სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
მიხეილ მურვანიშვილი 1875-1959წწ ქართველი მეტყევე დაბ. სურამი მიხეილ მურვანიშვილი 1875-1959წწ ქართველი მეტყევე დაბ. სურამი

1875-1959 წწ. გარდ. 84 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი მურვანიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

309       ბეჭდვა

მიხეილ მურვანიშვილი 1875-1959წწ ქართველი მეტყევე დაბ. სურამი

მიხეილ მურვანიშვილი (დ. 18 მაისი, 1875, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი – გ. 24 დეკემბერი, 1959) — ქართველი მეტყევე.


1893 წელს დაამთავრა ახალციხის სატყეო სასწავლებელი. იმავე წელს დაინიშნა მარტყოფის სატყეოს უფროსის თანაშემწედ.

1907 წლიდან სამუშაოდ გადაჰყავთ ბაკურიანის სატყეო მეურნეობაში.

1910 წლიდან წაღვერის სატყეოს უფროსია.

1918 წელს კი დააარსა სურამის სატყეო მეურნეობა.


1921-1922 წწ. მან პირველმა დააარსა თესლის საშრობი ქარხანა. დაამზადა წიწვოვანთა ჯიშების თესლი, რომელიც იგზავნებოდა რუსეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში.

1935 წლიდან მურვანიშვილი სურამის სატყეო მეურნეობის დირექტორია, მისი დამსახურებით სურამის გარშემო 130 ჰა-ზე გააშენეს ფიჭვნარი.

ჰყავდა 6 შვილი, 2 ვაჟი და 4 გოგო. მისი ერთ-ერთი შვილიშვილის ცნობილი ოფთალმოლოგის ციალა შურღაიას შვილია ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი.

გარდაიცვალა 1959 წელს. დაკრძალულია სურამში გვერდისუბნის სასაფლაოზე. მისი სახელი ეწოდება სურამის ერთ-ერთ ქუჩას.


მას საქართველოს ტყეების „მესაძირკვლესაც“ უწოდებდნენ, რადგან სწორედ მან  დაიწყო ტყეების მასშტაბური გაშენება  სხვადასხვა კუთხეებში: მარტყოფი, საგარეჯო, ყვარელი, აბასთუმანი, ბაკურიანი წაღვერი და ბოლოს სურამი...

მურვანიშვილს გამოყავდა წიწვოვანი ხეების თესლები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ.

მიხეილ მურვანიშვილმა სანერგეები მოაწყო ბორჯომში, აბასთუმანში, წაღვერში, წყალტუბოსა და ბახმაროში. დაარსა ბორჯომის სატყეო მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა.

 სურამის გარშემო ახალი ტყეები გააშენა. ბაიანთხევის და კვირაცხოვლის სერებზე, ნუნის ზვარეში ფიჭვის ტყეები გააშენა.

ტერასებად გაშენებულ ტყეებს, მურვანიშვილს დანაშაულადაც კი უთვლიდნენ.

 ბორჯომის ხეობის, კეჩხობის, სურამის და წაღვერის ტყეები ამ საოცარი ადამიანის დამსახურებაა!

მიხეილ მურვანიშვილი დაკრძალულია სურამში, თავისივე გაშენებულ ბაიანთხევის ტყეში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.05.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0