სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
დავით ახრახაძე დაბ. 1969 წ. ვეტერანი ქუთაისის ბატალიონი დაბ. ქუთაისი დავით ახრახაძე დაბ. 1969 წ. ვეტერანი ქუთაისის ბატალიონი დაბ. ქუთაისი
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ახრახაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

დავით ახრახაძე დაბ. 1969 წ. ვეტერანი ქუთაისის ბატალიონი დაბ. ქუთაისი

დავით ახრახაძე გოლას ძე დაიბადა 26 მაისი 1969 წელს ქუთაისში. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში 1992-93წწ, 

დავით ზივზივაძე (სტილი დაცულია, რედ.) :

დილის 7-ის ნახევარი იქნებოდა, რომ „გრანატამიოტების“, „პულიმიოტების“, ავტომატების გამაყრუებელმა ხმებმა გამაღვიძა. წამოვხტი და გავვარდი პოსტისკენ. ყველა მხრიდან გვიტევდნენ აფხაზები. „დათოია, მოხალისე, აბა, შენ იცი, არ დაკარგო სიხალისე, – გადმომძახა და თან თვალი ჩამიკრა სეხნიამ დათო ახრახაძემ, – რომ იძახოდი, მანახე აფხაზიო, მევიდნენ, და აგერ არიან ცოცხალიც და მკვდრებიც!“ ადგილი შევარჩიე ფანჯარასთან. გზის მარჯვენა მხრიდან გვესროდა მტერი. მაყვლის ბუჩქი შევამჩნიე ერთი. ეს იყო ჩემი პირველი შედეგიანი გასროლა. სადმე კარგი ადგილი იყო შესარჩევი. პოსტის წინ აგურის და ბლოკების გროვა ეყარა. იქ რომ შეგვიყვანა, მტრის ყველა ჯარისკაცი ხელის გულივით გამოჩნდებოდა, გადავწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ბლოკებში უნდა ჩავმჯდარიყავით. გარაჟის თავზე გამაგრებულ ბიჭებს დავუყვირეთ, პრიკრიტია გაგვიკეთეთ-თქვა. დაყვირებისთანავე გავვარდით. დათო ახრახაძემ ბლოკებამდე მშვიდობიანად მიაღწია. ისევ დავიყვირე და გავვარდი მეც. „როგორაა საქმე, ბევრია, დათოია?“ – დავუძახე. ხელის გულივით ჩანდა ნაძვებისა და ჩაიების ვიწრო ბილიკი. დათოს უკვე დაეტყო ამ ბილიკზე თავისი ავტომატის ნაკვალევი.


„ახლა მოგვცა ელპეკა“, – ინატრა ახრახაძემ. თან ტყვიებიც გველევა. „გამიკეთე პრიკრიტია, მე გავიქცევი“, – ვუთხარი დათოს, და პასუხისთვის არ დამიცდია, ისე გავვარდი ტელევიზორივით საყურებელ მინდორზე. მშვიდობიანად გადმოვირბინე. ღმერთი მწყალობდა. გავედი სახლის უკან, სადაც ჩვენი ხალხი იდგა. ასე 50 კაცამდე იყვნენ მოფარებულში. დიმა, სავსე რაჟოკები მომეცი-მეთქი. დაიწყეს რაჟოკების შეგროვება. ზოგიერთები თავს იკავებდნენ, ეს რომ შევამჩნიე, ყვირილი დავიწყე, ჩქარა, სახლის უკან არაა საჭირო-მეთქი. 15 ცალამდე შევაგროვე, ტყვიის ზაპასიც მოვითხოვე. ასე რომ, ერთი საათი შეუჩერებლივ გვეყოფოდა. ელპეკაც ავიღეთ სამი ყუმბარით. რადგან მეტის წაღება შეუძლებელი იყო. დაცხეთ-მეთქი და, როგორც შევძელი, სირბილით წავედი ბლოკებისაკენ. „აჰა, გაიხარე, ძმა, ელპეკა, თუ რაცხა ჯანდაბაა“. „აბა, ეხლა იკადრებენ საკადრებელს, თვარა სულ აღარ გამოდიან ბილიკზე“. ყურები დაიცო „აკაესის“ ტყვიებით. იმ ბილიკს კიდევ დავუშვით. ვერ ვხედავდით, თვარა მსხვერპლი დიდი იყო. ისევ ავტომატები ავამუშავეთ. „კიდევ ვესროლოთ“, – მითხრა ისევ დათომ, ისევ დავუშვი ავტომატი ჩაიებს. გაისმა გამაყრუებელი ხმა. იმ ადგილას, სადაც ჩავარდა დაეცა, 4 კაცი ჰაერში ავარდა. სიხარულისგან ფეხზე წამოვხტი და ისევ დავიწყე სროლა, უკან შემოვარდნილმა დათომ ხელით დამქაჩა საყელოში და წამაქცია – „რას შვრები, გაგიჟდი?“ ისევ ავამუშავეთ ავტომატები. სავსე რაჟოკები თითქმის ყველა გამოგველია. ტყვიების დატენვა დავიწყე და ისევ ახრახაძე სროულობდა. რაჟოკის ტყვიებით შევსებას დიდი დრო მიაქვს. გადავწყვიტე, მინდვრის გადარბენა სავსე რაჟოკების მოსატანად. სანამ დათოს ვეტყოდი ამის თაობაზე, დარიდურა მოასკდა ბლოკებს 4 ავტომატით და პადსუმკა რაჟოკებით. ყველაფერს თანმიმდევრობით ვეღარ ვიხსენებ. დარიდურას ამას წინათ ტყვიები გამოელია. მე დამიყვირა: გეგუთა, მე ტყვიები არა მაქვს, მომეშველეო.


