სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვიქტორ ოვსიანიკოვი 1978-2004წწ გარდ. წერიახოს მთა სამაჩაბლო კაპრალი  დაკრძ. სოფ. მარტყოფი, გარდაბანი. ვიქტორ ოვსიანიკოვი 1978-2004წწ გარდ. წერიახოს მთა სამაჩაბლო კაპრალი  დაკრძ. სოფ. მარტყოფი, გარდაბანი.

1978-2004 წწ. გარდ. 26 წლის

სამაჩაბლო

გვარი ოვსიანიკოვ სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

148       ბეჭდვა

ვიქტორ ოვსიანიკოვი 1978-2004წწ გარდ. წერიახოს მთა სამაჩაბლო კაპრალი დაკრძ. სოფ. მარტყოფი, გარდაბანი.

2004წ. სამაჩაბლოში გარდაცვლილი 16 მებრძოლი სია

ვიქტორ ოვსიანიკოვი დაიბადა 12 დეკემბერი 1978 წელს, ცხოვრობდა თბილისში. დაკრძალულია სოფელი მარტყოფი.


გარდაიცვალა სამაჩაბლოს კონფლქტში აგვისტო 19 აგვისტო 2004 წელი თელავის 111-ე ბატალიონი. გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე მეგობარს ესაუბრა.

თანამებრძოლის ბექა ზურას ძე სოზაშვილის მოგონება: 2004 წლის 18 აგვისტოს წვერიახოს მთაზე დაიწყო ინტენსიური შეტევა, ცეცხლსასროლი იარაღით და ლიმომკებით, დილით გამთენიისას უკვე მინამიოტებით დაიწყეს ინტენსიური შეტავა და მესამე ასეულის მებრძოლი ვიქტორ ოვსიანიკოვი დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 19 აგვისტო 2004 წელს. თვითონ ბექა დაიჭრა.

ბებო ძალიან უყვარდა და ბებიამის სონია ქვია, ობოლი იყო



თანამებრძოლი ბექა ზურას ძე სოზაშვილი

2004 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, 7 აგვისტოს დაწყებული შეტაკებები 2 კვირის მანძილზე პერმანენტულად გრძელდებოდა. ქართული პოლიციის მხრიდან ერგნეთის ბაზრობის დახურვამ, რეგიონში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია. საპასუხოდ ოსმა სეპარატისტებმა რუსეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის აღმოსავლეთით შემოვლითი გზების აღდგენა დაიწყო და ლიახვის ხეობების მიმართულებით პატრულირებას შეუდგა. 7 აგვისტოს ქართველმა სამშვიდობოებმა რუსული სამხედრო ავტოკოლონა დააკავეს. მეორე დღეს ოსურმა ფორმირებებმა ქართველი პოლიციელები ტყვედ აიყვანეს, შემდგომ კი ტელეკამერების წინ სახალხოდ დაამცირეს. ვიდეოზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა, არტილერია და სამხედროები, რომლებიც შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში კერძოდ კი ცხინვალის რეგიონში გადაადგილდებიან. ბრძოლები უმეტესად სტრატეგიული სიმააღლეების და შემოვლითი გზების დასაკავებლად იმართებოდა, ქართველ ჯარისკაცებსა და რუსულ-ოსურ ფორმირებებს შორის შეტაკებებს რეგულარული სახე მიეცა. ყველაზე მასშტაბური შეტაკება თლიაყანის რაიონში 19 აგვისტოს გაიმართა. სტრატეგიული სიმაღლეების აღების შემდეგ, ქართველ სამხედროებს პოზიციების რუსი სამშვიდობოებისთვის ჩაბარება უბრძანეს. სწორედ სოფელ თლიაყანასთან ჩვენს ჯარისკაცებს ნადავლად ჩრდილო-ოსური ბატალიონის ბმპ-2 დარჩათ. საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობა შსს-ს და თავდაცვის სამინსიტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა (კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადა, ანტი ტერორისტული ცენტრი, გულუას სპეცრაზმი), შავნაბადას მე-113 ბატალიონმა, კომანდოს მე-112 ბატალიონმა, თელავის 111-ე ბატალიონმა და შინაგანი ჯარის ნაწილებმა მიიღეს. ტანკები და მძიმე არტილერია ქართულ მხარეს არ გამოუყენებია, რასაც ვერ ვიტყვით მოწინააღმდეგეზე. არც სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს და შვეულმფრენებს განუხორციელებიათ საბრძოლო გაფრენა.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2023
ბოლო რედაქტირება 19.08.2023
სულ რედაქტირებულია 7





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0