული საფრანგეთში მოუგია, რომელშიც 300-მდე უძლი-

ერესი ფალავანი ასპარეზობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნეს-

ტორს 10 შეხვედრაში დამაჯერებლად გაუმარჯვია და სახლში სოლიდური


ფულადი ჯილდოთი და ოქროს ქამრით დამშვენებული ჩამოსულა.


ნესტორ ესებუამ აქტიური სპორტიდან წასვლამდე სამწვრთნელო საქ-

მიანობასაც მიჰყო ხელი, მანაც კულას მსგავსად საჭიდაო წრე გახსნა


თბილისში, რომელსაც სახელად „სამეგრელო“ დაარქვა. ესებუა ატარებ-

და ჭიდაობებს სხვადასხვა ქალაქებში: ჭიათურაში, ქუთაისში,ზესტაფონ-

ში, სენაკში. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია და დიდია მისი ღვაწლი


დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ქართუ-

ლი ჭიდაობის პოპულარიზაციაში. მოგეხსენე-

ბათ, არა თუ იმ დროს, დღესაც ნაკლებ პოპუ-

ლარულია ქართული ჭიდაობა დასავლეთ სა-

ქართველოს ზოგიერთ კუთხეში, მით უფრო


აღმოსავლეთის ქალაქებთან და რაიონულ

ცენტრებთან შედარებით.


ნესტორ ესებუაც გამოირჩეოდა ქველმოქ-

მედებით, ჭიდაობიდან შემოსული თანხით


მშობლიურ სოფელში საგანმანათლებლო

სკოლაც აუშენებია. თავის სოფელთან ახლოს,


სოფელ ახალ სენაკში ააგო კეთილმოწყობი-

ლი საჭიდაო არენაც. ძალიან ახლოს მეგობ-

რობდნენ თურმე ნესტორი და უძლიერესი


ქართველი ფალავანი კოსტა მაისურაძე (რაჭ-

ველი რკინისმკვნეტელი), კოსტას გრანდიოზ-

ული იუბილეც ესებუას სწორედ ამ არენაზე ჩა-

უტარებია. სახელოვანი ფალავანი მუდმივად


აფინანსებდა წითელი ჯვრის საერთაშორისო


ორგანიზაციას. ჭიდაობიდან შემოსული თან-

ხით ეხმარებოდა შეჭირვებულ ქართველ სტუ-

დენტებს. ნესტორ ესებუა გარდაიცვალა 1931


წელს ტრაგიკული შემთხვევის შედეგად მიღებული ტრამვის გამო 67 წლის


ასაკში. მისი ანდერძის თანახმად, დაკრძალეს მშობლიურ სოფელ სორ-

ტაში დიდი პატივით.


“ეს ქუთაისში შეიტყვეს, შუბლში იტკლიცეს ხელია,

ნუთუ ქართლსა და კახეთსა ვაჟკაცი შემოელია,

აქ რაღაც ცბიერობაა უთუოდ საეჭველია.

უნდა უშველოთ როგორმე, თუ სადმე მისაშველია.

როგორ თუ მთელი ქვეყანა მან ასე აიბუაო?

მოდი, გავგზავნოთ აქედან მეგრელი ესებუაო.”


- აკ აკი წე რე თე ლი, 1888წ.


ნესტორ ესებუა


21

იაკ ობ ეგ ნა ტაშ ვი ლი


ზოგადად ნებისმიერ სფეროში და ასევე სპორტშიც ტრადიციას უდიდ-

ესი ძალა გააჩნია და დღეს თუ ქალაქ გორს ჭიდაობის “მექას” უწოდებენ,


ეს სწორედ იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რომელის ფუნდამენტის ერთ-

ერთი ჩამყრელი და არქიტექტორი იაკობ ეგნატაშვილი და მისი გვარი


გახლავთ.


სპორტული ტრადიციის სიძლიერეზე ერთ მაგალითს მოვიყვან საილ-

უსტრაციოდ, როდესაც ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკში


მსოფლიო პირველობა პირველად მოიგო 1962 წელს, მას შემდეგ თით-

ქმის ყველა ქართულ ოჯახში ჭადრაკის დაფა აუცილებელი ატრიბუტად


იქცა. ტრადიციაც კი დაწესდა, როდესაც ქართველი ქალი თხოვდებოდა,


მზითვად „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად აუცილებლად ჭადრაკსაც ატან-

დნენ. ნონა გაფრინდაშვილმა კიდევ ოთხჯერ მოახერხა მსოფლიოს ჩემ-

პიონის ტიტულის დაცვა, მისი მიბაძვით მთელ საქართველოში ჭადრაკის


ბუმი შეიქმნა და მას შემდეგაც ქართველმა ქალებმა გააგრძელეს მსოფ-

ლიო საჭადრაკო ჰეგემონია და ასეა დღემდეც. აკი მეოთხედი საუკუნის


მანძილზე ჭადრაკის დედოფლის მსოფლიო გვირგვინს ქართველები არ-

ავის ვუთმობდით!


ახლა დავუბრუნდეთ იაკობ ეგნატაშვილს და გორელ ფალავნებს. იაკ-

ობ ეგნატაშვილი ახოვანი, ჯანიანი, წარმოსადეგი, ვაჟკაცური აღნაგობის


ბრგე კაცი იყო სოფელი რუისიდან (დღეს ეს სოფელი ქარელის რაიონს


ეკუთვნის, თუმცა მაშინ გორის მაზრაში შედიოდა). მწერალი და საზოგა-

დო მოღვაწე ანტონ ფურცელაძე წერდა: “იაკობს მკლავი მუხის ტოტს მი-

უგავს, ცერი კიდე მაჯას”.


იაკობ ეგნატაშვილი ყოფილა ქართულ ჭიდაობაზე უზომოდ შეყვარე-

ბული, მისი ყველა წვრილმანი ნიუანსის, ყველა ხერხის უზადოდ მცოდნე


და დროულად გამომყენებელი. როგორც ნესტორ ესებუასი, მისი ყველაზე


შთამბეჭდავი, რეზონანსული ორთაბრძოლაც სწორედ კულა გლდანელ-

თან გამართულა 1882 წელს. მან მოახერხა პირველმა ბეჭდაუდებელი


კულას მუხლზე წაჩოქება. იაკობი ბრძოლის დაწყებისთანავე დაწინაურ-

ებულა და რამდენჯერმე დაუცია თურმე გლდანელი. მართალია, ბევრი


ძლიერი ფალავანი ჰყოლია დამარცხებული, თუმცა მხოლოდ უძლეველი

ფალავნის სახელის მქონეებს ეჭიდებოდა, ამიტომ იშვიათად გამოდიოდა


თურმე არენაზე საბრძოლველად. თავიდან მეტოქეებს თავის ძმებს დააჭ-

იდებდა, რომლებიც ასევე ძალიან კარგი, ცნობილი ქართულის ოსტატები


ყოფილან: უფროსი - ზაქარია, მომდევნონი - მიხაკა, იაკობი, იასე და კიკა.


ესენი ყველანი კარგი მოკრივენიც ყოფილან თავის მხრივ. თუ რომელი-

მე მათგანს ჭიდილში ვინმე დაამარცხებდა, მხოლოდ მერეღა გადიოდა


საჭიდაოდ იაკობი და თითქმის ყოველთვის გამარჯვებული ტოვებდა არ-

ენას.


იაკობ ეგნატაშვილი გარდაიცვალა 1930 წელს თბილისში და ანდერძის


თანახმად მშობლიურ გორში დაუკრძალავთ დიდი პატივისცემით. იაკ-

ობის ვაჟი ალექსანდრე (საშა) ეგნატაშვილიც კარგი მოჭიდავე ყოფილა,


მამამისივით ახოვანი და ძლიერი. მოსკოვში სწავლობდა და ცხოვრობ-


22


და, ამიტომ ქართულს თავისთავად იქ ვერ იჭიდავებდა. ზოგადად, უნდა

აღინიშნოს, რომ გნებავთ ზემოთ ჩამოთვლილი ფალავნებისა, გნებავთ


ქვემოთ ჩამოსათვლელის, საჭიდაო “აკვანი” ქართული ჭიდაობა გახ-

ლდათ, თუმცა, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე გაითქვა სახელი, ისინი,


რაღა თქმა უნდა, ფრანგულში ან სხვა რომელიმე სახეობაში ჭიდაობდნენ,

თუმცა მათი გამარჯვების საწინდარი ჩვენი საუნჯე - “ქართული ჭიდაობა”


გახლდათ. სწორედ”ფრანგულ”, დღევანდელ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობ-

აში არაერთი იმდროინდელი განთქმული ფალავანი ჰყოლია დამარცხე-

ბული რუსეთში საშა ეგნატაშვილს.


იმ პერიოდის გამორჩეული, სახელგანთქმული გორელი ფალავანი ყო-

ფილა გიორგი მჭედელი, რომელზეც ამბობდნენ, არსენა ოძელაშვილის


ტოლ-სწორი ჭიდაობაში მხოლოდ იგი იყოო. ასევე ლუკა დადიანიძე, რო-

გორც ფალავანი ისე წარმატებული მწვრთნელიც ყოფილა.


გორის რაიონის უკლებლივ ყველა სოფელში ნახერხმოყრილ არენებ-

ზე სისტემატიურად იმართებოდა ქათული ჭიდაობები, ასევე გორის “ახალ


ბაღში” საჭიდაო არენაზე უმაღლესი კლასის ჭიდაობები ტარდებოდა ყო-

ველ უქმეებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ შეწყვე-

ტილა. ამ შეჯიბრებებში, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოზარდები და ჭარმაგი


მოჭიდავენი ერკინებოდნენ ერთმანეთს. სწორედ მაგ საჭიდაოზე გამარ-

თულ ასპარეზობას წააწყდნენ ამერიკელები შემთხვევით - მწერალი ნო-

ბელის პრემიის ლაურიატი ჯონ სტეინბეკი და ფოტოხელოვანი რობერტ


კაპა. მწერალს საკმაოდ პროფესიონალურად აქვს გადმოცემული თავის

წიგნში ქართული ჭიდაობის ორთაბრძოლა და აღფრთოვანებული წერს


ქართველებზე: “ისინი ცხოვრობენ განგებისგან ბოძებულ მიწაზე, რომ-

ლისთვისაც, სავსებით ცხადია, უნდა ებრძოლათ ორი ათასი წლის გან-

მავლობაში”. რობერტ კაპამაც გორის ბაღში ჭიდაობის ამსახველი რამო-

დენიმე ფოტო გადაიღო, რომლებიც საკუთარ გამოცემულ ალბომში უკ-

ვდავყო. ქართული ჭიდაობის მრავალი ძველი ოსტატის გვარი შემოგვრჩა


გორიდან: ვასილ ღონღაძე, ვახტანგ ნასყიდაშვილი, იასონ ტიელაძე, გი-

გუცა შავარდენიძე, ალექსანდრე შახნაზაროვი, იაკობ მდინარაძე, ვანო


ტლაშაძე, კულა გოგლიძე, არტაშ მიხანაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი,

ვასო გოგლიძე, მიხა ხახუტაშვილი, გიგუცა კალატოზი, ლექსო ბუთხუზი,


შაქრო წიწიკაშვილი, ანზორ ბაზერაშვილი, მენა სვენელი, მიხეილ და იას-

ონ ბერელაშვილები, სანდრო ნაკაშაშვილი, გოგია და ვანო გურასპაშვი-

ლები, ალექსი კაპანაძე, კოტე ქარსელაძე, გიგო მსუქნიშვილი, ვახტანგ


სიმონიშვილი, გიორგი დოთიაშვილი, არჩილ იასაშვილი, ირაკლი ოქრო-

პირიძე, რუბენ ჯანეზაშვილი, მორდეხ მამისთვალოვი, შაქრო მერაბაშვი-

ლი, სოგრა ტატიაშვილი, მიხაკო გორელი, საბა გუნდიშვილი, შურა სამა-

დალაშვილი, ოთარ აბუაშვილი, გოგი ლოცულაშვილი, აბრამ წკრიალაშ-

ვილი.


მათ ნაკვალევზე უამრავი მარგალიტი წამოიზარდა ოლიმპიური, მსოფ-

ლიო, ევროპის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონ-პრიზიორები. სიამაყით მევ-

სება დღეს გული, როდესაც გორში მიწევს ჩასვლა და გნებავთ ძიუდოს,


გნებავთ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარბაზში ცოცხალ რიგს

წავაწყდები ხოლმე, მრავალი უცხო ქვეყნის ნაკრებისას. ჩვენს ბიჭებთან

სასპარინგოდ, ოსტატობის დასახვეწად ჩამოსულნი როგორ ელოდებიან


23


ერთმანეთს ქართველ ფალავნებთან დასაჭიდებლად. რომელი ქვეყნის


საჭიდაო ნაკრებს არ შეხვდება კაცი გორის საჭიდაო დარბაზებში, ოკეან-

ისგაღმა აშშ-ს ნაკრებსა თუ რომელიმე კლუბს, გინდ მეზობელი აღმოსავ-

ლეთ ევროპიდან, გინდ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნაკრებს, ან თუნ-

დაც ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს, როგორიც შორეული ინდოეთია,


ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყნის გუნდს.

შედარებით ნაკლები მაშტაბისა, მაგრამ კარგი რიგიანი ჭიდაობები


ტარდებოდა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და რეგიონში: თე-

ლავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სამტრედიში, სენაკში, ზუგდიდში, ზეს-

ტაფონში, მცხეთაში, კასპში, თიანეთში, ახმეტასა და ა. შ. ჩვენ ამ წიგნში


სურვილის მიუხედავად ყველა იმ დროის გამოჩენილ ფალავანზე ცალკე


თავად ვერ გიამბობთ, სამწუხაროდ, რამეთუ მეტი წილი მათგანის ისტო-

რია დაკარგულია ან რთულად მოსაძიებელი. ამიტომ მათი მხოლოდ მცი-

რე ნაწილით შემოვიფარგლებით, ნაწილისა კი გვარ-სახელების ხსენებით.


დედაქალაქის საჭიდაო არენებზე თბილისელებთან ერთად სხვადას-

ხვა თემიდან თუ ქალაქიდან ჩამოსუ-

ლი ისეთი ქართული ჭიდაობის დი-

დოსტატები გამოდიოდნენ, როგორე-

ბიც იყვნენ: დათა ხიზანბარელი, კუ-

ლა გლდანელი, კოსტა მაისურაძე,


შაშო ვერელი, მიხა ქურხული,ვანო


ქიზიყელი, სანდრო კანდელაკი, გოგ-

ლა ლამისყანელი, პატარა ხანდაკე-

ლი, გიორგი ჯიბგირი, ათოლა გლდა-

ნელი, იაკობ ეგნატაშვილი, გიორგი


ვერელი, ნესტორ ესებუა, ყვანყვალა

ვეძისელი, კოლია ქვარიანი, სულხან

დალაქი, პოხრო აფთარი, სოლომონ


დალაქიშვილი, სარქისა ავლაბრე-

ლი, გიორგი დოთიაშვილი, ლევან


დიღმელი, გიორგი ოდიშვილი, იოს-

ებ მეჯვრისხეველი, მიხა ნახალოვკე-

ლი, კოტე და ვასო ცალქალამანიძე-

ები, ნიკო თიღაშვილი, მიშა გძელუ-

რი, პატარა მთაწმინდელი, იოსებ ჯი-

ჯიაშვილი, ხუნწა ფშაველი, ამბროსი


გაგნიძე, პეტრე მარღანიძე, ვანო მედელაური, დათა რუსიშვილი, ყასაბი


მიტრო, გიგოლა თეზელი, ნიკა მეტეხელი, თედო წილკნელი, პატარა ნასი-

ბოვი, ვასო კანდელაკი, ნიკოლა დაბღიშვილი, თედო დიდლილოელი,


თომა მეტეხელი, გაიოზ კახელი, ბეწინა მთიელი, იოსებ ცერაძე, ლოხოშა,


ჭიანუა, კუნძუა, ქორია, ყოჩნიკუა, გიჟ-ვანუა, კურკა თუ ვინ მოსთვლის კი-

დევ რამდენი ღირსეული ვაჟკაცი. ბევრი ქართული ჭიდაობის ოსტატის სა-

ხელი ისტორიამ საერთოდ არ შემოგვინახა, თუმცაღა დიდი პატივითა და


მოკრძალებით ქედს ვიხრი მათი ნათელი სულის წინაშე. ერთი რამ კი ცხა-

დია, რომ სწორედ მათმა ჭიდაობამ ხშირ შემთხვევაში ულამაზესმა ქარ-

ძმები ეგნატაშვილები


გორელი ფალავნები


24


თულმა სტილმა, ფანდებმა და ილეთებმა, მათივე მოგონილმა ხერხებმა,

არენაზე რაინდულმა საქციელმა მისცა უდიდესი ბიძგი ჩვენი ეროვნული


საუნჯის, ქართული ხალხური ჭიდაობის დახვეწასა და წინსვლა-განვითა-

რებას.


“ქართუ ლი ჭიდაობის სრულ ყო ფა-გან ვი თა რე ბა”


უპირველესი ოფიციალური სკოლები, წრეები, როგორც ზემოთ მოგახ-

სენეთ, სახელოვანმა ფალავნებმა გახსნეს თბილისსა და სხვა ქალაქებში,


თუმცა საჭიროება უფრო მეტისა იყო და ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის იმ

მცირეხნიან პერიოდში (1918-1921 წწ.), სპორტ-საზოგადოება “შევარდენი”


შეიქმნა და მის ბაზაზე 1921 წელს გაიხსნა პირველი ოფიციალური სექ-

ცია ქართულ ჭიდაობაში. შემდეგ იყო მცირე პაუზა გასაგებ მიზეზთა გამო


(ოქტომბრის რევოლუცია) და 1925 წელს დაიწყო საფუძვლიანი ზრუნვა


ქართულ ჭიდაობაზე, კერძოდ ვანო გლდანელის(წამალაშვილი), ამბრო-

სი გაგნიძისა და მათი თანამოზრეების მიერ შემუშავდა სხვადასხვა რეგუ-

ლაციები, მაგალითად, დროის რეგლამენტი, მსაჯების ინსტიტუტის ჩამო-

ყალიბება, წონით კატეგორიებად დაყოფა – რომელთა ნაწილიც დღევან-

დელი გადასახედიდან ცოტაოდენ ირონიულადაც კი ჟღერს: ბუზის წონა,


მამლის წონა, ფრთის წონა, მსუბუქი წონა, ნახევრად საშუალო, საშუალო

წონა, ნახევრად მძიმე წონა.

ქართული ჭიდაობის განვითარებაში ძალიან ბევრი ავტორიტეტული

მეცნიერი ისეთი ენთუზიაზმით ჩაერთო, რომ შეიძლება ვივარაუდოთ,

თითქოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვით მიყენებული

სულიერი ზიანის კომპერსირებას სწორედ ამ ეროვნული საქმის კეთებაში

ინაზღაურებდნენ. 1928 წელს საქართველოს “გასაბჭოების რესპუბლიკურ


1946 წელი. გორის ბაღი, ქართული ჭიდაობა.

ამერიკელი ფოტოგრაფის რობერტ კაპას მიერ გადაღებული ფოტო


25


დღესასწაულზე” გასამართ ღონისძიებათა პროგრამაში შეატანინეს “ქარ-

თული ჭიდაობა”, სწორედ აქედან იღებს სათავეს “საქართველოს აბსო-

ლუტური ფალავნობა” (ფალავნობაზე და ფალავნებზე ცალკე თავში ვისა-

უბროთ).


მიუხედავად კომუნისტური უკეთურებისა და ბოროტმოქმედი რეჟიმი-

სა, კონკრეტულად სპორტსა და მის ხელშეწყობა-განვითარებაში, ვთვლი,


რომ კომუნისტურ სისტემას ბადალი არ ჰყავდა. კომუნისტების ორიენტი-

რი, აქცენტი სპორტში მიმართული იყო მასობრიობაზე და რაც მთავარია,


იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი ანუ აბსოლუტურად უფასო. ამ მასობ-

რიობამ, რა თქმა უნდა, მალევე დიდი შედეგი გამოიღო, როგორც კი გა-

მოჩნდენ მაშინდელი საკავშირო სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზ-

ზე, განსაკუთრებით პირველად ოლიმპიურ თამაშებზე (ჰელსინკი, 1952 წ),


მას მერე პირველობა არ დაუთმიათ (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა)


საბჭოეთის ისტორიის არსებობის ბოლომდე. უფრო მეტიც, წარმოიდგი-

ნეთ, ხელოვნურად გახლეჩილი გერმანიის სოციალისტური ნაწილი (გდრ)


ისეთ შედეგებს დებდა, რომ თვით აშშ-საც კი უსწრებდა ხანდახან, როდე-

საც დღეს აწ უკვე გაერთიანებულ გერმანიას აროფიციალურ გუნდურ ჩათ-

ვლაში ოლიმპიადებზე ხუთეულში შესვლაც კი უჭირს.


