სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
ეპისკოპოსი ალექსი, (ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია) 1865-1938წწ წილკნელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. გადიდი ვანი ეპისკოპოსი ალექსი, (ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია) 1865-1938წწ წილკნელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. გადიდი ვანი

1865-1938 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი გერსამია სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ეპისკოპოსი ალექსი, (ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია) 1865-1938წწ წილკნელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. გადიდი ვანი

ეპისკოპოსი ალექსი, ერისკაცობაში ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია დაიბადა 1865 წლის 14 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ გადიდში, სასულიერო პირის ოჯახში.


პირველ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.


მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა სემინარიაში ქართველთა უკიდურეს დევნა-შევიწროების ხანას. საქართველოს ეგზარქოსი პავლე ლებედევი სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მეშვეობით დევნიდა ქართველებს. რო¬გორც იაკობ გოგებაშვილი წერდა: "ეგზარქოს პავლეს დანიშვნიდან მცირე ხნის შემდეგ ადგილი ჰქონდა სასულიერო სასწავლებლების ქართველი ზედამხედველების არა-ქართველებით შეცვლას. ამ უკანასკნელთ ქართული ენა არ ესმოდათ და იძულებულნი იყვნენ თარჯიმნების საშუალებით ესაუბრათ მოსწავლეთა მშობლებთან, ამავე დროიდან საღმრთო ისტორიის და კატეხიზმოს სწავლებისას, მოსპეს ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებელში. შეკვეცეს ქართული ლიტერატურის პროგრამა, სავალდებულო გახადეს ქართული სასულიერო ლიტერატურის უსათუოდ რუსულ ენაზე სწავლება, შეზღუდეს აგრეთვე ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებლებში ამავე ენის გაკვეთილებზე, სემინარიაში თორმეტი დამრიგებლიდან მხოლოდ სამია ქართველი. არც ერთი ქართველი არ არის პედაგოგიური საბჭოს წევრი, რომელიც მოსწავლეთა ბედს წყვეტს. რუსი დამრიგებლები ზრუნვით, ჰუმანურად ეპყრობიან რუს მოსწავლეებს, ხოლო ქართველებს გულცივად, მკაცრად." (57, 149).


1886 წლის 24 მაისს სემინარიელმა იოსებ ლაღაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი, ხოლო პავლე ეგზარქოსმა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში ჩუდეცკის დაკრძალვაზე საჯაროდ დაწყევლა ქართველი ერი. ამას მოჰყვა იმავე წლის 8 ივნისს დიმიტრი ყიფიანის მკაცრი წერილი ეგზარქოსისადმი, დიმიტრი ყიფიანის გადასახლება, ვერაგული მკვლელობა სტავროპოლში, სემინარიიდან ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილის გაძევება. ამ რთული ვითარების პირობებში დაამთავრა ალექსანდრე გერსამიამ სასულიერო სემინარია 1888 წელს და დანიშნულ იქნა მესტიის საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1890 წელს ფოთის საკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ალექსანდრე გერსამია დიაკვნად აკურთხა. 1891 წელს იგი აკურთხეს მღვდლად და განაწესეს ღალაშის ეკლესიაში. 1893 წელს მამა ალექსანდრე დაინიშნა ლეჩხუმ-სვანეთის საეკლესიო სამრევლო სკოლების კეთილმოწესედ და ცაგერის ტაძრის წინამძღვრად. 1906-1925 წლებში მამა ალექსი იყო ქუთაისის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, ქუთაისის პროგიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი. მამა ალექსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის I, II, III საეკლესიო კრებების მუშაობაში, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, 1925 წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მამა ალექსი ეპისკოპოსად აკურთხა და ჩააბარა ცაგერის ეპარქია. 1928 წლის 2 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 1 სექტემბერს გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად. ვინაიდან ამ დროს წილკნის საკათედრო ტაძარი ადმინისტრაციული წესით იყო დახურული მეუფე ალექსი სვეტიცხოველში წირავდა. ყოფილა ისეთი დღეებიც, როდესაც მას თვითონ უხდებოდა წირვის  დროს წიგნის მკითხველის, მგალობლის, დიაკვნისა და მღვდლის მოვალეობის შესრულებაც...

