სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12240

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყველა ეკლესია

თბილისი (პროკურატურის ეზო, ორთაჭალა) წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია

სულ რაოდენობა: 0

ბმულის კოპირება

 საპატრიაქოს უწყებანი N29 25-31ივლისი 2003წ გვ.4

პატრიარქმა ახალი ტაძრის ადგილი აკურთხა

30 მაისს, საქართველოს პროკურატურის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II საქართველოს გენერალური პროკურატურის ეზოში აკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ადგილი. მისმა უწმინდესობამ გენერალურ პროკურორს, ბატონ ნუგზარ გაბრიჩიძეს მაცხოვრის ხატი გადასცა.


2010წ. 13 დეკემბერი. თბილისში წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახეობის ეკლესია აკურთხეს. ტაძრის კურთხევა და საზეიმო ლიტურღია ცურტავის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჩაატარა. წირვის შემდეგ პარაკლისი საქართველოოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა და მრევლი და ეკლესიის აღმშენებლები დალოცა.

ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის კურთხევა წმიდა მეფის ხსენების დღეს დაემთხვა და მას საქართველოს პროკურატურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ორთაჭალაში მდებარე ეკლესიის მშენებლობა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერით დასრულდა.

ვახტანგ გორგასლის სახელთან დაკავშირებულია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ქართველი ხალხის გმირული ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ. მეფე ვახტანგ გორგასალი საქართველოში ქრისტიანობის განმტკიცებას ცდილობდა. მისი მმართველობის დროს (V საუკუნის მეორე ნახევარი) ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, თბილისი ქართლის დედაქალაქად გამოცხადდა და განისაზღვრა საქართველოს საგარეო ორიენტაცია - გზა ბიზანტიისკენ, გზა ევროპისკენ.


ქართულმა ეკლესიამ სარწმუნოებისა და ქვეყნისთვის თავდადებული ხელმწიფე წმინდანად შერაცხა, 13 დეკემბერი კი წმიდა მეფის ხსენების დღედ დააწესა.



ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი