სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 9987

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მებრძოლები გვარების, რეგიონის, ქალაქის, სოფლების მიხედვით
რაჭა ლეჩხუმი 1941-45 ომი, სამაჩბლო, აფხაზეთი 1990-დან მებრძოლები
ბესარიონ სულაძე გერვანტის ძე 1921-1942წწ გარდ. მეორე მსოფლიო ომი დაბ. სოფ. ზემო ბარი, ონი ბესარიონ სულაძე გერვანტის ძე 1921-1942წწ გარდ. მეორე მსოფლიო ომი დაბ. სოფ. ზემო ბარი, ონი

1921-1942 წწ. გარდ. 21 წლის

რაჭა ლეჩხუმი 1941-45 ომი, სამაჩბლო, აფხაზეთი 1990-დან მებრძოლები

გვარი სულაძე სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

81       ბეჭდვა

ბესარიონ სულაძე გერვანტის ძე 1921-1942წწ გარდ. მეორე მსოფლიო ომი დაბ. სოფ. ზემო ბარი, ონი

გამოიცანი გამოჩენილი ადამიანები რეგიონის ქალაქის და სოფლების ფილტრებით
"წერილები ფრონტიდან"

საბჭოთა არმიის რიგებში 1941 წლის 27 აგვისტოს გაიწვიეს და ქ.თელავის საარტილერიო სასწავლებელში ჩაირიცხა, სადაც უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ბესარიონის მამას, ომის დაწყების დროს, რვა შვილიდან ხუთი უკვე გარდაცვლილი ჰყავდა და ბესოს სთხოვა, ვეცდები, დაგტოვო, შვილო, შენც რომ ომში წახვიდე და რამე დაგემართოს, სულ ხომ არ ამოვწყდებითო, თუმცა, მას მამისთვის კატეგორიული უარი უთქვამს: „დარჩენის შესახებ სიტყვა აღარ გამაგონოთ. ჩემი თანატოლები იქ არიან, იბრძვიან და ტყვიას არ უშინდებიან და მე აქ რა გამაჩერებს; ჩემი მხრიდან, ეს რა კაცობა იქნებაო’’.

