ეპისკოპოსი დავითი (ბურდილაძე) 1877-1963წწ ალავერდელი ეპისკოპოსი დაბ. სოფ. ვაქირი სიღნაღი
ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში დავით აღათონის ძე ბურდილაძე დაიბადა 1877 წლის 12 მარტს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში,
მედავითნის ოჯახში. სიღნაღის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ეხმარებოდა მამას ეკლესიაში. 1893-1898 წლებში სიონის საკათედრო ტაძრის მორჩილია. 1898 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ გამწესებულ იქნა თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულსა და საეკლესიო გალობას.
1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ხელი დაასხა მღვდლად. 1918 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის პიროსის მიერ გამწესებულ იქნა ვაჩნაძიანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. 1925 წელს მიტროპოლიტ იოანეს (მარღიშვილი) მიერ დადგენილ იქნა თელავის მაზრის სოფელ შილდის მღვდლად. 1929 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისათვის.
1944 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ იგი აღადგინა მღვდლის ხარისხში და გაგზავნა ახმეტაში, 1952 წლიდან დეკანოზი და ალავერდის ეპარქიის მთავარუხუცესია. 1958 წლის 8 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, 9 ოქტომბერს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1958 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. მეუფე დავითი წირავდა თელავის ღვთაების ეკლესიაში იმ დროს, როცა ალავერდის საკათედრო ტაძარში სამღვდელმთავრო წირვა-ლოცვა ხელისუფლებისაგან აკრძალული იყო. 1962 წლის შემოდგომაზე ალავერდობის დღესასწაულზე მეუფე დავითმა გადაწყვიტა ალავერდის მონასტერში ეწირა, მაგრამ დიდი უსიამოვნებები შეამთხვიეს. ამის შესახებ მეუფე დავითი 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-სადმი გაგზავნილ მოხსენებაში წერს: "დღესასწაულის დროს ტაძარში შემოვიდნენ ახმეტის აღმასკომის თავმჯდომარე მაღლაკელიძე მილიციელებით და შეტევით მომმართეს: როგორ გაბედე ალავერდში ჩამოსვლა და ეკლესიაში შემოსვლა. როდესაც მე ვუპასუხე, რომ მე ალავერდის ეპისკოპოსი ვარ და ჩემს მოვალეობას შეადგენს ამ ტაძარში საღმრთო ვედრების შესრულება-თქო, ამაზე დაცინვით მიპასუხეს, ვინ ეპისკოპოსი ხარ? აბა, საბუთი წარმოგვიდგინეო, აქ რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიერ დანიშნულია მღვდელი გიორგი კუკუნაშვილი, მის მეტს აქ არავის არაფრის უფლება არ აქვსო. მოკლედ, შეგვექმნა ცხარე კამათი, დამემუქრნენ, დაგაპატიმრებთო. დამაპატიმრეთ - მეთქი, - ვუპასუხე. მათ უნდოდათ, წირვა შემეწყვიტა და მათი ბრძანებით გავსულიყავი ტაძრიდან, მაგრამ როდესაც დაინახეს, მაგრად დავუდექი და წირვის შეწყვეტას არ ვაპირებდი, ბოლოს მაღლაკელიძემ მითხრა, შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და არ გაპატიმრებთ, მაგრამ როცა წირვას დაამთავრებთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ალავერდის ტაძარიო" (28, 693). ალავერდობას ალავერდელ მღვდელმთავარს არ ჰქონდა ტაძარში წირვის ჩატარების უფლება. ეს იყო სამწუხარო რეალობა.
ეპისკოპოსი დავითი გარდაიცვალა 1963 წლის აპრილში, 86 წლის ასაკში. როგორც მისი ახლობელი იგონებდა, "დაეწყო სტენოკარდიული შეტევები... მოითხოვა ჩემი ნახვა, მეც მაშინვე ჩავედი თელავში ჩემს მეუღლესთან და ორ პატარა ბავშვთან ერთად. მე დამინახა თუ არა, გამოცოცხლდა. მეორე დღეს გამიმხილა, უნდა მაზიაროთო. მე შემეშინდა, ძალიან განვიცადე, მაგრამ რას ვიზამდი. მოვიყვანეთ მოძღვარი, ოთახში მარტო მე დამტოვა. ეს სურათი ჩემი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება. იწვა პაპა არაჩვეულებრივად ლამაზი სანახავი, სათნო, სიკეთით სავსე თვალებით, გამხდარ ხელისგულზე სეფისკვერი ედო. მიყურებდა მე და ჩამოსდიოდა ცრემლები, მეც ვერ ვიკავებდი თავს და ცრემლად ვიღვრებოდი მთელი ზიარების განმავლობაში. პაპა ეთხოვებოდა ამქვეყნიურს. ეს ჩემთვის იყო უდიდესი განცდა. მეორე დღეს გარდაიცვალა." (56, 49). დაკრძალულია თელავის საერო სასაფლაოზე.
