სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
მართლმადიდებლური ტაძრები
ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები
ბმულის კოპირება

მართლმადიდებლური ტაძრები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

ჩვენთან ფონდი ქართუს მხრიდან ითანამშრომლა მარიამ გოგიჩაიშვილმა, სიტყვიერად აღნიშნა, რომ ფონდმა დააფინანსა 900-ზე მეტი ძეგლი თუმცა გამოსაქვეყნებლად გვიგზავნის მხოლოდ ნაწილს. 

შეგახსენებთ ფონდი ქართუს მატერიალურად უზრუნველყოფს ბიზნესმენი და მეცენატი


ბიძინა ივანიშვილი დ. 1956წ. მაქს. 6,4 მილიარდი ქველმოქმედი დაბ. სოფ. ჭორვილა საჩხერე


1 დირბის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაცია სოფელი დირბი, ქარელი 2003 - 2005წწ


2 ქ. თბილისში, ზემო ბეთლემის "მაცხოვრის შობის" სახელობის ეკლესიის გუმბათის გადახურვის და სამრეკლოს რესტავრაცია-რებილიტაცია 2006 - 2016 წწ


3 მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია, მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი. ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ. 2016-2020წწ


4. ზესტაფონის რაიონის ტაბაკინის ეკლესიის რეაბილიტაცია, რეაბილიტაცია 2006 წელს


5 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამრეკლოს მცირე რეაბილიტაცია, ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში. VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა (ყანჩაველი) (დ. 1776 — გ. 1864). რეაბილიტაცია 2017 წელი.


6 სამთავისის ღვთაების მონასტრის მცირე ეკლესიის რეაბილიტაცია, სამთავისი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე[1]. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი. მეორედ X-XI საუკუნეებში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი, ახლანდელი ტაძარი კი 1030 წლით თარიღდება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. რეაბილიტაცია 2006 წელი


7 ყინწვისის მონასტრის წმ. ღვთისმშობლის და წმ. ნიკოლოზის ეკლესიების მხატვრობა, ყინწვისი — სოფ. ყინწვისიდან, ქარელი დაახლოებით 10 კმ-ზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი. რესტავრაცია 2006 წელი.


8. ძველი შუამთის კომპლექსის რესტავრაცია, ძველი შუამთა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, რესტავრაცია 2006 წელი


9. შიომღვიმის მონასტრის ჯვართამაღლების ეკლესიის რეაბილიტაცია, შიომღვიმე — ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მსხვილი სენიორია. მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ. რეაბილიტაცია 2006 წელს


10. ყაზბეგის რაიონის სიონის ეკლესია და გერგეტის სამების ეკლესიის რეაბილიტაცია. გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. სამება ხევის უმთავრესი სალოცავი იყო. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). გერგეტის სამება 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. რეაბილიტაცია 2006 წელს


11. ვარძიის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია. ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს. რესტავრაცია 2016-2020 წელს


12. ფარავნის ეკლესიის რესტავრაცია. ფარავნის ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. ნინოწმინდა, რესტავრაცია 2006-2007 წლები


13. მესტიის რაიონში ისტორიული კოშკების რესტავრაცია, სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია 2016-2019 წწ


14. სოფ. ატენის სიონის ეკლესიის რესტავრაცია. ატენის სიონი — VII საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გორიდან 12 კმ-ზე, ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას. რესტავრაცია 2006 წელს


15. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია, ნოქალაქევი (მეგრ. ნოქალაქევი, პირდ. მნიშვ. „ნაქალაქარი“), ასევე არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით „ძველი ქალაქი“), ქართული წყაროების ციხეგოჯი (მეგრ. ჯიხაქვინჯი) — ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, ამჟამინდელ სოფელ ჯიხას (სენაკის მუნიციპალიტეტი) მიმდებარედ. რეაბილიტაცია 2006 - 2009 წლები.


