სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938წწ წილკნის ეპისკოპოსი დაბ. სოფ მუხაყრუა სამტრედია ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938წწ წილკნის ეპისკოპოსი დაბ. სოფ მუხაყრუა სამტრედია

1853-1938 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ყუბანეიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938წწ წილკნის ეპისკოპოსი დაბ. სოფ მუხაყრუა სამტრედია

ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი (დ. 5 სექტემბერი 1853 — გ. 15 ივნისი, 1938) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი.


ეპისკოპოსი ნესტორი, ერისკაცობაში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, დაიბადა 1853 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხაყრუაში, მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წელს 10 სექტემბრიდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში -  ასწავლიდა ძველ და ახალ აღთქმას, კატეხიზმოს, საეკლესიო ტიპიკონსა და არითმეტიკას.


1882 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. 1883 წლის 15 ივნისს ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წლის 19 ივნისს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ, 1884 წლის 7 დეკემბერს მან ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1887 წლის 28 სექტემბრიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, ხოლო 23 დეკემბერს გადაყვანილ იქნა ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1888 წლის მარტში იგი წმიდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. მამა ნესტორმა წმიდა გიორგის ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1889 წლის 19 ივნისს დაინიშნა ჩუნეშის ოლქის კეთილმოწესედ, 1890 წლის 14 ივნისიდან ქუთაისის ეკლესიების კეთილმოწესეა. 1896 წლის 14 აგვისტოს დაინიშნა გოჭოურის სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავმჯდომარედ, 1906 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1906-1909 წლებში მსახურობდა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში. 1910 წელს აღიკვეცა ბერად. 1910-1912 წლებში მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარია. 1912-1915 წლებში მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში. 1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1915-1917 წლებში კვლავ მოწამეთას მონასტერშია. 1918-1923 წლებში არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის წინამძღვარია. 1924 წლის 18 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად. ეპისკოპოსი ნესტორი მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ. 1928 წლის 24 მარტს გადაყვანილ იქნა ცაგერელ ეპისკოპოსად, 1929 წლის 19 ნოემბრიდან წილკნელია.


1930 წლის 29 ივლისს ითხოვა პენსიაზე გასვლა, თხოვნა დააკმაყოფილა უწმიდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ. მეუფე ნესტორი გარდაიცვალა 1938 წლის 15 ივნისს. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. ეპისკოპოს ნესტორს გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები: "სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად," "შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია", "ახსნითი ლოცვანი", "ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა", "საიდუმლოების ახსნა", "ქრისტეს სწავლის გავრცელება", "ღირსი მამა დავით გარეჯელი", "ცოლქმრობა", "გზა ცხოვრებისა."

სერგო ვარდოსანიძე 

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0


ნესტორი - ერისკაცობაში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, (5.IX.1853, ქუთაისის გუბერნია, ს. მუხაყრუა - 15.VI.1938, ქუთაისი) - ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წლდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. 1882 წლიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. 1883 ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წელს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ, 1884 წელს ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1887 წლიდან ჯერ ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, შემდეგ ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 1888 წელს წმიდა გიორგის ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1889 წლის შემდეგ პერიოდში სხვადასხვა დროს იყო: ჩუნეშის ოლქის კეთილმოწესე; ქუთაისის ეკლესიების კეთილმოწესე; გოჭოურის სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავმჯდომარე; აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში; აღიკვეცა ბერად; მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარი; მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში.


1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1915-1917 წლებში კვლავ მოწამეთას მონასტერშია, 1918-1923 წლებში გელათის მონასტრის წინამძღვარი.


1924 წლის 18 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის, ეპისკოპოს ქრისტეფორეს, მიერ ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად. მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ. 1928 წელს გადაყვანილ იქნა ცაგერელ ეპისკოპოსად, 1929 წლიდან წილკნელია. 1930 ითხოვა პენსიაზე გასვლა. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები.


მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

ნ. სონღულაშვილი, ეპისკოპოს ნესტორის (ყუბანეიშვილი) ცხოვრება და მოღვაწეობა, ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. XI. თბ., 2009;

ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2022
ბოლო რედაქტირება 08.12.2023
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0