ეპისკოპოსი ალექსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში N1 საავადმყოფოში. განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, იგი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

სერგო ვარდოსანიძე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0

საინტერესო სტატია. ამ საცოდავებს თუ რამ ცოდვა აქვთ, მე მაზღვევინეთ და როგორც სულიერ წინამძღოლს, მე მესროლეთ.



მამა ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია 1843-1888წწ მართლმ მღვდელი დაბ. ცაგერი მოღვ. სოფ. ლაილაში, მესტია


ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია) 1865-1938წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 
 
გასული საუკუნის 30-იან წლებში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ცხოვრობდა წილკნელი ეპისკოპოსი ალექსი (გერსამია), 
რომელსაც ურთულეს დროში მოუწია ღვთისმსახურება. იმ პერიოდში, როცა მრავალმა სასულიერო პირმა გაიხადა ანაფორა და საერო სამსახურში გააგრძელა მოღვაწობა, 
მეუფე ალექსი ერთ-ერთი იყო მათ შორის. ვისაც არ უღალატია თავისი რწმენისა და საქმისათვის და სიკვდილამდე ერთგულად _ 
ემსახურა დედაეკლესიას. თუ გადავხედავთ მის წინაპართა გენეალოგიას, დავინახავთ, რომ, საუკუნეების განმავლობაში ისინი 
ღმერთსა და ჭეშმარიტებას პირნათლად ემსასურებოდნენ. 
მეუფე ალექსის დიდი ბაბუა – ბერ-დიაკონი გაიოზი (ერში – გიორგი გერსამია) 1773 წელს ლეჩხუმის მხარეში, აზნაურის 
ოჯახში დაიბადა. სასულიერო განათლება საირმის მონასტერში მიიღო. 1792 წელს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა 
(თაყაიშვილი) გიორგი დიაკვნად აკურთხა. მეუღლის გარდაცვალებიხ შეშდეგ ბერად შედგომის სურვილით იგი საირმის 
მონასტერში მივიდა, სადაც არქიმანდრიტმა გიორგიმ (კუხალაშვილი, შემდგომში – სამეგრელოს ეპისკოპოსი) გაიოზის სახელით ბერად აღკვეცა. 
მამა გაიოზმა რამდენიშე ათეული წელი იმსახურა საირმის მონასტერშო და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
გვ244
გაიოზს ჰყავდა ერთი ვაუჟი – ეგნატე, რომელიც 1811 წელს დაიბადა· 
მამის ლოცვა-კურთხევით მანაც სასულიერო გზა აირჩია. 
წერა—კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი საირმის მონასტერში ისწავლა. 
1830 წელს საპაიჭაოს მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 
XIX ს-ის 30-იანი წლებში იგი დაოჯახდა, ჰყავდა ორი ვაჟი - ილარიონი და დავითი (მღვდელი დავითი იყო 1867-1913 წლებში 
გადიდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი). 
XIX ს-ის 40-იანი წლების დასაწყისში იმერეთის მთავარეპისკოპოსმა  სოფრონმა (წულუკიძე) იგი დიაკვნად აკურთხა. 
1846 წელს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და გადიდის წმინდა გიორგისა და ონჯოხეთის 
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიების წინამძღვრად განაშწესა· 
1870-1881 წლებში მამა ეგნატე ზენობნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 
1881 წლიდან პენსიაზეა. გარდაიცვალა 1889 წლის 1 მარტს. 
მღვდელი ილარიონ გერსამია 1839 წელს დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, იმერეთის საეპარქიო
კანცელარიაში საქმის მწარმოებლად მუშაობდა. წლების განმავლობაში წიგნის მკითხველად და 
დიაკვნად მსახურობდა· XIX ს-ის 60—იან წლებში იგი დაქორწინდა ლეჩხუმში ეცხოვრებ ქსენია ჩაჩხიანზე. 
1867 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ილარიონს მღვდლად დაასხა ხელი და
სვანეთში, მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინმძღრად განამწესა. 
1874 წელს
 