16. ნოქალაქევის ორმოცმოწამეთას რეაბილიტაცია, ნოქალაქევის ორმოცმოწამეთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში.  IX საუკუნეში უნდა მომხდარიყო ტაძრის განახლება. XVI საუკუნეში კი ტაძარი განუახლებიათ დადიანებს და მისი ინტერიერი მოუხატავთ. რეაბილიტაცია 2007 წელს


17. უბისას (ხარაგაული) წმ. გიორგის ეკლესიის მხატვრობა, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუნეებისათვის. 2006 - 2007 წწ


18. ატენის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია 2006 წელი

19. ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის რესტავრაცია 2010 წელი


20. ფოკას ეკლესიის რეაბილიტაცია, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მდებარეობს. იგი XI საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება. რესტავრაცია 2006 წელი


21. მარტვილის ეკლესიის რესტავრაცია,  VII საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი,X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. რესტავრაცია 2006 წელი


22. მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხუნწის "წმიდა თეოდორე ტირონის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია, V-VI საუკუნეების დროინდელ ძეგლი რესბილიტაცია  2019 წელი


23 მარტვილის მუნიციპალიტეტში ნოღას ციხის რეაბილიტაცია, ნოღას ციხე XVI-XVII სს-ში ჯაიანების, შემდგომ კი დადიანების სათავდაცვო ნაგებობას და საცხოვრებელს წარმოადგენდა. ამ ციხეში უცხოვრია ნიკოლოზ დადიანს. რეაბილიტაცია 2016-2019 წწ


24 კასპის მუნიციპალიტეტის ლომისის წმიდა გორგის ეკლესია, ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის თხინვალიაანთ უბანში. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. 2006 - 2016წწ


25 ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია, კომპლექსი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში, პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება V-VI საუკუნეებით. 2007 წელი


26. კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია, ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, 2006, 2008, 2016 წწ


27. მლეთის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია, XI -X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარეების, ქსნის და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე მდებარეობს.. ვარაუდით, ლომისა თავიდან მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა შემდეგ კი ქრისტიანული ეკლესია აუგიათ... 2007წელი


28. ცაიშის ეკლესიის რეასტავრაცია, ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X–XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა 2006 - 2008წწ


29. რკონის კომპლექსის კონსერვაცია,  3 ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი; XIII–XIV საუკუნეების მიჯნა და XVII–XVIII საუკუნეები, რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. კომპლექსის ტერიტორია 2 მონაკვეთად იყოფა. ერთში განლაგებულია საკულტო ნაგებობანი, მეორეში — საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. რკონის კომპლექსში შედის:ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. 2007 წელი


30. ახალი შუამთის მონასტრის სამრეკლოს (თელავი) რესტავრაცია,  ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში.  დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში,  ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინ გურიელის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.  2007 წელს


31. მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია.  XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში.  მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 2006 - 2010წწ


32. დიდუბის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია, შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 2007 წელს


33. თმოგვის წმინდა მარინეს ეკლესიის რესტავრაცია, 1303 წელსაა აგებული, ქტიტორია სამინამი... ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIV საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები 2007წელს

34. დაბა წალკის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია 2007 - 2008წწ

35. გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია 2007 წელი

36. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დავით გარეჯის დოდოს რქის გუმბათიანი ეკლესიის დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია 2010 წელი

37. ალავერდის სამონასტრო კომპლექსის  რეაბილიტაცია 2007 - 2008 წწ

38. ალავერდის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში გალავნის კედლების კონსერვაცია და შერჩეული მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა  2016

39. ბოლნისის და კაზრეთის ეკლესიების რესტავრაცია 2007

40. თბილისის მამა დავითის ეკლესიის რეაბილიტაცია  2008

41. ნიკორწმინდის ტაძრის და სამრეკლოს რეაბილიტაცია 2007 - 2008

42. სამთავისის კომპლექსის რეაბილიტაცია (მოიცავს ამაღლების ტაძრის და ეკლესიის სამრეკლოს რებილიტაციას) 2008, 2011, 2013 2014

43. ანანურის ეკლესიის მხატვრობის რეაბილიტაცია 2008

44. საფარის ეკლესიის მხატვრობის რეაბილიტაცია 2008

45. გელათის სამონსტრო კომპლექსის რესტავრაცია 2009 - 2011

46. სვეტიცხოვლის გალავნის კოშკის რეაბილიტაცია 2010

47. სვეტიცხოვლის ტაძრის შიდა და გარე ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და განათების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია  2017

48. მარტყოფის მამათა მონასტრის რეაბილიტაცია 2011

49. საქართველოს მასშტაბით 13 ებრაული სინაგოგა 2013-2014

50. ქ.თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, ნორაშენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია 2014-2016

51. ბეთანიის ეკლესიის რეაბილიტაცია 2015

52. ქ. ზუგდიდი, დადიანების სასახლეთა კომპლექსი, ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია  2016-2018

53. ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს ეკლესიის რესტავრაცია 2016-2020

54. ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის ღრმთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია  2016-2020

