სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
მიხეილ  ლევანის ძე კვაჭაძე 1869-1961წწ პედაგოგი დაბ. სოფ. ორაგვე ლანჩხუთი მოღვ. სოფ. ლახამულა მესტია

1869-1961 წწ. გარდ. 92 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი კვაჭაძე სია

ლანჩხუთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

მიხეილ ლევანის ძე კვაჭაძე 1869-1961წწ პედაგოგი დაბ. სოფ. ორაგვე ლანჩხუთი მოღვ. სოფ. ლახამულა მესტია


მიხეილ   ლევანის ძე კვაჭაძე დაიბადა  1869  წლის  8  სექტემბერს ლანჩხუთის რაიონის  სოფელ ორაგვეში.


ლახამულაში სკოლა 130 წლის წინ დაარსებულა. სკოლა დღემდე აგრძელებს მომავალი თაობების აღზრდას. 

 სკოლის დაარსების ისტორია, დამაარსებლის მიხეილ კვაჭაძის ბიოგრაფია, მისი ღვაწლი კარგადაა გადმოცემული ქვემოთ. მისი გაცნობა საინტერესო იქნება ჩვენი მეგობრებისთვის და სკოლის გვერდზეც შეინახება.

 კომენტარებში ველოდებით დამატებით ინფორმაციას სკოლის ისტორიის შესახებ და ვიღებთ უზუსტობის შემთხვევაში შენიშვნებს.

   სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ  მანანა კვაჭაძეს, მიხეილ კვაჭაძის შვილიშვილს, ლეო კვაჭაძის შვილს ვრცელი ინფორმაციის მოწოდებისთვის, მადლობა ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს Mari Mari  მარიჯან ჭკადუას ინფორმაციის მოპოვებისთვისი.


        ლახამულის სკოლის დაარსების ისტორია

  მესტიის რაიონში ლახამულის თემში სკოლის დაარსება და სკოლის სრულყოფილი ფუნქციონირების   უზრუნველყოფა მიხეილ კვაჭაძის დიდი შრომის შედეგია .   1898 წლის 1 ოქტომბრიდან მიხეილ კვაჭაძე მისიონერ მასწავლებლად მოევლინა ლახამულას.

ლახამულის სკოლა მიხეილ კვაჭაძის მიერაა გახსნილი,მისი თავდადებული მოღვაწეობის შედეგად ეს სკოლა ერთერთ მოწინავე ხდება მთელს იმდროინდელ სვანეთში,მიხეილ კვაჭაძეს არ დაუზოგავს თავისი ცოდნა,შრომა და ენერგია სკოლის  ფუნქციონირების სრულყოფისათვის. სკოლისათვის დახმარებაც გაუწევია, ლახამულაში შვიდწლედ სკოლას ,რომელსაც შესაფერისი ადგილი არ ჰქონდა ,სრულიად უსასყიდლოდ საკუთარი სამოსახლო ადგილიც კი დაუთმო. ლახამულის სკოლა ბალსქვემოთ სვანეთში ერთერთი საგანმანათლებლო ცენტრი იყო.საწყის ეტაპზე სკოლა დაწყებითი საფეხურის იყო ,რომელიც შემდგომ 1932 წელს არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა.მასწავლებლები ჩამოსულები იყვნენ.  .სკოლა ინტერნატის ტიპის იყო და მოსწავლეები აქ ცხოვრობდნენ.საუკეთესო მოსწავლეები სწავლას ქალაქში აგრძელებდნენ.ამ სკოლის კურსდამთავრებულებიდან აღსანიშნავია სკოლის დამაარსებლის მიხეილ კვაჭაძის შვილი ლეო კვაჭაძე დიდი ქართველი ენათმეცნიერი.    ლეო კვაჭაძემ მოღვაწეობის გარკვეული პერიოდი მიუძღვნა რეგიონში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის დანერგვას.1931-1932 წლებში ლეო კვაჭაძე იყო მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმის მასწავლებელი.ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას,პედაგოგიკა-პედოლოგიასა და გერმანულ ენას.მომდევნო სასწავლო წელს იგი იყო ლახამულის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი,ხოლი 1933-1936 წლებში მესტიის პედაგოგიური ტექნიკუმის სასწავლო ნაწილის გამგე.ამასთანავე იგი ხელმძღვანელობდა პედაგოგიურ პრაქტიკას.     

    მიზანშეწონილად ჩავთვალეთ  მიხეილი კვაჭაძის ბიოგრაფია და ღვაწლი, რომელიც გაწია რეგიონის განვითარებაში აღგვენიშნა და დოკუმენტურ ცნობებზე  დაყრდნობით და აქ წარმოგვედგინა. 

