სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვასილ კარგარეთელი დიმიტრის ძე 1880-1946, აზერბეიჯანის გენერალი დაბ. თბილისი ქართლი

1880-1946 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი კარგარეთელი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

365       ბეჭდვა

ვასილ კარგარეთელი დიმიტრის ძე 1880-1946, აზერბეიჯანის გენერალი დაბ. თბილისი ქართლი

ვასილ დიმიტრის ძე კარგარეთელი (დ. 29 ივლისი1880 — გ. 1946) — ქართველი სამხედრო პირი.


ფოტო სიმბოლურია 

ვასილ კარგარეთელი დაიბადა 1880 წლის 29 ივლისს. განათლება მიიღო ტფილისის (ახლანდელი თბილისიპირველ კლასიკურ გიმნაზიასა და მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში (1901). სამხედრო სამსახური დაიწყო იუნკერად 1899 წლის 2 სექტემბრიდან1901 წლის 13 აგვისტოდან მსახურობდა ლეიბ–გვარდიაში სანქტ-პეტერბურგის პოლკში, შემდეგ გვარდიული ქვეითების რეზერვში (11 ივლისი1902 — 17 აპრილი1903), გორის 259-ე ქვეით პოლკში, 1903 წლის 17 აპრილიდან – არმიის პოდპორუჩიკი; 1905. 15.05–დან – პორუჩიკი; 1908. 09.08–დან შტაბს–კაპიტანი1913 წელს ვასილ კარგარეთელმა დაამთავრა ნიკოლოზის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია პირველი თანრიგით, რის შემდეგაც გენშტაბის ბრძანებით მიავლინეს კავკასიის ქვეითთა პოლკის როტის მეთაურად. მონაწილეობდა (1914–1918) წლების პირველ მსოფლიო ომში1914 წლის 24 დეკემბრიდან იყო კაპიტანი1915–1916 წლებში მსახურობდა კავკასიის კაზაკთა პირველი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად, შემდეგ ჩრდილოეთის ფრონტის არმიების მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტირმაისტერის სამმართველოში; 1916 წლის 27 აგვისტოდან დააწინაურეს პოდპოლკოვნიკად1917 წლის 18 ივნისიდან დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროს ადიუტანტად1918 წლამდე იმყოფებოდა სპარსეთში რუსული ჯარების შემადგენლობაში. 1918 წლიდან ვასილ კარგარეთელი მსახურობდა ქართულ ჯარში, ქართული კორპუსის მე-2 დივიზიის მეთაურად. 1919 წლის 17 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა საქართველოს დიპლომატიური მისიის სამხედრო ატაშედ აზერბაიჯანში1919 წლის 15 ივლისიდან მსახურობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარში გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს გენერალ-კვარტირმაისტერად1920 წლის 24 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის №6 ბრძანებულებით — „განსაკუთრებული დამსახურებისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინაშე“ მიენიჭა „გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდება. 1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ვასილ კარგარეთელი დაინიშნა სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის არმიის მთავარსარდლად. 1920 წლის ნოემბერში განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან სერგო ორჯონიკიძის პირადი განკარგულებით. 1920 წლის ბოლოდან ვასილ კარგარეთელი ცხოვრობდა სპარსეთში. იგი დასახლდა თეირანში და ყოველდღე გადიოდა ბაზარში, სადაც მისივე სიტყვებით, შველოდა სახედრებისა და აქლემების ქარავნებს საპალნის ჩამოხსნა-აკიდებაში. ამით შოულობდა დღეში რამდენიმე ყრანს (ყრანი — 30 კაპიკი) თავისი ოჯახის გამოსაკვებად. მიუხედავად ამისა უცხოეთშიც აქტიურად ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლებას. იყო ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ დამაარსებელი. ამასობაში ირანში მდგომარეობა შეიცვალა, 1925 წელს რეზა-ხან ფეხლევიმ ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება და შეუდგა ჯარის ახლებურად ორგანიზაციას. ამ მიზნით იგი დაუახლოვდა ქართველ გენერალს და შეადგენინა სამხედრო სახელმძღვანელოები. ვასილ კარგარეთელმა რეზა-ხანსა და მის თანამშრომლებს პირადად შეასწავლა სხვადასხვა სამხედრო წესები. „გურჯი ხანი“ – კარგარეთელის მიერ სპარსულ ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხედრო სახელმძღვანელოები. გენერალი კარგარეთელი თეირანის საპატიო მოქალაქე გახდა. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვასილ კარგარეთელს მიღებული ჰქონდა ჯილდოები, მათ შორის: წმინდა ანას ორდენის მე-III (1913) ხარისხი, წმ.სტანისლავის ორდენის მე-III (1907) ხარისხი, „თამარ მეფის ორდენის მე-III ხარისხის (1925) და სხვ. ვასილ კარგარეთელი გარდაიცვალა 1946 წელს. დაკრძალულია რუსულ სასაფლაოზე ქალაქ თეირანში.

ვიკიპედია  ფოტო ვერ მოვიძიეთ

კარგარეთელი (სათარხნოს აზნაურნი)

ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი საავალისშვილოს ხეობიდან ადგილით კორტანეთით, დროსა ...

კარგარეთელი (საყაფლანიშვილო აზნაურნი, ანუ რომელსაცა ჰფლობენ ორბელიანნი)

(იხილე ზემორე).

http://www.geogen.ge/ge/treasurege/13/4313/


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.03.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0