სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
შოთა ლაბარტყავა 1927-93წწ გენოციდი დაბ. სოხუმი შოთა ლაბარტყავა 1927-93წწ გენოციდი დაბ. სოხუმი

1927-1993 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ლაბარტყავა სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

62       ბეჭდვა

შოთა ლაბარტყავა 1927-93წწ გენოციდი დაბ. სოხუმი

შოთა ლაბარტყავა 1927-93წწ გენოციდი დაბ. სოხუმი


მოხუცი: ავტორი ციცინო ჯულუხიძე

შოთა ლაბარტყავას ხსოვნას
ჩამავალი მზის სხივები მკრთალად ანათებს ქარხნის დაცარიელებულ ტერიტორიას. ირგვლივ ყველაფერი გადათხრილი და დანგრეულია. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. ადრეული შემოდგომის აქა-იქ შემორჩენილ ბალახს შავი ლაქები დამჩნევია - ეს სისხლია, იმ ქართველთა სისხლი, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს მშობლიურ ქალაქს და მის დაცვას შეეწირნენ.



ქარხნის შენობის გადარჩენილი ნაწილიდან ველური ბაკქანალიის ხმები ისმის - სისხლით მთვრალი ბარბაროსები გამარჯვებას ზეიმობენ. ბაბილონის გოდოლივით აღრეულა ენები ერთმანეთში - რუსული, აფხაზური, სომხური, ჩეჩნური და ვინ იცის, კიდევ რომელი...

ეზოში ფრთხილად შედის კაფანდარა მოხუცი. მართალია, წლებს თავისი დაღი დაუმჩნევია მისი სახისათვის - თმები გასთეთრებია, ნაოჭებით დაღარვია ყვრიმალები, მაგრამ მზერა კვლავ ძველებური შერჩენია - მკაცრი და ყოვლისმწვდომი. ამ მოხუცს მთელი სოხუმი იცნობს - დიდი სამამულო ომის ვეტერანი, მრავალი საზღვაო ბრძოლის მონაწილე და გმირი, გერმანული ენის საუკეთესო სპეციალისტია, რომელმაც მთელი ცხოვრება მართალი კაცის ცხოვრებით იცხოვრა, ხანდაზმულობაში კი სამხედრო საქმეს ასწავლიდა ახალგაზრდებს.


უამრავმა მოსწავლემ გაიარა მის ხელში, რომლებიც დიდი ინტერესითა და ბავშვური სულსწრაფობით ხსნიდნენ და აწყობდნენ სასწავლო ავტომატებსა და ხელყუმბარებს. მაშინ მათ არ იცოდნენ, რა იყო ომი, კინოფილმებიდან კი ყველაფერი ისე რომანტიკული ჩანდა...

დღეს ბევრი მათგანი უკვე აღარ არის...

ფრთხილად მიიპარება მოხუცი შენობისაკენ. ერთადერთი ხელყუმბარა უდევს ჯიბეში, მეტი არაფერი შემორჩა.

თუმცა ეს ომი სულ არ ჰგავს იმ დიდ ომს, რომელიც მან ახალგაზრდობაში გადაიხადა - არცერთ კანონს არ ემორჩილება, მაგრამ ძველი, გამოცდილი მებრძოლის ალღო ჯერ კიდევ არ განელებია.

ჩუმად შემოუარა კუთხეს და დამეხილივით შედგა - მისი ყოვლისმნახველი მზერაც კი შეძრა სურათმა, რომელიც იხილა:

სასწაულით გადარჩენილ ხეზე ფეხით ეკიდა შეურაცხყოფილი, თვალებდათხრილი, ხელებმოკვეთილი გვამი, რომელსაც მკერდზე ქაღალდი ჰქონდა მიკრული სისხლიანი, ოკრობოკრო წარწერით:

„Продается грузинское  мясо“.

ასეთი რამ იმ ომშიც არ ენახა მოხუცს. გაშეშდა. ბოღმა მოაწვა ყელში, ცეცხლმა დაუშანთა მთელი სხეული. მერე აკანკალებული ხელი ერთადერთ იმედს მოუჭირა და შესასვლელს მიაშურა.

მთვრალი „ბოევიკების“ ღრიანცელში არავის გაუგია მისი შესვლა, მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როცა ერთად შეკრებილებს მიუახლოვდა. მაშინვე ავტომატი მოუღერეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

აფეთქების ტალღამ შეძრა ოთახი...

 მებრძოლის უკანასკნელი ვალიც პირნათლად მოიხადა მოხუცმა.

 ციცინო ჯულუხიძე



სტატია მოამზადა ციცინო ჯულუხიძე ვალერიანის ასული, დაბადებულია 1954 წელს სოხუმში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.02.2023
ბოლო რედაქტირება 21.02.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0