ეპისკოპოსი დავითი (ბურდულაძე) 1877-1963წწ XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე
ეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში – დავით აღათონის ძე ბურდულაძე, 1877 წლის 12 მარტს (მეორე ვერსიით დაიბადა
1875 წელს) სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში (ქიზიყში), მედავითნის ოჯახში დაიბადა. პატარა დავითმა სწავლა-განათლების
გვ177
მისაღებად სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელს მიაშურა, სადაც მხოლოდ ორი კლასი ისწავლა.
1893 წელს 16 წლის ასაკში, ღავითს მსახურება დაუწყია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში მორჩილ-მოსამსახურედ.
ხუთი წლის განმავლობაში მან საფუძვლიანად შეისწავლა საეკლესიო წესები: კითხვა, გალობა, ტიპიკონი. 1898 წლის
19 დეკემბერს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იგი თელავის მაზრის სოფელ
ვარღისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დანიშნა. გარდა ამისა, დავითს დაევალა ვარდისუბნის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საეკლესიო
გალობისა და საღვთო სჯულის სწავლება, 1901 წლამდე იგი უსასყიდლოდ ასრულებდა
თავის მოვალეობას. საგანგებოდ ღვთისმსახურებაში მონაწილეობისათვის მას მოწაფეთაგან შეუქმნია მგალობელთა გუნდი·
1911 წლის 14 დეკემბერს, პირადი თხოვნის საფუძველზე, იგი სოფელ შილდის ყოვლადწმინა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ეკლესიაში გადაიყვანეს. იგი მთელი ძალისხმევით ზრუნავდა ქართული გალობის აღდგენა-აღორძინებისათაეის, ამიტომ მას აქაც შეუქმნია
მგალობელთა გუნდი.
1915 წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) დიაკვნად აკურთხა. 1918 წელს კი ალავერდელმა ეპისკოპოსმა პიროსმა
(ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და სოფელ ვაჩნაძიანის
გვ178
(სოფელბ ვაჩნაძიანი გარკვეული პერიოდი იწოდებოდა „შრომად“. ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტს
ეკუთვნის და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის ფარგლებში იმყოფება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძრის მოძღვრად დაადგინა.
1925 წელს, მღვდელი დავითი თავისივე თხოვნის საფუძველზე, ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი)
კვლავ სოფელ შილდაში, ამჯერად ჯვრის გამოჩინების სახელობის ეცკლესიაში განამწესა.
იმდროინდელი კომუნისტური ხელისუფლება აქტიურად იბრძოდა
ათეისტური იდეოლოგიის დასამყარებლად, ეკლესია კი საშიშ მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდა, ამის
გამო სასულიერო პირთა სასტიკი დევნა დაიწყო. სხვა მრავალ მოღვაწესთან ერთად, მღვდელ დავითს აეკრძალა ყოველგავრი
ღვთისმსახურება.
1929 წლის დასაწყისში თელავის მაზრის პროკურორთა საგადასახადო უწყებიდან შეიტანეს განცხადება,
სადაც ჩამოთვლილი იყო ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც ზედმეტად იყვნენ დაბეგრილი.
ამ სიაში რიგით მეექვსე გახლდათ მამა დავითი. აი, რა ეწერა მის შესახებ: „მღვდელი დავით ბურდულაძე – შილდის
ჯვრის გამოჩინების ეკლესიის წინამძღვარი – 1928 წელს გადაიხადა 60 მანეთი, კიდევ შეაწერეს 130 მანეთი, 1929 წლის
იანვარში თავი დაანება ღვთისმსახურებას“. ულუკმაპუროდ დარჩენილი მოძღვარი იძულებული ხდება, ოჯახის სარჩენად
მუშაობა დაიწყოს თელავის მუზეუმისა და სამხედრო ჰოსპიტალის ღამის დარაჯად.
გვ179
1943 წელს ხელისუფლების მხრიდან დევნილ-შეზღუდული საქართველოს ეკლესია ნებართვას იღებს რამდენიმე ტაძრის
ამოქმედების თაობაზე. იმავე პერიოდში ახმეტა-მატან-პანკისის მორწმუნენი თხოვნით მიმართავენ უწმინდესსა და უნეტარესს,
კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს, რათა მათთან მოძღვარი მიავლინოს. თხოვნის საფუძველზე, უწმინდესი კალისტრატე მღვდელ ღავითს
აღუდგენს სამღვდელო პატივს და განამწესებს ახმეტა-მატან-პანკისის სამრევლოების წინამძღვრად.
