04 აპრილი 2023 წელი დავით სერიოჟას ძე ქუჩუკიანი, დაიბადა 26 ივნისი 1993 წელს. დაამთავრა მშობლიური სოფლის სკოლა სოფელ ბებნიში ქარელის რაიონში,სკოლის დამთავრების მერე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თუ არ ვცდები 5 წელი მსახურობადა და 2 არის ავღანეთში ნამყოფი მიღებული აქვს ბევრი საპატიო სიგელები და რამდენიმე მედალი. შემდეგ პოლონეთში წავიდა სამუშაოთ და ეგრე მოხვდაუკრაინაში ქართულ ლეგიონში და ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეუერთდა უკრაინის არმიას
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 04 აპრილი 2023 წელი ვახტანგ ბარაბაძე და დავით სერიოჟას ძე ქუჩუკიანი ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ტრაგედიის შესახებ ინფორმაციას ორივე დაღუპულის ოჯახს უკვე შეატყობინეს.
არსებული ინფორმაციით, დავით ქუჩუკიანს საკმაოდ დიდი სამხედრო გამოცდილება აქვს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ის ორჯერ იყო ავღანეთის მისიაში.
"ესენი იყვნენ "ქართული ლეგიონის" წევრები. სანგარში იყვნენ, როცა შემოტევა დაიწყო, ინტენსიური საარტლერიო ცეცხლი იყო და დაიღუპა ორი ჩვენი თანამებრძოლი. ასევე რამდენიმა ადამიანია დაშავებული" - განუცხადა "მთავარ არხს" უკრაინაში "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.
"ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში. პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი. ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის .გასკდა გული, ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან. დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს" - წერს გარდაცვლილი ქუჩუკიანის შესახებ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე.
https://www.ambebi.ge/article/291776-cnobilia-ukrainashi-dagupuli-ori-kartveli-mebrzoli/?fbclid=IwAR1wTyyHI7oARoePbNOvMCNmnLtEGRX1ca2PEKFAJ3rX_RMtiU7F5yMBcJw
დარჩა, მეუღლე და ერთი შვილი ნინი 8 წლის, ერთი და, და მშობლები
შვილი ნინო ქუჩუკიანის ფოტო მამის ჩამოსვენებაზე 15 აპრილი 2023 წელი (8 წლის)
ითანამშრომლა და თეო ქუჩუკიანი
ითანამშრომლა გიგა გელაშვილი, მეგობარი.
ითანამშრომლა გიორგი იმერლიშვილი, ქარელის მკვიდრი