სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ანრო ცირეკიძე დ. 1944წ. ვეფხიტყაოსანი იცის ზეპირად. დაბ. სოფ. ორპირი, ტყიბული ანრო ცირეკიძე დ. 1944წ. ვეფხიტყაოსანი იცის ზეპირად. დაბ. სოფ. ორპირი, ტყიბული
ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ცირეკიძე სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

340       ბეჭდვა

ანრო ცირეკიძე დ. 1944წ. ვეფხიტყაოსანი იცის ზეპირად. დაბ. სოფ. ორპირი, ტყიბული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორპირში მცხოვრები 75 წლის ანრო ცირეკიძე ცოცხალი ლეგენდაა, რომელსაც "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მოყოლა შეუძლია. მას ამისთვის 6 საათი, 5 წუთი და 12 წამი სჭირდება.

წყარო ამბები.გე

გერმანული ენის ფილოლოგი "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კონკურსის 6-გზის გამარჯვებულია.

- ამ ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლია, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად მო­გიყ­ვე­ბით, რა, რო­გორ მოხ­და. 1966 წელს სა­კავ­ში­რო მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და რუს­თა­ვე­ლის 800 წლის იუ­ბი­ლე და ამ სა­ი­უ­ბი­ლეო სამ­ზა­დის­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტის ბი­უ­როს სხდო­მა­ზე, იუ­ბი­ლემ­დე ერთი წლით ადრე, ტყი­ბუ­ლის სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტის პირ­ველ­მა პირ­მა, ბა­ტონ­მა კარ­ლო ლო­მა­ძემ შე­მო­ი­ტა­ნა წი­ნა­და­დე­ბა, რომ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან ერ­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ზე­პი­რათმცოდ­ნე­თა კონ­კურ­სი.


რა თქმა უნდა, ამ ინ­ცი­ტი­ა­ვას სკეპ­ტი­კო­სე­ბი გა­მო­უჩ­დნენ, მაგ­რამ ბა­ტონ­მა კარ­ლომ თა­ვი­სი მა­ინც გა­ი­ტა­ნა და მა­შინ­ვე და­ა­ვა­ლა ტყი­ბუ­ლის გა­ზე­თის რე­დაქ­ტორს, და­ე­წყო პო­ე­მის ნა­წილ-ნა­წილ ბეჭდ­ვა და თან კონ­კურ­სის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­და მო­ტი­ვა­ცია ჩემ­თვის, რომ პო­ე­მა მეს­წავ­ლა. კონ­კურ­სი რომ ჩა­ტარ­და გა­ვი­მარ­ჯვე, მა­შინ 22 წლის ვი­ყა­ვი, მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი.

- რამ­დენ ხან­ში მო­ა­ხერ­ხეთ პო­ე­მის ზე­პი­რად სწავ­ლა, ყო­ველ დღე კი­თხუ­ლობთ?

- 6 თვე­ში ვის­წავ­ლე. დღის განმვა­ლო­ბა­ში 8-9 სტროფს ვსწავ­ლობ­დი. ზო­გა­დად, კი­თხვა არის ჩემი ჰობი და და­ძი­ნე­ბამ­დე სულ ვკი­თხუ­ლობ. ყვე­ლა­ნა­ირ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვკი­თხუ­ლობ, მაგ­რამ უფრო რუს­თვე­ლო­ლო­გი­ას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას. რო­დე­საც ფი­ზი­კუ­რად ვმუ­შა­ობ, რუს­თა­ვე­ლი სულ მეხ­მა­რე­ბა. ამას წი­ნათ მკი­თხეს, არ გა­ვი­წყდე­ბაო, თუ იმე­ო­რე­ბო? - ვუ­პა­სუ­ხე: ჭამა და სმა გა­ვი­წყდე­ბათ მეთ­ქი?!

რა­საც არ უნდა ვა­კე­თებ­დე ფი­ზი­კუ­რად, ბარ­ვა იქ­ნე­ბა, თოხ­ნა, თუ სხვა რამ, რუს­თა­ვე­ლი ყო­ველ­თვის ჩემ­თა­ნაა და მეხ­მა­რე­ბა, რომ დაღ­ლა არ ვიგ­რძნო. ყო­ველ სა­ღა­მოს ვკი­თხუ­ლობ...

- "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნი­დან" თქვე­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი რო­მე­ლია?


- ვერ ვი­ტყვი მა­გას, მაგ­რამ (იცი­ნის) ჩემი მე­უღ­ლე მე­უბ­ნე­ბო­და, ნეს­ტა­ნი ხარო, ოღონდ ამა­ში სი­ლა­მა­ზეს არ გუ­ლის­ხმობ­და, ფი­ცხი ხარ მა­სა­ვი­თო, იძახ­და. სი­ლა­მა­ზით ნამ­დვი­ლად ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი.

- რო­გორც ვი­ცით, გერ­მა­ნუ­ლი ენის ფი­ლო­ლო­გი ხართ, გერ­მა­ნე­ლი ავ­ტო­რე­ბი ხომ არ გა­და­ძა­ლა შოთა რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მის გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა სიყ­ვა­რულ­მა?

