სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12295

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ნოდარ დავითის ძე ანდღულაძე 1927-2013წწ ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი) დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი გურია ნოდარ დავითის ძე ანდღულაძე 1927-2013წწ ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი) დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი გურია

1927-2013 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ანდღულაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

98       ბეჭდვა

ნოდარ დავითის ძე ანდღულაძე 1927-2013წწ ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი) დაბ. სოფ. ბახვი, ოზურგეთი გურია

ნოდარ დავითის ძე ანდღულაძე (დ. 13 დეკემბერი1927თბილისი — გ. 30 იანვარი2013) — 



ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), საქართველოს სახალხო არტისტი (1965), დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.


1956 წლიდან იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1953-1959 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის პედაგოგი; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1981 წლიდან  პროფესორი; 1974 წლიდან  სოლო სიმღერის კათედრის გამგე; მისი შესრულებული პარტიებია: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), მალხაზი ("დაისი"),


ტარიელი (მ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა"), მინდია (ო. თაქთაქიშვილის "მინდია")არზაყანი ("მთვარის მოტაცება"), გერმანი (პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი"), რადამესი (ჯ. ვერდის "აიდა"), მანრიკო ("ტრუბადური"), ჰერცოგი ("რიგოლეტო"), ოტელო ("ოტელო"), ედგარი (გ. დონიცეტის "ლუჩია დი ლამეურმური "), კანიო (რ. ლეონკავალოს "კამბაზები"), ტურიდუ (პ. მასკანის "სოფლის პატიოსნება"), ლოენგრინი (ვ. რ. ვაგნერის "ლოენგრინი"), ჰეროდე (რ. შტრაუსის "სალომე"); 1983 წელს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა დონიცეტის ოპერა "ლუჩია და ლამერმური"; იგი ასევე იკვლევდა იბერიულ-კავკასიური ენების შედარებითი გრამატიკის საკითხებსავტორია მევნიერული გამოკვლევებისა ვოკალური ხელოვნების თეორიის, ისტორიისა და მეთოდიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1958), ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1954).



წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 155; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.55

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის, საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1977 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია

მადლობა თანამშრომლობისთვის, თეა გენოს ასული სიხარულიძე მცხოვრები სოფელი ბოხვაური, ოზურგეთი 

მადლობა თანამშრომლობისთვის, თინათინ ლიპარის ასული  ღლონტი დაბ. სოფელი დვაბზუ, ოზურგეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.03.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0




სოლომონ ანდღულაძე 1916 წელი მართლმ. მღვდელი, მოღვ. ოზურგეთი

2 0

ანდღულაძე - გვარის 3 ღვთისმსახური

1 0

გიორგი ანდღულაძე 1866-1948წწ რუსეთის გენერალი დაბ. ოზურგეთი გურია

2 0


ოთარ ანდღულაძე დაბ. 1983წ. მსახიობი, მომღერალი წარმ. სამტრედია

2 0