    მიხეილ   ლევანის ძე კვაჭაძე დაიბადა  1869  წლის  8  სექტემბერს ლანჩხუთის რაიონის  სოფელ ორაგვეში. 1881 წელს შევიდა ლანჩხუთის ერთკლასიან  სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც  დაასრულა 1889 წელს. კურსდამთავრებულთაგან  ხუთი საუკეთესო   მოსწავლე ,  მათ შორის  მ.კვაჭაძე, მიავლინეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც იგი  უგამოცდოდ ჩაირიცხა.  1898 წელს  დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ოჯახური პირობების გამო მან ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში. ეს ის დრო იყო, როდესაც სწავლა-განათლება ფეხს იდგამდა სვანეთში. 

   იმხანად ინსპექტორად მუშაობდა ევტიხიმამინაიშვილი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სვანეთში სკოლების გახსნისა და სწავლა-განათლების საქმეში. სწორედ მან მიავლინა  მ.კვაჭაძე  1898 წლის  1  ოქტომბრიდან  მისიონერ მასწავლებლად  სოფელ ლახამულაში.  

   გარდა პედაგოგიური მუშაობისა, მ.კვაჭაძე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. აღსანიშნავია  მისი   ღვაწლი  სვანეთში  გზის შემოყვანასთან დაკავშირებით.

    ვინაიდან    სვანეთს   არ გააჩნდა არავითარი გზა, გარდა   საზაფხულო მთით გადასასვლელი უხეირო გზისა,  მთელი სვანეთი იძულებული იყო წელიწადის  სამ მეოთხედ დროს ევლო   ენგურის ხეობით, ციცაბო კლდის საცალფეხო, მეტად სახიფათო  ბილიკით, სადაც, მეტადრე ზამთრობით  ხშირი იყო მგზავრთა  კლდეზე გადაჩეხის შემთხვევები.

   მიხეილ კვაჭაძის თაოსნობით 1905 წლიდან  სვანეთს   მაშინდელ ცენტრ ბეჩომდე   ჯვარიდან გაუკეთდა  ერთსაჟენიანი  გზა, რომელიც  ათეული  წლების განმავლობაში  ემსახურებოდა სვანეთის მოსახლეობას.   მ.კვაჭაძემ  მოამზადა ყველა აუცილებელი საბუთი, რათა აღძრულიყო შუამდგომლობა   საგუბერნიო მთავრობასა და შემდგომ   უმაღლესი მთავრობის  წინაშე.  მეფის   მთავრობამ გაითვალისწინა ეს  თხოვნა  და გზის გასაყვანად 120 ათასი ოქროს მანეთი გაიღო.

   მიხეილ  კვაჭაძემ  ასევე დიდი შრომა და ხარჯი გასწია  თვით ამ გზის  კეთების  დროსაც.  იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა მშენებელი  ინჟინერ-ტექნიკოსების  მიმართ,  რომლებსაც კვირაობით  უწევდათ სკოლაში დაბინავება.  

   მიხეილ კვაჭაძე  ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყოველგვარ სასოფლო საქმეებში.  იგი  მუდამ  ზრუნავდა   წერა-კითხვის უცოდინართა განათლებაზე.

   1925  წლიდან  1930  წლამდე  ის ზედიზედ იყო  კოოპერატივის სადუქნე  კომისიის თავმჯდომარე. ამავე  წლიდან  კი   -    სოფკომის  თავმჯდომარე.

   მიხეილ კვაჭაძე  ბეჭდავდა კორესპონდენციებსა და  წერილებს  რევოლუციამდელ  პრესაში. მასვე ეკუთვნის  საყურადღებო შენიშვნები იაკობ გოგებაშვილის  „დედა ენაზე“(„დროება“, 239,1909),   აგრეთვე  მოგონებები ეგნატე  ნინოშვილზე და  წერილები სწავლა-განათლების  შესახებ ზემო  სვანეთში(ინახება სახალხო განათლების მუზეუმში) და სხვ.

   მ.კვაჭაძეს თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის  მშრომელთა გათვითცნობიერებისა და სწავლა-განათლების საქმეში. თავისი უანგარო მოღვაწეობით მან სვანეთის მოსახლეობაში  მოიპოვა სრულიად დამსახურებული ავტორიტეტი, გულწრფელი  სიყვარული და პატივისცემა.

   1934 წლის 10 სექტემბერს  ზემო სვანეთის მოსახლეობამ1934 წლის 10 სექტემბერს  ზემო სვანეთის მოსახლეობამ თავისი რაიონის დამსახურებულ  მასწავლებელს, რომელმაც  37 წელი ზიდა  მეტად საპასუხისმგებლო  და სასარგებლო  ტვირთი სოფლის მასწავლებლისა,  იუბილე გადაუხადა.  მ.კვაჭაძესთან ერთად იუბილე  გადაუხადეს ივანე გუჯეჯიანსა და  გერასიმე გულბანს(„დამსახურებული  პედაგოგების იუბილე“,            გაზ.: „ახალი სვანეთი“,  18.IX.1934).