გავანებოთ დროებით თავი ოლიმპიურ სტატისტიკას და ქართულ ჭი-

დაობას მივუბრუნდეთ. სწორედ ამ პერიოდში, ამ რეჟიმის დროს გაიფურ-

ჩქნა ქართული ჭიდაობა. მასზე პატრონაჟი, კონტროლი 1930-იანი წლები-

დან ჩაებარა სპორტსაზოგადოება “კოლმეურნეს”, სწორედ ამ პერიოდში,


რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, გნებავთ მთელი კომუნისტური რეჟიმის არ-

სებობის დროს, ქართულმა ჭიდაობამ ძალიან დიდი პროგრესი განიცა-

და, ყველანაირი ხელშეწყობით სარგებლობდა. “კოლმეურნეს” ეგიდით


სანდრო კანდელაკი, ვანო წამალაშვილი


26


ტარდებოდა შეჯიბრები მთელი საქართველოს მაშტაბით, ყველა სოფე-

ლი, დაბა და ქალაქი ჩართული იყო ამ ტურნირებში. გამოიცა პირველი


სახელმძღვანელო, თითოეულ სოფელში ინიშნებოდა ქართული ჭიდაობ-

ის მწვრთნელი და ინსტრუქტორი, გაიშალა სასელექციო მუშაობა და ა. შ.


ყველაფერმა ამან და კომპეტენტური ხალხის წინამძღოლობით გატარე-

ბულმა სხვა ღონისძიებებმა ნაყოფი გამოიღო და ქართულმა ჭიდაობამ


განვითარების ზენიტს მიაღწია.


ქართული ჭიდაობის თვითმყოფად სპორტის სახეობად ფორმირება-

ში განსაკუთრებული წვლილისთვის სამი პიროვნება მინდა გამოვარჩიო,


რომლებმაც ტიტანური შრომა გასწიეს ჩვენი ეროვნული ჭიდაობის განვი-

თარებაში. ესენი არიან: მიხეილ ხერხეულიძე, ილო თომაშვილი და სიმონ


მაისურაძე.


სხედან: ზუკაკიშვილი, ელერდაშვილი, ნინაშვილი, იანვარაშვილი,

მიშიკო მაჩაბელი, ბორია პაიჭაძე, დავით ციმაკურიძე


ვეტერანი ფალავნები


27


მი ხე ილ ხერ ხე ულ იძე (1893-1958 წწ.) ძე (1893-1958 წწ.)

მიხეილ ხერხეულიძე წარმოშობით სამაჩაბლოდან (დგვრისიდან) იყო,


დაიბადა 1893 წელს თბილისში. 1915 წელს დაამთავრა თბილისის სათავა-

დაზნაურო გიმნაზია და ამავე წელს ჩაირიცხა ტარტუს უნივერსიტეტის


იურიდიულ ფაკულტეტზე. 1928 წლიდან მუშაობდა გორში იურისტად, სწო-

რედ იქ დაუკავშირდა იგი ქართულ ჭიდაობას და მთელი ცხოვრება მიუძ-

ღვნა მას. იგი იყო მრავალმხრივ განათლებული ინტელექტუალი, სწორედ


ასეთი ხალხის ნაკლებობას განიცდიდა მაშინ ქვეყანა და ნიშანდობლი-

ვია, რომ მან თავისი მრავალმხრივი ნიჭიერების უდიდესი ნაწილი სწო-

რედ ქართულ ჭიდაობას შესწირა.


ხერხეულიძე აქტიურად მონაწილე-

ობდა სპორტის ეროვნული სახეობების


განვითარებაში, ასევე თარგმნიდა ლექ-

სებს, აქტიურად იყო ჩაბმული თეატრა-

ლურ ცხოვრებაში. დიდია მისი ღვაწლი


ქართულ ჭიდაობაში, განსაკუთრებით


მსაჯობის კუთხით, ყველა დიდ ღონისძე-

ბას ხომ თავად მსაჯობდა და ხელმძღვა-

ნელობდა, ასევე რეგულარულად ატარ-

ებდა მსაჯთა მოსამზადებელ სემინა-

რებს, 300-მდე მსაჯი ჰყავს ქართული ჭი-

დაობისა მომზადებული. იყო მწვრთვნე-

ლი-სელექციონერი, აღზრდილი ჰყავს


არაერთი მაშინდელი გამოჩენილი ქარ-

თულის მოჭიდავე, ეწეოდა ქართული


ჭიდაობის პოპულარიზაციას, პერიოდ-

ფალავნობის ღვაწლმოსილი სტუმრები


28


ულად ბეჭდავდა რეცენზიებს, როგორც ისტორიული ხასიათის ქართულ


ჭიდაობაზე, ასევე ჭიდაობის წესებისა და მსაჯობის შესახებ. კონსერვა-

ტორულად უდგებოდა ქართულ ჭიდაობასთან დაკავშირებულ საკითხებს,


მაგალითად, ამბობდა, რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს სხვა

ჭიდაობის ილეთების, ელემენტების დამატება, ისედაც მდიდარია ჩვენი


ეროვნული საუნჯე ამ კუთხითო. ასევე დიდი დავა ჰქონია ქართული ჭი-

დაობის ჩოხის ფორმის შეცვლის მხარდამჭერებთან, რომლებმაც ნაწი-

ლობრივ მიაღწიეს კიდეც და შეცვალეს ჩოხა იმხანად, ინიციატორები


მოითხოვდნენ, ქართულ ჩოხაზე მკლავების დაგრძელებას იმ მოტივით,


რომ მიახლოვებოდა ჩვენი ეროვნული ჭიდაობა სამბოს, რათა გაადვი-

ლებოდათ ქართულის ოსტატებს საერთაშორისო სარბიელზე ასპარეზო-

ბა, ბატონი მიხეილი თვითმყოფადობის შენარჩუნების პრინციპიდან გა-

მოდიოდა და საბოლოოდ დაარწმუნა კიდეც ოპონენტები და ქართული


ჭიდაობის ჩოხა უცვლელი დარჩა. იგი 30 წელი მოღვაწეობდა ქართული


ჭიდაობის საბჭოში (ფედერაციაში) ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებო-

ბაზე. მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძეს უდიდესი ამაგი აქვს ქართული ჭი-

დაობის წინაშე, ამიტომ მას სიყვარულით ხალხმა “ქართული ჭიდაობის


პროფესორი” შეარქვა!


ილო (სვა ლო (სვანე ლი) თო მაშ ვი ლი

(1898-1965 წწ.) 1898-1965 წწ.)

ილო თომაშვილი თბილისში დაიბადა 1898


წელს. გაიზარდა სვანეთის უბანში და მცირე ას-

აკიდანვე ეზიარა ეროვნულ ჭიდაობას, შეიყვარა


და სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია ქართუ-

ლი ჭიდაობისთვის. აინტერესებდა და ერკვეოდა


ქართული ჭიდაობის ყოველ წვრილმანში. კარ-

გი, რიგიანი მოჭიდავის სახელიც ჰქონდა. თო-

მაშვილმა ქართულ ჭიდაობაში პირველ წარმა-

ტებას რომ მიაღწია, მაშინდელი ტრადიციისამ-

ებრ ფსევდონიმი აირჩია და “სვანელი” დაირქვა


(სვანეთის უბნიდან გამომდინარე). წარმატებით


გამოდიოდა ფრანგულ ჭიდაობაშიც, იყო ქარ-

თული ჭიდაობის ერთ-ერთი პირველი მწვრთნე-

ლი. იგი გახლდათ, ფაქტობრივად, საქართვე-

ლოში სამბოს მესაძირკვლე, სამბოს პირველი


მწვრთნელი და პირველი მსაჯი საქართველოში.


ილო თომაშვილი იყო მსოფლიოსა და ოლიმპი-

ური თამაშების ჩემპიონის - არსენ მეკოკიშვი-

ლის პირველი მწვრთნელი სამბოში.


ილო თომაშვილი პროფესიით აგრონომი იყო, პოეზია და გან-


29


საკუთრებით ”ვეფხისტყაოსანი” უყვარდა. იყო კარგი ორატორი. უყვარდა


ხეზე კვეთა, კულინარია და თამადობაც კარგად ეხერხებოდა. ჰქონდა მდი-

დარი პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც მოგვიანებით საჩუქრად გადასცა


საჯარო ბიბლიოთეკას. ოთხი წელი მუხლჩაუხრელად იმუშავა ფიზ-კულ-

ტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად სპეციალურ-

ად ქართული ჭიდაობის სიღრმისეულად, სამეცნიერო დონეზე შესასწავ-

ლად და 1940 წელს გამოსცა პირველი სრულყოფილი სახელმძღვანელო


ჩვენი ეროვნული ჭიდაობისა - “ტექნიკა, ტაქტიკა, მეთოდიკა”, რომელიც


შემდგომ კიდევ ორჯერ გამოიცა ცოტაოდენი ცვლილებებით გამდიდრე-

ბული, ილუსტრირებული სახით 1950 და 1957 წლებში. ფასადაუდებელია


ბატონი ილო თომაშვილის შეტანილი წვლილი ქართული ჭიდაობის გან-

ვითარებაში!


სი მონ მაისურაძე. (1926-2012 წწ.) აძე. (1926-2012 წწ.)

სიმონ მაისურაძე დაიბადა

1926 წელს ახმეტის რაიონის

სოფელ ჩაბინაანში. ქართულ

ჭიდაობას სულ პატარა ასაკში


ეზიარა და ბოლომდე მისი ერ-

თგული დარჩა. მხოლოდ ერ-

თხელ უცდია ბედი სამბოში და


ეს იყო და ეს, მას შემდეგ სხვა


საჭიდაო ტანისამოსი ქართუ-

ლი ჩოხის გარდა არ მოურგია


ტანზე. ასპარეზიდან წასვლის

შემდეგ დაამთავრა თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის


სოფლის მეურნეობის ეკონომ-

იკის ფაკულტეტი. მცირე ხნით


სპეციალობით იმუშავა, თუმცა მალევე დაუბრუნდა დედა-ჭიდაობას და


აღარც მოსცილებია გარდაცვალებამდე. 1979 წლიდან სპორტის დეპარ-

ტამენტში მუშაობდა ქართული ჭიდაობის გენერალურ მდივნად და შემ-

დეგ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. იყო საქართველოს 11-გზის ჩემ-

პიონი ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი (1952


წ.), სპორტის ოსტატი ქართულ ჭიდაობაში. 1968 წელს ვახტანგ ბალავა-

ძესთან ერთად გამოსცა სახელმძღვანელო “ქართული ჭიდაობის წესები”,


1984 წელს კი დამოუკიდებლად - “ქართული ჭიდაობა”, რომელიც მეორეა

ამ კუთხით და ასევე უკანასკნელიც, პირველი ასეთი სახელმძღვანელო

ილო სვანელს ეკუთვნის. იყო საქართველოს ფიზიკური კულტურისა და


სპორტის დამსახურებული მუშაკი. ქართულ ჭიდაობაში შეტანილი განსა-

კუთრებული წვლილისთვის 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდე-

ნით. ხატოვნად რომ ვთქვათ, სიმონ მაისურაძე გახლდათ ქართული ჭი-

დაობის ძველი თაობის წარმომადგენელთაგან “უკანასკნელი მოჰიკანი”.


30


სა ქარ თვე ლოს აბ სო ლუ ტუ რი ფა ლა ვა ნი!


საქართველოს აბსოლუტური ფალავნის ტიტული - ეს გახლავთ უმაღ-

ლესი მწვერვალი ქართულ ჭიდაობაში. უპრიანი იქნება, ორიოდ სიტყვით


ჯერ თავად სიტყვა „ფალავნის“ წარმოშობაზე ვთქვათ. “ფეხლევანი” სპარ-

სულიდან მომდინარეობს და უწინარესად იხმარებოდა, როგორც გამარ-

ჯვებულის, გოლიათის, გმირის დამახასიათებლად, ასევე ზოგადად ათ-

ლეტის, სპორტსმენის სინონიმადაც გვხდებოდა. თუმცა ქართულში “ფა-

ლავანი” უფრო, მოჭიდავის, მეტადრე თავგამოჩენილი, წარმატებული მო-

ჭიდავის შესატყვისად იქცა.


საქართველოს “აბსოლუტური ფალავნობა” დაიწყო 1928 წლიდან და


ტარდება რეგულარულად, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს წე-

ლიწადს, როდესაც ფალავნობის ჩატარება მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა.


აკი ვთქვით, რომ თავიდან ქართულ ჭიდაობაში წონით კატეგორიებად

დაყოფა არ არსებობდა. სტაჟიან გულშემატკივარს ახსოვს, საჭიდაოზე


ჯერ პოტენციურ მეტოქეებს ერთმანეთს ვიზუალურად დაანახებდნენ, შემ-

დეგ ამას ტრადიციული კითხვა მოსდევდა - „დაეჭიდები?“, ურთიერთთან-

ხმობის შემთხვევაში კი მიდიოდა ორთაბრძოლა.


ასე რომ, ქართულ ჭიდაობაში აბსოლიტური პირველობა ნაწილობრივ


თავისთავად შემოიჭრა. 1928 წლიდან კი ეს ულამაზესი, ურთულესი წონი-

თი კატეგორია განცალკევდა და ქართული ჭიდაობის გვირგვინად იქცა.


დღევანდელი წესებითა და რეგლამენტით, აბსოლუტური ფალავნის ტიტუ-

ლისთვის ასპარეზობა შეუძლიათ წონითი კატეგორიიდან იმ ოთხ მოჭიდა-

ვეს, რომელიც საკუთარ წონაში პირველ ოთხ ადგილს გადაინაწილებს.


მცირეოდენ გადავუხვევ და ვიტყვი, რომ ძიუდოშიც არსებობდა ანალოგი-

ური ასპარეზობა, სტაჟიანი გულშემატკივარი დამეთანხმება, რომ ეს წო-

ნითი კატეგორია ფრიად თვალსასეირო და კარგი სანახავი იყო. კლასი-

კური აბსოლუტური ასპარეზობა, რომელშიც მსუბუქ წონებსაც შეუძლიათ


ასპარეზობაში ჩართვა, დღეს ძიუდოში ოფიციალურ ტურნირებზე აღარ


არსებობს, ამოღებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძიუდოს ფუძემდებ-

ლები, იაპონელები აბსოლუტურ კატეგორიაში შიდა პირველობას დღემდე


ცალკე ტურნირად ატარებენ. საქართველოში მრავალი საუკუნე მომდინა-

რეობდა ნებისმიერი წონის მოჭიდავეთა ერთმანეთში გაჯიბრება, აი, ოფ-

იციალურად კი 1928 წლიდან მოყოლებული უკვე 71-ჯერ ჩატარდა „აბსო-

ლუტური ფალავნობა“. მარტივ არითმეტიკას რომ მივყვეთ, წესით 89-ჯერ


უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტურ მიზეზთა გამო 18

წელი ვერ მოხერხდა ესოდენ ძვირფასი ტურნირის გამართვა. შეიძლება

საწყის ეტაპზე ჩატარდა კიდეც რამდენიმე მათგანი, მაგრამ სამწუხაროდ


გამარჯვებულის ვინაობა ისტორიამ ვერ შემოინახა. ისე, ცოტაოდენ რთუ-

ლი წარმოსადგენია არჩატარების მიზეზი, რამეთუ ისეთი ძნელბედობის


ჟამსაც კი, როდესაც მე-2 მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ჩატარებულა „აბ-

სოლუტური ფალავნობა“, მაგალითად, 1944 წელს ფალავანობაზე არჩილ


ონაშვილს (საგარეჯო) გაუმარჯვია. ეჭვი მაქვს 1928 წლიდან 1931 წლამ-

დეც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ აბსოლიტური ფალავნის ვინაობა არ


არის ცნობილი, ასევე 1931-დან 1934 წლამდე და 1949-დან 1951 წლამდეც

წყვეტა გვაქვს და აბსოლუტური ფალავნის ვინაობა, თუ იყო ვინმე ასეთი,


31


არ მოიძებნება. რაც შეეხება ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, აბსო-

ლუტურ ფალავანთა სიას 11 რაიონისა და ქალაქის მკვიდრის 41 გვარი


ამშვენებს. ამ უმნიშვნელოვანეს ასპარეზობაზე გამარჯვებულთა შორის

რაიონებისა და ქალაქების მიხედვით სტატისტიკაზე თუ ვიმსჯელებთ,


ტოლს არავის უდებს ახმეტა, თქვენ წარმოიდგინეთ, 22-ჯერ აქვთ ეს უმაღ-

ლესი ტიტული ახმეტელ ფალავნებს მოგებული, 5-5-ჯერ ზაქარია ბაკურა-

ძეს და ანზორ კიკნაძეს, პირადი გამარჯვებებით კი ალექსი დავითაშვილს


8-ჯერ აქვს აბსოლუტური ფალავნობის ტიტული მოპოვებული და ამ მხრი-

ვაც აბსოლუტური რეკორდსმენია. ასე რომ, ამ კომპონენტში ახმეტელებს


ბადალი არ მოიძებნებათ.


ახლა გადავხედოთ იმ მოჭიდავეებს, რომლები წონის სიმსუბუქით იყ-

ვნენ გამორჩეულნი. აქ ჯერ იმას აღვინშნავ, რომ ბოლო ოთხი აბსოლუტუ-

რი ფალავნობაა, რაც არა მძიმე წონოსანი მოჭიდავე იმარჯვებს, არამედ


ქვემძიმეწონოსანი პირველობს: 2013-დან ბექა და პაატა ღვინიაშვილები


(ქარელი) 90 კგ.-ში ასპარეზობდნენ და სწორედ ისინი დომინირებდნენ სა-

მი წლის განმავლობაში, ბოლო ფალავნობის გამარჯვებული გიორგი კა-

ციაშვილი (კასპი) კი საერთოდ 80 კილოგრამს იწონიდა. 80 კილოგრამზე


ნაკლებს იწონიდა 1978 წლის ფალავანი აბესალომ წიკლაური (მცხეთა),


ამ მხრივ გამოყოფის ღირსია 1990 წლის აბსოლუტური ფალავანი - გიორ-

გი გაჩეჩილაძე (ზესტაფონი), რომელიც ერთი, რომ პირველი იყო დასავ-

ლეთ საქართველოდან, ვინც ამ უმაღლეს მწვერვალს შესწვდა ქართულ


ჭიდაობაში და თანაც იმ მომენტისთვის 84 კილოგრამს იწონიდა, არადა

უძლიერესი მძიმეწონოსანი კონკურენტები იყვნენ ტიტულის მაძიებლებში

აღმოსავლეთ საქართველოდან იმ წელს. შთამბეჭდავი გამარჯვებისა და

წარმომავლობის გამო მას მაყურებელმა ხატოვნად “ბაში-აჩუკი” შეარქვა.


აქვე დავამატებ, რომ დასავლეთ საქართველოს მხოლოდ ორი აბსოლუ-

ტური ფალავანი ჰყავს დასაბამიდან დღემდე, გაჩეჩილაძეზე უკვე მოგახ-

სენეთ, მეორედ კი ლერი ჟორჟოლიანმა (მესტია) „იფალავნა“ 1991 წელს.


მსუბუქ წონებზე საუბარი რომ დავასრულოთ, ამ კომპონენტში ყველაზე


გამორჩეული 1952 წლის აბსოლუტური ფალავანი სიმონ მაისურაძე (ახმე-

ტა) გახლავთ, რომელიც იმ მომენტისათვის სულ რაღაც 72 კილოგრამს


იწონიდა თურმე!


ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვებია: “ქვეყნის სიძ-

ლიერე გამოიხატება ატომური ბომბებისა და ოლიმპიური ჩემპიონების


რაოდენობაში”. ატომური ბომბებისა რა მოგახსენოთ და აბსოლუტური


ფალავნობის უმაღლესი ტიტულის მოგებულთაგან სამი მოჭიდავე თა-

ვის მხრივ ასევე ფლობს უმაღლეს სპორტულ ტიტულს - ოლიმპიურ ჩემ-

პიონობასაც. არადა ბევრ ჩვენზე მრავალრიცხოვან ქვეყანას მთელი


ოლიმპიადების ისტორიის მანძილზე ჯამში არ აქვს მოპოვებული იმ-

დენი ოქროს მედალი, რაც ცალკე აღებულ ჩვენს ეროვნულ სახეობაში,


ქართულ ჭიდაობში გამობრძმედილმა ფალავნებმა აიღეს. ესენი არი-

ან: არსენ მეკოკიშვილი (3-გზის აბსოლუტური ფალავანი 1936, 1937 და


1939 წელს) - თავისუფალი ჭიდაობა, შოთა ჩოჩიშვილი (2-გზის ფალავანი

1972 და 1977 წლებში) და შოთა ხაბარელი (1981 წლის გამარჯვებული) -

ძიუდო. სხვათა შორის, ორივე მათგანი ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

და შემდეგ აბსოლუტური ფალავანი. მრავალი მსოფლიოსა და ევროპის


32


ჩემპიონიც არის ამ რიგებში სხვადასხვა ჭიდაობის სახეობებიდან: თემურ

ხუბულური, ჯემალ მჭედლიშვილი (2-გზის), მალხაზ ბერუაშვილი (5-გზის),

პაატა ღვინიაშვილი (2-გზის), ანზორ კიკნაძე (5-გზის) ადამ ოქრუაშვილი

(4-გზის). ასევე ბევრ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს თუ პრიზიორს

მიუღია მონაწილეობა აბსოლუტურ ფალავნობაზე, თუმცა ვერ გაიმარჯვა

და აბსოლიტური ფალავნის ტიტული შეუწვდენელ ოცნებადღა დარჩა. ამ

ჩამონათვალიდან და ციფრებიდანაც კარგად ჩანს რაოდენ პრესტიჟულია

ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნის ტიტული,

რომელსაც “ფალავანთა ფალავანსაც” უწოდებენ ხალხში.


სა ქარ თვე ლოს აბ სო ლუ ტუ რი ფა ლავ ნე ბი1928-2016. 1928-2016.


1928 წელი – შალვა რჩეულიშვილი (თბილისი), 1931 – გიორგი რჩე-

ულიშვილი (გორი), 1934 – ვახტანგ ჭიჭინაძე (თბილისი), 1935 – სანდრო


ნაკაშაშვილი (გორი), 1936-1937-1938 – არსენ მეკოკიშვილი (საგარეჯო),

1944 – არჩილ ონაშვილი (საგარეჯო), 1945-1946-1947-1948-1949 – ზაქარია


ბაკურაძე (ახმეტა), 1952 – სიმონ მაისურაძე (ახმეტა), 1954 - როსტომ ბერ-

ძულიშვილი (ლაგოდეხი აფენი), 1957 – ზაქარია მუხიაშვილი (გარეუბანი),


1958 – ამირან ვარდოშვილი (კასპი), 1959-1960-1961-1962-1964 – ანზორ

კიკნაძე (ახმეტა), 1963 – ანზორ ზურაბაული (საგარეჯო), 1967 – ბუღდან

ბაღაკაშვილი (გორი), 1969 – გივი კახაბრიშვილი (თბილისი), 1970-1971 –

შოთა გულიაშვილი (კასპი), 1972-1977 – შოთა ჩოჩიშვილი (ქარელი), 1973-

1975 – ოთარ ყურაშვილი (კასპი), 1974 – იგორ ძეგლიგაშვილი (ახმეტა),

1976 – თემურ ხუბულური (გორი), 1978 – აბესალომ წიკლაური (მცხეთა),


1979-1982-1984-1987-1989 – მალხაზ ბერუაშვილი (ქარელი), 1980 – ტარი-

ელ მუთოშვილი (ახმეტა), 1981 – შოთა ხაბარელი (ქარელი), 1983 – დავით


დავითაშვილი (ახმეტა), 1985-1986 – ჯემალ მჭედლიშვილი (ქარელი), 1988


33


– გელა ბერუაშვილი (ქარელი), 1990 – გიორგი გაჩეჩილაძე (ზესტაფონი),

1991 – ლერი ჟორჟოლიანი (მესტია), 1992 – არმაზ ჯალაბაძე (გორი), 1993


– კობა კუპატაძე (საგარეჯო), 1994 – ვანო გამხიტაშვილი (კასპი), 1995 – ვა-

ლერი პარუნაშვილი (თბილისი), 1996-1998-1999-2000-2002-2003-2004-2008


– ალექსი დავითაშვილი (ახმეტა), 1997 – გიორგი წმინდაშვილი (თელავი),


2006 – ზვიად ხანჯალიაშვილი (თელავი), 2007 – ლაშა გუჯეჯიანი (თბილი-

სი), 2009-2010-2011-2012 – ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა), 2013-2015 - პაატა


ღვინიაშვილი (ქარელი), 2014 - ბექა ღვინიაშვილი (ქარელი), 2016 - გიორ-

გი კაციაშვილი (კასპი).


2016 წლის აბსოლუტური ფალავნობის ფინალი.


კაციაშვილი – ბუღაძე


34


საქართველოს 1935 წ.

აბსოლუტური ფალავანი

სანდრო ნაკაშაშვილი (გორი)


საქ. 1944 წ. აბს. ფალავანი

არჩილ ონაშვილი (საგარეჯო)


საქ. 5-გზის აბს. ფალავანი

ზაქარია ბაკურაძე (ახმეტა)

საქ. 3-გზის აბსოლუტური ფალავანი

არსენ მეკოკიშვილი (საგარეჯო)


35

საქ. 1952 წ. აბს. ფალავანი

სიმონ მაისურაძე (ახმეტა)


საქ. 1958 წ. აბს. ფალავანი

ამირან ვარდოშვილი (კასპი)


5 – გზის აბს. ფალავანი

ანზორ კიკნაძე

საქ. 1957 წ. აბს. ფალავანი

ზაქარია მუხიაშვილი (გარეუბანი)


36


საქ. 1963 წ. ფალავანი

ანზორ ზურაბაული (საგარეჯო)


საქ. 2-გზის აბს ფალავანი

შოთა ჩოჩიშვილი (გორი 72-77 წ.წ.)


საქ. 2-გზის აბს. ფალავანი

ოთარ ყურაშვილი (კასპი 73-75 წ.წ.)

საქ. 2-გზის აბს. ფალავანი შოთა

გულიაშვილი (კასპი 70-71წ.წ.)


37

საქ, 1974 წ. აბს. ფალავანი

იგორ ძეგლიაშვილი (ახმეტა)


საქ. 1976 წ. აბს. ფალავანი

თემურ ხუბულური (გორი)


საქ. 1978 წ. აბს. ფალ.

აბესალომ წიკლაური (მცხეთა)


საქ. 5-გზის აბს.ფალ.

მალხაზ ბერუაშვილი (ქარელი)


38


საქ.1980 წ. აბს. ფალ.

ტარიელ მუთოშვილი (ახმეტა)


1981 წ. აბს. ფალ.

შოთა ხაბარელი (ქარელი)


საქ 2-გზის აბს. ფალავანი ჯემალ

მჭედლიშვილი (ქარელი 85-86 წ.წ.)


1988 წ. აბს.ფალ.

გელა ბერუაშვილი (ქარელი)


39


საქ. 1990 წ. ფალავანი

გიორგი გაჩეჩილაძე (ზესტაფონი)


საქ. 1991 წ. აბს. ფალ.

ლერი ჟორჟოლიანი (მესტია)


საქ. 1992 წ. აბს.

ფალ. არმაზ ჯალაბაძე (გორი)


საქ. 1994 წ. აბს. ფალ.

ვანო გამხიტაშვილი (კასპი)


40


საქ. 1997 წ. აბს. ფალ.

გიორგი წმინდაშვილი (თელავი)


საქ. 2006 წ. აბს. ფალ.

ზვიად ხანჯალიაშვილი (თელავი)


საქ. 8-გზის აბს. ფალ.

ალექსი დავითაშვილი (ახმეტა)

საქ. 1967 წ. აბს ფალავანი

ბუღდან ბაღაკაშვილი (გორი)


41


საქ. 1993 წ. აბს. ფალ.

კობა კუპატაძე (გორი)


საქ. 2007 წ. აბს. ფალავანი

ლაშა გუჯეჯიანი. (თბილისი)


1983 წ. აბს.


ფალ დავით დავითაშვილი (ახმეტა)


ლეგენდარული ქუთაისელი ფალავანი

კოლია ქვარიანი


42


ავტორის შენიშვნა: ფალავანთა გამარჯვების წლები და ქალაქები

მოყვანილია ოფიციალური წყაროდან, რომლის სისწორეზეც ავტორი

პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

საქ. 4-გზის აბს. ფალ.

ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა)


საქ. 2014 წ. აბს. ფალ.

ბექა ღვინიაშვილი (რუისი)


საქ. 2-გზის აბს. ფალ. პაატა

ღვინიაშვილი (ქარელი 2013-15 წ.წ.)


საქ. 2016 წ. აბს. ფალ.

გიორგი კაციაშვილი (კასპი)


43


მუ სი კა- “სა ჭი დაო”


ალბათ ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, რომელმაც სპორტის სა-

ხეობას, ყოველ შემთხვევაში კონკრეტულად ჭიდაობას, სიმფონიური ნა-

წარმოები მიუძღვნა. ჩვენმა სასიქადულო კომპოზიტორმა რევაზ ლაღი-

ძემ, ქართულ ხალხურ “საჭიდაოს” მელოდიაზე დაყრდნობით შექმნა ეს


კლასიკური ნაწარმოები - “სურათი”, “სიუიტა”. სხვათა შორის, როდესაც


მან “საჭიდაო” კომპოზიტორთა პლენუმზე მოსკოვში (1976 წ.) წარადგი-

ნა (მაშინ ასე ხდებოდა - მოსკოვი ამტკიცებდა ყველაფერს), დამსწრე სა-

ზოგადოება, კრიტიკოსებიც აღფრთოვანებულნი დარჩნენ. განხილვისას


კომპოზიტორ პავლე ხუჭუას უხუმრია კიდევაც, ბატონი რეზო “ბოროტმოქ-

მედია”, თავის მოზღვავებულ ნიჭს ნადირობაში და თევზაობაში ტყუილუბ-

რალოდ ფლანგავსო, უნდა ჩაკეტო ოთახში და მუსიკა აწერინოო. ამაზე


თურმე თანამედროვეობის უდიდესი კომპოზიტორს სტანისლავ როსტო-

პოვიჩს სიტყვა მოუთხოვია და უთქვამს, მეც სიამოვნებით ვივლიდი სა-

თევზაოდ, თუ ასეთი ოქროს თევზი მოჰყვება ბადეში, როგორიც “საჭიდაო”


არისო.


არანაკლებ უნიკალურია სულხან ცინცაძის შექმნილი “საჭიდაო” მუსი-

კაც, რომელიც ოდნავ განსხვავებული ვარიაციაა ლაღიძისა და ასევეა


ოთარ თაქთაქიშვილის “საჭიდაოს” სიმფონიური ვარიანტი. რაღა თქმა


უნდა, სამივე ავტორის ნაწარმოები ქართული ჭიდაობის ხალხური მელო-

დიების მიხედვითაა შექმნილი.


სპორტისა და მუსიკის ასეთი სინთეზი ერთობლივობად იშვიათად, მაგ-

რამ სხვა სპორტის სახეობებშიც გვხდება, მაგალითად ფიგურულ სრიალ-

ში, სინქრონულ ცურვაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, თუმცა ქართული ჭიდა-

ობის “საჭიდაო” ალბათ ერთ-ერთი პირველია ამ მხრივ მსოფლიოში და


აბსოლიტურად უნიკალური პრეცენდენტია სპორტში, ამიტომ ჩვენი მხრი-

დან ღირსეულ დაფასებას იმსახურებს.


დღეს ქართულ ჭიდაობას მუსიკოსთა სამკაციანი ანსაბლი - ტრიო ემ-

სახურება, რომელსაც “დასტა” ეწოდება. მის გარეშე თითქმის წარმოუდ-

გენელია ქართული ჭიდაობა. უწინ ცოცხალი მუსიკაც ყოფილა ინსტრუ-

მენტის გარეშე, სადაც მომღერალთა გუნდი “გარეკახურ” ან “შიდაკახურ”


საჭიდაოს ასრულებდა. დღევანდელი მუსიკოსთა “დასტა” შედგება ორი


მეზურნისა და ერთი მედოლისაგან. ზურნა აღმოსავლური ჩასაბერი საკ-

რავია, შედგება სამი ნაწილისაგან: ბეჩა, წივილა, ტარი. ქართულად ზურ-

ნას “წივილასაც” ეძახიან, მზადდება გარგრის ან კაკლის ხისგან, ღეროს


სიგრძე 280-300 მმ, ზედ ამოჭრილია 7-8 თვალი. საქართველოში პოპულა-

რული გახდა 17-18 საუკუნეში. 1-ლი მეზურნე (უსტაბაში) წამყვანია ანუ ან-

სამბლის სოლისტი, ის კარნახობს ჯგუფის წევრებს ტემპსა და რითმს. მე-2


მეზურნე (დამქაში) “უსტაბაშის”ტონის მიმცემია, ანუ “ბანი”, თუ გამოცდი-

ლი ანსამბლია, მე-2 მეზურნესაც შეუძლია წამყვანობა იტვირთოს.


ქართული დოლი დასარტყამი საკრავია - ხის კორპუსზე ორივე ბოლო-

დან ტყავები აქვს გადაკრული, ტყავები დამაგრებულია თასმებით, რომ-

ლებიც რკინის რგოლებშია გაყრილი, სიმაღლე შეფარდებითია პრო-

პორციულად ზედაპირის დიამეტრთან 3-1. “საჭიდაოს” მედოლე იწყებს,


ის ჭიდაობის მსვლელობისას მკაფიოდ უსვამს ხაზს ჭიდაობის რითმს,


44


დოლის “გახურებით” მედოლეს ყველაზე უკეთ შეუძლია მოჭიდავეები სა-

ჭიდაო იშტაზე მოიყვანოს. განსაკუთრებით, თუ წკირების გარეშე, ხელით


უკრავს. ეს იშვიათად გვხვდება, როცა ზურნის მაგივრად დუდუკებით უკ-

რავენ საჭიდაოს, რაც ვფიქრობ ბევრად უფრო სასიამოვნო მოსასმენია,


თუმცა დუდუკს ზურნასთან შედარებით დაბალი ხმა აქვს, ამის გამო ხალ-

ხმრავალ მაყურებელში ხმა იკარგება, ამისათვის ხმის გამაძლიერებელი


მიკროფონია საჭირო, რისი უზრუნველყოფაც ღია არენაზე რთულია. ამ

მიზეზითვე ჩაენაცვლა ზურნა სალამურსაც, ძველად, როგორც ამბობენ,


ჩასაბერი საკრავი საჭიდაოზე ქართული სალამური ყოფილა, თუმცა მი-

უხედავად უაღრესად ტკბილი ჟღერადობისა, ხალხის, მაყურებლის სიმ-

რალემ გამოიწვია ის, რომ სალამურიცა და დუდუკიც ზურნამ ჩაანაცვლა.


რაც უფრო პოპულარული ხდებოდა ჭიდაობა და მეტ მაყურებელს იზიდ-

ავდა, მით უფრო იზრდებოდა მოთხოვნილება ძლიერჟღერადი ინსტრუ-

მენტისა. ვისაც ამაზე არ უფიქრია ან ვინც ქართულ ხალხურ “საჭიდაოს”


მუსიკალურ დეტალებს არ ჩაღრმავებია, მათთვის ვიტყვი, რომ ძალზე

მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ დღეს ქართული ჭიდაობის მუსიკოსებს.

მრავალსაათიანი დაკვრა მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, ძალიან დიდ

ფიზიკურ გამძლეობას, მათი პროფესიული საქმიანობა არა მარტო კარგ

მუსიკოსობას, არამედ ქართული ჭიდაობის ნიუანსების უზადო ცოდნასაც

გულისხმობს და შესაბამისად ერთობ რთული პროფესიაა. ასე რომ, მათი


ღვაწლი ქართულ ჭიდაობაში ძალზე დიდია, მათ გარეშე, ქართული “საჭი-

დაოს” გარეშე, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩვენი ქართული ჭიდა-

ობა და ამ პროფესიის ხალხი, რომელიც სამწუხაროდ ბევრი აღარ შემოგ-

ვრჩა, უდიდეს მოფრთხილებასა და პატივისცემას იმსახურებს.


აღმოავლური ზურნა ქართული დოლი


45


წარ სუ ლი, აწ მყო და მო მა ვა ლი.


გამოჩენილ ფალავნებზე

ბევრი ვთქვით, ზოგზეც ვერ

შევძელით, რაზეც ბოდიშს

მოვითხოვ და ქედს ვიხრი

ყველა მათგანის წინაშე,

მაგრამ ახლა მეტი აქცენტი


არა მოჭიდავე ფალავნებ-

ზე, არამედ საზოგადოების


იმ ნაწილზე მინდა გავაკე-

თო, რომელიც რუდუნებით,


უანგაროდ ემსახურებოდა,


მზრუნველობის ხელს არ აკ-

ლებდა ქართულ ჭიდაობას


და ლოგიკური ჯაჭვი გავაბა


წარსულს, აწმყოსა და მომა-

ვალს შორის.


მანამ ახლო წარსულზე გადავალთ, ერთ საინტერესო ისტორიულ ფაქ-

ტზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება, რომელიც საკმაოდ მრავლის-

მეტყველად მომეჩვენა. მე-13 საუკუნის შუაწელში, 1246 წელს, მონღოლთა


“დიდი კრება” იმართებოდა. დიდი ყაენის - ჩინგიზ ხანის - შვილიშვილი


გუიუქი ადიოდა ტახტზე. მრავალრიცხოვან სტუმრებში ჩვენი მეფეები - და-

ვით ულუ და დავით ნარინიც ერივნენ. კრებას ესწრებოდნენ საგანგებოდ


მიწვეული, რომის პაპის მიერ წარგზავნილი ელჩები - ჯოვანი პლანო კარ-

პინი და ფრანცისკელი ბერი ასცელი. ჯოვანი პლანო თავის ამ “დიდი კრე-

ბის” ამსახველ წიგნში წერს:


“გამართული სანახობების ფარგლებში ჩატარდა ჭიდაობაც, სადაც


მონღოლი მოჭიდავეები ყველას ჩაგრავდნენ, თუმცა ქართველთაგან გა-

მოსულმა ორმა მოჭიდავემ ყველა მონღოლი პირწმინდად დაამარცხა


ისე, რომ მეტოქეთათვის გარდა დამარცხებისა, არანაირი ფიზიკური ზი-

ანი არ მიუყენებიათ (ანუ პროფესიონალურად უმარჯვიათ, შეიძლება ასეც


ითქვას). გამწარებულმა, ამპარტავნობით, მედიდურობით შეპყრობილმა


მონღოლებმა ორსავე ქართველ ფალავანს ხელი მოგლიჯეს და მოამ-

ტვრიეს.”


ასე იხსენებდა ამ მომენტს რომის პაპის ელჩი ჯოვანი პლანო კარპი-

ნი. იტალიელი ელჩის ეს ნაამბობი რომ გავაანალიზოთ, თავისუფლად


შეიძლება ფიქრი იმისა, რომ მონღოლები საუკეთესოთა შორის საუკეთ-

ესო ფალავნებს გამოიყვანდნენ ასეთ პომპეზურ ღონისძიებაზე საასპარე-

ზოდ, თანაც “საკუთარ კედლებში”. კარპინის ნახსენებ ქართველებზე რომ


ვთქვათ, ქართველები არა სპეციალურად მოჭიდავეებით დაკომპლექტე-

ბულნი წარდგებოდნენ დიდი ყაენის კარზე, არამედ, სავარაუდოდ, ძალ-

ზე მცირე მხედრობით იქნებოდნენ ჩასულნი მეფის თანმხლებ ამალაში.


აქედან შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, თუ ჯერ კიდევ მაშინ რა დონეზე

ჰქონდა ქართველ ჯარისკაცს “შეიარაღებაზე” აყვანილი ჩვენი ეროვნული

ქართული ჭიდაობა!