აჰა, გეგუთა, მაშვინ რომ „პადერჟკა“ მომეცი, სამაგიეროო, – და ისევ უკან გაიქცა. ცოტა ხანში კიდევ გამოვიტანთ რამესო. გაიქცა და დაგვიტოვა 3 ავტომატი, ათამდე რაჟოკი. „დასცხე, დათკა და ამ ბოლო სნარიადსაც ვესვრი ბარემ“. მე დავიწყე ჩქარი ადინოჩკებით სროლა. ტყვიები გამომელია. სნარიადის ხმა არ ისმის. გავიხედე მარცხნივ, საიდანაც ახრახაძეს უნდა ესროლა. დათო წაქცეული იყო. რაღაცნაირი თვალებით შემომხედა, – ფეხებში დამჭრეს, ჩქარა მიშველეო. გამოვვარდი, ნუ გეშინია-მეთქი. არც ერთ ავტომატზე არ ეკეთა რეზინის გადასაჭერი ჟგუტი. რა უნდა მექნა? ბლოკებში დაბრუნება კარგი იყო, მაგრამ დათო სისხლისგან დაიცლებოდა. დაწოლილმა გადავიდევი დათოს ხელი კისერზე და დავიწყე ხოხვა ჩვენი პოსტისკენ. წვიმა, თოვლი, ცივი ტალახი, თითქმის ვეღარ ვხოხავ, ისე ვსრიალებ. დათო გაითოშა. ბევრი სისხლი დაკარგა, ფეხები დახვრეტილი ჰქონდა. თითებიდან სისხლმა დამიწყო დენა. მშველელიც არავინაა. ბევრს უნდა მოშველება, მაგრამ ხომ გითხარით, სიკვდილი ვაჟკაცებს შეუძლიათ, ძლიერი სულის პატრონებს. თითებს ვერ ვამოძრავებ. გადავკოტრიალდები, გავაჩოჩებ და გამომელია ყველა ძალა. სახე ტალახში მიდევს. ვფიქრობ, უცებ წამოვდექი, დავიღრიალე, თქვენი დედა-თქვა, მერე მუხლებზე ჩავიჩოქე, ვიყურებოდი იქეთ, საიდანაც აფხაზები ტყვიებს გვიშენდნენ, რა სასიამოვნოდ დაქროდნენ ჩემს ყურებთან ტყვიები… ხელის კვრა ვიგრძენი… „რას შვრები, დათო, ეხლავე გაგიყვან, იწექი, არ წამოდგე“. პეტია ვიცანი, ჭიათურელი, ოცი მეტრი თუ იქნებოდა დარჩენილი აკოპამდე.

გადაიყვანეს დათო აკოპში და გაიყვანეს ბრძოლის ველიდან. ყველაფერი მიდუღდა ტანში, წამოვხტი და ისევ გავიქეცი ბლოკებში. დავჯექი და დავიწყე სროლა ხან ერთი ავტომატით, ხან მეორეთი. ოთხ საათამდე ვისროდი. უკვე სიცივემ ამიტანა, აღარ შემეძლო. გამოვედი სირბილით, უკან დავტოვე ბლოკები, ის ბლოკები, სადაც დატოვა დათო ახრახაძემ მარცხენა ფეხი.

gmas.ge

ეს არის დათო ზივზივაძის დღიურიდან. რომელიც სიკვდილის მერე ნახეს და გამოაქვეყნეს. 


დათო (გეგუთა) ზივზივაძე 1957-93წწ. გარდ. 36 წლის აფხაზეთი დაბ. სოფ. გეგუთი წყალტუბო იმერეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.11.2022
ბოლო რედაქტირება 30.11.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0