გვ245
ლეჩხუმში, ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 
1876 წელს ლაილაშის ოლქის მთავარხუცესად. დაინიშნა. 1880 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 
1886 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 
1888 წლის 7 მარტს ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით მამა ილარიონი ქუთაისის 
წშინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დაინიშნა. ამავე წლის აღდგომას ეკლესიაში 
ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1888 წლის 31 ივლისს მღვდელი ილარიონი თავის სახლში ავაზაკებმა სასიკვდილოთ დაჭრეს. დეკანოზი დავით ღამბაშიძე
ჟურნალ ,,მწყემსის'' ფურცლებზე დიდი გულისტკივილით გამოეხმაურა ამ ამბავს. იგი წერდა:
„31 ივლისს, ნაშუაღამევს ორ საათზე, ქუთაისში მოხდა საზიზღარი მკვლელობა, რომელმაც თავზარი დასცა მთელ 
ქალაქს. მოჰკლეს ბლაღოჩინი მღვდელი საკათედრო სობოროსი მამა ილარიონ გერსამია. განსვენებული ცხოვრობდა არქიერის ქუჩაზე, 
წმიდა გიორგის ეკლესიის მხალობლად. 
აი, როგორ მოხდა ეს საზიზღარი მკვლელობა. ღამის ორ საათზე გორაზე მცხოვრებნი გამოაღვიძა კაცის არაჩვეულებრივმა ყვირილმა,
რომელიც მოისმოდა მამა გერსამიას სახლიდან. 
ყვირილზე გამოცვივდნენ ახლომახლო მეზობლები და გაექანენ გერსამიას ბინისაკენ, საიდანაც განსვენებულის ძმისწული საზარელის ხმით გაიძახოდა: 
ბიძაჩემი მოჰკლესო“. როცა მეზობლები შეიკრიბნენ, მამა ილარიონი ნახეს სახლის ბალკონზე მთლად 
გასისხლიანებული და ფერმიხდილი. განსვენებული საბრალო ხმით გაიძახოდა: მიშველეთ რამეო. მაშინვე მამა გერსამიას 
ოთახიდან გამოიტანეს კრაოტი და ზედ დააწვინეს ავადმყოფი. 
რომა მას გასისხლიანებული პერანგი გახადეს, აღმოჩნდა, რომ ავაზაკებს მისთვის ხანჯალი ჩაეკრათ მარჯვენა ბეჭის მახლობლად. 
ნახევარ საათში მთელი პოლიციის წარმომადგენელნი მოვიდნენ და გამოჰკითხეს მამა გერსამიას, თუ ვინ იყვნენ 
ავაზაკები. მათ შეკითხვაზე მამა ილარიონი იძლეოდა ერთსა 
გვ246
და იმავე პასუხს - მე მეძინა, როცა ავაზაკები დამაწვნენ თავზე, პირზე ხელი დამაფარეს და მეუბნებოდენ: ჩუმად იყავიო. 
მე გაუძალდი მათ და ამიტომ ხანჯალი ჩამკრეს ზურგში და გაიქცნენ. ძალიან კი ვიომე. ფული მათ არ უთხოვნიათ. 
კაცი კი სულ სამი ან ოთხი იქნებოდაო. ოთახის უკანა კარი დაუკეტელი მქონდა და იქიდან შემოვიდნენ ავაზაკები. ამ დროს 
მოვიდა ქალაქის ექიმი, რომელმაც სთქვა, რომ ჭრილობა 
სასიკვდინეაო და დაიბარა, რომ ყინული ადევით ჭრილობაზე, რომ სისხლის დენამ იკლოსო და წავიდა. 
მოვიდა გამომძიებელიც, რომელსაც მამა გერსამიამ იგივე ჩვენება მისცა. ნაშუაღამევის 4 საათზე, მთელი პოლიცია და ქუთაისის მაზრის 