ლეგენდარული ქართული ჭიდაობის

მუსიკოსები. ანსამბ. „სოინარი“


46

ახ ლო წარ სუ ლი


როცა ერსა და ბერს სჭირდებოდა, ქართულმა ჭიდაობამ ღირსეულად

გასწია ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის ჭაპანი, როდესაც

თავად ქართულ ჭიდაობას დასჭირდა, სპორტის სახეობად ფორმირების


პროცესში, პირიქით - მთელი საქართველოს ნაღები საზოგადოება ერ-

თად ჩადგა ქართული ჭიდაობის სამსახურში, რომ იტყვიან, ერი და ბერი


გაერთიანდა, როგორც ინტელექტუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრი-

სით. მაგალითად, აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი ილო თომაშვილს


(სვანელს) უნიკალური სახელმძღვანელო წიგნის გამოცემისას კონსულ-

ტაციას უწევდა ტექნიკური ტერმინების ქართულად სრულყოფაში, ამავე


წიგნში კი საჭიდაო მუსიკა კომპოზიტორმა აკაკი ანდრიაშვილმა ნოტებში


გამოსახა. საჭიდაო არენებზე მსაჯობდნენ ისეთი გამოჩენილი მამულიშ-

ვილები, როგორებიც იყვნენ მომღერალი ვანო სარაჯიშვილი და იეთიმ


გურჯი (დაბღაშვილი), ხშირად გამოდიოდა საჭიდაოდ ესტრადისა და შემ-

დგომ ოპერის ცნობილი მომღერალი ლადო კავსაძე, რესპუბლიკის დამ-

სახურებული არტისტი გიორგი ჩხირაძე (ტუხო) არ თაკილობდა მუსიკოს-

თა დასტაში მედოლედ დამდგარიყო, ფალავნებზე თხზავდა და მღეროდა


სახელგანთქმული აშუღი საიათნოვა, გაზეთებში “ივერია” და “დროება”


რეცენზიებს წერდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი. დიდი ილია, ზო-

გადად, ქართული ჭიდაობის დიდი მოამაგე, მეცენატი და პოპულარიზატო-

რი იყო, არაერთი ჭიდაობა თავად ჩაუტარებია და ბევრ მოჭიდავე ფალა-

ვანსაც დახმარებია ფინანსურად. სახალხო მგოსანმა აკაკი წერეთელმა,


რომელსაც ერთ-ერთი ფსევდონიმიც “ძველი მოჭიდავე” ჰქონია, ქართულ

ჭიდაობას რამდენიმე ნაწარმოებიც მიუძღვნა. გამოჩენილ ფალავანთა


ბიოგრაფიებს წერდნენ სერგი მესხი, დანიელ ჭონქაძე, ანტონ ფურცელა-

ძე, ლექსებს თხზავდნენ გოგლა ლეონიძე, იოსებ ნონეშვილი, შოთა ნიშნი-

ანიძე და სხვა კლასიკოსები, ქართული ჭიდაობის ისტორიას იკვლევდნენ


ისეთი ქართველი მკვლევარები, როგორებიც იყვნენ ივანე ჯავახიშვილი,


აკაკი შანიძე, სერგი მაკალათია, სიმონ ყაუხჩიშვილი და ბევრი სხვა ის-

ტორიკოსი. ქართული ჭიდაობის უდიდესი ქომაგნი, გულშემატკივარნი და


გვერდში მდგომნი გახლდნენ: გრიგოლ ორბელიანი, მიხეილ ჯავახიშვი-

ლი, შალვა დადიანი, ალექსანდრე იმედაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, მი-

ხეილ ჭიაურელი. ვაჟა-ფშაველა, იროდიონ ევდოშვილი და მიხა ხელაშ-

ვილი კი არა მარტო ქომაგნი და დამფასებლნი, არამედ თავადაც კარგი,


რიგიანი მოჭიდავეები იყვნენ. ქართული ჭიდაობის პირველ ადმინისტრა-

ციულ წარმონაქმს - “საბჭოს” - აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი ჩაუდგა სა-

თავეში და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი გამორჩეული, დამსახურებული


პიროვნება შეიძლება დავასახელოთ, ყველა მათგანი თავისებურად ზრუ-

ნავდა ქართული ჭიდაობის განვითარება-პოპულარიზაციისთვის.


თავის მხრივ ქართული ჭიდაობაც არ რჩებოდა ვალში, იმ პერიოდში


ამ მოამაგე ხალხის მიერ ორგანიზებული ჭიდაობებიდან შემოსული თან-

ხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში იხარჯებოდა, მაგალითად ქვეყნის


მაშტაბით ვერ მოიძევდა კაცი ვერც ერთ “წერა კითხვის გამავრცელებელ

საზოგადოებას”, რომელშიც ქართულ ჭიდაობაზე აკრეფილი თანხებიდან


47


არ ყოფილიყო გვარიანი თანხა შენაწირი. ასევე აქ აგროვილ თანხებს უნ-

აწილებდნენ სკოლებს, უმაღლეს დეწესებულებებს, შეჭირვებულ სტუდენ-

ტებსა თუ გლეხებს.


აწმყო


დღეს ქართულმა ჭიდაობამ დროის გამოწვევას ფეხი რომ აუწყოს, მე-

ტი ძალისხმევა და ისეთივე კონსოლიდირება სჭირდება, როგორიც წინა


საუკუნის დასაწყისში გამოავლინეს ჩვენმა სახელოვანმა წინაპრებმა.


მართალია, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, სპორტის სა-

მინისტროს, სახელმწიფოს, დახმარებით დღეს ორმოცდაათამდე შეჯიბ-

რებას ატარებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში წლის განმავლობაში,


თავის დაგვირგვინებით - აბსოლუტური ფალავნობითურთ, მაგრამ ვფიქ-

რობ ეს საკმარისი არაა, უფრო მეტად ზედაპირულია და უყაირათო. ამ შე-

ჯიბრებებზე მონაწილე მოზარდები ძირითადად არიან ძიუდოს სექციებში


დაკავებული ბავშვები, რაც თავისთავად ძალიან კარგია, ცუდი ისაა, რომ

სხვა ჭიდაობაში მოვარჯიშე მოზარდებს ვეღარ შეხვდებით, მაგალითად


თავისუფალი სტილის მიმდევრებს, რომლებიც უხვად გვხდებოდნენ წარ-

სულში ქართული ჭიდაობის არენებზე.


ქართული ჭიდაობის ნიუანსების ცოდნა ხომ მისწრებაა მომავალი თა-

ობების ჩამოყალიბებისთვის, დღეს მოზარდებისთვის უცხოა და ახსნა


გვიწევს ისეთი ელემენტარული ქართული ჭიდაობის უნარ-ჩვევებისაც კი,


როგორიცაა, მაგალითად, მისალმება, ჩოხის შეკვრა, ქულათა შეფასე-

ბის სისტემა და სხვა. აქ ლაპარაკია საშუალო ასაკის მოზარდ თაობაზე,


არადა ვისაც ახსოვს, არც თუ დიდი ხნის წინ, 4-5 წლის ბავშვებმა ისეთი


48


ნიუანსები იცოდნენ მისალმებიდან დაწყებული, რომ ავ თვალს შეშურდე-

ბოდა მათი ხილვა. ნახერხზე ფეხადგმული ქართულის ნორჩი მოჭიდავე-

ები საჭიდაო ინტელექტს, უნარ-ჩვევებს ნაზიარებნი, უკვე გამზადებულები


შედიოდნენ სხვადასხვა ჭიდაობის სექციებში და არა მარტო ჭიდაობის,


სხვა სპორტის სახეობებშიც წარმატებით აგრძელებდნენ სპორტულ კა-

რიერას. უშუალოდ მარტო ქართულის მოჭიდავეს ხომ საერთოდ ვეღარ


შეხვდება კაცი, არადა უამრავნი იყვნენ ასეთები, რომლებიც მხოლოდ

ქართულით, დედა-ჭიდაობით იყვნენ დაკავებულნი და რომელთა ბევრი


გამარჯვებაც გვინახავს სხვადასხვა ჭიდაობის სახეობებში გამობრძმე-

დილ, უკვე მსოფლიო მასშტაბით ტიტულოვან ფალავნებთან. სოფლად,


სადაც იშვა ეს ჩვენი ეროვნული საუნჯე, თითქმის მოკვდა ქართული ჭი-

დაობა ან სადაც ჯერ კიდევ სულდგმულობს, იქაც სულს ღაფავს. თუ ადრე


ზაფხულის პერიოდში ასარჩევად ჰქონდა კაცს, თავის სოფელში დარჩე-

ნილიყო თუ სხვა რომელიმე ახლომდებარე სოფლად წასულიყო უკეთესი


ჭიდაობის საცქერლად, დღეს უკვე ასარჩევი არაფერია, სეზონი ისე გაივ-

ლის, არა თუ ქართული ჭიდაობის ტრადიციულ სოფელში, არამედ ზოგი-

ერთ რაიონულ ცენტრშიც კი შეიძლება ქართული ჭიდაობა საერთოდ არ


ჩატარდეს. ნებისმიერ ქართული ჭიდაობის ტრადიციის მქონე სოფელს

თავისი გუნდი (კედელი) გამოჰყავდა, ახლა კი ერთი რიგიანი მოჭიდავის

გამოყვანა უჭირთ, არა თუ გუნდის.


ქალაქებშიც და სოფლებშიც არსებობენ ქართული ჭიდაობის მწვრთნე-

ლები. ერთია, რომ მათი ხელფასი მიზერულია, მაგრამ მეორეა მათი კომ-

პეტენცია და მუშაობა, სამუშაო პირობები ხშირ შემთხვევაში კრიტიკას


ვერ უძლებს. ეს ინსტიტუტი აპრიორშივე არ არის სწორად მოწყობილი,


რადგან მათ ნიშნავს და ხელფასს უხდის ადგილობრივი მუნიციპალიტე-

ტი, მაგრამ სამწვრთნელო კომპეტენციას არ უმოწმებს (ეს არც არის მათი


საქმე), არც შედეგს სთხოვს ვინმე ამ ხალხს, არადა თანხები მცირე რა-

ოდენობით, მაგრამ იხარჯება. მათი დანიშვნა ხდება არა მწვრთნელის ავ-

კარგიანობის გარკვევის შედეგად, არამედ უფრო “დედა-ჭიდაობის” ავტო-

რიტეტის ხათრით ანუ პრინციპით, რომ უნდა არსებობდეს ქართული ჭი-

დაობის მწვრთნელი. ეს მიდგომა კი არაფერს იძლევა, პირიქით აზიანებს,


რადგან ფორმალურად ვითომ არის, სინამდვილეში კი თავს ვიტყუებთ,

თუ რამდენიმე გამონაკლის მწვრთნელს არ ჩავთვლით, ამ კუთხით თავის


საქმისა და ქართული ჭიდაობის ერთგულსა და ენთუზიასტს. სხვა დანარ-

ჩენ შემთხვევაში ეს ქართული ჭიდაობის მწვრთნელებისა და ინსტრუქტო-

რების ინსტიტუცია ამ ფორმით სრულიად კონტრ-პროდუქტიულია.


ასევე არიან რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტებიც, ზოგიერთი

გამონაკლისის გარდა არც აკეთებენ და არც არავინ სთხოვს რამეს. ამ

ხალხის დანიშვნა და კომპეტენციის მოკითხვა უნდა ხდებოდეს ქართული


ჭიდაობის მცოდნეთა მხრიდან (ეროვნული ფედერაციის, სპორტის სამი-

ნისტროსგან) და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტების შერჩევით, რომლე-

ბიც ხან ახლობლობა-შინაურობაზეა დაყრდნობილი და ხან რაზე, მთლი-

ანობაში კი ფულის გადაყრა ხდება ხშირ შემთხვევაში ტყუილუბრალოდ,


როცა ამ მცირე თანხებითაც შეიძლება რაღაცის გაკეთება და ეს ხალხი


უნდა იყოს სწორედ პასუხისმგებლები იმაზეც, რომ ქალაქებსა თუ სოფ-

ლებში ქართულის მოჭიდავის აღზრდაც შეეძლოთ და საკუთარ სოფელში


49


ჭიდაობის გამართვის ორგანიზების შნოცა და მარიფათიც ჰქონდეთ. ამ-

ისათვის ახალი ველოსიპედი ნამდვილად არ გვაქვს გამოსაგონებელი,


ჩვენი წინაპრების პრიორიტეტი ამ კუთხით იყო პატიოსანი, ავტორიტეტუ-

ლი, ქართული ჭიდაობის მოამაგე ხალხი, ასეთები დღესაც არსებობენ


თითქმის ყველა სოფელში და ეს ხალხი უნდა გამოირჩეს. ამ ორი კომპო-

ნენტის არქონა, მწვრთნელთა კვალიფიკაციის სიმწირე და შეჯიბრის არ-

ჩატარება მთავარი მიზეზი გახლავთ დღეს ქართული ჭიდაობის


დაღმასვლისა.


მო მა ვა ლი


ვფიქრობ, საჭიროა ინტელექტუალური რესურსის მეტი მობილიზება -

ამ საუკუნეში ერთი განახლებული სახელმძღვანელო, ბროშურაც კი არ


გამოცემულა არც ქართული ჭიდაობის უნიკალური ილეთებისა და არც შე-

ჯიბრების ჩატარების წესებისა, არც საგანმანათლებლო სხვა სახის აქტი-

ვობა ყოფილა რამე. ფიზ-კულტურის ინსტიტუტში აღარ არსებობს ქართუ-

ლი ჭიდაობის სპეციალიზაცია, სადაც მწვრთნელებს ამზადებდნენ, კარგი


იქნება, თუ აღდგება. პასიურია კერძო სექტორიც, მათი წახალისება უნდა


მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან. სისტემატურად უნდა ტარდებოდეს მსაჯ-

თა სემინარები, გადამზადება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კვა-

ლიფიციური მსაჯების ნაკლებობას განვიცდით. სახელმწიფო, სპორტისა


და ახალგაზრდობის სამინისტრო ქართულ ჭიდაობას დიდ ფინანსური

დახმარებას უწევს ბოლო წლებში, რაზეც მადლობის მეტი რა გვეთქმის,

თუნდაც ის, რომ ბოლო ორი წელიწადია (2015-2016) აბსოლუტურ ფალა-


50


ვანს დედაქალაქში საცხოვრებელი ბინით ასაჩუქრებენ, რად ღირს. ყვე-

ლა წონაში ჩემპიონ-პრიზიორებს საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზები


ეძლევათ, საპრიზო ფონდი 100 000 ლარამდე გაიზარდა. ასევე სახელმწი-

ფო ხარჯებით ხდება მსგავსი ეროვნული ჭიდაობების მქონე ქვეყნების


მოჭიდავეთა გუნდების ჩამოყვანა. ესეც საკმაო ფინანსურ ასიგნებებთან


არის დაკავშირებული. უკვე მოხერხდა არამარტო მეზობელი, “პოსტ საბ-

ჭოთა” ქვეყნების მოჭიდავეების ჩამოყვანა “აბსოლუტურ ფალავნობაზე”


მონაწილეობის მისაღებად, არამედ ისეთი ქვეყნების მოჭიდავეებიც გვეწ-

ვივნენ, როგორებიცაა საფრანგეთი და გერმანია.


ეს ყველაფერი ძალიან მისასალმებელია და კარგია, მაგრამ ხომ არ


აჯობებს, ჯერ გაგვერკვია, რა არის გასაკეთებელი დღეს ქართული ჭიდა-

ობისათვის და ამოცანა რაში მდგომარეობს, რა არის მიზანი? დასხდნენ


კომპეტენტური ხალხი, პრიორიტული რა არის, ჯერ ამაზე ჩამოვყალიბ-

დეთ და ამის მიხედვით გაიწეროს ის ფინანსები, რომლებიც დღეს რეალ-

ურად იხარჯება. პირველ რიგში, სოფელს უნდა დავუბრუნოთ ქართული


ჭიდაობა! ამ და კიდევ უამრავი სხვა პრობლემის გადაწყვეტაა საჭირო.

თორემ მოჭიდავეები საბედნიეროდ კვლავ გვეზრდება საქართველოში,


აკი ზემოთ ვილაპარაკეთ, რამდენი შრომა ჩადეს და რამხელა მემკვიდ-

რეობა შემოგვინახეს ჩვენმა ბუმბერაზმა წინაპრებმა და მათი დინებით


მოვდივართ დღესაც, თუმცა უშრეტი დინება არ არსებობს.


ქარ თულ-ჭიდაობაში-განხორციელებული

მნიშ ვნე ლო ვა ნი თა რი ღე ბი!


1899 წ. - ფრანგმა ეთნოგრაფმა, მწერალმა ბარონ დე ბაიმ თავის წიგ-

ნში “კავკასიის ქედის სამხრეთით” ქართული ჭიდაობის ხასიათი აღწერა.


(ქართული ჭიდაობა მან იხილა ალავერდობის დღესასწაულზე, ილია ჭავ-

ჭავაძისა და აკაკი წერეთლის მასპინძლობით, ეს იყო პირველი საერთა-

შორისო აღიარება ქართული ჭიდაობისა);


1918 წ. - ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის მცირე სამწლი-

ან პერიოდში სპორტ-საზოგადოება “შევარდენი”შეიქმნა. 1921 წელს მის


ბაზაზე გაიხსნა ქართული ჭიდაობის პირველი ოფიციალური სექცია;


1925 წ. - უკვე საბჭოეთის პერიოდში ვანო წამალაშვილისა (გლდანე-

ლი) და ამბროსი გაგნიძის თაოსნობით განისაზღვრა შეჯიბრების ჩატარე-

ბის წესები: დრო, მსაჯობა, წონითი კატეგორიები და სხვა რეგულაციები;


1928 წ. - ქართული ჭიდაობა შეაქვთ რესპუბლიკის დღესასწაულის

პროგრამაში. აქედან იწყება საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის

ჩატარების ოფიციალური ტრადიცია;


1930 წ. - სპორტსაზოგადოება “კოლმეურნეს” ევალება ქართულ ჭიდა-

ობაზე პატრონაჟი და იხსნება ქართული ჭიდაობის სექციები მთელი რეს-

პუბლიკის მაშტაბით, ინიშნებიან მწვრთნელები, მეთოდისტები, ტარდება


შეჯიბრებები ყველა რაიონსა და ქალაქში;


1933 წ. - თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში ისწავლება ქართული ჭი-

დაობა;


51


1935 წ. - ფიზკულტურულმა საბჭომ გამოსცა “ქართული ჭიდაობის შე-

ჯიბრების ჩატარების წესები”;


1938 წ. - გაიხსნა “საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი”,

რომელშიც მწვრთნელთა ფაკულტეტზე სხვადასხვა ჭიდაობის სასწავლო

პროგრამაში ისწავლებოდა ქართული ჭიდაობის ილეთები;


1940 წ. - გამოიცა ქართული ჭიდაობის პირველი ოფიციალური სახელ-

მძღვანელო “ტექნიკა, ტაქტიკა, მეთოდიკა” ილო თომაშვილის (სვანელი)


მიერ. წიგნის განახლებული რედაქცია შემდეგ წლებში კიდევ გამოიცა

უფრო დახვეწილი სახით (1950-57 წწ.);

1945 წ. - იქმნება ქართული ჭიდაობის საბჭო (ფედერაცია), პირველი

თავმჯდომარე - აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი;

1950-იანი წლები - აშენდა ხუთი სუფთა ქართული ჭიდაობის უნიკალური

წრიული არენა: მცხეთაში, გორში, კასპში, ქედასა (კახეთი) და ქუთაისში;

1965 წ. - იაპონიაში შეიქმნა ქართული ჭიდაობის ასოციაცია. აქვე

ვთქვათ, რომ საქართველოს გარეთ მსგავსი ინსტიტუციები არსებობს:

საბერძნეთში (2002 წლიდან ქართული ჭიდაობის ფედერაცია), რუსეთში

(2005 წლიდან ქართ. ჭიდ. ფედერაცია), აშშ-სა და უკრაინაში 2012 წლიდან

ასევე ქართული ჭიდაობის ფედერაცია. უნდა აღინიშნოს, რომ მათგან

ქმედითია და ფუნქციონირებს მხოლოდ უკრაინაში “სრულიად უკრაინის


ქართული ჭიდაობის ფედერაცია”, ხელმძღვანელი - ფედერაციის პრეზი-

დენტი რევაზ შიშინაშვილი;


1968 წ. - გამოიცა “ქართული ჭიდაობის წესები”, ავტორები - ს. მაისურ-

აძე, ვ. ბალავაძე;


1981 წ. - საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში დაემატა

ცალკე სპეციალიზაცია - ქართული ჭიდაობა;


1981-84 წწ. - სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა ქართული ჭიდა-

ობის გაკვეთილები;


1984 წ. - გამოიცა ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელო “ქართული

ჭიდაობა”, ავტორი - ს. მაისურაძე;

1991 წ. 22 მაისი - შეიქმნა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

პირველი პრეზიდენტი - ნიკო იაშვილი;


1994 წ. - ცვლილებები შევიდა და ხელმეორედ გამოიცა “ქართული ჭი-

დაობის წესები” იური იმერლიშვილის-რედაქტორობით (ეს არის ბოლო


სახელმძღვანელო, სამწუხაროდ, განახლებული რედაქცია დღემდე აღარ

გამოცემულა);


2005 წ. - გაეროს პროგრამაში “განათლება სპორტის საშუალებით” სა-

ქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია “ქართული ჭიდა-

ობა”, აღიარებული იქნა საუკეთესო პრაქტიკად და მემკვიდრეობად;


2009 წ. - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა “ბავშთა სპორტის


განვითარებისა და პოპულარიზაცის პროგრამა”. ამ პროგრამის ფარ-

გლებში ხდება, როგორც ქართული ჭიდაობის მწვრთნელების ანაზღაურ-

ება, ასევე 18 წლამდე წარმატებული ქართულის მოჭიდავე ბავშვების ფუ-

ლადი წახალისება;


2013 წლიდან მოყოლებული საქველმოქმედო ფონდი “ქართუს” დახმა-

რებით რესპუბლიკის მაშტაბით აშენდა 22 (ღია – გადახურული ტიპის) სა-

ჭიდაო არენა;


52


2014 წ. - ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა ქარ-

თული ჭიდაობის განვითარების პროგრამა (2014-2020 წწ.), რომელიც


სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ წარედგინა საქართვე-

ლოს მთავრობას და დამტკიცებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ


(N601, 4.04.2014);

2014 წ. - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტრომ


(N2/130 ბრძანება) “ქართულ ჭიდაობას” მიანიჭა არამატერიალური კულ-

ტურულ მემკვიდრეობითი ძეგლის სტატუსი;


2017 წ. - საქართველოს მთავრობის დადგენილებით (#24.01.2017) “ქარ-

თულ ჭიდაობას”, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობ-

ის ძეგლს, განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია!


