იზა ჭიკაიძე (ნიბლაძე) ბესარიონის ასული დაიბადა 12 დეკემბერი 1947 წელს სოფელი ველისციხე. მათი ისტორიული სამკვიდრებელი სოფელი დგნალი, დუშეთი. მამამისი ადრე დაობლებულა და გაზრდილია სოფელი ზემო ქედი, დედოფლისწყარო. შემდეგ დამკვიდრდდა ველისციხეში.
დაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი.
დაამთავრა თელავის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1971 წელს.
წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. გურჯაანის №1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; ქ. გურჯაანის №3 საშუალო სკოლაში – დირექტორად, აგრეთვე, გურჯაანის რაიონის განათლების განყოფილებაში, სასკოლო ინსპექტორად; 1986 წლიდან მუშაობა გააგრძელა თელავის პედაგოგიურ უნივერსიტეტში, დოცენტის თანამდებობაზე; 1991 წლიდან საქართველოს უზენაეს საბჭოში, რედაქტორად, შემდეგ, – სახელმწიფო საბჭოში რედაქტორ-რეფერენტად, ხოლო ბოლო ოც წელზე მეტი (2013 წლამდე) მოღვაწეობდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატებში, რედაქტორად, რეფერენტად და მრჩევლად; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "ვედრება" (1992), "გაზაფხული" (1998), "რაი არს ნეტარება" (2002), "მე დავიბადე ქრისტეშობისას" (2010), "ას ერგასი ლექსი" (2012), "ზამთრისპირა ლოცვები" (2021), "მეც ქართველი ვარ" (2022). ი. ჭიკაიძის ლექსებში, საქართველოს გმირულ წარსულთან ერთად, გადმოცემულია თანამედროვე ყოფა და ადამიანთა მისწრაფებები, ამჟამინდელი ტკივილებითა და სიხარულით; პოეტი თავის ლექსებში დიდ ყურადღებას უთმობს უფალს და მის ყოვლისშემძლეობას; აღსანიშნავია, აგრეთვე ფილოსოფიური ხასიათის ლექსები; მის შემოქმედებაში მუდამ ადამიანთა სიცოცხლის, სიყვარულის უკვდავებისა და მარადიულობის მადლიანი საგალობელი გვეხმიანება. ფილოლოგიის დოქტორი (1986).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
მარცხნიდან ლევან ჟვანია, იზა ჭიკაიძე, დავით ფეიქრიშვილი 27 აპრილი 2023 წლის ფოტო
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის - ანა კალანდაძის სახელობის პრემია
ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის
ბიბლიოგრაფია
- მეც ქართველი ვარ (ავტორი). - თბილისი, 2022
- ზამთრისპირა ლოცვები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2021. - 328გვ.. - ISBN: 9789941829727
- ას ერგასი ლექსი (ავტორი). - თბილისი, 2012. - 150გვ.. - ISBN: 978-9941-421-92-1
- მე დავიბადე ქრისტეშობისას... : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2010. - 235გვ.
- რაი არს ნეტარება (ავტორი). - თბილისი, 2002
- გაზაფხული : კრებული (ავტორი). - თბილისი, გეა, 1998. - 148გვ.
- ვედრება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, გეა, 1992. - 58გვ.
დგნალი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის თემში, მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, დუშეთიდან 31 კილომეტრში.
მადლობა, ზურაბ ხუროშვილი