უფროსის თანაშემწე, ბატონი ზ. ყიფიანი ჩაფრებით გამოუდგნენ ავაზაკებს. დილის შვიდ საათზე მოვიდა პოლიციის ბოქაული 
თ. წულუკიძე, რომელსაც დამტვრეული ყუთები ენახა ქალაქს, გარეთ. ოღასკურაზე და იკითხა: ყუთები ხომ არაფერია წაღებულიო. 
მამა გერსამიამ დაუძახა მოსამსახურეს და ყუთები მოაძებნინა. აღმოჩნდა, რომ ორი პატარა ყუთი, რომელშიაც 
ფულები ჰქონდა შენახული, წაღებული იყო. მაშინ ამოიოხრა მამა გერსამიამ და პირჯვარი გამოისახა, მხოლოდ მაშინ დარწმუნდა საბრალო, 
რომ ავაზაკები ფულისათვის იყვნენ მოსულნი. 
მეორე დღეს ექიმის მოსვლამდე მოიყვანეს ბ.თურმანიძე, რომელმაც დააიმედა მამა გერსამია და წამლების მოსატანად 
წავიდა. თურმანიძე მალე მობრუნდა და ჭრილობა გაუზომა. ჭრილობის გაზომვის შემდეგ სთქვა, სასიკვდინე არ არისო და 
წამალი დაადო მასზე. ამ დროს მოვიდა ექიმიც, რომელმაც დაათვალიერა ჭრილობა და მერე გაუკერა იგი. გაათავეს თუ 
არა ჭრილობის აკერვა, მამა გერსამიამ, რომელსაც აქობამდე სრული მეხსიერება და ცნობა ჰქონდა, დაიყვირა: სული შემეხუთაო და განუტევა სული. 
იმავე დღეს პოლიციამ ორი ავაზაკი დაატუსაღა, რომელთაც ჯიბეში უნახეს ზოგიერთი საბუთები მამა გერსამიასი. საბ
გვ247
ოლოდ დადგინდა, რომ ავაზაკები ექვსნი ყოფილან. მათ ეს საქმე განზრახული ჰქონებიათ ექვსი თვის წინ. ზოგიერთი მათგანი თურმე სშირად დადიოდა 
მამა ილარიონთან, როცა განსვენებული ახალ სახლს აშენებდა. ავაზაკებმა იცოდნენ, თუ სად ეწყო მას ფულიანი ყუთები გაირკვა ისიც, რომ მათ არ 
სდომებიათ მამა ილარიონის მოკვლა. როცა განსვენებულის ძმისწულმა ყვირილი დაიწყო, მაშინ მამა გერსამიას ორი ავაზაკი 
ხელში ჰყოლია დაჭერილი, ამ დროს ერთ ავაზაკს ამოუღია ხანჯალი, ჩაუკრავს ზურგში და გაქცეულან“. 
ეპისკოპოსი ალექსი, ერისკაცობაში – ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია, 1865 წლის 14 აპრილს იმერეთში, ქუთაისის 
მაზრის სოფელ გადიდში, მღვდლის ოჯახში დაიბადა· 
1878-1882 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 
1882 წელს მან თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მხოლოდ ოთხი კლასი ისწავლა. ორივე სასწავლებელში
მასთან ერთად სწავლობდა მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე),რომელთანაც სიციცხლის ბოლომდე დიდი მეგობრობა აკავშირებდა.
1886 წელს ალექსანდრე მესტიის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. 
ამავე პერიოღში დაოჯახდა თეოლინა პავლეს ასულ ბერუჩაშვილზე. მათ 
სამი შვილი გაუზარდეს სამშობლოს: პარასკევა, დომნიკა და დავითი. 
1890 წელს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს 
ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მღვდელი ალექსანდრე იგი დიაკვნად აკურთხა და მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესი


გვ248
ის ღვთისმსახურად დანიშნა. 1891 წლის თებერვალში ამავე ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1893 წელს 
ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს და ცაგერის ოლქის მთავარხუცესად 
დაინიშნა. მასვე დაევალა ლეჩხუმ-სვანეთის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურეობა და იმერეთის საეპარქიო საბჭოს ლეჩხუმიხ განყოფილების თავმჯდომარეობა. 
1895 წლის აღდგომას მეუფე გრიგოლმა საგვერდულით დააჯილდოვა. 
1900 წლის 6 მაისს სკუფია უბოძეს. 
1904 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა· 
1906 წლიდან მღვდელი ალექსანდრე ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. პარალელურად იგი 
ქუთაისის სამუალო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში საღვთო სჯულის მასწავლებლად მუშაობს. 
1907 წლის 19 იანვარს მამა ალექსანდრეს უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა ცხოვრების თანამგზავრი, ერთგული მეუღლე თეოლინა, 
რომელიც დიდი დანაკარგი იყო მოძღვრისათვის. თუმცა იგი სულით არ დაცემულა, პატარა შვილების აღზრდა მარტო იტვირთა, 
რაც ღირსეულად აღასრულა კიდეც. სამივე შვილს მან პეტერბურგში მიაღებინა უმაღლესი განათლება. 
1911 წლის 6 მაისს მამა ალექსანდრე სამკერდე ოქროს ჯვრით, ხოლო 1916 წლის 6 მაისს წმინდა ანას III ხარისხის 
ორდენით დაჯილდოვდა. 
1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1920 წლის 27 ივნისს, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი, იგი მონაწილეობდა საქართველოს მართლმაღიდებელი სა- 
მოციქულო ეკლესიის მეორე საეკლესიო კრებაზე. 
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზი ალექსი ძველებური შემართებით განაგრძობდა მღვდელმსახურებას. 
მისი ერთგულება და დამსახურება შეუმჩნეველი არ დარჩენილა უმაღლესი საეკლესიო მმართველობისათვის· 
1925 წლის 8 ნოემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი შოციქულის სახელობის საპატრიარქო
გვ249

ტაძარში ბერად აღკვეცის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია),
ნინოწინდელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (ცინცაძე), წილკნელ ეპისკოპოს პავლესა 
(ჯაფარიძე) და ბოდბელ ეპისკოპოს სტეფანეს (კარბელაშვილი) თანაშწირველობით ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ცაგერის ეპარქიის  მმართველად
დაადგინა. ეკლესიისათვის უმძიმესი წლები იდგა. სვანეთში ჩასულ მღვდელმთავარს ადგილობრივი ხელისუფლება 
მტრულად დახვდა. მეუფე ალექსი იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო და იქიდან ემართა ეპარქია,
თუმცა მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო.
1928 წლის 2 მარტს კათოლიკოს—პატრიარქმა ქრისტეფორემ ემისკოპოსი ალექსი ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანა და მასვე 
ჩააბარა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაც. 
ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმთავრობის პერიოდში ეპისკცოპოსი ალექსი, თავის კრებულთან ერთად, დააპატიმრეს. ცნობილი 
საეკლესიო მოღვაწე. დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: 1928/29 წელს მენავთობე ხოშტარიას 
ირანიდან მალულად მისთვის ტაძრის აღსადგენად ფული გამოუგზავნია, რის შემდეგაც ალექსი და კიდევ 
სხვები დბაპატიმრეს. მეუფე ალექსის შვილიშვილი„ ნათელა გერსამია იგონებს: „მახსოვს, როგორ იგონებდა თვალცრემლიანი 
დედაჩემი ამ ამბის შემდეგ ბაბუაზე ერთ-ერთ მაშინდელ გაზეთში 
დაიბეჭდილ ვრცელ წერილს სათაურით „ეჰისკოჰ ვორ“... უმძ-
გვ250
იმესი ცხოვრება ჰქონდა, მახსოვს, ქუჩაში რომ გავდიოდით, ხან ქვებს ესროდნენ, ხან ლანძღავდნენ, გამუდმებით შეურაცხყოფდნენ.
ჩემთვის ეს კოშმარული მოგონებებია. საბრალო ბაბუას კი ჯიბის რომელიღაც კუნჭულში უპოვრებისთვის და ყველასთვის, 
ვისაც ძალიან უჭირდა, ყოველთვის ჰქონდა გადანახული ხურდა. ძალიან მძიმე, სამარცხვინო და საშინელი წლები იყო და 
ეს საშინელება მტელი მისი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა. სასულიერო წოდების გამო ხომ ჯოჯოხეთი გამოატარეს, 
ჩვენც დაბეჩავებულები დავდიოდით. სიკვდილის წინ, აგონიაში თურმე სულ იმეორებდა: არაფერი დამიშავებია და არც არაფერი მომიპარავს, 
ნუ დამაპატიმრებთო – ისე იყო კაცი ტრავმირებული“.
1930 წლის 29 აგვისტოს ეპისკოპოსი ალექსი წილკნის ეპარქიაში დაინიშნა. 1931 წლის 20 იანვარს სრულიად საქართველოს 
საკათოლიკოსო სინოდის მიმართ გაგზავნილ წერილში იგი შემდეგნაირად გადმოგვცემს წილკნის ეპარქიის მძიმე მდგომარეობას: 
„1930 წლის ბოლოს დაიხურა I ოლქი, რადგან არც ერთი მღვდელი აღარ არის ამ ოლქში. II ოლქში არის 5 მოქმედი ეკლესია და ამდენივე მღვდელი.
III ოლქში არის 7 მოქმედი ეკლესია და ამდენივე მღვდელი, ხოლო IV ოლქში კი - ერთი ეკლესია და ერთი მღვდელი. 
უკანასკნელი მოხსენებებით მთავარხუცესები მატყობინებენ, რომ ისეთი დიდი გადასახადები დაადეს მღვდლებს, რომ ერთიც ვეღარ დარჩება სამრევლოშიო.
საეპარქიო მმართველობას შემოსავალი ჰქონდა 199 მანეთი, დახარჯულია 194 მანეთი“.
როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ეპისკოპოსი ალექსი მუდმივად მცხეთაში. სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძრის ეზოში 
ცხოვრობდა. აქვე აღასრულებდა ის სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვებს, აქედან განაგებდა წილკნის ეპარქიას და სულიერად 
განამტკიცებდა თავის სამწყესოს. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე თავის მოგონებებში მის შესახებ წერდა: მეუფე ალექ— 
სი ღვთისმსახურებას, განსაკუთრებით კი წმინდა ლიტურგიას,
გვ251 
საოცრად გულისამაჩუყებელი მომწიწებით აღასრულებდა. მეუფე ალექსის შვილიშვილი, ნათელა გერსამია ერთ ასეთ ისტორიას 
იხსენებს: „ჩვენთვის მცხეთაში ყოფნა უდიდესი სიხარული იყო, მე ყველაზე უმცროსი ვიყავი და ბაბუა განსაკუთრებით მანებივრებდა. 
ერთხელ, იქ ყოფნისას, წითელა დამემართა. ბაბუა ზალიან შეწუხდა, თუმცა არაფერი უთქვამს, ისე წამოვიდა თბილისში. 
მალე დაბრუნდა. ჩამოიყვანა ჩემი უფროსი მამიდაშვილი – ნანა ღამბაშიძე. თურმე გადაუწყვეტია ჩემი მონათვლა. 
დედაჩემს შეეშინდა სიცხიანი ბავშვის გაციების, მაგრამ იმღენად პატივს სცემდა მამამთილს, უარი ვერ უთხრა. 
ნათლობას ესწრებოდნენ ბაბუა, მღვდელი სიკო (სიმონ მონასელიძე) და ბერი ალექსი (ჩხეტიანი). მე მთელი რიტუალის დროს თურმე საშინლად ვტიროდი.
საღამოს სიცხეს დაუწევია, ბაბუა კმაყოფილი დარჩენილა. აი, რომ არაფრის გჯერათო – უთქვამს შვილებისათვის“. 
სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მონაზვნების ნაამბობიდან ვიცით, რომ წილკნელი მღვდელმთავარი
ალექსი ყოფილა მეტად გულკეთილი, ღრმადმორწმუნე, ყველა ებრალებოდა, თავად უჭირდა და მაინც სხვებს ეხმარებოდა.
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მკითხველ-მგალობელი ჭირდა და მონაზვნებს სთხოვდა ხოლმე  დახმარებას.


გვ252
მონაზვნები ყოველთვის ვერ უსრულებდნენ თხოვნას. რადგანაც თვითონ იყვნენ მოწადინებულნი სამთავროს მონასტერში წირვალოცვისა.
ამის გამო გული კი წყდებოდა ეპისკოპოს ალექსის, მაგრამ იმდენად დიდბუნებოვანი იყო, ამ წყენინებას არავის შეამჩნევინებდა. 
ეპისკოპოსი ალექსი 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში, N1 საავადმყოფოში გარდაიცვალა. შთამომავლების გადმოცემით, 
ოპერაციის დროს ექიმებს სისხლის გადასხმისას სისხლის ჯგუფი შეშმლიათ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 
კალისტრატემ სამღვდელოებასთან ერთად, სიონის ტაძარში მეუფე ალექსის წესი აუგო. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის 
ეზოში, ჩრდილოეთ კარიბჯესთან.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2022
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0