სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მიხა ჯიღაური 1859-1950წწ მომღერალი, ლოტბარი, მწერალი. დაბ. სოფ. კაკაბეთი, საგარეჯო მიხა ჯიღაური 1859-1950წწ მომღერალი, ლოტბარი, მწერალი. დაბ. სოფ. კაკაბეთი, საგარეჯო

1859-1950 წწ. გარდ. 91 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ჯიღაური სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

მიხა ჯიღაური 1859-1950წწ მომღერალი, ლოტბარი, მწერალი. დაბ. სოფ. კაკაბეთი, საგარეჯო

მიხა ჯიღაური (დ. 1859, კაკაბეთი — გ. 1950, იქვე) — მომღერალი, ლოტბარი და მწერალი.


დაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი.

 ბავშვობიდანვე ლაზათიანად, დიდი გემოვნებით ასრულებდა ქართლ-კახურ სიმრერებს დღეობებსა და ქორწილებში. მღეროდა თავშესაქცევად, თან მიწას ამუშავებდა; 1927 წელს მწერალმა იოსებ მჭედლიშვილმა კახელ მომღერალთა კონცერტი გამართა რუსთაველის სახელობის თეატრში; მან კონცერტზე გამოიყვანა ცნობილი მომღერლები: შილდელი ლევან ასაბაშვილი("დედას ლევანა") და ალექსი ელოშვილი("ოსტატი ალექსა"), გრემელი მიხა ავგაროზიშვილი და კაკაბელი მიხო ჯიღაური; მათგან ყველაზე ახალგაზრდა, 60 წელს მიღწეული, მიხო ჯიღაური იყო, მაგრამ როგორც სხვების, ისე მისი ხმაც ჭექდა და ელვარებდა; 


კონცერტმა აღტაცებაში მოიყვანა კომპოზიტორები ზაქარია ფალაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, კოტე ფოცხვერაშვილი და ახალგაზრდა მუსიკოსები; იოსებ მჭედლიშვილმა მომდევნო წლებში ზედიზედ გამართა კაკაბელთა გუნდის კონცერტი როგორც თბილისში, ისე სხვაგანაც; მოკლე ხნით სანდრო ახმეტელმა კაკაბელთა გუნდი, უფრო კი მიხო ჯიღაური, ჩართო რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში; კირილე პაჭკორიამ ალღო აუღო მიხოს ნიჭს, შესაძლებლობებს და კაკაბელები ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდში მიიწვია ქართლ-კახური სიმღერების შემსრულებლებად(მათ ახალგაზრდა მომღერალი ვანო მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა); 1930 წლიდან ისინი ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდთან ერთად წარმატებით გამოდიოდნენ სადღესასწაულო კონცერტებზე; იყვნენ აჭარა-აფხაზეთსა და ბაქოში; განსაკუთრებით აღსანიშნავია 1935 წლის კონცერტები მოსკოვში - კრემლში და აგარაკ გორკაში; აქ გუნდი წარდგა მაქსიმ გორკისა და მისი სტუმრის, ფრანგი მწერლის და მუსიკოსის რომენ როლანის წინაშე; რომენ როლანი დაატყვევა მიხოს ხმამ და ოსტატობამ, აგრეთვე კახური სიმღერების მდიდარმა პოლიფონიამ; მიხო ჯიღაურმა ბევრს გადასცა თავისი ცოდნა, გამოცდილება და დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერის შემდგომი დახვეწისა და გავრცელების საქმეს; ხალხური მომღერალი, ლოტბარი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7 

შვილიშვილი ჯამბულ 'ჯაბა' ჯიღაური (დ. 8 ივლისი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი.

ითანამშრომლა ნინო ამონაშვილი, (დედა მიხა ჯიღაურის ძმის შვილი)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.08.2023
ბოლო რედაქტირება 01.08.2023
სულ რედაქტირებულია 1





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0