კონსტანტინე ქურსუა კუკურის ძე დაიბადა 10 აპრილი 1983 წელს 21 ნოემბერს 2022წელი დონეცკთან ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა.
Константин Курсуа Кукуревич родился 10 апреля 1983 года и погиб 21 ноября 2022 года в одном из боестолкновений под Донецком.
39 წლის კონსტანტინე უკრაინაში 2014 წელსაც იბრძოდა, თუმცა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ის პირველივე დღეებიდან ძმასთან ერთად წინა ხაზზე იყო.
ძმა ახლახან გამოუშვეს ფრონტიდან, ბავშვს ელოდება დღე-დღეზე. კონსტანტინე დასვენების დღეს [იგულისხმება როტაცია - რ.თ.] მიდიოდა სახლში, პირველი დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა", - ჰყვება მისი ბიძა, გია ქურსუა.
კონსტანტინეს მშობლები აფხაზეთიდან, გალიდან არიან, თუმცა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომამდე უკრაინაში გადავიდნენ საცხოვრებლად. კონსტანტინე კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიში ცხოვრობდა.
"კიევში დაიბადა, მაგრამ დადიოდა აქეთა სახლშიც, გალში.
ბავშვობაში ყოველ არდადეგებზე ზაფხულში გალში იყო. ცოლ-შვილი არ ჰყავდა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ბიძა.
კონსტანტინეს ოჯახის წევრები - ძმა პაატა, უკრაინელი დედა და ბებია კიევში ცხოვრობენ.
წარმოშობით ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა უკრაინის საელჩო საქართველოში.