- დიახ, ფი­ლო­ლო­გი ვარ, გერ­მა­ნუ­ლი ენის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან დიდი ხნის მან­ძილ­ზე სო­ფელ ორ­პი­რის სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი­დი. გავ­ხდი თუ არა სა­პენ­სიო ასა­კის, სკო­ლას თავი და­ვა­ნე­ბე. ქუ­თა­ის­ში ვსწავ­ლობ­დი ალექ­სან­დრე წუ­ლუ­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, ახლა წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტს ეძა­ხი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლე­ბის მი­მართ ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, გო­ე­თემ­დე ბავ­შვე­ბი სწო­რედ, რომ შოთა რუს­თა­ვე­ლის გზით მიმ­ყავ­და.

- რას ეტყვით მოს­წავ­ლე­ებს და მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მელ­თაც პო­ე­მის სწავ­ლა ერ­თუ­ლე­ბათ...


- რო­დე­საც ტყი­ბულ­ში რუს­თა­ვე­ლის სა­ღა­მო მო­ვა­წყეთ, სწო­რედ ეგ იყო იდეა, რომ ბავ­შვე­ბი წიგნ­თან მიგ­ვეყ­ვა­ნა. "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ზე­პი­რად დას­წავ­ლა, არ არის მთა­ვა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იცო­დე, რა­ტომ არის ის ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი, და­ძა­ლე­ბით ამ პო­ე­მის სწავ­ლა არ შე­იძ­ლე­ბა, მისი შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი შიგ­ნი­დან უნდა წა­მო­ვი­დეს... თუ პო­ე­მას გა­აზ­რე­ბუ­ლად წა­ი­კი­თხა­ვენ, ყო­ვე­ლი წა­კი­თხვის შემ­დეგ, მას­ში ახალ-ახალ მარ­გა­ლიტს იპო­ვი­ან.

ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს იმა­ში, რომ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" რთუ­ლია და ბავ­შვე­ბი ვერ იგე­ბენ. მე და­ვა­ფუძ­ნე "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" კლუ­ბი სო­ფელ ორ­პი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. სკო­ლი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, კლუ­ბი ჩემ­მა მოს­წავ­ლემ გა­და­ი­ბა­რა.

- ახლა რო­გორ ცხოვ­რობთ, რას საქ­მი­ა­ნობთ, რა არის თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო?

- მარ­ტო­ხე­ლა ცხოვ­რე­ბას ვე­წე­ვი. ვცხოვ­რობ ყო­ფილ მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლში. ჩემი სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ მაქვს. მაქვს პა­ტა­რა მი­წის ნაკ­ვე­თი და ცოტა მო­სა­ვა­ლი მომ­ყავს. არ ვა­ღი­ა­რებ და­ბე­რე­ბას. ერთი კვი­რის წინ ცუდი ამ­ბა­ვი შე­მემ­თხვა, წის­ქვი­ლი­დან მოვ­დი­ო­დი, ტრა­ი­ლერ­მა წა­მაქ­ცია, 25 ტო­ნი­ა­ნი მან­ქა­ნა რომ დამ­ჯა­ხე­ბო­და, ვერ გა­დავ­რჩე­ბო­დი. სა­ვად­მყო­ფო­ში არც წავ­სულ­ვარ, ასე ად­ვი­ლად ტრა­ი­ლე­რი ვერ მო­მე­რე­ვა, ფეხი და­მი­ზი­ა­ნა მხო­ლოდ... არა­ვინ ელო­და გა­დარ­ჩე­ნას, 100 ასე­თი შემ­თხვე­ვი­დან ერთი ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და.

თურ­მე ბორ­ბლებს გა­რეთ გა­დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ, ბორ­ბლე­ბის შიდა მხა­რის­კენ რომ წავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი, გამსრეს­და. რა ვქნა, არ ვის­ვე­ნებ, ჩემს საქ­მეს ვინ გა­მი­კე­თებს, შვი­ლი მე არ მყავს, და მე არ მყავს, ძმა მე არ მყავს. მე­ზობ­ლე­ბი მივ­ლიდ­ნენ, და მა­კი­თხავ­დნენ.... მაგ­რამ ხომ იცით, კაცი მა­ინც თა­ვის­თავ­თან მარ­ტოა. ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ პენ­სია და ჩემი შრო­მით მო­წე­უ­ლი მო­სა­ვა­ლია. ჩემს მე­უღ­ლეს კურ­სებ­ში ჰქონ­და სახ­ლი, მე მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე ვარ. მის სახ­ლში შვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ორ­პი­რის სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ირი­ნე ბე­რე­კაშ­ვილ­მა უამ­ბო, ქალ­ბა­ტო­ნი ანრო ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე წა­რად­გი­ნეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ამ ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ვერ გახ­და.

ავტორი: რუსკა კილასონია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.04.2023
ბოლო რედაქტირება 29.04.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0