ბესარიონის დედა, ვალენტი სხირტლაძე სიცოცხლის ბოლომდე შავ ძაძას ატარებდა, თუმცა, ბოლო ამოსუნთქვამდე არ დაუკარგავს შვილის დაბრუნების იმედი. გულის რაღაც ნაწილში მაინც სჯეროდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და გამოჩნდებოდა. ამ დარდსა და მოლოდინში გალია მთელი თავისი სიცოცხლე. როცა გარდაიცვალა, უბეში გამოკრული აი, ეს წერილები უპოვეს_მისი შვილის უკანასკნელი სახსოვარი ფრონტიდან...
წერილების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ გელა სულაძეს, ბესარიონ სულაძის ძმისშვილს
22. 3. 42
სალამი დედას!
პირველად ვისურვებ თქვენს სიცოცხლეს და კარგად ყოფნას ძვირფასო დედა. მოკითხვა ბებიას, ბიცოლას, რუზიკოს, დაროს, ჟულიეტას და თუთას, განსაკუთრებით შოთას და გივის. ეხლა ვიცი იკითხამთ ჩემ ამბავს. მე ძალიან კარგად ვარ და კარგად ვიმგზავრე. ასე რომ ჩემი მჯავრი არ გექნეს. მე ჩამოვედი ამხანაგებთან ერთად ქალაქ ქერჩში და ჯერ-ჯერობით აქა ვარ. ჩემი მჯავრი არ გექნეთ. თქვენს თავს მოუარეთ. მე ისევ კარგად დავბრუნდები მანდ. მე მალ მალე გამოგიგზავნით წერილს. თუ დაგვიანდეს ან არ მოვიდეს, მჯავრი არ გექნეს. ბ.გ. სულაძე
27. 3. 42 წ.
სალამი დედას!
პირველად ვისურვებ თქვენს სიცოცხლეს ძვირფასო დედავ. მოკითხვა ბებიას, ბიცოლას, პატარა ბოვშებს და განსაკუთრებით, რუზიკოს, შოთას და გივის. ეხლა ვიცი იკითხამ ჩემ ამბავს. მე ძალიან კარგად ვარ. ჩემი მჯავრი არ გექნეს. მე ვიმყოფები ყირიმის ფრონტზე. წერილს იმდენს გამოვგზავნი, რამდენის საშუალებაც მექნება. მე ომში არ ვიღებ მონაწილეობას ჯერჯერობით. ისე რომ ჩემი მჯავრი არ გექნეს. ეს წერილი მამაჩემო, გაგზავნე სოფელში დედაჩემთან. არაფერი იდარდოთ ჩემზე. თქვენს თავს მოუარეთ და მე ჩემს თავს მოვუვლი, სანამ აქ ვიქნები. სულაძე
26. 4. 42.
სალამი ძვირფას დედას!
პირველად ვისურვებ თქვენს სიცოცხლეს, ძვირფასო დედავ. მოკითხვა: ბებიას, ბიცოლას და სხვა პატარა ბავშვებს. განსაკუთრებით გაიოზას, გივის, შოთას და რუზიკოს. ეხლა მე ძალიან კარგად ვარ. ჩემი მჯავრი არ გექნეს. კიდე დავიჭერ თევზებს ჩვენს ჭალაზე. ეხლა დედა გენადის ამბავი გავიგე შორიდან და კარგად არის ჯერჯერობით. ეხლა ვიცი, აქედან იღებთ წერილს მანდ, მხოლოდ მე ვერ ვიღებ მაიდან. სანამ ჩემი მისამართი არ მოგივიდეს, წერილს ნუ გამომიგზავნი. სხვა რა მოგწერო. აბა შენ იცი თუ გულს არ გაიტეხამ და კარგად დამხვდებით დედა, მამა და სუყველა მთელი ოჯახით. ბ.გ. სულაძე
22. 5. 42 წ.
სალამი დედას!!!
პირველად ვისურვებ თქვენ სიცოცხლეს და კარგად ყოფნას ძვირფასო დედავ მოკითხვა: ბებიას, ბიცოლას, დაროს, ჟულეტას, ..... და განსაკუთრებით, გივის, გაიოზას, შოთას და რუზიკოს. მოკითხვა მეზობლებს სუყველას დიდს და პატარას. ეხლა დედა ვიცი იკითხამ ჩემს ამბავს. მე ჯერჯერობით კარგად ვარ. მხოლოდ მარჯვენა ფეხოს წვივში დავიჭერი მსუბუქად. ისე რომ ჩემი მჯავრი არ გექნეთ. მე მალე მოვრჩები. ეხლა კი ვარ გოსპიტალში სადაც მოვედი 21 მარტს. ჩემი მჯავრი არ გექნეთ ამას გითვლი. ეხლა მე თქვენი ამბავი არაფერი არ ვიცი. თუ შემატყობინებთ დეპეშით კარგი იქნება. ახლა თბილისადან ჩამოდის ამბავი.
ამბავი შემატყობინეთ როგორმე დეპეშით. ჩემი მჯავრი არ გექნეთ. გწერთ. ბ. გ. სულაძე
29. VI 42 წ.
სალამი დედას!
პირველად ვისურვებ თქვენს სიცოცხლეს ძვირფასო და მუდამ წუთს მოსაგონარო დედა. მოკითხვა ბებიას, ბიცოლას, დაროს, ჟულეტას, თუთას, განსაკუთრებით კი გივის, გაიოზას, რუზიკოს და შოთას. მოკითხვა მათიას გიორგის თავის ცოლშვილით. ეხლა დედა ჩემი მჯავრი არ გექნეს, მე ძალიან კარგად ვარ. ჩემზე არაფერი იდარდო, თქვენს თავს მოუარეთ. ეხლა მე ვიცი, რომ აქედან იღებთ წერილს და მე კი არ ვიღებ მაიდან მაგრამ ეს არაფერია. თქვენ იყავით კარგად და მე არაფერი მიჭირს. ეხლა დედა გული არ გაიტეხო. შენ წერილი მაინც მოგდის. მაროს და სხვა დედებს არაფერი ამბავი არ მისდით. წერილი გამოგზავნე ამ მისამართით:
სხვა რა მოგწერო. იყავი კარგად. გული არ გაიტეხო. წერილს თუ დააგვიანდეს, არაფერი იდარდო. მე მალმალე გამოვგზავნი წერილს. სხვა ქართველები ბევრი არიან ჩემთან
ეხლა დედა გენადის ამბავი შევიტყვე შორიდან და ეტყობა ჯერჯერობით კარგად არის.
იყავით კარგად მუდამ ჟამს.
გწერს თქვენი დაუვიწყარი შვილი ბესო გერვანტის ძე სულაძე

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.06.2023
ბოლო რედაქტირება 20.06.2023
სულ რედაქტირებულია 1





სოფ. დრანდა, გულრიფშის რ-ნი, მებრძოლები, ვეტერანები. გენოციდი

2 0

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მებრძოლები, 1990 წლიდან, მოგვაწოდა მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ დაბ. 1986 წელს, ბაღდათი

2 0

დღის იუბილარი/ხსენება ნიმუში

1 0


საქართველოს ომები ნიმუში

1 0


+კონდოლი თელავი 148 ნაპოვნი დოკუმენტი 1941-45

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0


რაჭა ლეჩხუმი 1941-45 ომი, სამაჩბლო, აფხაზეთი 1990-დან მებრძოლები


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0