სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გვარი წულაია პირველად იხსენიება 1616-1621 წლებში (ქსძ, III, 1970: 443). წულა რომ პირსახელი იყო, ამას ადასტურებს გვარები წულეისკირი (< *წულაისკირი) და წულაძე, შდრ. წულიაშვილი. პ. ცხადაიას მიხედვით, წულაია ფართოდ გავრცელებული გვარია სამეგრელოში (ცხადაია, 2000: 160). ნ. ჯომიდავა თვლის, რომ წულაია მოდის საკუთარი სახელ წულ-ისგან „წული, შვილი“. ამრიგად, გვარიც ნაწარმოებია წულა შერქმეული სახელისაგან, რომელშიც ა- სუფიქსია. მისივე ცნობით, გვარი მოხსენიებულია დღევანდელი ოჩამჩირის რ-ნის სოფ. კვიტოულში მონათლულთა 1837 წ. სიაში (ჯომიდავა, 2000: 425). გვარსახელის სტრუქტურა შემდეგი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ: წულ-ა-ია < წულ-ა < წულ-ი.

წულაია ცხოვრობენ  – მარტვილი, ზუგდიდი, გაჭედილი, სალხინო, ხაბუმე, საჩინო, შუა ხორგა, თორსა-დღვაბა, ქარიატა, ბანძა, ლეხაინდრავო, სერგიეთი, სუჯუნა, დიდი ჭყონი, ნაფიჩხოვო, ჩხორია, ზემო ეწერი, მესამე ბალდა, ჭაბურთა, საღვამიჩავო, გახომელა, ხობი