სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი

4.10 სვიმონ II 1619-1631 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

სიმონ IIსიმონ-ხანი (გ. 1630 ან 1631) — ქართლის ხანი (ქართული წყაროებით — მეფე1619-1630/1631. ირანში გაზრდილი, მაჰმადიანი, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ-ხანი) ძე. მცირეწლოვანი სიმონ II ქართლის ხანად დანიშნა ირანის შაჰმა აბას I-მა და მრჩევლად დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა. 1625მარტში, გ. სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, სიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა. ქართლ-კახეთში თეიმურაზ Iგამეფდა. მარაბდის ბრძოლის (1625 ივლისი) შემდეგ შაჰმა სიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა, ქართლის დანარჩენ ნაწილს თეიმურაზ I ფლობდა. ბაზალეთის ბრძოლის (1626) შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში თეიმურაზ I შეუთანხმდა ზურაბ არაგვის ერისთავს და მოაკვლევინა სიმონ II.

ლიტერატურა

4.9 ბაგრატ VII 1615-1619 წწ. ქართლის მეფე XV-XVII საუკუნე

ბაგრატ VIIბაგრატ-ხანი (გ. 1619) — ქართლის ხანი 1616-1619 (ქართული წყაროებით მეფე), დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი, აღიზარდა ირანში1616 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა უბოძა ხანის ტიტული და ქართლის მმართველად დანიშნა. სუსტი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. ძირითადად ცხოვრობდა ბოლნისში და იქვე გარდაიცვალა. მის შემდეგ ქართლის მმართველად დაინიშნა მისი ვაჟი, სიმონ II, რომელმაც მამის მსგავსად ვერ შეძლო ქართლზე კონტროლის დამყარება.