სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი ზინობი, (ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა) 1896-1985წწ თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი დაბ. რუსეთი მიტროპოლიტი ზინობი, (ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა) 1896-1985წწ თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი დაბ. რუსეთი

1896-1985 წწ. გარდ. 89 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი მაჟუგა სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

მიტროპოლიტი ზინობი, (ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა) 1896-1985წწ თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი დაბ. რუსეთი

მიტროპოლიტი ზინობი (ერისკაცობაში — ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა; დ. 14 სექტემბერი, 1896, გლუხოვო, ჩერნოგოვის გუბერნია — გ. 8 მარტი, 1985, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი. თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი



მიტროპოლიტი ზინობი, ერისკაცობაში ზაქარია აკიმის ძე მაჟუგა, დაიბადა 1896 წლის 14 სექტემბერს ჩერნოგოვის გუბერნიის ქ. გლუხოვოში. სამი წლის იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, 11 წლისას - მამა. ბავშვობიდან იგი გლინის უდაბნოს სავანეს მიეკედლა, სადაც სამკერვალო სახელოსნოში მოწაფედ მიებარა. 1912 წლიდან გლინის უდაბნოს მორჩილია. გლინის უდაბნოს წესდებით, რა ასაკისა და განათლებისაც არ უნდა ყოფილიყო ახლადდამწყები, მორჩილების განსაკუთრებული საფეხურები უნდა გაევლო: სასტუმროში (6 თვე), სამრეცხაოში (1 ან 2 წელი) თუ მორჩილი მონასტრული ცხოვრებისათვის გამოდგებოდა, მას სხვა მორჩილებას აძლევდნენ, რომელიც სპეციალურ ჩვევას ითხოვდა: სამზარეულოში, საცხობში, სამკერვალო სახელოსნოში. 1916 წელს მორჩილი ზაქარია მაჟუგა სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც ფრონტის ხაზზე რიგით ჯარისკაცად იმ ნაწილში მოხვდა, რომელსაც ნიკოლოზ II-ის ბიძა მიხეილ ხელმძღვანელობდა. 1917 წელს ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მარჯვნივ მიტროპოლიტი გაიოზი (ბიძინა კერატიშვილი) 1945-2016წწ ურბნელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო

იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღეს გლინის სავანეში აღიკვეცა ბერად და მღვდელმოწამე ზინობ ეგესელის პატივსაცემად უწოდეს სახელი ზინობი. 1922 წელს საქართველოში დრანდის მონასტერში იწყებს მთავარდიაკვნობას. 1925 წლის 18 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გვერდის ავლით რუსული ეკლესიის ეპისკოპოსმა ნიკონმა მამა ზინობი მღვდელმონაზვნად აკურთხა.


1927 წლიდან მამა ზინობი სოხუმის ეპარქიაში წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია, 1925-1930 წლებში სოხუმის წმიდა ნიკოლოზის ტაძარშია, 1930-1936 წლებში როსტოვის სოფიის ტაძარში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ მამა ზინობი მცხეთის წმიდა ოლღას სახელობის მონასტრის მღვდელმსახურია.


1944-1945 წლებში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარშია. 1945-1947 წლებში მამა ზინობი სომხეთის რესპუბლიკის სოფელ კიროვოს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 1947-1950 იყო წლებში იგი ბათუმის სასაფლაოს სულიწმიდის ტაძრის წინამძღვარი. მის დროს ტაძარი მთლიანად აღსდგა და მრავალი ხატით შეივსო.


უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს მიერ 1950 წელს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, ამავდროულად იგი ასრულებდა საქართველოსა და სომხეთში არსებული რუსული მრევლის კეთილმოწესის მოვალეობასაც.


1952 წლის 11 ივნისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრია. 1953 წელს დაჯილდოვდა მეორე გამშვენიერებული ჯვრის ტარების უფლებით, 1954 წელს - არქიმანდრიტის კვერთხით. 1956 წლის 29 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის გადაწყვეტილებით (სინოდის წევრთა უმრავლესობა წინააღმდეგი იყო) არქიმანდრიტი ზინობი ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად. 1957 წლის 6 მარტს ეპისკოპოსი ზინობი დაინიშნა უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის მეორე ქორეპისკოპოსად წოდებით "ეპისკოპოსი სტეფანოვანისა." 1960 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ II-ის გადაწყვეტილებით მეუფე ზინობს ეწოდა თეთრიწყაროელი ეპისკოპოსი, ამავე დროს იგი რჩებოდა თბილისის ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად.