2017 წლის მარტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სა-

მინისტროსთან არსებული კომისიის მუშა ჯგუფმა დაასრულა მუშაობა იუნ-

ესკოს ბარათზე და ქართული ჭიდაობის, როგორც ნომინანტის შესაბამი-

სი დოკუმენტაცია გადაიგზავნა “იუნესკოს” შტაბ-ბინაში, რათა “იუნესკომ”


სცნოს და მიანიჭოს “ქართულ ჭიდაობას” მსოფლიო არამატერიალური


კულტურული მემკვიდრეობითი ძეგლის სტატუსი! “იუნესკოს’ პასუხი იქნე-

ბა არაუგვიანეს 2020 წლისა და იმედს ვიტოვებთ დადებითად გადაწყდება


აღნიშნული საკითხი.


ბო ლოთ ქმა(ეპ ილ ოგი)


2016-2017 წლებში მქონდა ბედნიერება, მემუშავა “საქართველოს კულ-

ტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან” არსებული


კომისიის მუშა ჯგუფში, სადაც “ქართული ჭიდაობის” წარმოშობის, ხასი-

ათის, განვითარების ისტორიაზე “იუნესკოს” სტანდარტების შესაბამისად


მოვამზადეთ “ბარათი ქართული ჭიდაობის შესახებ”. ამ მამულიშვილური


იდეის ავტორი გახლავთ ბ-ნი თამაზ თევზაძე. სწორედ მისი და სხვა ენთუ-

ზიასტების ძალისხმევით მოხდა ჯერ ადგილობრივ დონეზე აღიარება ჩვე-

ნი ეროვნული საუნჯისა, კერძოდ 2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაც-

ვის სამინისტროს მხრიდან, 2017 წელს კომისიამ დაასრულა მუშაობა და


საქართველოს მთავრობამ ქართულ ჭიდაობას ეროვნული მნიშვნელო-

ბის კატეგორია განუსაზღვრა. დასრულებული “ბარათი” პრემიერ-მინის-

ტრ კვირიკაშვილის ხელმოწერით გადაიგზავნა “იუნესკოს” შტაბ-ბინაში,


რათა ქართულ ჭიდაობას მიენიჭოს მსოფლიო არამატერიალურ კულტუ-

რულ მემკვიდრეობითი ძეგლის სტატუსი. “იუნესკოს” აღიარება, როგორც


ასეთი, დიდ დივიდენს ვერ მოიტანს, თუმცა იუნესკოს დაცვის ქვეშ ყოფნა


უზრუნველყოფს, მაგალითად იმას, რომ ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქ-

ში ყოფილი საჭიდაოს ადგილზე მისი ხელყოფა აღარ შეეძლება არავის,


გამოირიცხბეა საჭიდაო არენაზე რაიმე სხვა შენობა-ნაგებობის აშენება,


საჭიდაოს მოშლა და ა.შ. დაე, “იუნესკოს” მიერ მსოფლიო აღიარება პირ-

ველი ნაბიჯი იყოს იმისაკენ, რომ ქართული ჭიდაობა ღირსეულად გავი-

ტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე, ჩავატაროთ მსოფლიო და ევრო-პირ-

ველობები, როგორც ამას სხვა ერებმა მიაღწიეს. დამატებით, ეს იქნება


პირველი პრეცენდენტი, როდესაც ქართული ეროვნული სპორტული სახე-


53


ობა ასეთ აღიარებას მოიპოვებს. ჩემთვის ეს იქნება ვალის მოხდა ამ უდ-

იდესი ფენომენის წინაშე, რომელზეც უზომოდ ვარ შეყვარებული და რომ-

ლის როლიც განსაკუთრებულად დიდი იყო საქართველოს ისტორიაში და


დიდია დღევანდელ რეალობაშიც. ისტორიაში ვგულისხმობ ჩვენი ერის


თვითმყოფადობას, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. დღევანდელ რე-

ალობაში კი ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოს ატრიბუ-

ტიკის კულტივირებას - დროშის აფრიალება, ჰიმნის გაჟღერება, ქვეყნის


წარმოჩენა - რაც, დღეს ყველაზე მეტად სწორედ ჩვენს ქართულ ხალხურ

ჭიდაობას ძალუძს!


გურამ თუშიშვილის სახ. ტურნირი ქართულ ჭიდაობაში


54


სოფ. ერთაწმინდა ძველი თბილისელი მოჭიდავეები


55


ოლიმპიური ჩემპიონი

მირიან ცალქალამანიძე


ადამ ოქრუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი


ადამ ოქრუაშვილი ბექა ღვინიაშვილი


56


კასპელ მოჭიდავეებს ფოტოს უღებს ლელოს რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე


ვლადიმერ გოგიბედაშვილი,

ლევან თედიაშვილი


ანზორ კიკნაძე, ფარნაოზ ჩიკვილაძე


57

ბრუნი


ნოდარ ნუგზარიშვილი


კასპელი მოჭიდავეები


58


ბრუნი


ძველი ფალავნები


კოსტა მაისურაძე


59

ვლადიმერ გოგიბედაშვილი


ნინიაშვილი, იანვარაშვილი, გოგიბედაშვილი, ვარდოშვილი

ოთარ ყურაშვილი,

მსაჯი აკაკი ნინიაშვილი


60


ფალავნობის საპატიო სტუმრები


1976 წლის ფალავნობის გამარჯვებულებს აჯილდოვებენ გურამ ფანჯიკიძე,


ამირან ვარდოშვილი.


61


ფალავნობას მსაჯობს ანზორ კიკნაძე


1976 წ. ფალავნობის გამარჯვებულები მარცხნიდან;

წითელაური, ხუბულური, ყურაშვილი


62


შოთა ზუკაკიშვილი, არსენ მეკოკიშვილი, ქრისტეფორე ნინიაშვილი


ფალავნობის წამყვანი სპორტული ჟურნალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი


63


ფალავნობის ღვაწლმოსილი სტუმრები


დათიკო ხელთუბნელი, ლადო გოგიბედაშვილი,

სანდრო ნაკაშაშვილი, სიმონ მაისურაძე


64


თბილისის სპორტის სასახლე – ფალავნობა


თბილისის სპორტის სასახლე – ფალავნობა


65


ამირან კელიხაშვილი, გიორგი ვერელი, გზირიშვილი, ბიჭიკო მარიდაშვილი,


შოთა გულიაშვილი, გოგი ბასიაშვილი


ივანე ბოჭორიძე, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ეცადაშვილი


66


ვახტანგ ბალავაძე, დათიკო ხელთუბნელი

ბიძინა მაზიაშვილი, მალხაზ ბერუაშვილი


67

წარსულში ცნობილი მოჭიდავე

ლავრენტი კაციაშილი


ვეტერანი ფალავნების

საჩვენებელი გამოსვლა


68

უბილეთო მაყურებელი


ნიკოლოზ ნინიაშვილი, ვლადიმერ გოგიბედაშვილი, ვახტანგ ბალავაძე


69


ვეტერანი ქართულის მოჭიდავე-ფალავნების სამახსოვრო სურათი


5-გზის აბს. ფალავანი

მალხაზ ბერუაშვილი


მჭედლიშვილი - ხოდელი


70

შოთა ჩოჩიშვილი


ოთარ კანდელაკი, შოთა ზუკაკიშვილი, დავით ციმაკურიძე


71


ფალავნობას მსაჯობს შოთა ზუკაკიშვილი


არსენ მეკოკიშვილი


72


არსენ მეკოკიშვილი და ქრისტეფორე ნინიაშვილი

ვარლამ ლიპარტელიანი

გამარჯვების სიხარული


73


მსხალაძე, გოგოლაძე ოლიმპ. ჩემპიონი და აბს. ფალავანი

შოთა ხაბარელი


ფალავნობა, ეპიზოდის განხილვა მთავარ მსაჯთან


ვახტანგ ბალავაძესთან.


74

ფალავნობა


ერთაწმინდა, მსაჯი ვ. იაშვილი


75

ზურაბ ზვიადაური


76


ადამ ოქრუაშვილი თემურ ხუბულური


ფალავნობა შოთა ჩოჩიშვილის გამარჯვება


77


საქ. 8 გზის აბს. ფალავანი – ალექსი დავითაშვილი


ჯემალ მჭედლიშვილი მეკოკიშვილი


78


ნუგზარიშვილი, ბერუაშვილი, შავიშვილი


დავითაშვილი, კუპატაძე, ჟორჟოლიანი, ჩოჩიშვილი


79


80-იანი წლები ფალავნობის გახსნის ცერემონიალი


სხედან: ზუკაკიშვილი, ელერდაშვილი, ნინაშვილი, იანვარაშვილი,

მიშიკო მაჩაბელი, ბორია პაიჭაძე, დავით ციმაკურიძე


80


ფალავნობაზე მსაჯობს ლევან თედიაშვილი


ყოჩით აჯილდოვებენ ვანო გამხიტაშვილს


81


ვეტერანი მოჭიდავე ნუგზარ გოგიბედაშვილი,

სპ. ჟურნალისტი თამაზ გოგიბედაშვილი.


ა. მეკოკიშვილის 105 წლის მემორიალი. ვეტერანი ფალავნები მაყურებლებში


82


კობა კუპატაძეს აჯილდოვებს რამაზ ხარშილაძე


მაგიდასთან სხედან: გ. მეკოკიშვილი, გ. ონაშვილი.

დგანან: გ.საღარაძე, თ. გოგიბედაშვილი


83


მეკოკიშვილის მემორიალი – კვარცხლბეკზე დგანან სეტიელი, კიბორძალიძე,

კაციაშვილი. ქვემოთ; რურუა, საღარაძე, ხაბარელი, ხაბელოვი, მეკოკიშვილი,


გობეჯიშვილი, გოგიბედაშვილი, ყურაშვილი.


მაყურებელი ქართულ ჭიდაობაზე


84


მეკოკიშვილის მემორიალი – კვარცხლბეკზე დგანან სეტიელი, კიბორძალიძე,

კაციაშვილი. ქვემოთ; რურუა, საღარაძე, ხაბარელი, ხაბელოვი, მეკოკიშვილი,


გობეჯიშვილი, გოგიბედაშვილი, ყურაშვილი.


აბსოლუტური ფალავნების სამახსოვრო ფოტო


85


გურამ საღარაძე, თამაზ გოგიბედაშვილი,გოგი მეკოკიშვილი –


არსენ მეკოკიშვილის მემორიალი


ქართველი გოლიათი

სანდრო კანდელაკი


კოსტა მაისურაძე


86

უბილეთო მაყურებელი


ჭიდაობა სოფელ ზ. ხანდაკში მარცხნიდან პროფ. ავთო ციბაძე, ქუდით პოეტი იოსებ

ნონეშვილი, ვახტანგ ბალავაძე, ქრისტეფორე ნინიაშვილი, ლადო გოგიბედაშვილი.


87


ძველი მოჭიდავე ვანო ქიზიყელი ოთარ ყურაშვილი


სანდრო კანდელაკი, არსენ მეკოკიშვილი


88


ქართუ ლი ჭიდაობის ფანდები


“ხერ ხი სჯო ბია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა”

ხალ ხუ რი


ქართული ჭიდაობის ილეთები თავისი


სპეციფიკის მიხედვით შვიდ ძირითად სა-

ხეობად იყოფა: 1. კაურები; 2. ცერულები; 3.


თეძოები; 4. სარმები; 5. მოგვერდები; 6. კის-

რულები; 7. ღოჯურები.


ეს ილეთები იმის მიხედვით კლასიფი-

ცირდება, როგორ მოქმედებასთანაც გვაქვს


საქმე. მაგალითად, ცერული ცერის მოქმე-

დებას ასახავს, სარმა - სარმის, თეძო - თე-

ძოსი და ა. შ. მათი განლაგება ხდება მარტი-

ვიდან რთულისკენ.


1. კაურები.


კაურების გამოყენებისას

საქმე გვაქვს მოქმედებასთან,

როდესაც მოჭიდავე ხელს

ავლებს მოწინააღმდეგეს

ჩოხის ყურში, მარჯვენა ხელს

გადაუტარებს მხარზე და

ჩაავლებს ქამარში, ფეხისა

და თეძოს ბიძგებით მაღლა

ეწევა მოწინააღმდეგეს და

აცლის საყრდენს, გამოჰყავს

წონასწორობიდან. ამავე

დროს მხართან ჩავლებული

მარცხენა ხელით თავისკენ

მიიზიდავს და შუაკაურით

მოწინააღმდეგეს აგდებს


89


გულაღმა. კაურები თავის მხრივ იყოფა შუაკაურებად და გარეკაურებად.

მათ თავის მხრივ აქვთ სხვადასხვა ვარიანტი: ხელმოხვეული შუაკაური

წინგდებით და უკუგდებით, ხელგადატარებული შუაკაური უკანგდებით

და წინგდებით, მხარიღლივი შუაკაური წინგდებით ან უკანგდებით,

მკლაური შუაკაური წინგდებით ან უკანგდებით და სხვა. ყოველივე

ზემოთჩამოთვლილ ფანდს აქვს საწინააღმდეგო ფანდები. გარეკაური:

ხელმოხვეული გარეკაური, მკლაური გარეკაური და სხვა. თავის მხრივ

მათაც აქვთ მრავალი დაცვითი და საწინააღმდეგო ფანდები: თეძოს

დაჭერა, ფეხის შიგნიდან მოდება, ფეხის გარედან მოდება, ფეხკავი,

ფეხის მორიდება, ბრუნი, ღოჯურები და სხვა.

კაურები, შეიძლება ითქვას, ქართული ჭიდაობის ღერძია, რომელზედაც

აკინძულია ცერულები, სარმები, მოგვერდები, კისრულები, ღოჯურები და

ნამგალა. კაურების როგორც საიერიშო, ასევე დაცვითი ფანდების ცოდნა

აუცილებელია მოჭიდავისათვის, ვინაიდან ეს ილეთი მრვალფეროვან

მოქმედებას მოითხოვს.

2. ცე რუ ლე ბი.

ცერული ძირითადად ისეთი მოქმედებაა, როდესაც მოჭიდავე ფეხის

ტერფის წინა ნაწილით გარედან აწვება მოწინააღმდეგეს წვივზე,

მარჯვენა ხელით მიიზიდავს, ხოლო მხრებთან ჩავლებული მარცხენა

ხელით განიზიდავს, ცერულის ზემოქმედებით წონასწორობიდან

გამოსულ მოწინააღმდეგეს სარბიელზე გულაღმა დასცემს. - ცერულები


90


თავის მხრივ იყოფა სხვადასხვა ვარიანტებად: ცერული მხრებში ხელის

ჩავლებით, ცერული მხართეძოს დაჭერით, შიდა ცერი და სხვა. მათ

გააჩნიათ თავიანთი თავდაცვითი და საწინააღმდეგო ფანდები: ფეხის

მორიდება, ფეხის მეორე ფეხზე გამოკვრა და სხვა.

3. თეძოები.

თეძოს გამოყენება შემდეგნაირ მოქმედებას გულისხმობს: მოჭიდავე


მეტოქეს ხელს ავლებს ჩოხასა და ქამარში, ფეხები მხრების სიგანეზე აქ-

ვს გაშლილი, მარცხენა ფეხი - ოდნავ წინ, მარჯვენა კი - ოდნავ უკან.


მოჭიდავე წონასწორობას გადაიტანს მარცხენა ფეხზე, მარჯვენა ფეხს

გადადგამს მეტოქის ფეხებს შუა, მუხლებში ოდნავ მოიხრება, მარჯვენა

თეძოს მიაყრდნობს მეტოქის მარცხენა ბარძაყს და მუცლის არეს, თეძოს

უბიძგებს, მუხლებში გაიმართება, მარცხენა ხელით მოიზიდავს, დაიქნევს


91


და თეძოს გადმოტარებით მოწინააღმდეგეს აგდებს გულაღმა.

ხელების ჩავლებისა და ტანის მოქმედების შესაბამისად თეძო თავის

მხრივ იყოფა სხვადასხვა ვარიანტად; ხელმოხვეული თეძო, მკლავის და

ჩოხის დაჭერით თეძო, ორმხრივი თეძო, შემობრუნებული თეძო და სხვა.

ყველა ამ ვარიანტს სხვა ილეთების მსგავსად აქვს, როგორც თავდაცვითი,

ისე საწინააღმდეგო ფანდები; კისრისა და თეძოს დაჭერა, ფეხის ჩადგმა

მეტოქის ლაჯებს შუა უკნიდან, ფეხის ტერფის წინა ნაწილის მოდება,

ფეხკავი, ფეხის გარედან მოდება.

4. სარმები.

სარმების ძირითადი პრინციპი ფეხის მოდებაა. მოჭიდავე მეტოქეს

ფეხს შეუყოფს ფეხებს შუა და ქუსლითა და წვივის უკანა ნაწილით მოსდებს

მეტოქეს წვივის უკანა ნაწილს, ამასთანავე, ფეხით თავისმხარეს ეწევა

მოწინააღმდეგის ფეხს, ხოლო ხელებით უკან უბიძგებს და გულაღმა

აგდებს სარბიელზე. - სარმებს თავის მხრივ აქვთ სხვადასხვა ვარიანტი:

ქუსლური შუასარმა, ფეხაწეული შუასარმა, ამოსმული შუასარმა,

ორმხრივი ამოსმული შუასარმა, მკლავქუსლური შუასარმა, გარესარმა

და სხვა.


92


5. მოგვერდები.

