ოთარ ნოდარის ძე ღვინაშვილი დაიბადა 23 აპრილი 1985 წელს, დაბადებულია კიევში. მამა ნოდარ ღვინიაშვილი დაბადებულია: სოფელი ჩაილური საგარეჯო, გარდაიცვალა 19 იანვარი 2023 წელს დაკრძალულია პატარა ჩაილურის სასაფლაოზე
ნათლისღების ღამეს საგარეჯოში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედია სულისშემძვრელია. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ღამის პირველ საათზე მოულოდნელად სროლა ატყდა. მამაკაცი თავისი ბინის აივნიდან ისროდა, ჯერ ერთი ახალგაზრდა დაჭრა სასიკვდილოდ და მის მისაშველებლად მისულებსაც ტყვია დაახალა. გასროლის შედეგად დამნაშავემ 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 ადამიანი დაჭრა, მათგან ერთის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, 4 დაჭრილს ოპერაცია დასჭირდა. კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. დაჭრილებს, ძირითადად, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნებოდათ, ზოგს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ზოგს - ქვედა კიდურის.
დამნაშავე ყოფილი სამხედროა, ამავე კორპუსში მცხოვრები 49 წლის ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც, საბოლოოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ირკვევა, ადგილობრივებმა სროლის პარალელურად, დახმარებისთვის 112-ში დარეკეს, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ათუაშვილმა სროლა მაინც განაგრძო, მოკლულებს შორისაა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ოთარ ღვინაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
ოთარ ღვინიაშვილი შვილებთან ერთად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა:
"შს სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება", - აცხადებენ უწყებაში.
მოკლული ახალგაზრდები იმავე უბნის მაცხოვრებლები არიან და ადგილობრივები საშინლად განიცდიან მომხდარს.
დედა ლია ირადიონის ასული მარიხაშვილი დაბ. საგარეჯო, ცხოვრობდა კიდევში,
ნოდარ რჩეულიშვილი
ზაქარია მათიაშვილი
ითანამშრომლა თამარ ურდულაშვილი დ. 1968წ. პედაგოგი, აქტიური მოქალაქე დაბ. საგარეჯო