სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ზაქარია (ზაქრო) ბერაძე 1939-2023წწ ლოტბარი, ანსამბლი ბეთანია დაბ. სოფ. ხიდარი, ხარაგაული ზაქარია (ზაქრო) ბერაძე 1939-2023წწ ლოტბარი, ანსამბლი ბეთანია დაბ. სოფ. ხიდარი, ხარაგაული

1939-2023 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ბერაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

324       ბეჭდვა

ზაქარია (ზაქრო) ბერაძე 1939-2023წწ ლოტბარი, ანსამბლი ბეთანია დაბ. სოფ. ხიდარი, ხარაგაული

ზაქარია ბერაძე.დაბ.თარიღი 1939 წ. 7 აგვისტო. ხარაგაულის რაიონი სოფელი ხიდარი.გარდაცვალების თარიღი 2023წლის 11 აპრილი.


გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანსამბლ ,,ბეთანიის"ლოტბარის ბატონ ზაქრო ბერაძის გარდაცვალების გამო.

ზაქრო ბერაძე დიდებული ლოტბარი, დაუღალავი მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ერთ-ერთი ძლიერი ბურჯი ქართული ფოლკლორის ქართულ ხალხური სიმღერის ასე ახასიათებენ ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში ბატონ ზაქროს.

ბავშვობიდან ეზიარა მუსიკალურ ცხოვრებას ,, სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება" ასე იწყებდა თავის ბიოგრაფიის წერას.


17 წლის ასაკში მღეროდა ხარაგაულის ანსამბლში , შემდეგ 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში.

ანზორ კავსაძემ მალევე ჩამოაყალიბა ანსამბლი ,, ხალიბი" რომელმაც პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა ბატონ ზაქროს ხელმძღვანელობით.

განუზომელია მისი დამსახურება იმერულ მუსიკალურ ფოლკლორული ტრადიციების შენახვა, აღორძინების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით ხარაგაულისა და ზესტაფონის ანსბლებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს.


ვიდრე ძალა და უნარი შემწევს, ვერავინ გამაჩერებს, ვიცი რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ და შთამომავლობაც ასე გააგრძელებს ამბობდა ბატონი ზაქრო.

ღირსეულად განვლო თავის ცხოვრების გზა, უამრავი ადამიანი აამღერა და დაამოძღვრა ქართული ხალხური სიმღერის მადლით.

დედმამიშვილებთან ერთად ნუნუკო.,მედიკო,ჟუჟუნა,კაკო(აკაკი),ზაქარია, გოდერძი

ზაქარია ბერაძე ახალგაზრდობაში

ითანამშრომლა მამა პეტრე (პეტრიაშვილი), შვილიშვილი (ლალი, დედის მამა)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.04.2023
ბოლო რედაქტირება 26.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0