55. აწყურის ციხის რეაბილიტაცია 2016-2020

56. გორის მუნიციპალიტეტის, ატენის ხეობის წეროსხევის სამონასტრო კომპლექსის "ღვთისმშობლის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2018-2019 წწ


57. კვიპროსის რესპუბლიკაში ალამინის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის არქეოლოგია,  არქეოლოგიური სივრცის დამცავი პავილიონისა და დამცავი ჯებირის მოწყობის სამუშაოები 2016-2019


58. კვიპროსის რესპუბლიკაში ღალიის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები (X–XII-XIII სს) 2015 წელი


59. ზედაზენის სამონასტრო კომპლექსის "ნათლისმცემლის"' სახელობის ეკლესიის რეაბლიტაცია, 535 წელს სირიიდან იბერიაში ჩამოსული ასურელი მამების წინამძღვარმა იოანემ მოილოცა მცხეთა და დასამკვიდრებლად შეეარჩია ზედაზნის მთა, სადაც არსებობდა გაუქმებული წარმართული საკერპო ადგილი ზადენისა. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანემ თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაგზავნა ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფე თათასთან (თადეოსი) და ელია დაიკონთან ერთად დარჩა ზედაზენზე. იოანეს ტაძარი არ აუშენებია, მხოლოდ ერთი გამოქვაბული მოაწყო სამლოცველოდ და მცირე სადგომები ააგო. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. იოანე დაკრძალეს მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერი, მისი დაკრძალვის შემდეგ კი დაიწყო ტაძრის მშენებლობა. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მისაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ.

ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.

1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათალიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნეში, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება, ეკლესია გადახურეს „რკინის სახურავით“, დასავლეთ კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვ. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ.

1915-1922 წლებში მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წლებში ეკლესიის X-XI საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა. ოლინკევიჩმა (ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). საბჭოთა პერიოდში 1938 და 1970-71 წლებში მონასტერს ჩაუტარდა გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები. 2018-2019 წწ


60. ბორჯომის მუნიციპალიტეტის  სოფელ ტაძრისის "წმიდა გიორგის" სახელობის ეკლესიის რესტავრაცია. .გიორგი მთაწმინდელის მონასტერი.ბორჯომი.თორი.VIII-IX  2018-2019წწ 

61. სიღნაღის მუნიცაპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ,,კვირიკეწმინდას'' სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2018 წელი


62 თბილისის ანჩისხატის კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს რეაბილიტაცია 2018 წელი


63 ქ. თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის კეთილმოწყობა და კარიბჭე-სამრეკლოს გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ხის ნაგებობის განთავსება, სამხრეთ კედელთან დაცული სანათლავის ნაშთი VI საუკუნისაა. 2017 წელი


64. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მთავარანგელოზის და წმიდა გიორგის სახელობის  ეკლესიების რეაბილიტაცია,  ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს VIII-IX საუკუნეების, ღვთისმშობლის სახელობის, კუპელჰალეს ტიპის ტაძარს, VI-VII საუკუნეების წმ. გიორგის სამეკლესიიან ბაზილიკას და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. 2014 წელი



65 სენაკის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია, თეატრის  შენობის  მშენებლობა  დაიწყო  1955 წელს და დასრულდა 1959 წელს. მისი არქიტექტორი იყო ადგილობრივი მკვიდრი  ხუტა გოგოლაძე, მშენებელ  ინჟინერი  ვ.არჩაია შენობა განეკუთვნება ბაროკოს არქიტექტურულ სტილს, მისთვის დამახასიათებელი კოლონებით, კლასიკური ორნამენტებითა და ჭაღებით. 2016-2020 წწ


66. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მთავარანგელოზის და წმიდა გიორგის სახელობის  ეკლესიების რეაბილიტაცია,  ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს VIII-IX საუკუნეების, ღვთისმშობლის სახელობის, კუპელჰალეს ტიპის ტაძარს, VI-VII საუკუნეების წმ. გიორგის სამეკლესიიან ბაზილიკას და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. 2015 წელი


67. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის  დიდი ციხის  რეაბილიტაცია, ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ში მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს VIII-IX საუკუნეების, ღვთისმშობლის სახელობის, კუპელჰალეს ტიპის ტაძარს, VI-VII საუკუნეების წმ. გიორგის სამეკლესიიან ბაზილიკას და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. 2019 წელი


ფონდ „ქართუს“ მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა:


1.გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ვაჩნაძიანის დიდი ციხის რეაბილიტაცია.

2.გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ყველაწმინდის ტაძრის მცირე რეაბილიტაცია.

3.დუშეთის მუნიციპალიტეტი, ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ეკლესიის რეაბილიტაცია.

4.ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ.დედალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მეორე ეტაპი.

5.მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფ.კარსანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

6.ქუთაისის გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია მეორე ეტაპი.

7.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.ქვემო ხუნწის, წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი.

8.საჩხერის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული კომპლექსის „მოდი ნახეს“ რეაბილიტაცია მეორე ეტაპი .

9.კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიჩბისის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

10.ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ .ქვენათკოცას ეკლესიის „ყვავის საყდარას“ რეაბილიტაცია.

11.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის,სოფ.ვერტყვიჭალას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

12.ხაშურის მუნიციპელიტეტი,დაბა სურამის „ამაღლების“ სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.

13.ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფ. საღოლაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.

14.ბოლნისის მუნიციპალიტეტის,ხრამის ხეობა, მირტაშენის დაბლობი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

15.ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. დარბაზის „ბოალო ქილისას“ დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია.

16.მცხეთის მუნიციპალიტეტი,ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

17.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, კლდეისის ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.

18.ხაშურის მუნიციპალიტეტის, წრომის მაცხოვრის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.

19. მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მშრალი ხევის ღთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

20.ახმეტის მუნიციპალიტეტის, ახმეტის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

21.კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩხაველის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

22.გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელისოფლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

23.სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში მდებარე ეკლესიის რეაბილიტაცია.

24.წყალტუბოს მუნიციპალიტეტი,სოფ.ტყაჩირის, წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.

25.სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ხირსის მონასტრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.

26.ახალციხის მუნიციპალიტეტის, თისელის ეკლესიის რეაბილიტაციის მეხუთე ეტაპი.

27.კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

28.ქარელის მუნიციპალიტეტის, არადეთის ციხის სამხრეთ -აღმოსავლეთი, ცენტრალური კოშკის და გალავნის კედლის რესტავრაცია.

29.ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელ რუისის კვირიკეწმინდას ეკლესიის რეაბილიტაცია.

30.ქალაქი მცხეთა, სვეტიცხოვლის მელქისედეკის სასახლესა და კარიბჭეს შორის მდებარე გალავნის კედლის ფრაგმენტის რეაბილიტაცია.

31.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ.ქვემო ახალშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

32.ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფ.ცუცხვათის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის მეორე ტაპი.

33.წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ.ღვანისწყალის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

34.მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღას ციხის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი.

35.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფ.ქვედა საზანოს კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

36.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ.ვარძიის „დედაღვთისმშობლის“ სახელობის ეკლესიის დასავლეთი მინაშენისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია.

37.კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.

38.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ.ხაბუმეს ღვთისმშობლის სახელობის „მოდი ნახეს“ ეკლესიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.

39.ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის აგარას მონასტრის სამრეკლოს რეაბილიტაცია.

40.გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. მერეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

41.ჭიათურის მუნიციპალიტეტის.სოფ. რგანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

42.თბილისის წმინდა ორმოც სებასტიანელ მოწამეთა მონასტრის არქეოლოგიური საექსპოზიციო სივრცის მოწყობა.

43.საგურამოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

44.ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფ. ერკეთის დედათა მონასტრის, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიისა და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია.

45.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. გორა-ბერეჯოულის ერისთავების სასახლის რეაბილიტაცია.

46.კვიპროსის რესპუბლიკაში ალამინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის არქეოლოგიური სივრცის კეთილმოწყობა.

47.რუსთავის ციხის რეაბილიტაცია.

48.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სტეფანწმინდას,მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.

49.დმანისის მუნიციპალიტეტის, ბერთას ეკლესიის მცირე რეაბილიტაცია.

50.თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯგილათის ეკლესიის რეაბილიტაცია.

51.ჯიხეთის მონასტრის რეაბილიტაცია.

52.თბილისი, სოფ. თელოვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაცია.

53.გორის მუნიციპალიტეტის, სოფ.ტირძნისის „დედაღვთისას“ სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა:


1.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ფიტარეთის ტაძრის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2.ბოლნისის მუნიციპალიტეტი სათხეს ეკლესიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია.

3.სამშვილდეს ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

4.თრიალეთის პეტროგლიფების მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.

