სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11137

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
პავლე დულუზაური 1910-2004წწ პედაგოგი დაბ. თიანეთი პავლე დულუზაური 1910-2004წწ პედაგოგი დაბ. თიანეთი

1910-2004 წწ. გარდ. 94 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი დულუზაური სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

256       ბეჭდვა

პავლე დულუზაური 1910-2004წწ პედაგოგი დაბ. თიანეთი

პავლე დულუზაური დაიბადა თიანეთში 1910 წელს.


ამ დროს თიანეთში არ იყო საშუალო სკოლა,ამიტომ შვიდწლედის დამთავრების შემდეგ პავლეს ძმამ, ალექსანდრემ,რომელიც ასაკით უფროსი იყო, გაგზავნა თბილისში. აქ პავლე სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიუ სასწავლებელში,სადაც სამი კურსი დახურა,რატომ არ დაასრულა სწავლა,ეს უცნობია.


პავლეს ძმა ალექსანდრე საკმაოდ წარმატებული პადაგოგი იყო და ზოგადად,გონიერი და პატივსაცემი ადამიანი. ამიტომ ხელისუფებამ გადაწყვიტა აღმასკომის თავმჯდომარედ მისი დანიშვნა, მაგრამ ალექსანდრე ორმა მეგობარმა - ანტონ ზ. - მ და გიგლო ჯ. - მ .დაასმინა, მილიციაში თქვეს,რომ ალექსანდრემ თქვა - ყველაფერი ისე კი არ უნდა გავაკეთოთ,როგორც სტალინი იტყვისო - ,რაც ნამდვილად ასე უთქვამს. მალევე 1937 წელს ალექსანდრე დულუზაური დააპატიმრეს და გააციმბირეს სადაც 11 წელი მოუწია პატიმრობა. კომუნისტურ მთავრობას უნდოდა ალექსანდრეს ცოლის - ნინო გარსევანიშვილი (თუში) დაპატიმრებაც,რომელიც ამ დროს სამი შვილის მარტოხელა მარჩენალი იყო,მაგრამ ოჯახის გავლენიანი ახლობლების წყალობით მხოლოდ პატრიიდან გარიცხეს, პატიმრობას კი გადაურჩა.


1942 წელს პავლე

დულუზაური ადგილობრივ ფოტოგრაფთან მივიდა გამზადებული ფოტოს გამოსართმევად ,გამოსვლისას ვინმე ხახაშვილს უთქვამს,მოკვლას გიპირებენო.

მეორე დღეს სამი მილიციელი მივიდა პავლესთან სახლში - ბადურაშვილი, სოლკა ფიცხელაური და ლექსო მერაბიშვილი, მათი დანახვისთანავე პავლე სახლის უკანა მხარეს წავიდა,მილიციელებმა დაუძახეს,გაჩერებულიყო,

მაგრამ გაიქცა,ამ დროს ესროლეს,მაგრამ ტყვია აცდა და მოახერხა გაქცევა.


როგორც თავად პავლე დულუზაური იხსენებდა ,,გავიქეცი სიმინდებში და წავედი და წავედი."

ორი კვირის განმავლობაში ტყეში იმალებოდა ახლობლებთან - იასე ზატუაშვილთან და არსენა ჯაბანიშილთან,შემდეგ კი მივიდა ყაჩაღებთან, გოგია ჭიჭოშვილის და დავით ჯიმშიტაშვილის რაზმთან.

ტყეში გასულები ორ რაზმად იყვნენ დაყოფილი.

ერთ რაზმში 9 კაცი იყო -


1.პავლე დულუზაური

2.გოგია ჭიჭოშვილი

3.პავლე თუშიშვილი

4.პავლე ბუთხუზაშვილი

5.დავით გარაშვილი (ტაიტურა)

6.მიტროშვილი

7.დავით ჯიმშიტაშვილი

8.ალექსი ჯიმშიტაშვილი

9.ლევან ჯიმშტაშვილი


მეორე რაზმში კი შედიოდა 6 კაცი -


1.ლაზარე ჯიმშიტაშვილი

2.ამირან შუშანაშვილი

3.ლადო ბერიკიშვილი (ტუშკა)

4.კ. ჯიმშიტაშვილი

5.ვანო რიგიშვილი

6. ახმეტელი (სახელი უცნობია)


რაზმები ერთმანეთთან ახლოს აკეთებდენ ბინებს ტყეში,თუმცა საკვებზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ზრუნავდნენ.