მოგვერდის გამოყენებისას მოჭიდავე მეტოქეს ხელს ავლებს ქამარსა


და ჩოხის ყურში, ფეხები მხრების სიგანეზე აქვს გადგმული, მარცხენა ფე-

ხი წინ უდგას, მარჯვენა - უკან, წონასწორობა გადააქვს მარცხენა ფეხზე,


მუხლებში ოდნავ მოიხრება, შემობ-

რუნდება მარცხნივ, გვერდს შეაცურ-

ებს მეტოქის მუცლის ქვეშ, უბიძგებს


მუცლის არეში, მუხლებში გაიმართება


და მოგვერდზე გადმოტარებით მეტო-

ქეს აგდებს გულაღმა. მოგვერდის ვა-

რიაციები: მოკლე მოგვერდი, გრძელი


მოგვერდი, ხელმოხვეული მოგვერდი,


მხარიღლივი მოგვერდი, ზურგ-მოგ-

ვერდი, მოგვერდ-სარმა, შებრუნებუ-

ლი მოგვერდი და სხვა. მოგვერდის სა-

წინააღმდეგო ფანდებია: ხელით თე-

ძოს დაჭერა, ფეხკავი, ფეხის წინ ჩად-

გმა, ფეხის შიგნით ნამგლური მოდება,


ფეხის გარედან ნამგლური მოდება,

თეძოს ჩადგმა და სხვა.

მოგვერდი ქართულ ჭიდაობაში

ერთ-ერთი ცენტრალური ილეთია

როგორც მრავალფეროვნებით, ასევე შედეგიანობის მხრივ, ამიტომ

მოჭიდავემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მის შესწავლას.

“ხტო მა ქვის გდე ბა, რკი ნობა, მოგ ვერ დი ფან დიც რამ არ ის”

- “არ ჩი ლი ანი”, არ ჩილ მე ფე, XVII სა უკ უნე.


6. კისრუ ლე ბი.

კისრულის შესრულებისას მოჭიდავე ხელს ავლებს მეტოქეს ჩოხის


ყურში, აკეთებს ცრუ მოძრაობას, გამოიყვანს წონასწორობიდან, სწრა-

ფად შემობრუნდება, მხრებსა და წელს შეუცურებს მეტოქეს მუცელსა და


მხრებთან, მუხლებში გაიმართება, მოწინააღმდეგეს ზურგზე მოიკიდებს,

წინ გადაიხრება და კისერზე გადმოტარებით გულაღმა აგდებს. კისრულის

ვარიანტებია: გაქანებით კისრული, ადგილიდან კისრული, ხელჯვარედინი

კისრული, ჩოქელა კისრული და მკლავ-კისრული. ყველა მათგანს გააჩნია

თავისი თავდაცვითი და საწინააღმდეგო ფანდები.


93

7. ღო ჯუ რები.


ღოჯურა ეწოდება ფანდს, როდე-

საც მოჭიდავე ხელებს შემოხვევს


მეტოქეს წელზე, თავისკენ მოიზიდ-

ავს, აიტაცებს და ტანის მარჯვნივ ან


მარცხნივ შემობრუნებით გულაღმა

დააგდებს მას სარბიელზე.


ავტ. შენიშვნა: კლასიფიკაციისას გამოყენებული გვაქვს სახელმძღვა-

ნელო “ქართული ჭიდაობა” ვახტანგ ბალავაძისა და სიმონ მაისურაძის ავ-

ტორობით.


94

ბრუ ნები


ბრუნი, ცალკე აღებული, ილეთების კლასიფიკაციაში არ განიხილება,


თუმცა აუცილებლად გამოყოფის ღირსია, თანაც სუფთა ქართული ჭიდა-

ობის ხერხია. ბრუნზე განსაკუთრებულ ყურადღება აქვს გამახვილებული


სიმონ მაისურაძეს. მაისურაძის აზრით, ბრუნი და ღოჯური ერთმანეთს ავ-

სებენ: “სადაც ბრუნი არ გამოდის, იქ ღოჯურია კარგი და პირიქით - სადაც


ღოჯური არ ყოფნის, იქ ბრუნი”.

ბრუნების სხვადასხვა სახეობები გვხდება: ხელმოხვეული შუაკაურის

ბრუნი, ხელგადავლებული შუაკაურის ბრუნი, გარეკაურის ბრუნი, მოკლე


ბრუნი, გრძელი კლასიკური ბრუნი, ფეხჩახვეულიდან ბრუნი და სხვა. ბრუ-

ნები უმთავრესად გამოიყენება იერიშზე გადმოსული მოჭიდავის მოსაგე-

რიელებლად, მაგრამ ამასთანავე საუკეთესო საიერიშო ფანდიცაა.


ქართუ ლი ჭიდაობა - შე ჯიბრების წესები

ავტორის შენიშვნა: ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის

მიერ დამტკიცებული შეჯიბრების ჩატარების წესები გამოცემულია იური

იმერლიშვილის რედაქტორობით (1995 წ.).

შე ჯიბრების ხასიათი


შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში იყოფა შემდეგ სახეობებად: ა) პირადი;

ბ) გუნდური; გ) პირად-გუნდური; დ) საკლასიფიკაციო; ე) აბსოლუტური

პირველობა.


95


1. პირადი შეჯიბრების დროს განისაზღვრება ცალკეულ მონაწილეთა

ადგილები ყოველ წონით კატეგორიაში.

2. გუნდურ შეჯიბრებაში განისაზღვრება თითოეული გუნდის მიერ

დაკავებული ადგილი.

3. პირად-გუნდური შეჯიბრება ეწოდება ისეთ შეჯიბრებას, რომელშიც

განისაზღვრება როგორც ცალკეულ მონაწილეთა, ისე მთლიანად გუნდის

მიერ დაკავებული ადგილები.

4. საკლასიფიკაციო შეჯიბრება სპეციალურად ეწყობა მოჭიდავეთა

თანრიგის ასამაღლებლად ან დასადასტურებლად. ამგვარი შეჯიბრების

დროს პირადი და გუნდური პირველობა არ განისაზღვრება.

5. შეჯიბრების ხასიათი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განისაზღვრება

შეჯიბრების დებულებით.


შე ჯიბრების ჩატარების სისტემა


შეჯიბრება ტარდება შემდეგი სისტემით: წრიული, გამოთიშვითი და შე-

რეული.


1. შეჯიბრების წრიული სისტემით ჩატარებისას თითოეული მონაწილე

(გუნდი) ხვდება ყველა სხვა მონაწილეს (გუნდს).


2. შეჯიბრების გამოთიშვითი სისტემის ჩატარებისას მონაწილე შეჯიბ-

რებიდან ითიშება მაშინვე, როგორც კი მიიღებს შეჯიბრების ღირებულე-

ბით გათვალისწინებულ წამგებიან ქულათა რაოდენობას.


3. შეჯიბრება შერეული სისტემით გულისხმობს, რომ მონაწილეთა წო-

ნით კატეგორიებში პრინციპი სხვადასხვაა, სადაც მონაწილეთა რაოდენ-

ობა 5-ზე მეტია შეჯიბრება ტარდება გამოთიშვითი სისტემით, სადაც 5-ზე


ნაკლებია - წრიული სისტემით.


4. თუ შეჯიბრებაში მონაწილეთა (გუნდთა) რაოდენობა მრავალრიცხვო-

ვანია, შეიძლება მათი დაყოფა ქვეჯგუფებად, დაყოფა ხდება იმ ანგარი-

შით, რომ უძლიერესნი მოხვდნენ სხვადასხვა ქვეჯგუფებში.


5. ქვეჯგუფებში გამარჯვებული მოჭიდავეები (მათი რაოდენობა ყოვე-

ლი ქვეჯგუფიდან თანაბარი უნდა იყოს) ერთმანეთს ხვდებიან ფინალურ


ჯგუფებში და მათ შორის შეხვედრები ტარდება წრიული სისტემით.


6. ფინალში გასული მოჭიდავენი, რომლებიც უკვე შეხვდნენ ერთმა-

ნეთს, მეორედ ერთმანეთს აღარ ხვდებიან, მათი შეხვედრის შედეგი ავ-

ტომატურად გადადის ფინალში.


7. შეჯიბრების ჩატარების სისტემა ყველა ცალკეულ შემთხვევაში განი-

საზღვრება დებულებით.


8. აბსოლუტურ პირველობაზე დაიშვებიან უძლიერესი მოჭიდავენი არ-

ანაკლებ საშუალო წონისა.


96


შე ჯიბრების მო ნა წილენი


მონაწილეთა ასაკი

შეჯიბრების მონაწილეები იყოფიან შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებად:

მოზარდი ჯგუფი 13-14 წწ. ჭაბუკები

უმცროსი ასაკის ჯგუფი 15-16 წწ. ჭაბუკები

უფროსი ასაკის ჯგუფი 17-18 წწ. ახალგაზრდები

მამაკაცები 18 წლის ზევით

შენიშვნა: უფროსი ასაკის მოჭიდავეებთან შეჯიბრზე ჭაბუკები არ

დაიშვებიან.


მო ნა წი ლე თა შე ჯიბრებაზე დაშვება


1. შეჯიბრებაზე მონაწილეების მისაღებად დაიშვებიან მოჭიდავეები,

რომლებმაც გაიარეს სათანადო წვრთნა და აქვთ ნებართვა შეჯიბრებაზე

დაშვების შესახებ.

2. განაცხადზე, რომელსაც ადგენს სათანადო სპორტული ორგანიზაცია


არსებული ფორმის მიხედვით, სავალდებულოა ექიმის ხელმოწერა და ბე-

ჭედი ყოველი მონაწილის გვარის გასწვრივ.


წონი თი კა ტეგორიები


შეჯიბრების მონაწილეები იყოფიან შემდეგ წონით კატეგორიებად.

მოზარდები (13-14 წელი) - ჭიდაობის ხანგრძლივობა 3 წთ.

1. 1-ლი უმჩატესი 30-33კგ; 2. მე-2 უმჩატესი 33-36კგ; 3. 1-ლი მჩატე 36-

40კგ; 4. მე-2 მჩატე 40-44კგ; 5. ქვემსუბუქი 44-48კგ; 6. მსუბუქი 48-52კგ; 7.

ქვესაშუალო 52-56კგ; 8. საშუალო 56-60კგ; 9. ქვემძიმე 60-65კგ; 10. მძიმე

65-70კგ; 11. ზემძიმე 70კგზე მეტი.

ჭაბუკები (უმცროსი ჯგუფი 15-16წლის) - ჭიდაობის ხანგრძლივობა 3 წთ.

1. უმჩატესი 47-49კგ; 2. მჩატე 49-52კგ; 3. ქვემსუბუქი 52-55კგ; 4. მსუბუქი

55-58კგ; 5. ქვესაშუალო 58-61კგ; 6. საშუალო 61-64კგ; 7. ქვემძიმე 64-67კგ;

8. მძიმე 72 კგ-ზე მეტი.

ჭაბუკები (უფროსი ასაკის ჯგუფი 17-18 წწ.) - ჭიდაობის ხანგრზლივობა

4წთ.

1. უჩატესი 49-52კგ. 2. მჩატე 52-56კგ. 3. ქვემსუბუქი 56-60კგ. 4. მსუბუქი

60-64კგ. 5. ქვესასუალო 64-68კგ. 6. საშუალო 68-72კგ. 7. ქვემძიმე 72-76კგ.

8. მძიმე 76-80კგ. 9. მძიმე 80კგ-ზე მეტი.

მამაკაცები (18 წელი და უფროსი ასაკი) - ჭიდაობის ხანგრძლივობა 5

წთ.

1. უმჩატესი 52-56კგ; 2. მჩატე 56-60კგ; 3. ქვემსუბუქი 60-64კგ; 4. მსუბუქი

64-68კგ; 5. ქვესაშუალო 68-72კგ; 6. საშუალო 72-78კგ; 7. ქვემძიმე 78-84კგ;

8. მძიმე 84-90კგ; 9. მძიმე 90კგ-ზე მეტი.


97


შეჯიბრების ყველა მონაწილეს უფლება აქვს იჭიდაოს მხოლოდ იმ წო-

ნით კატეგორიაში, რომელშიც მოხვდა ოფიციალური აწონვისას.


მო ნა წი ლე თა აწ ონ ვა და კენ ჭის ყრა


1. აწონვა ტარდება შეჯიბრების პირველ დღეს და იწყება ჭიდაობის


დაწყებამდე 3 საათით ადრე. აწონვა გრძელდება 1 საათის განმავლობა-

ში.


2. მოჭიდავე, რომელიც დააგვიანებს ან არ გამოცხადდება აწონვაზე,

შეჯიბრებაზე არ დაიშვება.

3. მოჭიდავე იწონება ტანშიშველი. აწონვის შემდეგ იწერება ოქმში.


4. აწონვას აწარმოებს მთავარი მსაჯის მოადგილე, ორი მსაჯი და შე-

ჯიბრების მდივანი. ექიმის დასწრება აწონვაზე სავალდებულოა. აწონვის


წინ მონაწილე ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებე-

ლი დოკუმენტი.


5. კენჭისყრას ატარებს კომისია, რომელშიც შედიან: მთავარი მსაჯი ან

მისი მოადგილე, მდივანი და ერთ-ერთი მსაჯი. კენჭი ამოაქვს თითოეულ

მონაწილეს წარმომადგენლის ან გუნდის თავის თანდასწრებით.

მო ნა წი ლე თა უფ ლე ბა-მო ვა ლე ობ ანი


1. მონაწილე ვალდებულია დაიცვას შეჯიბრების დებულება და წესები.


2. შეჯიბრების წესების დარღვევისათვის მონაწილეს ეთვლება დამარ-

ცხება.


3. თუ მონაწილე გამოცხადების შემდეგ არ გამოვიდა 2 წუთის განმავ-

ლობაში, იგი იხსნება შეჯიბრებიდან.


4. მონაწილეს უფლება აქვს მიმართოს მსაჯთა კოლეგიას წარმომად-

გენლის ან გუნდის თავის მეშვეობით. პირად შეჯიბრებაში მონაწილეს უფ-

ლება აქვს, მიმართოს მთავარ მსაჯს.


5. მონაწილე, რომელსაც რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია გააგრძე-

ლოს შეჯიბრებაში მონაწილეობა, მოვალეა ამის შესახებ აცნობოს მსაჯთა


კოლეგიას მანამ, სანამ დაიწყება მორიგი წრის წყვილთა შედგენა.


მო ნა წი ლე თა ტან საც მე ლი


1. მოჭიდავე ვალდებულია შეჯიბრებაზე გამოვიდეს ლამაზი, სუფთა და

ტანზე კარგად მორგებული ტანსაცმლით. მას უნდა ეცვას უსახელო ჩოხა


იმავე ნაჭრის ქამრით, ტრუსი, ბანდაჟი. (უფლება აქვს იჭიდაოს ფეხშიშ-

ველმაც.)


2. გუნდური შეჯიბრების დროს გუნდის წევრებს უნდა ეცვათ ერთნაირი

ფორმა და ჩოხა.


98


წარ მო მად გენელი და გუნდის თავი


1. შეჯიბრების მონაწილე ყველა გუნდს უნდა ჰყავდეს თავისი წარმო-

მადგენელი.


2. წარმომადგენელი გუნდის ხელმძღვანელია და პასუხს აგებს გუნდის


წევრების დისციპლინაზე, უზრუნველყოფს გუნდის დროულად გამოცხა-

დებას შეჯიბრებასა და შეხვედრაზე.


3. წარმომადგენელი მონაწილეობს კენჭისყრაში, ესწრება მსაჯთა კო-

ლეგიის იმ თათბირებს, სადაც განიხილება თავისი გუნდის საკითხი.


4. წარმომადგენელს ეკრძალება, ჩაერთოს მსაჯთა და შეჯიბრების ჩამ-

ტარებელ პირთა მუშაობაში. მან საჩივარი უნდა წარუდგინოს მთავარ


მსაჯს, რომელშიც ნათლად იქნება მინიშნებული, თუ წესების რომელი

პუნქტია დარღვეული.

5. თუ გუნდს წარმომადგენელი არ ჰყავს, მის მოვალეობას ასრულებს

მწვრთნელი ან გუნდის თავი.


6. გუნდის წარმომადგენლებსა და მონაწილეებს უფლება არ აქვთ, იმ-

საჯონ იმავე შეჯიბრებაზე.


მსაჯ თა კო ლე გია


მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობა


1. შეჯიბრების მთავარ მსაჯს ნიშნავს შეჯიბრების ჩამტარებელი ორგა-

ნიზაცია.


2. მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობაში შედიან: მთავარი მსაჯი, მთავა-

რი მსაჯის მოადგილე, შუამავალი მსაჯი (არბიტრი), გვერდითი მსაჯი, წამ-

მზომელი მსაჯი, მსაჯ-ფარეში (მსაჯი მონაწილეებთან), შეჯიბრების კომენ-

დანტი, ექთანი და ინფორმატორი.


3. შეჯიბრებას სჯიან მთავარი მსაჯი ან მისი მოადგილე შუამავალი მსა-

ჯი (არბიტრი) და სამი გვერდითი მსაჯი.


4. ყოველი მსაჯი ვალდებულია, ჰქონდეს შეჯიბრების წესები, მსაჯთა

კოსტიუმები და სასტვენი. (მსაჯი ვალდებულია, ეცვას თეთრი პერანგი,


ლურჯი და წითელი ფერის სამკლავურები, შავი შარვალი და რბილძირი-

ანი სპორტული ფეხსაცმელები.)


მთა ვა რი მსა ჯი


1.მთავარი მსაჯი ვალდებულია, შეჯიბრება ჩაატაროს არსებული წე-

სების ზუსტი დაცვით. მის განკარგულებას ემორჩილებიან მონაწილეები,


მსაჯები და გუნდის წარმომადგენლები.

2. მთავარი მსაჯი ვალდებულია, შეჯიბრების დაწყებამდე შეამოწმოს


შეჯიბრების ადგილი და ინვენტარის ვარგისიანობა და ამის შესახებ შე-

ადგინოს სათანადო აქტი.


99


3. იგი ამოწმებს და ამტკიცებს დაწყვილებებს წრეების მიხედვით, ანაწ-

ილებს მსაჯებს ბრიგადებად.


4. მთავარ მსაჯს უფლება აქვს: ა) გადადოს შეჯიბრება, თუ სპორტუ-

ლი ბაზა და მოწყობილობა მისი ჩატარებისთვის უვარგისი აღმოჩნდა; ბ)


შეწყვიტოს ან შეაჩეროს შეჯიბრება, თუ ირღვევა მეტეოროლოგიური პი-

რობების ან სხვა რაიმე მიზეზის გამო; გ) შეიტანოს ცვლილებები შეჯიბრე-

ბის პროგრამასა და განრიგში, თუ ამისათვის შეიქმნა აუცილებელი პირო-

ბები; დ) მოახდინოს მსაჯთა გადანაცვლება შეჯიბრების მსვლელობისას;


ე) მოხსნას ის მსაჯები, რომლებიც დაუშვებენ უხეშ შეცდომას ან ვერ შეძ-

ლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას; ვ) არ


დაუშვას შეჯიბრებაზე ის მონაწილეები, რომლებიც ჩაცმულობით, ასაკით


ან სპორტული კლასიფიკაციით ვერ პასუხობენ დებულების წესებს; ზ) მოხ-

სნას ის მონაწილენი, რომლებიც იუხეშებენ ან ჩაიდენენ სპორტსმენისათ-

ვის შეუფერებელ საქციელს.


5) თითოეული შეხვედრის შემდეგ მთავარი მსაჯი (ან მისი მოადგილე)


ამოწმებს ჩანაწერს და იძლევა გამოცხადების უფლებას ან თვითონ აცხა-

დებს მას.


6) არბიტრის მიერ ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში მთავარ მსაჯს


უფლება აქვს, დაუყონებლივ შეაჩეროს შეხვედრა და მისცეს არბიტრს სა-

თანადო მითითება.


7) მთავარი მსაჯი მოვალეა, შეტანილი საჩივრის თაობაზე გამოიტანოს

გადაწყვეტილება არა უგვიანეს ერთი საათისა მისი მიღებიდან. ცალკეულ

შემთხვევაში, თუ საჭიროა საჩივარში აღნიშნული ფაქტების შემოწმება,

გადაწყვეტილება აუცილებლად გამოტანილი უნდა იქნეს შემდეგი წრის

დაწყვილებამდე.

8) მთავარი მსაჯი ატარებს მსაჯთა კოლეგიის სხდომებს ყოველ ჯერზე

შეჯიბრების დაწყებისა და დამთავრების შემდეგ და ასევე იმ შემთხვევაში,

თუ ამას მოითხოვს საჭიროება.


