სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-1910წწ დეკანოზი,  დაბ. სოფ. ყვირილა, შორაპანი, ზესტაფონი ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-1910წწ დეკანოზი,  დაბ. სოფ. ყვირილა, შორაპანი, ზესტაფონი

1841-1910 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ღამბაშიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-1910წწ დეკანოზი, დაბ. სოფ. ყვირილა, შორაპანი, ზესტაფონი

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

ღამბაშიძე დავით (დარისპან) ბესარიონის ძე 1841-21 დეკემბერი, 1910წწ 

დეკ. დავით ღამბაშიძე - ჩვენი ქართული საეკლესიო გალობის აღდგინების ისტორია საინტერესო სტატია

დავით ღამბაშიძე დაიბადა 1841 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ყვირილაში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

     1855 წელს მამამ ქუთაისში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, სურვილი ჰქონია ექიმის პროფესიას დაუფლებოდა, მაგრამ პირადად გაბრიელ ეპისკოპოსს უთხოვია – განათლებული მღვდლები მჭირდებაო და ისიც ამ გზას დასდგომია. სანამ საგამომცემლო საქმეს შეუდგებოდა ხშირად თანამშრომლობდა „დროებასა” და სხვა გამოცემებთან, აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

    1867 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დავითი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ფუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1868 წელს შორაპნის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1868-1873 წლებში შროშის წმინდა გიორგის, 1873-1875 წლებში დანაეთის წმინდა გიორგის, 1875-1887 წლებში კი ცხრაწყაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიებში მსახურობდა.       1887 წელს მღვდელი დავითი ყვირილას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1891 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1904 წლის აღდგომას წმინდა სინოდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 1905 წლის ივნისში ენქერი ეწყალობა.


    მამა დავითის სახელს უკავშირდება დაბა ყვირილაში ახალი ტაძრის აშენება. 1869 წლამდე ამ სოფელში არ არსებობდა ეკლესია. მამა დავითმა მიაქცია ყურადღება ერთ შენობას, რომელიც 1868 წლამდე პურის მაღაზია ყოფილიყო, მაგრამ რადგან მაღაზია სურამში გადაეტანათ, ყვირილაში ეს შენობა გაუქმებული იყო. მაზრის უფროსის დახმარებით მამა დავითმა სთხოვა კავკასიის მაშინდელ მმართველს, მისს იმპერატორობით უმაღლესობას, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს, რომ ეს შენობა დაბა ყვირილის მცხოვრებთათვის დაეთმოთ უფასოდ, რათა იქ ეკლესია მოეწყოთ. ყველას გასახარად, მაღაზია ეკლესიის სტილში იყო აშენებული და იგი ადვილად გადაკეთდა ტაძრად. 1870 წელს მეუფე გაბრიელმა ეს ტაძარი წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობაზე აკურთხა.ყვირილაში დანიშვნისთანავე მამა დავითმა გადაწყვიტა ტაძარი აეშენებინა დაბაში, რადგან ძველი, ხის ტაძარი საკმაოდ მოზრდილ მრევლს უკვე ვეღარ იტევდა. მისი ლოცვა-კურთხევით ადგილობრივმა მცხოვრებმა, ქველმოქმედმა, მეორე გილდის ვაჭარმა, გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძემ, გამოთქვა სურვილი, თავისი ხარჯით აეგო შესაფერისი ტაძარი. მეუფე გაბრიელმა დიდი სიხარულით მიიღო ეს წინადადება და კურთხევაც გასცა ამ დიადი საქმის დაწყებისათვის. 1894 წელს მშენებლობა დაიწყო. ძველი ხის ეკლესია გადაიტანეს სასაფლაოზე, რომელიც ეკურთხა წმინდა ნინოს სახელზე და ახალი ქვითკირის ეკლესიის აშენება კი არგვეთის მთავართა, წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობაზე გადაწყვიტეს. 1899 წელს მისი კურთხევა, რადგან იმერეთის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) უღონოდ ბრძანდებოდა, შეასრულეს ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკიფორემ (კანდელაკი), კვიპროსის კუნძულის კიკოსის მონასტრის არქიმანდრიტმა მელეტიოსმა, დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ და მღვდელმა ბესარიონ გველესიანმა. ღამისთევით ცისკარი შეასრულა ბერძენმა არქიმანდრიტმა მელეტიოსმა.

