ნოდარ ნუგზარიშვილი (13.08.1958. - 15.03.2011).
წარსულის ფოტოქრონიკები, ბიოგრაფიული პერსონალიები, სტატისტიკა და მოზაიკური ამბავთგალა. კასპის რაიონის ჭიდაობის ისტორიისათვის (მომავალი წიგნიდან : "ცხოვრება საჭიდაოზე")
შედეგები
: სრული 10 წელი, 1973-დან 1983-ის ჩათვლით, ჭიდაობდა მხოლოდ თავისი რაიონის სახელით.
1975 - სსრკ ჩემპიონი სამბოსა და ძიუდოში (ჭაბუკთა შორის) , - ქ. კატოვიცეს (პოლონეთი) საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ;
1976 - სსრკ მოსწავლეთა მე-14 სპარტაკიადის ჩემპიონი ;
1977 - საკავშირო ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური პირველობის ვიცე-ფალავანი
1978 - მსოფლიო სტუდენტთა უნივერსიადის (ბრაზილია) გამარჯვებული ;
1979 და 1980 - საქართველოს აბსოლუტური პირველობის ვიცე-ფალავანი ;
1981 და 1982 - სსრკ ჩემპიონატების მეორე-მესამე პრიზიორი ;
1983 -საქართველოს სპარტაკიადის 3-გზის ჩემპიონი ჭიდაობის სამ სახეობაში, რის შემდეგ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელებთან სპორტსმენთა მიღებისას სიტყვითაც გამოვიდა მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძესთან ერთად...
დიახ, სამბოსა და ძიუდოში, ასევე, ქართულ ჭიდაობაში, მრავალგზის ჩემპიონს - ნოდარ ნუგზარიშვილს - ლამაზი და ტექნიკური ჭიდაობის გამო გულშემატკივრები ტაშს, უკრავდნენ კასპში, თბილისში, რიგაში, კოკანდაში, ლვოვში, მინსკში, მოსკოვში... პოლონეთში, ბრაზილიაში...
(ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი სახელოვანი მოჭიდავის ვაჟიშვილს - ბესო ნუგზარიშვილს).
მადლობა ამირან ტალახაძეს