9) უბედური შემთხვევისას მთავარი მსაჯი მოვალეა, ამის შესახებ და-

უყონებლივ აცნობოს ჩამტარებელ ორგანიზაციას, ხოლო ადგილზე უნდა


შეადგინოს სათანადო აქტი ამ შემთხვევის ყველა გარემოების ზუსტი აღ-

ნიშვნით.


10) მთავარი მსაჯი მოვალეა, შეჯიბრების დამთავრებიდან სამი დღის


განმავლობაში შეჯიბრების ჩატარების შესახებ სრული ანგარიში წარუდ-

გინოს შეჯიბრების ჩამტარებელ ორგანიზაციას.


მთა ვა რი მსა ჯის მო ად გი ლე


1. მთავარი მსაჯის მოადგილე ეხმარება მთავარ მსაჯს ყოველგვარ

საქმიანობაში და მთავარი მსაჯის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის

მოვალეობებს.


100


არ ბიტრი - შუამ ავ ალი მსა ჯი


1. არბიტრი უშუალოდ ხელმძღვანელობს შეჯიბრებას, იგი სასტვენით


აძლევს ნიშანს შეჯიბრების დაწყების, შეჩერების, განახლებისა და დას-

რულების შესახებ.


შეჯიბრების შედეგების გამოცხადებისას, არბიტრი ხელებში მოჰკიდებს

ხელს ორივე მოჭიდავეს და მაღლა აღმართავს გამარჯვებულის ხელს.

2. არბიტრი შეაჩერებს შეხვედრას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დამარცდა ერთ-ერთი მოჭიდავე;

ბ) რომელიმე მონაწილემ იხმარა აკრძალული ხერხი;

გ) მოჭიდავემ მიიღო დაზიანება და საჭიროა საექიმო დახმარება;

დ) გაფრთხილებას აძლევენ მოჭიდავეს;

ე) საჭიროა მოჭიდავის მოხსნა გაუფრთხილებლად;

ვ) მოითხოვს მთავარი მსაჯი ან გვერდითი მსაჯი;

ზ) მოითხოვს მოჭიდავე;

თ) მოჭიდავენი სარბიელს გარეთ გავლენ.

3. შეჯიბრის დროს არბიტრი ვალდებულია, ყურადღებით ადევნოს


თვალყური შეხვედრას, შეაფასოს მოჭიდავეთა თითოული ილეთი, გაარ-

კვიოს პირველ წუთებში რომელი მათგანი ჭიდაობს აქტიურად და რომე-

ლი - პასიურად. მასზე დიდადაა დამოკიდებული ჭიდაობის მსვლელობა,


ამიტომ არბიტრი ვალდებულია, ობიექტურად გამოიყენოს ყველა მინიჭე-

ბული უფლება, რათა მოჭიდავეებმა აქტიურად და მიზანდასახულად იჭ-

იდაონ.


არბიტრი ყველა ილეთის შეფასებას ახდენს ჟესტიკულაციით, იგი ხე-

ლით აჩვენებს ერთქულიანია თუ ორქულიანი ილეთი, გვერდითი მსაჯებიც


აჩვენებენ თავის შეხედულებას ხელით, ელექტრონათურით ან ფარებით.

თუ გვერდითი მსაჯები არბიტრს დაუდასტურებენ ილეთის შეფასებას,


შედეგი შეიტანება წყვილთა შეხვედრის ოქმში, ხოლო თუ არ დაადასტუ-

რებენ შეფასებას, შეხვედრა უნდა შეწყდეს შედეგის გასარკვევად. შედე-

გის დაზუსტების შემდეგ ოქმში შეიტანება მთავარი მსაჯის, არბიტრისა და


გვერდითი მსაჯების მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით დაფიქსი-

რებული შედეგი.


4. თუ შეჭიდების მსვლელობაში მოხდა დარღვევა, რომელსაც მოცე-

მული წესების თანახმად უნდა მოჰყვეს გაფთხილება, არბიტრს შეუძლია


შეწყვიტოს შეხვედრა, შეუთანხმოს თავისი შეხედულება მთავარ და გვერ-

დით მსაჯებს და მისცეს მოჭიდავეებს გაფრთხილება. მთავარმა მსაჯმა


ყოველი გაფრთხილება უნდა გამოაცხადოს დროულად.


5. თუ მოჭიდავე იყენებს აკრძალულ ილეთს, რომელიც არსებულ გავ-

ლენას არ ახდენს შეჭიდების შედეგზე, არბიტრმა ჭიდაობის შეუჩერებ-

ლად უნდა აღკვეთოს ამგვარი მოქმედება.


6. არბიტრი მოვალეა, ჭიდაობის დროს თვალყური ადევნოს გვერდითი


მსაჯების ნიშანს და დროული რეაგირება მოახდინოს წესების შესაბამი-

სად.


101

გვერ დი თი მსა ჯი


1. გვერდითი მსაჯი განსაზღვრავს შეჭიდების შედეგს, ეხმარება არბიტ-

რს, ანიშნებს მოჭიდავეების მიერ წესების დარღვევის ან შეჭიდების სხვა


ისეთი მომენტის შესახებ, რამაც შეიძლება განაპირობოს ასპარეზობის

შეწყვეტა.

2. გვერდითი მსაჯები სხედან საჭიდაო სარბიელზე მთავარი მსაჯის

პირდაპირ მარჯვენა და მარცხენა მხარეს. ჭიდაობის მსვლელობისას


გვერდითი მსაჯი აძლევს ნიშანს შეჭიდების შეჩერების, ერთ-ერთი მოჭი-

დავის დამარცხებისა ან რაიმე საჭიროების დროს.


მდი ვა ნი


1. მდივანი მონაწილეობს აწონვაში, კენჭისყრასა და წყვილების შედ-

გენაში.


2. იგი აფორმებს მსაჯთა კოლეგიის სხდომათა ოქმებს, აწარმოებს

მთავარი მსაჯის განკარგულებებსა და გადაწყვეტილებებს, ღებულობს

განაცხადებებსა და საჩივრებს და მათ შესახებ აცნობებს მთავარ მსაჯს.

მთავარი მსაჯის ნებართვით ცნობებს აწვდის ინფორმატორს, გუნდების

წარმომადგენლებსა და კორესპონდენტებს.


3. მდივანი აფორმებს შეჯიბრების ოქმებს, ცხრილებსა და მთელ სამსა-

ჯო მასალას.


4. იგი მოვალეა, შეიტანოს მოჭიდავის სპორტულ სააღრიცხვო ბარათ-

ში შეხვედრათა შედეგები და მის მიერ დაკავებული ადგილი.


მსაჯ-ფა რეში (მსა ჯი მო ნა წი ლე ებ თან)


მსაჯფარეში მოვალეა:

ა) შეჯიბრების დაწყების წინ შეამოწმოს, ადგილზე არიან თუ არა

მონაწილენი, წესრიგში აქვთ თუ არა სპორტული ტანსაცმელი. თან

იქონიოს ორი განსხვავებული ფერის ჩოხა და ქამრები.

ბ) მოჭიდავეებს გამოუცხადოს ხალიჩაზე გასვლის დრო და რიგი.

გ) აცნობოს მთავარ მსაჯს მოჭიდავის გამოუცხადებლობის ან

შეჭიდებაზე უარის თქმის შესახებ.

წამ-მზომელი მსაჯი

1.წამ-მზომელი მსაჯი ზუსტად აღნიშნავს ჭიდაობის დაწყებასა და

შეწყვეტას არბიტრის სასტვენის მიხედვით.

2. იგი ჭიდაობისათვის განსაზღვრული დროის დამთავრებას აღნიშნავს

სასტვენით.


102

ინ ფორ მა ტო რი


1. ინფორმატორი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას შეჯიბრების

მსვლელობისა და შედეგების შესახებ, აცხადებს შეჯიბრების პროგრამასა

და წესს, ყველა შეხვედრის შედეგს, მორიგი წყვილების შემადგენლობასა

და მონაწილეთა სპორტულ დახასიათებას.

2.ინფორმატორი ყოველგვარ ოფიციალურ ინფორმაციას აცხადებს

მხოლოდ მთავარი მსაჯის ნებართვით.


შე ჯიბრების კომენდანტი


1. შეჯიბრების კომენდანტი უშუალოდ აგებს პასუხს შეჯიბრების ადგი-

ლის დროულად და ხარისხიანად მოწყობა-გაფორმებაში.


შე ჯიბრების ექიმი


1. შეჯიბრების ექიმი შედის მსაჯთა შემადგენლობაში და მონაწილეობს

მის მუშაობაში.

შეჯიბრების ექიმი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:


ა) ამოწმებს, არის თუ არა განაცხადში ექიმის ნებართვა მოჭიდავის შე-

ჯიბრებაზე დაშვების შესახებ.


ბ) უზრუნველყოფს შეჯიბრების სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, მონა-

წილის ტრავმის ან დაავადების შემთხვევაში უწევს მას სათანადო სამედი-

ცინო დახმარებას.


გ) მონაწილის ტრავმის ან ავადმყოფობის შემთხვევაში განსაზღვრავს


შეჯიბრებაზე მისი შემდგომი მონაწილეობის შესაძლებლობას და თუ სა-

ჭიროება მოითხოვს, ათავისუფლებს მონაწილეს შეჯიბრებიდან მთავარ


მსაჯთან შეთანხმებით. ამის შემდეგ იგი იძლევა დასკვნას, რომელშიც აღ-

ნიშნავს მონაწილის შეჯიბრებიდან მოხსნის მიზეზს.


დ) ხელმძღვანელობს შეჯიბრებაში მომუშავე სხვა მედ-მუშაკთა საქმი-

ანობას.


ე) ესწრება მონაწილეთა აწონვას და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გა-

მოაქვს დასკვნა მონაწილის შეჯიბრებაზე დაშვების შესაძლებლობის შე-

სახებ.


ვ) შეჯიბრების დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი დღისა ექიმი მოვა-

ლეა, წარუდგინოს შეჯიბრების მთავარ მსაჯს სრული ანგარიში მის მიერ


ჩატარებული მუშაობის შესახებ.


103

სა ჩი ვა რი


1. წერილობით საჩივარს მდივანს გადასცემს გუნდის წარმომადგენე-

ლი, გუნდის თავი ან პირადად მონაწილე (პირადი შეჯიბრის დროს), უშუ-

ალოდ შედეგის გამოცხადების შემდეგ მორიგი წრის დაწყებამდე. საჩი-

ვარს განიხილავს მთავარი მსაჯი. საჩივრის გარჩევის დროს გადამწყვე-

ტი ხმის უფლება აქვთ მთავარ მსაჯსა (ან მის მოადგილეს) და იმ მსაჯებს,


რომლებიც სჯიდნენ გასაჩივრებულ შეხვედრას.

ჭიდაობის მსა ჯო ბის წე სე ბი


შეხვედრათა რაოდენობა


1. უფროსი ასაკის (18 წელი და მეტი) მოჭიდავეებს შეუძლიათ, მონა-

წილეობა მიიღონ არა უმეტეს ოთხ შეხვედრაში, ხოლო ახალბედასა და


ჭაბუკს - არაუმეტეს სამ შეხვედრაში.


2. მეორე შეჭიდების წინ მონაწილემ უნდა დაისვენოს არანაკლებ 20 წუ-

თი, მე-3 და მე-4 შეჭიდების - წინ 30 წუთი.


შეჯიბრების დასაწყისი და დასასრული

1. შეჭიდების დაწყების წინ მოჭიდავეები დგებიან მოედნის კიდეებზე


ერთმანეთის პირისპირ, არბიტრის სასტვენის ხმაზე მოჭიდავეები უახ-

ლოვდებიან ერთმანეთს, ხელს ჩამოართმევენ, გადადგამენ სამ ნაბიჯს,


მობრუნდებიან მარცხნივ და იწყებენ ჭიდაობას.

2. შეჭიდების დამთავრების შემდეგ მოჭიდავეები დგებიან საჭიდაო

სარბიელის შუაში, არბიტრის ორივე მხარეს, შედეგის გამოცხადებისა და

გამარჯვებულის ხელის აწევის შემდეგ მოჭიდავეები ხელს ჩამოართმევენ

ერთმანეთს და გადიან სარბიელიდან.


3. მოჭიდავე, რომელიც უარს იტყვის მოწინააღმდეგისთვის ხელის ჩა-

მორთმევაზე, იხსნება შეჯიბრებიდან.


შე ჯიბრების მსვლელობა და ხანგრძლივო ბა

1. შეჭიდება იწყება (მუსიკის თანხლებით), მთავრდება, დაუყონებლივ

წყდება და ხელახლა იწყება არბიტრის სასტვენის ხმაზე.


2. ჭიდაობის ხანგძლივობა მოზარდთა და ჭაბუკთა უმცროსი ჯგუფების-

თვის - 3 წთ. ჭაბუკთა უფროსი ჯგუფისთვის - 4 წთ. უფროსებისთვის - 5 წთ.


გუნდურ შეჯიბრებაზე და სხვადასხვა თანრიგოსანთანთათვის - დაწე-

სებულ დროს.


3. მოჭიდავეებს შეჭიდების მსვლელობის დროს უფლება არ აქვთ, გა-

ვიდნენ სარბიელიდან არბიტრის ნებართვის გარეშე.


4. თუ ერთ-ერთმა მოჭიდავემ მიიღო დაზიანება ან მოუწესრიგებელი

აქვს ტანისამოსი, ჭიდაობა შეჩერდება არაუმეტეს 5 წუთისა.


104


5. თუ 5 წუთის გასვლის შემდეგ მოჭიდავეს არ შეუძლია ჭიდაობის გაგ-

რძელება, მას ჩაეთვლება დამარცხება. თუ ერთი შეხვედრის განმავლობა-

ში შეჭიდება შეწყდება რამდენიმეჯერ, მათი ჯამი არ უნდა აღემატებოდეს


5 წუთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე ითვლება დამარცხებულად.


შე ჭიდების შედეგი


1. შეჭიდების შედეგს წარმოადგენს ერთი მოჭიდავის გამარჯვება და

მეორის დამარცხება.

2. გამარჯვების შემდეგი სახეები არსებობს:

ა) წმინდა გამარჯვება (ზურგზე გდება) - 0:4

ბ) ქულებით გამარჯვება - 1:2 (როდესაც ქულათა სხვაობა არ აღემატება

ერთ ქულას ან თანაბარია)

გ) ქულებით გამარჯვება - 1:3 (როდესაც ქულათა სხვაობა აღემატება

1-ს)


დ) მოწინააღმდეგის მოხსნის გამო გამარჯვება (2 გაფრთხილების შემ-

დეგ, რომელიც მის მოწინააღმდეგეს მიეცემა მსაჯთა კოლეგიის მიერ შე-

ჭიდების მსვლელობისას პასიურობისთვის ან წესების დარღვევისთვის


და ა.შ.) - 0:4


ე) მოწინააღმდეგის სარბიელზე გამოუსვლელობის გამო (თუ მოწინა-

აღმდეგემ უარი განაცხადა შეჭიდების გაგრძელებაზე დაზიანების მიღე-

ბის გამო და სხვა) - 0:4


წმინ და გა მარ ჯვე ბა


1. წმინდა გამარჯვება მოჭიდავეს ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ მო-

წინააღმდეგე სარბიელს შეეხება ორივე ბეჭით ან გადაგორდება ზურგზე


ისე, რომ სარბიელზე შეხება ხდება ერთმანეთზე მიყოლებით, როგორც

განუწყვეტელი მოძრაობა, ყოვნის გარეშე.

2. შეჭიდების შედეგად მოჭიდავის გამოუცხადებლობის შემთხვევაში

ითვლება წმინდა გამარჯვება. შეჭიდების დრო ამ შემთხვევაში უდრის 00

წუთსა და 00 წამს.


შენიშვნა: მოჭიდავეს, რომელიც შედგება “ხიდურზე”, ჩაეთვლება წმინ-

და დამარცხება.


ქუ ლე ბით გამარჯვება


1.თუ შეჭიდებისთვის დაწესებული დროის განმავლობაში ადგილი არ


ჰქონდა წმინდა გამარჯვებას, მსაჯები გამარჯვებულს გამოავლენენ ჭიდა-

ობის ხარისხით, რაც განისაზღვრება ჩატარებული ილეთის შედეგად დაგ-

როვილი ქულებით.


ა) 1:2 გამარჯვება მიენიჭება მაშინ, როდესაც ქულათა სხვაობა არ აღ-

ემატება 1 ქულას.


105


ბ) 1:3 გამარჯვება მიენიჭება მაშინ, როდესაც ქულათა სხვაობა არ აღ-

ემატება ქულას.


გ) თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმას, ვი-

საც მეტი ტექნიკური ქულა აქვს (2 ქულიანს უპირატესობა აქვს თითო ერ-

თქულიანთან) გდებით მიღებულ ქულას უპირატესობა აქვს გაფრთხილე-

ბით მიღებულ ქულასთან.


დ) თანაბარი საფანდო ქულების შემთხვევაში უპირატესობა აქვს იმას,


ვისაც მეტი აქტივობა აქვს, თუ აქტივობაც თანაბარია, უპირატესობა მიენ-

იჭება იმას, ვისაც ბოლო ქულა აქვს მოპოვებული, მნიშვნელობა არ აქვს,


ტექნიკურით თუ გაფრთხილებით არის მიღებული.


ფან დების შეფასე ბა


1. ერთქულიანი იწერება მაშინ, როდესაც შემტევი მოჭიდავე ფანდზე

გადმოაგდებს მოწინააღმდეგეს, რომელიც სარბიელზე ეცემა გვერდზე,

მუცელზე ან საჯდომზე.

შენიშვნა: ა) გდება უნდა იყოს გამიზნული ზურგზე წასაქცევად.

ბ) როდესაც მოჭიდავე აკეთებს სარმას, მოგვერდს, კისრულს და სხვა,

მისი მოწინააღმდეგე თავდაცვის მიზნით ფეხკავს ამოსდებს ან ფეხებს


ნამგლურად ამოსდებს და პირქვე დააგდებს, არაფერი არ ეწერება, ხო-

ლო თუ იგივე მოქმედებით გვერდზე დაეცემა, ქულა იწერება.


2. ორქულიანი იწერება მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ხალიჩაზე

ეცემა ისე, რომ ნახევარი ზურგით ხალიჩას ეხება ან ეცემა გულაღმა და

ორივე იდაყვით ებჯინება ხალიჩას, თუ შემტევმა მოჭიდავემ ბრუნი გააკეთა

და დაიხურა, მის მოწინააღმდეგეს დაეწერება ქულები ზემოაღნიშნული

პირობის დაცვით.

შენიშვნა: თუ ბრუნის ჩამტარებელი პირველი შეეხო ლეიბს, ეს მას

ქულის მოპოვების საშუალებას არ უსპობს, ხოლო თუ ორივე ბეჭებით

თავად შეეხო ლეიბს და შემდეგ მოწინააღმდეგე წააქცია - წაქცეულად

ბრუნის ჩამტარებელი ითვლება.

3. აქტივობა: აქტივობადითვლებაეპიზოდი, როდესაცშემტევიმოჭიდავე

მოწინააღმდეგეს ზურგზე წააქცევის მიზნით ილეთზე გადმოაგდებს ისე,

რომ იგი ხელით ან მუხლით ხალიჩას შეეხება, ან ჰაერში აიტაცებს და

კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენებს - აღინიშნება.


პა სი ურ ობა


პასიურობად ითვლება მოჭიდავის ისეთი მოქმედება, როცა ის თავ-

მდამსხმელს იგერიებს და კონტრ-შეტევაზე არ გადადის, გარბის სარბი-

ელიდან, ან ზოგჯერ მოწინააღმდეგეს გაჰყავს მოედნიდან, ყოველივე ამ-

ისათვის არბიტრმა ერთი წუთის შემდეგ უნდა მისცეს შენიშვნა, გამეორ-

ების შემთხვევაში კი ორი წუთის შემდეგ - გაფრთხილება. პასიურობად


ითვლება განზრახ მუხლზე დაჩოქება, პირქვე დავარდნა ხელებით სარბი-

ელზე და ბჯენი მოწინააღმდეგის ილეთის აცილების მიზნით.


106


გაფრთხილება და დისკვალიფიკაცია


1. აკრძალული ილეთის გამოყენების, არასწორი ქცევისა ან პასიურობ-

ისათვის მოჭიდავეს ეძლევა გაფრთხილება.


2. თუ მოჭიდავეს მიეცა გაფრთხილება, მის მოწინააღმდეგეს ეწერება

ერთი მომგებიანი ქულა (ფრჩხილებში ჩასმით).