5.მცხეთის მუნიციპალიტეტი ბებრისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები

6.სვეტიცხოვლის ტაძრის კონსტრუქციული გამაგრების პროექტის შემუშავება

7.ჯვრის დიდი ტაძრის სამშენებლო მასალის საკონსერვაციო პროექტის შემუშავება

8.დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფ. ოძისი, ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

9.სოფელ ქვემო ნიჩბისში მდებარე ციციშვილების ციხე-დარბაზის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია.

10.ახალციხის მუნ. თისელის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია.

11.ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია.

12.ვარძიის მულტიდისციპლინარული კვლევა.

13.ვანის ქვაბების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

14.სენაკის მუნიციპალიტეტი პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაცია.

15.წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მოხატულობის კონსერვაცია .

16.მესტიის მუნიციპალიტეტი, ზემო სვანეთში მდებარე კოშკების და მაჩუბების რეაბილიტაცია.

17.საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაცია.

18.საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დავით გარეჯის დოდო რქის სამონასტრო კომპლექსის ახალგამოვლენილი დარბაზული ეკლესიის კედლის მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაოები.

19.ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის (მირზაანი) ფონდსაცავის რეაბილიტაციის პროექტი და ფიზიკური სამუშაოები.

20.გრემის აბანოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

21.კესელოს ციხის რეაბილიტაცია.

22.ალავერდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

23.იყალთოს ტაძრის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება.

24.ახალი შუამთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობების მოწყობის საპროექტო სამუშაოები.

25.გარეჯის საბერეები კვლევითი სამუშაოები.

26.ხირსას მონასტრის სამშენებლო მასალის კვლევა და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.

27.დოლოჭოპის ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები.

28.ყვარლის სამხრეთ-დასავლეთი კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

29.მირზაანის მუზეუმის შესასვლელი შენობის რეაბილიტაცია.

30.გორის მუნიციპალიტეტი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია.

31.გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

32.გორის მუნიციპალიტეტი ატენის სიონის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

33.რკონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

34.ნაბახტევის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები.

35.ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქციის და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო სამუშაოები.

36.გორის მუნიციპალიტეტი, სოფ არბო, ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

37.გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია.

38.წყალტუბოს მუნ. გეგუთის ისტორიული სასახლის რეაბილიტაცია.

39.ზესტაფონის მუნიციპალიტეტი შორაპნის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-ადაპტაციის და ინფრასტრუქტურული განვითარების კონცეფციის შემუშავება.

40.გიორგი ახველდიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია.

41.ქ. თბილისი მეტეხის ღმრთისმშობლის ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები.

42.ანჩისხატის ტაძრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები.

43.თბილისი, ჩიტაძის ქ. 9ა-ში მდებარე ეკლესიის რეაბილიტაცია.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წელს დასაფინანსებული არქეოლოგიურად საკვლევ ობიექტზე ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნუსხა:


1.გრაკლიანი

2.გუდაბერტყა

3.დიდნაური

4.ზიარი

5.ხვამლის მთა

6.დედოფლის გორა

7. ხუნწი

8. ნოქალაქევი

9.ჭაქვინჯა

10.ქუთაისის არქეოლოგია

11.ძალისა

12.ითხვისი

13.კაზრეთი,მაღაროს მღვიმე

14.ანაკლია,ცვანე

15.სამშვილდე

16.ფარავნის ველი

17.ივრისპირები,ქვაბები

18.კენჭიყარა,ხოვლე

19.გოხნარი

20.ჭობარეთი

21.აბასთუმანი

22.ნეძვის მონასტერი

23.ლენტეხი

24.მესტია,სოფ.ბოგრეში

25.მსხალგორი

26.შორაპანი

27.ბაგინეთი

28.გეგუთი

29.წერაქვი

30.ვანის ქვაბები

31.ნავდარაანთ კარი

32.შუამთა

33.ოთარაანთ კარი

34.ღართის კარი

35.ლეღვანი

36.ფარავნის ველი

37.თრელიგორები

38.საბუე

39.ცვანე

40.ივრისპირა ქვაბები

41.ფიჭვნარი


RMG GOLD-ის მიერ 2019 წელს დასაფინანსებელი სარესტავრაციო-საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო არქიტექტურული ნაგებობების ნუსხა:


1.ფიტარეთის მონასტერი

2.ბოლნისის სიონი

3. სამშვილდის ნაქალაქარი

4.სათხეს ეკლესია

5. ნიკორწმინდა

6.ალავერდი

7. შუამთის სამონასტრო კომპლექსი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.07.2022
ბოლო რედაქტირება 02.06.2023
სულ რედაქტირებულია 13





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0