ეპისკოპოსმა ზინობმა 1957 წლის 16 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში ბერად აღკვეცა ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი და უწოდა სახელი ილია.


1958 წლის ნოემბერში მეუფე ზინობი დაჯილდოვდა სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით. 1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტი ზინობი დაჯილდოებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის ნინოს I და II ხარისხის ორდენებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთასწორის დიდი თავად ვლადიმერის I და II ხარისხის ორდენებით და ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს II ხარისხის ორდენებით.


1977 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი ზინობი თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში შეხვდა და მიესალმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულ პატრიარქს პიმენს. მიტროპოლიტი ზინობი ახლდა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს 1978 წლის მარტში მოსკოვში ვიზიტის დროს. 35 წლის მანძილზე მიტროპოლიტი ზინობი ტაძრის გვერდით მოკრძალებულ სენაკში ცხოვრობდა. ეს პატარა ოთახი იყო მისი კაბინეტიც და საძინებელიც. 1984 წლის 19 ივლისს (1 აგვისტოს), ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეს, მეუფე ზინობმა ლიტურგია აღასრულა, ფეხების სისუსტე იგრძნო და მას შემდეგ უკვე თავის სენაკს მიეჯაჭვა, რადგან სიარული გაუძნელდა, ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მაგრამ იმავე წლის 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ანაფორა ჩაიცვა, თავად წავიდა ტაძარში და ლიტურგიის შემდეგ ლოცვაზეც კი გამოვიდა. ამ დღიდან გარდაცვალებამდე მას აღარ დაუტოვებია სენაკი.


1985 წლის 8 მარტს მიტროპოლიტი ზინობი გარდაიცვალა, 14 მარტს, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის წევრებთან: მიტროპოლიტ კონსტანტინესთან (მელიქიძე), მიტროპოლიტ დავითთან (ჭკადუა), ეპისკოპოს ზოსიმესთან (შიოშვილი) ერთად წესი აუგო მიტროპოლიტ ზინობს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წესის აგების წინ ბრძანა: "თეთრიწყაროელი მიტროპოლიტის, ზინობის ცხოვრება მთლიანად ეძღვნებოდა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოყვასის მსახურებას. არიან ადამიანები, რომელთა სახელებიც დიდხანს რჩება მორწმუნეთა გულებსა და ლოცვებში. ასეთი მადლმოსილი ადამიანი, რომელმაც სულიწმიდის მადლი მოიხვეჭა, იყო ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ზინობი, მან სულიწმიდის მადლის მოხვეჭას თავისი ურყევი რწმენით, უფლისა და ყველა გარშემომყოფი ადამიანის სიყვარულით მიაღწია... 1950 წლიდან 35 წლის განმავლობაში იგი მწყემსავდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მრევლს. ჩვენ ვიცნობთ მას, როგორც უდიდეს ბერს, როგორც დიდ სულიერ ადამიანს, რომელიც მაღალი ქრისტიანული მსახურების, ასკეტური მოღვაწეობის მაგალითს იძლეოდა. ყველა, ვინც იცნობდა, ოდესმე ჰქონია ბედნიერება, მისგან კურთხევა მიეღო ყოველთვის იღებდა სულიერ ნუგეშს. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვისც მრავალი სულიერი ნუგეში მიუღია მიტროპოლიტ ზინობისაგან. 1957 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით ამ წმინდა ტაძარში მეუფე ზინობმა ბერად აღმკვეცა და უფლის წინასწარმეტყველის, ილიას, სახელი მიწოდა. მიტროპოლიტი ზინობი მონაწილეობდა ჩემ ეპისკოპოსად ხელდასხმასა და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებისას. მან ცხოვრება და გული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ყველა ჩვენგანს უბოძა. იგი მუდამ განსაკუთრებული სიყვარულით იღებდა მასთან მისულ ყველა მორწმუნეს, განურჩევლად იმისა, რუსი იყო, ქართველი თუ ბერძენი... მისთვის მთავარი ის იყო, რომ ადამიანს თანადგომა ესაჭიროებოდა და მორწმუნე იყო. და დღეს, ძმანო და დანო, მარადიულ ცხოვრებაში ვაცილებთ მეუფე ზინობს, მაგრამ მწამს, რომ ის არ დაგვტოვებს თავისი ლოცვის გარეშე." მიტროპოლიტი დაიკრძალა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2022
ბოლო რედაქტირება 11.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0