3.მოჭიდავე დამარცხებულად ჩაითვლება თუ:

ა) უწესოდ ან უხეშად მოეპყრო მოწინააღმდეგეს ან მსაჯებს;

ბ) გამოიყენებს აკრძალულ ფანდს გაფრთხილების შემდეგაც;

გ) განზრახ გამოიყენებს აკრძალულ ფანდს.

4. მოჭიდავის დისკვალიფიკაციის მიზნით არბიტრი წყვეტს შეჭიდებას,

ხოლო მთავარ მსაჯს გამოაქვს სათანადო გადაწყვეტილება და აცხადებს

მას.

5. მოჭიდავესათვის გაფრთხილების გამოსაცხადებლად საჭიროა

გვერდითი მსჯების თანხმობა, რის შემდეგ არბიტრი აჩერებს შეჭიდებას

და მთავარი მსაჯი აძლევს გაფრთხილებას. ორი გაფრთხილების შემდეგ

მოჭიდავეს ეძლევა დამარცხება.

შენიშვნა: მოწინააღმდეგეს ქამარში დიდხანს (6 წამზე მეტი) ხელის


ჩავლებაზე და მუცელში ხელის მიბჯენისათვის მოჭიდავეს ეძლევა შენიშ-

ვნა, განმეორებით შემთხვევაში - გაფრთხილება.


ჭიდაობა მო ედ ნის ნა პი რას


1. თუ ერთ-ერთი ან ორივე მოჭიდავე საჭიდაო მოედნის გარეთ იმყო-

ფება, არბიტრი წყვეტს დაჭიდებას და მოჭიდავეებს აბრუნებს სარბიელზე.


2. საჭიდაო მოედნის გარეთ დამთავრებული ილეთი არ ითვლება.

3. სარბიელის გარე მდგომარეობად ითვლება შემდეგი ვითარებები:


ა) ერთ-ერთი მოჭიდავე ორივე ფეხის ტერფით საჭიდაო მოედნის გა-

რეთ აღმოჩნდება.


ბ) სარბიელზე დაცემისას მოჭიდავის ქვედა ტანი სარბიელს ხაზგარეთ

აღმოჩნდება, ფეხები კი სარბიელზე.


4.თუ ერთ-ერთმა მოჭიდავემ ფანდის გაკეთება დაიწყო სარბიელის ნა-

პირზე და განაგრძობს მოქმედებას ცენტრის მიმართულებით, ჭიდაობა


არ უნდა შეჩერდეს.

შენიშვნა: თუ ძირს დაცემული მოჭიდავის ბეჭები სარბიელზეა, ხოლო

სხეული - სარბიელს გარეთ, ილეთი ითვლება.


აკ რძა ლული ფანდე ბი


1. ჭიდაობის დროს აკრძალულია:

ა) დაცემულთან ჭიდაობა, მიწოლა, გადაგორება.

ბ) ქამრის ქვევით (ჩოხაში, ტრუსში) ხელის ჩავლება.


გ) ჭიდაობის დაწყებისას ხელის ტაცება, თუ მოწინააღმდეგე ზურგშექ-

ცეულია.


დ) ცალ თეძოსთან ორივე ხელის ტყუპად ჩავლება.


107


ე) მკლავით, ხელებით ან ჩოხის საშუალებით ყელში წაჭერა.

ვ) ფეხზე ფეხის დარტყმა.

ზ) თავის გრეხვა ხელებით.

თ) ხელხლართულები.

ი) თავზე დაგდება ან მოწინააღმდეგისთვის თავის დარტყმა.

კ) ცალი ხელით კისრის დაჭერა.

ლ) ხელით კისერზე დაწოლა.

მ) ხელის მუცელში მიბჯენა.

ნ) მაჯის, თითების, მკლავების გრეხვა სახსრების საწინააღმდეგოდ.

ო) მოწინააღმდეგესთან ან მსაჯებთან შელაპარაკება (საჭირო დროს

მოჭიდავეს უფლება აქვს, მიმართოს მხოლოდ არბიტრს).

2. აკრძალული ფანდების გამოყენების, წესების დარღვევისა ან სხვა


უდისციპლინო საქციელისათვის, ისე როგორც პასიურობისათვის, არაუმ-

ეტეს ერთი გაფრთხილება-განმეორების შემთხვევაში, მოჭიდავე იხსნება


შეხვედრიდან.


წესების განზრახ უხეში დარღვევისთვის მონაწილე შეჯიბრებიდან უნ-

და მოიხსნას გაუფრთხილებლივ.


სა ჭიდაო სარბიელი


1. საჭიდაო სარბიელის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრი. მო-

ედანი უნდა იყოს სწორი და მოფენილი 20-30 სანტიმეტრი ნახერხით.


2. ლეიბი უნდა იყოს ზომით არანაკლებ 8x8 და არა უმეტეს 10x10მ.

დაზღვევის მიზნით ლეიბის ირგვლივ საჭიროა დაიფინოს არა ნაკლებ

ერთი მეტრი სიგანის ტანვარჯის ლეიბიბი. მოედანი, რომელზეც ეწყობა

ლეიბები, უნდა იყოს ლეიბზე ფართო. ლეიბისა და მთელი მოწყობილობის


ვარგისიანობას განსაზღვრავენ მთავარი მსაჯი, ექიმი და შეჯიბრების ჩამ-

ტარებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. სარბიელის ვარგისიანობა


უნდა დაფიქსირდეს სპეციალური მიღების ოქმით.


პი რადი პირ ვე ლო ბის მო ნა წი ლე თა

ად გი ლების განსაზღვრა საზღვრა


1. შეჯიბრების გამარჯვებულად ითვლება ის მოჭიდავე, რომელმაც ყვე-

ლა შეხვედრის შედეგად მიიღო წამგებიან ქულათა უმცირესი რაოდენობა.


2. თუ ორი მოჭიდავე მოაგროვებს თანაბარ ქულათა რაოდენობას, უპ-

ირატესობა ენიჭება ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს.


3. თუ სამ მოჭიდავეს (ფინალში ურთიერთშორის გამარჯვებულებს) თა-

ნაბარი ქულები აქვთ, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც მეტი წმინდა


გამარჯვება აქვს მოპოვებული ფინალში გამოსულ მოჭიდავეთა შორის,

თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოჩნდა, მაშინ უპირატესობა მიენიჭება

იმას, ვინც ნაკლები დრო დახარჯა წმინდა გამარჯვების მოსაპოვებლად,


თუ აქაც თანაბარია, მაშინ უპირატესობა მიენიჭება იმას, ვისაც მეტი ფაქ-

ტიური შეხვედრა აქვს ჩატარებული. თუ აქაც თანაბარია, მაშინ უპირარეს-


108


ობა ენიჭება იმას, ვისაც მეტი წმინდა გამარჯვება აქვს ყველა შეხვედრა-

ში, თუ ესეც თანაბარია, მაშინ იმას, ვისაც ნაკლები დრო აქვს დახარჯული


ყველა შეხვედრაში. თუ ესეც თანაბარი აღმოჩნდა, მაშინ უპირატესობა


ენიჭება იმას, ვისაც ნაკლები საკუთარი წონა აქვს, თანაფარდობის შემ-

თხვევაში გამარჯვებული გამოვლინდება კენჭისყრის შედეგად.


თუ შეჯიბრება ტარდება გამოთიშვითი სისტემით, მონაწილე, რომელ-

მაც მიიღო შეჯიბრების დებულებით გათვალისწინებული ან მსაჯთა კო-

ლეგიის მიერ განსაზღვრული წამგებიან ქულათა რაოდენობა, ითიშება


შეჯიბრებიდან.


მონაწილეთა ადგილები (რომლებმაც შეჯიბრი დაამთავრეს დაწყებუ-

ლი წამგებიანი ქულათა რაოდენობით) თავიანთ წონით კატეგორიაში, გა-

ნაწილდება იმის და მიხედვით, თუ ვინ რომელ წრეში გამოეთიშა. ამასთან


ერთ წრეში გამოთიშულნი ითვლებიან, როგორც ერთდროულად შეჯიბრე-

ბა დამთავრებულნი.


ერთ წრეში გამოთიშულთათვის მიღებულ წამგებიან ქულათა რაოდენ-

ობის შემთხვევაში ადგილები განისაზღვრება, როგორც ზემოაღნიშნულ


პირადი პირველობის დროს.


თუ მონაწილე შეჯიბრებას გამოეთიშა ავადმყოფობის გამო, მაგრამ გა-

ვიდა შემდეგ წრეში, იკავებს ბოლო ადგილს ამ წრეში.


თუ მონაწილე შეჯიბრებიდან გამოეთიშა შეჯიბრებაზე გამოუცხადებ-

ლობის გამო ან მოხსნილი იქნა შეჯიბრებიდან მსაჯთა კოლეგიის მიერ,


მას ადგილი არ მიეკუთვნება.

ფინალური შეჯიბრების მონაწილეთა განსაზღვრისათვის არსებობს

შემდეგი წესები:


სამი მონაწილე, რომელთაც აქვთ წამგებიან ქულათა უმცირესი რაოდ-

ენობა, გადის შემდეგ ფინალში: თუ უკანასკნელი წინასწარი წრის შემდეგ


რჩება სამ მოჭიდავეზე ნაკლები, მონაწილეთა რაოდენობა იზრდება სა-

მამდე. წამგებიანი ქულების უმცირესი რაოდენობის მქონე მოჭიდავეთა


შერჩევის გზით. ამ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მეტი წამგებიანი ქულა აქვთ,


ვიდრე გათვალისწინებული იყო ეს შეჯიბრიბის დებულებით ან მსაჯთა კო-

ლეგიის მიერ.


ფინალში გასულ მონაწილეებს ეხსნებათ წამგებიანი ქულები, რომლე-

ბიც მათ მიღებული აქვთ ფინალამდე ქვეჯგუფებში. ამის შემდეგ ისინი


ხვდებიან ერთმანეთს, თუ ისინი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ ფინალამდე,

მათი შედეგი ფინალურად ითვლება.


ადგილები ფინალში გასულ მონაწილეთა შორის განისაზღვრება ზემო-

აღნიშნული წესის დაცვით.


პი რად-გუნ დუ რი პირ ვე ლო ბის გან საზღვრა


პირად-გუნდური შეჯიბრების მონაწილე, რომელმაც თავის წონით კა-

ტეგორიაში, დაიკავა პირველი ადგილი, გუნდს აძლევს 1 ქულას, მეორე


ადგილზე გასული - 2 ქულას, მესამე - 3 ქულას და ა.შ.

პირად-გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან

პირადი შედეგების საფუძველზე შემდეგი თანმიმდევრობით:


109


1. ქულათა ჯამის უმცირესი რაოდენობის მიხედვით.

2. 1, 2, 3 და ა.შ. ადგილების უმეტესობის მიხედვით.

3. წმინდა გამარჯვებების უმეტესი რაოდენობის მიხედვით.

4. წმინდა გამარჯვებებზე უმცირესი დროის დახარჯვის მიხედვით.


გუნ დური პირ ვე ლო ბის გან საზღვრა


გუნდური პირველობის დროს, ყოველ წონით კატეგორიაში, მონაწი-

ლის წმინდა გამარჯვებისათვის გუნდი ღებულობს 0 საჯარიმო ქულას, ხო-

ლო ქულებით გამარჯვებისათვის - 1 საჯარიმო ქულას, წმინდა დამარცხე-

ბისათვის - 4 საჯარიმო ქულას, ქულებით დამარცხებისათვის - 2 საჯარიმო


ქულას, თუ ქულებით სხვაობა 1-ს არ აღემატება, ხოლო თუ ქულათა სხვა-

ობა 1-ზე მეტია - 3 საჯარიმო ქულას.


1. გუნდურ შეხვედრაში გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომელ-

საც მეტი გამარჯვება აქვს ყველა წონით კატეგორიაში.


2. გამარჯვებათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა


ენიჭება გუნდს, რომელსაც ნაკლები საჯარიმო ქულა აქვს მიღებული ურ-

თიერთშეხვედრაში.


3. თანაბარ ქულათა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმას, ვისაც მე-

ტი წმინდა გამარჯვება აქვს მოპოვებული.


4. ზემოაღნიშნული პირობების თანაფარდობის შემთხვევაში გამარჯვე-

ბულია ის, ვისაც ურთიერთშეხვედრებში წმინდა გამარჯვებებზე ნაკლები


დრო აქვს დახარჯული, თუ ესეც თანაბარია, უპირატესობა ენიჭება იმას,

ვისაც მეტი მონაწილე ჰყავს წონითი კატეგორიების მიხედვით.

მოჭიდავის არ ყოლის ან გამოუცხადებლობისათვის მოწინააღმდეგე


გუნდს ეთვლება წმინდა გამარჯვება. დრო ამ შემთხვევაში უდრის 00 წუთ-

სა და 00 წამს.


გუნდური შეხვედრის მოგება მთლიანად გუნდს აძლევს 0 საჯარიმო ქუ-

ლას, დამარცხება - 1 საჯარიმო ქულას.


გუნდური შეჯიბრების გამოთიშვითი სისტემით ჩატარებისას გუნდი, რო-

მელსაც აქვს 2 ან 3 დამარცხება (დებულებით გათვალისწინებული პირო-

ბების მიხედვით), ითიშება შეჯიბრებიდან. ამასთან ერთსა და იმავე წრეში


გამოთიშულ გუნდებს ეთვლებათ, რომ მათ შეჯიბრება დაამთავრეს ერ-

თდროულად.


გუნდურ შეჯიბრებაში გამოთიშვითი სისტემით ადგილების განსაზღვრა

ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:


1. მიღებული საჯარიმო ქულების უმეტესი რაოდენობის მიხედვით, ხო-

ლო თანაბარი ქულების შემთხვევაში ერთმანეთს შორის შეხვედრაში (2


გუნდს შორის) გამარჯვებულთა მიხედვით.

2. წმინდა გამარჯვებათა უმეტესი რაოდენობის მიხედვით.

3. წმინდა გამარჯვებებზე დახარჯული დროის მიხედვით.


თუ სამ გუნდს აქვს თანაბარი გამარჯვებები და ერთმანეთს შორის მო-

გებები, უპირატესობა ენიჭება იმას, რომელსაც სამ გუნდს შორის მეტი გა-

მარჯვება აქვს, გამარჯვებების თანაბრობის შემთხვევაში - ვისაც ნაკლე-

ბი საჯარიმო ქულა აქვს, ქულათა თანაბრობის შემთხვევაში, ვისაც მეტი


110


წმინდა გამარჯვება აქვს, თუ ყველა ეს კომპონენტიი თანაბარია, მაშინ


გამარჯვებულია ის, ვისაც ნაკლები დრო აქვს დახარჯული ქმინდა გამარ-

ჯვებაში. თუ ეს პირობებიც თანაბარია, უპირატესობა აქვს იმას, ვისაც ნაკ-

ლები დრო აქვს დახარჯული. თუ ესეც თანაბარია, უპირატესობა აქვს იმ-

ას, ვისაც ნაკლები წონა აქვს, ხოლო თუ ესეც თანაბარია - გამარჯვებული


გამოვლინდება კენჭისყრის შედეგად.


წყვი ლების შედგენა


1. შეჯიბრების წრიული ან დამარცხებულთა გამოთიშვის სისტემით ჩა-

ტარებისას თითოეულ მონაწილე გუნდს რიგითი ნომერი განესაზღვრება


კენჭისყრით უშუალოდ აწონვის შემდეგ და რჩება შეჯიბრების დამთავრე-

ბამდე.


2. შეჯიბრება დამარცხებულთა გამოთიშვითი სისტემით ტარდება შემ-

დეგი პრინციპით:


პირველ წრეში პირველი ნომერი ხვდება მომდევნო ნომერს, ე. ი. 1-2,


3-4, 5-6, 7-8, 9-10 და ა.შ. თუ მონაწილეთა რაოდენობა კენტია, უკანასკნე-

ლი მონაწილე პირველ წრეში ისვენებს.


3. მეორე წრეში პირველი ნომერი ერკინება უკანასკნელს. მეორე ნომე-

რი ჭიდაობს უახლოეს დიდ ნომერთან ე. ი. 1-10, 2-3, 4-5, 6-7, 8-9 თუ მონა-

წილეთა რაოდენობა კენტია, განაწილება ხდება ასე: 1-11, 2-3, 4-5, 6-7, 8-9,


მე-10 კი ისვენებს.

4. შემდეგ წრეებში წყვილები შედგება ასე: უმცირესი ზევითა ნომერი

ხვდება უახლოვეს დიდ ნომერს, რომელსაც ჯერ არ შეხვედრია.

5. ყველა შემთხვევაში წყვილები უნდა შედგეს ისე, რომ ერთ წრეში


ორი მოჭიდავე (გუნდი) არ იყოს თავისუფალი ან ერთი და იგივე მონაწი-

ლე (გუნდი) ორჯერ არ ისვენებდეს.


6. თუ შეჯიბრების მოცემულ წრეში უკანასკნელი წყვილი ვერ შევა იმის


გამო, რომ ისინი უკვე არიან შეჭიდებულნი, უკანასკნელი ოთხი ნომრი-

საგან მე-5 პუნქტში მოხსენებული პრინციპით შეირჩევა ორი ახალი წყვი-

ლით.


მთა ვა რი მსა ჯის ან გა რი შის სქე მა


ღონისძიების დასახელება, ჩატარების დრო და ადგილი, მთავარი


მსაჯი, მდივანი, ექიმი. მათი კატეგორია, მონაწილეთა (გუნდთა) რაოდ-

ენობა სპორტ-საზოგადოებათა და უწყებათა მიხედვით, ქალაქებისა და


რაიონების მიხედვით: ასაკობრივი შემადგენლობა 14 წლამდე, 17 წლამ-

დე, 20 წლამდე, 24 წლამდე და ა.შ. რამდენი ოსტატი მომზადდა, რამდე-

ნი პირველ თანრიგოსანი, რამდენი მე-2 და მე-3 თანრიგოსანი. რამდენი


ეროვნება (ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი და სხვა) ღებულობდა მონა-

წილეობას, რამდენმა გაიმეორა მიღწეული გუნდური, პირადი შედეგები:


საპრიზო ადგილზე გამოსული მოჭიდავეების გვარი, სახელი, დაბადების

წელი, თანრიგი, ორგანიზაცია და მწვრთნელი წონითი კატეგორიების მი-


111


ხედვით. შეჯიბრების ადგილის მოწყობა, გასახდელი, შხაპი, დარბაზის

გაფორმება, მაყურებლის დასწრება, ექიმის მოკლე ანგარიში ტრავმების


შესახებ მონაწილის გვარის ჩვენებით. საერთო შენიშვნები და წინადადე-

ბები ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. შეჯიბრების გახსნასა და და-

ხურვაზე შესრულებული რიტუალები. მსაჯთა კოლეგიის შემადგენლობა


- გვარი, სახელი, რაიონი, მსაჯების კატეგორია და რა მოვალეობა შეას-

რულა, მათი მუშაობის შეფასება.


მთა ვა რი მსა ჯის ხელ მო წე რა

მდივ ნის ხელმოწერა


112

სარჩევი


ავტორისაგან ....................................................................................3

წინათქმა (პროლოგი) .......................................................................4

ჭიდაობის სახეობების მოკლე ქრესტომატია. .................................5

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა ...........................................................5

თავისუფალი ჭიდაობა .....................................................................7

ძიუდო ................................................................................................9

სამბო ..............................................................................................10

ქართული ჭიდაობა! ........................................................................12

იმ დროის გამოჩენილი ფალავნები, ისტორიები. .........................16

“ქართული ჭიდაობის სრულყოფა-განვითარება” ........................ 24

საქართველოს აბსოლუტური ფალავანი! ......................................30

საქართველოს აბსოლუტური ფალავნები 1928-2016. ...................32

წარსული, აწმყო და მომავალი. ................................................ 45-49

ქართულ-ჭიდაობაში-განხორციელებული .................................... 50

მნიშვნელოვანი თარიღები! ...........................................................50

ბოლოთქმა (ეპილოგი) ...................................................................52

ქართული ჭიდაობის ფანდები .................................................. 88-94

ქართული ჭიდაობა - შეჯიბრების წესები ................................ 94-110


დაიბეჭდა შპს „ფავორიტი სტილში“


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.07.2022
ბოლო რედაქტირება 26.07.2022
სულ რედაქტირებულია 14





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0