სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი 1851-1938წწ მწერალი დაბ. გორი ცხოვრ. სოფ. ახალქალაქი კასპი ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი 1851-1938წწ მწერალი დაბ. გორი ცხოვრ. სოფ. ახალქალაქი კასპი

1851-1938 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი თარხნიშვილი სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

418       ბეჭდვა

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი 1851-1938წწ მწერალი დაბ. გორი ცხოვრ. სოფ. ახალქალაქი კასპი

ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი1851გორი — გ. 7 აგვისტო1938, სოფ. ახალქალაქიკასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი, ფემინისტი და საზოგადო მოღვაწე.


ეკატერინეს მშობლები-რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) და სოფიო ვახტანგის ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი იმ დროის კვალობაზე განათლებული ადამიანები იყვნენ. რევაზ თარხნიშვილი ლიბერალური მიმართულების თავადაზნაურობას ეკუთვნოდა. მას თბილისის პირველი გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული და ჯერ სასამართლოს მდივნად, შემდეგ კი-ვექილად მსახურობდა.


დედის გარდაცვალების შემდეგ, 5 წლის ეკატერინესა და მისი ძმის აღზრდა სოფიოს დედამ-დიდედა ბარბარემ ითავა. მისი ზედამხედველობით, ბავშვები დიდ დროს ატარებდნენ სოფლად-დედისეულ ფლევსა და მამისეულ ახალქალაქში. მკაცრი და ანჩხლი ხასიათის ბარბარე კონსერვატული შეხედულებებით გამოირჩეოდა და თვლიდა, რომ ქალისათვის შინაური განათლებაც საკმარისი იქნებოდა, თუმცა, რევაზ თარხნიშვილი ქალიშვილისათვის განათლების მიცემას აუცილებლად თვლიდა. სიდედრის წინააღმდეგობის მიუხედავად, 7 წლის ეკატერინე მამამ გორში მცხოვრებ პოლკოვნიკ ფავლენიშვილის ქვრივს-მაიკოს მიაბარა, რომელმაც ბავშვს წერა-კითხვა და ლოცვა შეასწავლა. 1 წლის შემდეგ გოგონა თბილისში გერმანულ კერძო სკოლაში გადაიყვანეს, იქიდან კი-ფავრის პანსიონში, რომელიც ეკატერინემ 1868 წელს დაასრულა. პანსიონში სწავლისას მან გაიცნო იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც თავისი "დედა ენა" უსახსოვრა და იმხანად ქართულის მასწავლებელი ალექსანდრე ცაგარელი. ოჯახის უსახსრობამ ეკატერინეს გზა გადაუკეტა უმაღლესი განათლებისაკენ, რის გამოც იგი იძულებული გახდა, გორში მამის ოჯახში დაბრუნებულიყო.

გორში დაბრუნებისთანავე ეკატერინე აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას შეუდგა. თავდაპირველად კერძო მასწავლებლობას ეწეოდა და შინ უსასყიდლოდ ამეცადინებდა ბავშვებს. მისმა "შინაურმა სკოლამ" იმდენად გაითქვა სახელი, რომ მოსწავლეთა რაოდენობამ ძლიერ იმატა და თავისთავად გაჩნდა სკოლის გახსნის აუცილებლობა. ეკატერინეს დიდი მეცადინეობით და გორის საზოგადოების თანადგომით ქალაქში ქალთა სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელშიც განაგრძო თავისი წარმატებული მოღვაწეობა ახალგაზრდა მასწავლებელმა. სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე იყო. გორის სამრევლო სკოლამ დიდი როლი ითამაშა ხალხში განათლების შეტანის საქმეში, მისი აღზრდილები იყვნენ შემდეგომში ცნობილი მსახიობი ნატო გაბუნია და ჟურნალისტი, გამომცემელი და საზოგადო მოღვაწე მარიამ დემურია.

