სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
რუსუდან (მაცაცო ) სებისკვერაძე დ. 1946წ. კომპოზიტორი დაბ. ზესტაფონი რუსუდან (მაცაცო ) სებისკვერაძე დ. 1946წ. კომპოზიტორი დაბ. ზესტაფონი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი სებისკვერაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

რუსუდან (მაცაცო ) სებისკვერაძე დ. 1946წ. კომპოზიტორი დაბ. ზესტაფონი

რუსუდან (მაცაცო ) სებისკვერაძე  შოთას ასული (დ. 2 აგვისტო, 1946 , ზესტაფონი) — ქართველი კომპოზიტორი. მისი მამის შოთას მამა, ვარლამი, ზესტაფონში უბისიდან გადასულა


27 აპრილი 2023 წლის ფოტო

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს(საფორტეპიანო).

1965-1977წწ. იყო თბილისის სხვადასხვა მუსიკალური სკოლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1980-1983წწ. თბილისის II მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1997-2005წწ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მუსიკალური ცენტრის კონსულტანტი; 2005-2007წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს წევრი; საესტრადო კონკურსების ჟიურის წევრი;


თხზულებები: საესტრადო სიმრერა(350-ზე მეტი), მათ შორის: "თბილისი ჩემი საფიცარია", "ჩემი სამშობლო, ჩემი ღმერთია", "შავი ზღვა თეთრად მოგეჩვენება", "რაკი ქვეყანაზე ერთხელ გამაჩინე", "აყვავებული ბროწეული მომენატრება", "იმერეთი მოვიარე, ქართლიც შემიჯერებია", "სიყვარულთან თამაში სასტიკად აკრძალულია", "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", "ნეტავ რა იქნებოდა", "მხარე ლამაზი", "ჩემი მიწის სადღეგრძელო"; გასტროლები: 50 საავტორო კონცერტით - სსრკ, შვედეთი, იტალია, ინგლისი; 2008 წელს გაიხსნა ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; საესტრადო სიმღერების ავტორი.


წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 427; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.337

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1993 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.04.2023
ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1




სებისკვერაძე

1 0