სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ვლადისლავ რაჩკევიჩი (პოლ. Władysław Raczkiewicz) 1885-1947წწ პოლონეთის პრეზიდენტი დაბ. ქუთაისი ვლადისლავ რაჩკევიჩი (პოლ. Władysław Raczkiewicz) 1885-1947წწ პოლონეთის პრეზიდენტი დაბ. ქუთაისი

1885-1947 წწ. გარდ. 62 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

ვლადისლავ რაჩკევიჩი (პოლ. Władysław Raczkiewicz) 1885-1947წწ პოლონეთის პრეზიდენტი დაბ. ქუთაისი

ვლადისლავ რაჩკევიჩი (პოლ. Władysław Raczkiewicz დ. 28 იანვარი, 1885, ქუთაისი, რუსეთის იმპერია — გ. 6 ივნისი 1947, რიტინი, დიდი ბრიტანეთი) — პოლონელი პოლიტიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე.


Władysław Raczkiewicz (ur. 16 stycznia?28 stycznia 1885 w Kutaisi, zm. 6 czerwca 1947 w Ruthin) – polski działacz polityczny, społeczny i wojskowy, uczestnik I wojny światowej i wojny polsko-bolszewickiej, minister spraw wewnętrznych w czterech rządach II Rzeczypospolitej (w latach 1921, 1925–1926, i 1935–1936), senator (z list BBWR) i marszałek Senatu III kadencji (1930–1935), wojewoda nowogródzki (1921–1924), wileński (1926–1931), krakowski (1935), pomorski (1936–1939), prezes Światowego Związku Polaków z Zagranicy (1934–1939), Prezydent Rzeczypospolitej na uchodźstwie (1939–1947), członek władz Towarzystwa Rozwoju Ziem Wschodnich


დაიბადა 1885 წლის 28 იანვარს ქუთაისში. მისი მამა — იოზეფ რაჩკევიჩი, საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ოჯახი 1900 წლიდან საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. სწორედ იქ გაწევრიანდა ვლადისლავი პოლონეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში და მთელი ცხოვრება იბრძოდა პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის. სწავლობდა პეტერბურგისა და ტარტუს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტზე. მუშაობდა მინსკში იურისტად. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთიდან გაიქცა ავსტრია-უნგრეთში, სადაც შეუერთდა პოლონეთის ნაციონალურ მოძრაობას. იყო პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ოთხი მმართველობის დროს (1921–1930 და 1935–1936 წწ.). 1930–1935 წწ. — სენატორი და სენატის თავმჯდომარე.


გერმანელების მიერ დასავლეთ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ, 1939 წლის სექტემბერში გაიქცა პარიზში. 1939–1947 წწ. იყო პოლონეთის მთავრობის პრეზიდენტი დევნილობაში. გარდაიცვალა 1947 წელს რიტინში (დიდი ბრიტანეთი)

ქუთაისში ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერს მიენიჭა ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე.

ვლადისლავ რაჩკევიჩის დაბადებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, 2010 წელს ტარტუს უნივერსიტეტში გაიხსნა მემორიალური დაფა. იუბილეს მიეძღვნა ასევე თემატური კონფერენცია, სადაც გამოვიდნენ პოლონეთის წარმომადგენლები. ესტონეთის ისტორიული არქივის ხელშეწყობით ტარტუს უნივერსიტეტის მუზეუმში გამოფენაზე ხელმისაწვდომი გახდა დასათვალიერენლად რაჩკევიჩის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის დოკუმენტაცია.[2]

პოლონეთის სენატმა 2017 წელი ვლადისლავ რაჩკევიჩის წლად გამოაცხადა.

ქალაქ ტორუნში დაიდგა რაჩკევიჩის ძეგლი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.09.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0