ზვიადი უშხვანი - მებრძოლი; დაიბადა 1960 წლის 13 აგვისტოს. მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში. დაიღუპა 1993 წლის 29 სექტემბერს. ამ დრომდე დასაფლავებული იყო გულრიფშის რაიონი სოფ. ვლადიმიროვკაში.
პანაშვიდი ჩაატარა არქიმანდრიტი პიმენი (ერისკაცობაში რომან ქარდავა) დაიბადა გალში საქართველოს ქუჩაზე, სამების საკეთდრო ტაძრის ღვთისმსახური
სამების საკეთრო ტაძარში დასვენება მოხდა 07 დეკემბერი 2022 წელს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოასვენეს 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დაღუპული 3 სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და 8 მებრძოლის - ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიადი უშხვანის, ბორის ბერულავას, ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას, და ხვიჩა დეკანოსიძის ნეშტები.