ავთანდილ აბესაძე დაიბადა 10 მაისი 1928 წელი
დაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, საგარეჯოს რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.
1958–1985 წლებში ხელმძღვანელობდა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტულ განყოფილებას. 1985 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მისი ძირითადი შრომები ეხება საჭმლის მონელების ფიზიოლოგიურ საკითხებს, სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის მოქმედების მექანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს, სისხლწარმოქმნისა და სისხლის შედედების რეგულაციის ნერვულ ჰორმონულ და ჰუმორულ მექანიზმებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიოლოგი.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.28
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
- 1965 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- სპლენექტომიის შედეგად განვითარებული ცვლილებები და მათი მექანიზმი (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1984. - 207გვ.
- სისხლის გადასხმის გავლენა მთავარი საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფუნქციურ მოქმედებაზე (ავტორი). - თბილისი, საბჭ.საქართველო, 1964. - 150გვ.
მადლობა გურამ დავითის ძე ლეგაშვილი, ყანდაურის მკვიდრი