   იუბილეს დასასრულს  სვანეთის სხვადასხვა  ორგანიზაციამ  დაასაჩუქრა  იუბილარები. რაიაღმასკომმა - 1500 მანეთი  ფულადი  ჯილდოთი, განათლების განყოფილებამ -  150  მანეთის რჩეული  ლიტერატურით,  სარეწავო  კოოპერაციამ -  ფეხსაცმელებითა  და  სხვ.  აქვე აღიძრა შუამდგომლობა  საქ. ცაკთან და  განსახკომთან  ახალგაზრდობის  აღზრდისათვის  თავდადებული  რაიონის    საამაყო  მასწავლებლების  დაჯილდოების შესახებ.

   ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და  საზოგადოებრივი    მუშაობისათვის  მიხეილ კვაჭაძე  საქართველოს სსრ  განათლების სამინისტრომ  დააჯილდოვა სამკერდე ნიშნით  „სახალხო   განათლების წარჩინებული“.

   მიხეილ კვაჭაძეს ჰყავდა მეუღლე  სალომე  ჭკადუა(კვირიკაძე)  და  სამი შვილი: გრიგოლი(იურისტი, დახვრიტეს 1939 წელს),  ვერა - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,  ლეო - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

   მიხეილ კვაჭაძე გარდაიცვალა   1961 წლის აგვისტოში. იგი  მეუღლესთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად  დაკრძალულია  აფხაზეთში,  ქალაქ  გაგრაში.

    ლახამულის სკოლის წარმატებულ კურს დამთავრებულებიდან აღსანიშნავია: ლეო კვაჭაძე დიდი ენათმეცნიერი .ანგია ბოჭორიშვილი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი.აკაკი გელოვანი მწერალი,პოეტი და მთარგმნელი.ომარ ჭკადუა(გელოვანი) დოქტორის ხარისხ მინიჭებული წარმატებული ქირურგი.

ანგია ბოჭორიშვილი 1902-1982წწ  აკადემიკოსი ფილოსოფოსი დაბ. სოფ. ლახამულა, მესტია, სვანეთი.

   სკოლის დაარსებიდან ხანგრძლივი დროა გასული .თაობა რომელთა მეხსიერებას  სრულყოილი ხსოვნა  ჰქონდათ ვინ ასრულებდა სკოლის ხელმძღვანელის ფუნქციას  აღარ არიან ცოცხალი .აქედან გამომდინარე ვეცადეთ, მაგრამ სრული სიზესტით დაგვედგინა მათი ვინაობის თანმიმდევრობა ვერ მოვახერხეთ .ამიტომაც იძულებული ვართ სახელები და გვარები დავაფიქსიროთ მათი ვინც ახსოვს მკვიდრ მოსახლეობას:

1.მიხეილ კვაჭაძე


2.ლეო კვაჭაძე მიხეილის ძე ენათმეცნიერი. დაბ. 3 ოქტომბერი, 1908წელი სოფ. ლახამულა  გარდ. 22 იანვარი, 2011  (102 წლის ასაკში)

 3.ანეტა კვანჭიანი

4.ხაკუც კვანჭიანი

5.სოსო ჭკადუა

6.პიმენ კვანჭიანი

7.ბაჯუ ჯაჭვლიანი

8.დუშა ჭკადუა

9.ვასო ჭკადუა


10.ნელი დავითის ასული ფეიქრიშვილი დაბადებულია 1955 წელი სოფელი კონდოლი, თელავი. სოფელ ლახამულაში მოღვაწეობდა 1976-1982 წლებში. მარჯვნივ მეუღლე ოთარ შალვას ძე ჭკადუა, ლახამულის მკვიდრი

11. ვახტანგ ჟორჟოლიანი      

12.ნაზი ჭიღლაძე (საბანიძე)1987 წლიდან დღემდე  სკოლას ხელმძღვანელობს. ლეო კვაჭაძის ყოფილი სტუდენტი .დიდი ძალისხმევითა და მაღალი პასუხისმგებლობით ეწევა  საპასუხისმგებლო საქმიანობას.

 სავალდებულო ავტორიზაციის პროცესში რომელიც უნდა დასრულდეს 2026 წელს .სასკოლო და მთლიანი საზოგადოების დიდი სურვილია სკოლამ გაიაროს ავტორიზაცია და მიენიჭოს მიხეილკვაჭაძის სახელი.

მადლობა მარიჯან ჭკადუა ნუგზარის ასული, ლახამულის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი

მადლობა შალვა ჭკადუას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.06.2023
სულ რედაქტირებულია 3





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0