1952 წელს მდღვდელი დავითი ალავერდელ-ბოდბელ ეპისკოპოს გაბრიელისა და უწმინდეს მელქისედეც III-ის (ფხალაძე)
ლოცვა–კურთხევის თანახმად, დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1952 წლის 21 ივლისს დეკანოზი დავითი თელავის მაცხოვრის ფერისცვალების (ღვთაების) სახელობის
საკათედრო ტაძარში მეორე მღვდლის ადგილზე დაინიშნა.
1954 წლის იანვარში მამა დავითი კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ბრძა-
გვ180
ნებით ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად და თელავის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.
1958 წლის 18 სექტემბერს მთავარხუცეს დავითს კათოლიკოსის კანცელარიდან ატყობინებენ, რომ სათანადოდ მოემზადოს
სვეტიცხოვლობისათვის და ერთი კვირით ადრე ჩაბრძანდეს თბილისში· აღნიშნული შეტყობინების თანახმად, ის 7 ოქტომბერს ჩავიდა თბილისში,
სადაც 9 ოქტომბერს, იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს, თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის
სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მარგვეთის მთავრის – წმიდა დავითის პატივსაცემად დავითი უწოდეს.
12 ოქტომბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება. 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, საღვთო
ლიტურგიის ჟამს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად
დაადგინეს. ხელდასხმის წესი აღასრულეს: ბათუმ-შემოქმედელმა და ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე. შემდგომში – კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II).
მარგველმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდარიანი. შემდგომში – კათოლიკოს-პატრიარქი დავით V) და ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე).
ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი 5 წლის განმავლობაში განაგებდა ალავერდის ეპარქიის სამწყსოს. იგი 1963 წლის აპრილში აღესრულა. მწყემსმთავარი, ნაცვლად მისთვის განკუთვნილი
და შესაფერისი განსასვენებლისა, სხვადასხვა მიზეზთა გამო, დაკრძალეს თელავის საზოგადო სასაფლაოზე, ნათესავთა გვერდით. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2001 წლის 15 მაისს მეუფე დავითის ნეშტი ალავერდის წმინდა გიორგის
სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. საზოგადო სასაფლაოზე სამარხის გახსნისა და ახალ ლუსკუმაში გადასვენებისას ეპარქიის სამღვდელოების მიერ აღესრულა დიდი პანაშვიდი.
ალავერდის საკათედრო ტაძარში ალავერდელმა მიტროკოლიტმა დავითმა (მახარაძე), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერ
გვ181
თად, გადაიხადა მცირე პანაშვიდი. პროცესიას ესწრებოდნენ განსვენებული მეუფე დავითის ნათესავები, მათი შთამომავალნი, ეპარქიის მრევლი
და საერო ხელისუფალნი.
რეკავდა ალავერდის დედაზარი, მგალობელნი გალობდნენ ,, ქრისტე აღდგას''. აღსანიშნავია რომ მეუფის როგორც გარდაცვალება, ისე გადმოსვენება, აღდგომიდან ამაღლებამდე
პერიოდში აღესრულა, მაშინაც და ახლაც მის ცხედარს გარშემორტყმული მგალობელნი მაცხოვრის აღდგომის, სიკვდილითა სიკვდილის
მოკვდინებისა და ცხოვრების მომნიჭებელი მადლის საგალობელს გალობდნენ.
ალავერდის ეპარქიის მწყემსმთავარს უფალმა ოთხი ათეული წლის შემდგომ მიუჩინა კუთვნილი ადგილი. საკათედრო
ტაძარში მეუფე დავითი ალავერდელ მღვდელმთავართა- ეპისკოპოს პიროსსა (ოქროპირიძე) და მიტროპოლიტ გრიგოლს
(ცერცვაძე) შორის დაიკრძალა.
არსანიშნავია,რომ ეპისკოპოსი პიროსი გახლდათ მეუფე დავითის მღვდლად მაკურთხეველი,მისი ერთ-ერთი მასწავლებელი
და მოძღვარი, მიტროპოლიტი გრიგოლი კი მეუფე დავითის მოწაფე და სულიერი შვილი. ამ ორ მღვდელმთავარს შორის ეპისკოპოს დავითის დაკრძალვით სიმბოლურად აღდგა ქრონოლოგიური
თანმიმდევრობა, ერთიანი ჯაჭვი, რასაც მეუფე დავითის სახით ერთი რგოლი აკლდა. ამჯერად იგი გამთლიანდა და შედუღაბდა.