1963 – ანზორ ზურაბაული გიორგის ძე (საგარეჯო), დაბ. 20 დეკემბერი 1935წ. სოფელი ომარაული თიანეთი.
ჭაბუკების და ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი- სამბოში, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1961 წელს; 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1961-1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის მასწავლებელი; 1964-1975წწ. საგარეჯოს რაიონის მილიციის უფროსის მოადგილე; 1969-1974წწ. ორჯონიკიძის რაიონის მილიციის ინსპექტორი; 1983-1985წწ. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი სამბოში; 1985-1987წწ. ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი სამბოში; 1987 წლიდან მწვრთნელი. 1990 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 137
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
- მედალი შსს ორგანოებში წარჩინებული სამსახურისთვის
ფოტო მოგვაწოდა კახა ბუზარიაშვილი