გარდა მასწავლებლობისა, ეკატერინე აქტიურად ეწეოდა თვითგანათლებას-სწავლობდა სოციოლოგიას, ეცნობოდა რუსულ და ევროპულ ლიტერატურას. ამ დროს შედგა მისი ჟურნალისტური დებიუტიც, წერილით "გლეხკაცობის აზრი სახალხო შკოლაზედ", რომელიც 1870 წელს, გაზეთ "დროებაში" დაიბეჭდა. წერილს დადებითი შეფასება მისცა პეტრე უმიკაშვილმა. მან ეკატერინეს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა, რამაც ახალგაზრდა ქალს გზა გაუხსნა იმდროინდელი მოწინავე განათლებული საზოგადოებისაკენ. ეკატერინე გაეცნო და დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, გიორგი წერეთელს.


ეკატერინე გაბაშვილი მოსწავლეებთან ერთად

1871 წელს ეკატერინე დაქორწინდა ალექსანდრე გაბაშვილზე. ახლადდაქორწინებულები ერთხანს სოფელ თხინვალაში ცხოვრობდნენ, სადაც ეკატერინე ისევ მასწავლებლობას ეწეოდა, შემდეგ კი თბილისში გადასახლდნენ. სულ ეკატერინეს და ალექსანდრეს 11 შვილი შეეძინათ. მათგან 6 ადრეულ ბავშვობაში გარდაიცვალა, რამაც ახალგაზრდა ქალზე უმძიმესი გავლენა იქონია. ოჯახური მდგომარეობის გამო იგი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, დიდწილად, ჩამოცილებული იყო აქტიურ საზოგადოებრივ და ლიტერატურულ საქმიანობას. "დღიდან გათხოვებისა, დაიმარხა მთელი ჩემი ოცნებანი, კეთილშობილური ზრახვანი. ოცი წლის განმავლობაში გამუდმებულმა მშობიარობამ, მათმა აღზრდამ, ნამეტნავად სიკვდილმა, ერთობ გამანადგურა"-ამბობდა მწერალი წლების შემდეგ[2]. თუმცა, 80-იანი წლებიდან ეკატერინე კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე ახალი ვრცელი მოთხრობით "რომანი დიდხევაში" (1881), რომელსაც მაღალი შეფასება მისცა ილია ჭავჭავაძემ. ამას მოჰყვა "კონა" (1882), "ორ-ენა და ქუჩე" (1883) და სხვა მოთხრობებიც, რამაც სახელი გაუთქვა, როგორც მწერალს.

ეკატერინე გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებენ საზოგადოებასთან, 1879 წლიდან იყო მისი გამგეობის წევრი. იგი განუწყვეტილივ იღვწოდა ქალთა შორის განათლების გავრცელებისათვის, იყო ერთ-ერთი დამაარსებელი "ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებისა" , რის მეშვეობითაც 1895 წელს საკუთარ სახლში გახსნა ჭრა-კერვის სკოლა, სადაც ღარიბ და ობოლ გოგონებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვას და ხელსაქმეს. სკოლის პროფილი შემდგომში რამდენადმე გაფართოვდა და დაემატა სხვა სასწავლო საგნებიც. მას ეკატერინე გაბაშვილი 20 წელზე მეტხანს ედგა სათავეში. მწერალი ხშირად აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ქალთა საკითხების, განსაკუთრებით კი-განათლების შესახებ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბავშვო ჟურნალების-ნობათის, ჯეჯილისა და ნაკადულის დაარსებაშიც, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ თეატრს, იღვწოდა სახალხო ბიბლიოთეკების დასაარსებლადაც.

1911 წელს ქართულმა საზოგადოებამ ეკატერინე გაბაშვილს დიდი პატივით გადაუხადა დაბადების 60 წლისთავი. იუბილარი მწერალი სცენაზე აკაკი წერეთელმა გამოიყვანა[3].

ეკატერინე გაბაშვილი გარდაიცვალა 1938 წლის 7 აგვისტოს, სოფელ ახალქალაქში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება



ითანამშრომლა კახა გიორგის ძე მიხანაშვილი ჟურნალისტი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.04.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0