     დეკანოზი დავითი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმერეთის ეპარქიის სანთლის ქარხანას, იყო მთავარხუცესი და სამღვდელოების სულიერი მოძღვარი.

    1883-1910 წლებში საქართველოში მამა დავითის რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "მწყემსი" ქართულ ენაზე და ჟურნალი "პასტირი" რუსულ ენაზე, სადაც ქვეყნდებოდა უამრავი სახის საინტერესო სტატია. ჟურნალმა იმთავითვე დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სამღვდელოების, ისე საზოგადოების ყველა ფენაში. იგი იბეჭდებოდა სოფელ ყვირილაში და მას დეკანოზი დავითი პირადი სახსრებით გამოსცემდა.

     ღვაწლმოსილი დეკანოზი 1910 წლის 21 დეკემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა. 30 დეკემბერს დილის ცხრა საათზე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი მამა დავითის დაკრძალვაზე. მიცვალებული დიდის ცერემონიით წაასვენეს სახლიდან წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში, პროცესიას წინ უძღოდა ორი მღვდელმთავარი - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ლეონიდე (ოქროპირიძე) და იმერეთის ეპისკოპოის გიორგი (ალადაშვილი). გალობდა ქართული გუნდი. სიტყვები წარმოსთქვეს მღვდლებმა კირილე კელენჯერიძემ და გიორგი ბაკურაძემ. წირვის შემდეგ, წესის აგების წინ, სიტყვა წარმოსთქვა მეუფე ლეონიდემ და დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ. სიტყვების შემდეგ წესი აუგეს იმავე ეკლესიაში და შემდეგ მიცვალებული წაასვენეს წინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში. სამღვდელოება თავის დაუვიწყარ მოძღვარს ხელით მიასვენებდა. ხალხთა შორის დეპუტაციებიც იყვნენ სხვადასხვა ქალაქების ეპარქიის სამღვდელოებიდან. მგოსანი აკაკი წერეთელი მწუხარებას აცხადებდა, რომ, ავადმყოფობის გამო, პირადად ვერ დაესწრო გარდაცვალებული დეკანოზის დასაფლავებას და თავისი სიტყვა გამოგზავნა, როემლიც საჩხერის სკოლის მასწავლებელმა იასონ ღამბაშიძემ წაიკითხა.

    საქართველოს სამღვდელოების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა სამღვდელო პირის ასეთი დიდებული და ცერემონიული დასაფლავება, გარდა გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვისა. თუმცა ის გარემოებაცაა მხედველობაში მისაღები, რომ იმერეთის სამღვდელოებაში დეკანოზ დავით ღამბაშიძისთანა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და გამოცდილი მოძღვარი იშვიათად თუ მოიძებნებოდა და, შესაბამისად, არავისთვის იყო მოულოდნელი მისი ასეთი პატივისცემა და დაფასება, როგორც სამღვდელოების, ისე საერო საზოგადოების მხრიდან. მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ ნაშუადღევის ოთხ საათზე, გარდაცვალებული დეკანოზის შვილებმა, ექიმმა ვახტანგმა და მღვდელმა ქსენოფონტე ღამბაშიძეებმა თავის ოჯახში სადილად მიიწვიეს თავიანთი კრებულებით ყოვლადსამღვდელონი და მასთან მთელი დამსწრე საზოგადოება, წარმომადგენლები და დეპუტაციები.

შვილი ღამბაშიძე დავით (დათიკო) (დ. - 1884 - გ. - 1963) - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, მეცენატი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1909)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1896 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1891 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ყვირილა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0