1942 წლის ნოემბერში რაზმებს ერთობლივად გაუკეთებიათ საზამთრო ბინები ახმეტის რაიონის სოფელ ბუხრებთან, უღარან ტყეში,საიდანაც 120 მეტრის სიგრძის გვირაბი გათხარეს,რის საშუალებითაც თავდასხმის შემთხვევაში უვნებლად გავიდოდნენ. აღნიშნულ ადგილას რაზმებმა 1942 და 1943 წლის ზამთარი გაატარეს.

პავლე დულუზაური გარდა თავისი უბოროტო ხასიათისა,გამოირჩეოდა გონიერებით და წინდახედულობით,რასაც შემდეგი ამბავი ადასტურებს:

ერთ დღეს რაზმელები ანისხევზე ჩავიდნენ სათევზაოდ. წყალთან მისულებმა იარაღი ერთ ხესთან დააწყვეს, მხოლოდ პავლემ არ მოიხსნა კარაბინი და მეგობრებს ურჩია,მათაც თან ჰქონოდათ,რადგან ვინმე თავს რომ დასხმოდა,თავის დაცვას ვერ შეძლებდნენ, მეგობრებმა არ მიაქციეს ყურადღება და უთხრეს, ბევრი ლაპარაკის ნაცვლად ტყეში შესულიყო შეშის მოსაგროვებლად,თვითონ კი თევზაობა დაიწყეს. ტყეში შესული პავლე ვიღაც ლეკს გადაეყარა,გამოლაპარაკების შემდეგ იმ ადგილას მიიყვანა,სადაც რაზმელები თევზაობდნენ,მათი კარაბინები მხრებზე ააკიდებინა, შემდეგ კი პავლესვე თხოვნით უცნობმა ლეკმა დაუყვირა ბიჭებს, დამნებდითო. შეშინებულები მიმოიფანტნენ ,რაზეც პავლე ხმამაღლა ახარხარდა... ამით დაამტკიცა თავისი სიმართლე.


პავლე დულუზაურის წინდახედულობა გამოჩნდა მაშინაც,როცა მთავრობამ სცადა რაზმელების შემორიგება. მათ თავიდან გოგია ჭიჭოშვილი შეხვდა,მარტო, რის შემდეგაც,დარწმუნდა რა,რომ არ დახოცავდნენ რაზმელებს, ლაშარის გორზე დანიშნეს პირველი შეხვედრა მილიციელებსა და რაზელებს შორის. პავლე ფიქრობდა რომ მთავრობა არ შეასრულებდა პირობას და ადრე თუ გვიან დასჯიდა მათ,ამიტომ ამ შეხვედრას არ დასწრებია.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა მილიციის სამი წარმომადგენელი და რაზმის წევრთა დიდი ნაწილი. მეორე შეხვედრა უკვე მილიციაში მოხდა და შერიგებაც წარმატებით დასრულდა. მაგრამ პავლე დულუზაურის ვარაუდი სიმართლე გამოდგა. ერთი წელიც არ იყო გასული,რომ შემორიგებული რაზმელები ჯარში გაიწვიეს და მალევე ომში გაუშვეს,ზოგი კი ციხეში მოხვდა.

პავლე მთავრობას უფრო გვიან შეურიგდა,მაშინ ,როცა მის ომში გაგზავნას აზრი აღარ ჰქონდა,რადგან ბრძოლები უკვე დღეებს ითვლიდა და დასასრულისკენ მიდიოდა,სანამ პავლე დულუზაური გერმანიაში ჩავიდოდა,ომი უკვე მორჩენილი იქნეოდა. მას 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ორი წლის შემდეგ ამინისტია შეეხო და გამოვიდა,თუმცა ეს ამინისტია არ გულისხმობდა რეაბილიტირებას.

მას ყავდა ცოლი - მინადორა ძროხელაშვილი და ორი შვილი - ელგუჯა(სარდალი) და ნანული დულუზაურები.

ამის შემდეგ პავლემ შეცვლილი სახელითა და გვარით დმანისში (ან ბოლნისში) იმუშავა შვიდწლედის დირექტორად, დაახლოებით 8 წლის შემდეგ გასკდა მისი საქმე და წამოსვლა მოუწია.

პავლე დულუზაურმა სიბერე თიანეთში გაატარა და 2004 წელს გარდაიცვალა.


მასალა მოამზადა თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელმა - ვატო ურუშაძემ


ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პავლე დულუზაურის ძმის(ალექსანდრეს) შვილს - თამარ დულუზაურს


ფოტომასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით პავლე დულუზაურის ძმის შვილთაშვილს - ალექსანდრე დულუზაურს


ინფორმაციის ნაწილი აღებულია ფრუშკა მოსახლიშვილის წიგნიდან

,, ეპიზოდები ყაჩაღების ცხოვრებიდან".

თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.06.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0